პუბლიკაციები
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. „შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა“, - ასეთი პოსტი ამ ფოტოსურათთან ერთად გამოქვეყნდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის „Facebook-გვერდზე“, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „სამძიმრის გამოხატვა შესაძლებელია რუსეთის ინტერესების სექციის ელექტრონულ წიგნში interest.section@mid.ru”.