პუბლიკაციები
სანდრო ბრეგაძე: იმ საქართველოს რა ვუთხარი…

   “უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით,
   გულს თუ დამადგა ვერც დავახველო
,
   ამას კი ვიტყვი, თუნდაც მომკალით!
   ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!
   
აკაკი წერეთელი, 1864 წ.

- იმ საქართველოს რა ვუთხარი,სადაც საყურიანი მანქურთი ლაზარე გმირია!

- იმ საქართველოს რა ვუთხარი სადაც დიდი მერაბ კოსტავაც გმირად-პოლიტპატიმრად იწოდება და ეს მანქურთი ლაზარეც გმირი-პოლიტიკური პატიმარია!

- იმ საქართველოს რა ვუთხარი , სადაც ზნედაცემული პრეზიდენტი 5 ივლისს დაჭერილ ბიჭებს , ზვიად გამსახურდიას ერთგულ თანამებრძოლებს ბეჟან გვაზავას და ირაკლი დოკვაძეს არ იწყალებს - სამაგიეროდ ლაზარეს,გვარამიას და მთელს საქათმეთს თავისუფლებაზე უშვებს!

- იმ საქართველოს რა ვუთხარი რომელსაც ლაზარიას უგვანო მამა ვინმე “ ქესტუმა “ გალანძღავს და იმ პოლიციას რა ვუთხარი რომელსაც ის პირში ყოველდღე დედას აგინებს!

- იმ საქართველოს რა ვუთხარი რომელშიც ზვიადის-მერაბის ეროვნული მოძრაობის დროს კაცების ყიჟინა -ლომების ღრიალი ისმოდა და სადაც დღეს ქათმების კაკანი-კატების კნავილი ისმის!

- რისი ან ვისი გვეშინია ? სახალხოდ და ხმამაღლა უნდა ვთქვათ - ლაზარიას გმირად გამოცხადება - ეს არის ერის დეგრადაცია , ეს არის დიდი ქართველი ერისათვის სულში ჩაფურთხება , ეს არის ქრისტიანული რწმენის და ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული გმირების სახელის უდიდესი შეურაცხყოფა!“ - წერს თავის Facebook-გვერდზე სანდრო ბრეგაძე.