24 ივლისი 2014

ruflag

"მოტოროლა" საქართველოში მუშაობას არ შეწყვეტს

E-mail Print

motorola-logo-smallროგორც ცნობილი გახდა, დსთ-ს ქვეყნებისგან განსხვავებით, "მოტოროლა" საქართველოში მუშაობას არ შეწყვეტს. ამას "მოტოროლას" ოფიციალურ დისტრიბუტორ "მობილფონშიც" ადასტურებენ.

კომპანიაში, ასევე, უარყოფენ ინფორმაციას უკრაინაში "მოტოროლას" ოფისის დახურვის თაობაზე და რომ 2011 წლიდან რუსული წარმომადგენლობის დახურვაც იგეგმება.

მათი განმარტებით, "მოტოროლა" სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ამ დროისთვის მხოლოდ მობილური ტელეფონების დისტრიბუციაა შეჩერებული. ამის მიზეზად "მობილფონის" მენეჯერი ბაზრებზე არსებულ ძლიერ კონკურენციას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში "მოტოროლას" წარმომადგენლობა, უკვე მეთორმეტე წელია, მუშაობს.

.

This content has been locked. You can no longer post any comment.