საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, დააბრუნოს პარლამენტში განსახილველად ერთი წლის წინ უკან გაწვეული კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა აღშფოთება გამოხატეს და დაიმუქრნენ საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დენონსირებითა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით.
რატომ უწოდებენ აშშ, ევროკავშირი და მათი აგენტები საქართველოში - რადიკალური ოპოზიცია და კიდევ უფრო რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციები - ამ კანონპროექტს "რუსულ კანონს", თუმცა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი (FARA) აშშ-ში 1938 წლიდან მოქმედებს? რატომ ითვლება ამ კითხვის დასმაც კი „რუსულ პროპაგანდად“? რატომ არც კი წაუკითხავთ ადგილობრივ უცხოელ აგენტებს, რომელთა ბირთვიც ჰომოსექსუალები და ნარკომანები არიან, ქართული კანონპროექტი და ამერიკული კანონი ერთმანეთთან მათ შესადარებლად? ხოლო ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ალბათ წაიკითხეს, მაგრამ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ის, რაც ნებადართულია დასავლეთისთვის, არ არის ნებადართული საქართველოსთვის?
იმიტომ, რომ აშშ-ს და ევროკავშირს ისტორიულად ჰქონდათ კოლონიები მთელ მსოფლიოში და საქართველოს მიიჩნევენ ერთ-ერთ ასეთ კოლონიად, ქართველ ხალხს კი მეორეხარისხოვან ადამიანებად, რომელთაც ვერ ექნებათ თანაბარი უფლებები ამერიკელებსა და ევროპელებთან. ამიტომაა, რომ ქართველ ხალხს უტიფრად არ პასუხობენ მარტივ კითხვაზე - რატომ შეიძლება, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს ჰქონდეთ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, საქართველოს კი არა?
რატომ ვიღებთ ჩეკს მაღაზიებში საყიდლების შეძენისას, რატომ მოეთხოვებათ სახელმწიფო მოხელეებს ქონებრივი დეკლარაციის შევსება, რატომ იბეგრება მეწარმეობა და ხელფასები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები უარს ამბობენ წელიწადში ერთხელ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე? უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ქართული ვარიანტი ხომ სხვას არაფერს ითვალისწინებს!
იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები - უცხოელი აგენტები იღებენ და შესაბამისად ხარჯავენ გრანტებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაზე, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნების გზით დასავლეთი და ზემოხსენებული დასავლელი აგენტები ვერ შეცვლიან პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს გაიხსენა ეროვნული ღირებულებები! არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია იღებენ/ხარჯავენ გრანტებს ანტიქართული, ანტიხალხური, ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდისთვის, ჰომოსექსუალური „ფასეულობებისა“ და ერთსქესიანთა ქორწინებების „უპირატესობების“ პროპაგანდისთვის, რათა საქართველოში იყოს მხოლოდ საროსკიპოები, კაზინოები, სასტუმროები, რესტორნები უცხოელებისთვის და უცხოური სამხედრო ბაზები შავ ზღვაზე!
და საერთოდ, ვინ და რა მიზნით შემოიტანა სიტყვა „ფასეულობები“ ჩვენს ყოველდღიურ ლექსიკაში? დასავლური ფასეულობები თუ ღირსება? - საკითხავი აი ეს არის! ფასი გააჩნია საქონელს და მოღალატე უცხოელ აგენტებს, ძვირფასეულობა, როგორც ვიცით, ბანკებში, მუზეუმებსა და ლომბარდებშია, ხოლო ტრადიციულ ქართველს აქვს ღირსება! თუ ქართულ კულტურასა და ადათ-წესებზე ვსაუბრობთ, ისინი ფასდაუდებელია!
აქ თავს იჩენს კიდევ ერთი ტყუილი: საქართველომ რომც არ შეასრულოს ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ყველა პირობა, ევროკავშირი და ნატო არასოდეს დაანებებენ თავს საქართველოს - თავისთან არ მიიღებენ, მაგრამ არც აქედან წავლენ! საქართველოში მალე უფრო მეტი უცხოელი სამხედროები, ინსტრუქტორები, დამკვირვებლები, ინსტიტუტები, ფონდები, ექსპერტები, წარმომადგენლობები, დიპლომატები, დაზვერვის ოფიცრები და ჯაშუშები იქნებიან, ვიდრე ქართველები! პროექტი „საქართველო“ რენტაბელურია პროექტი „უკრაინისგან“ განსხვავებით - კაპიკების ინვესტიციით პრაქტიკულად მუქთად იღებ პლაცდარმს სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვაში, რეგიონულ და ტრანსკონტინენტურ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბს და დერეფანს და მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უზარმაზარ მარაგს!
მაშ, რა მოხდება თბილისში უახლოეს დღეებში?
არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ისევ მოაწყობენ პარლამენტზე შეტევას „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აიძულებენ ხელისუფლებას, კვლავაც გაიწვიოს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, როგორც ეს 2023 წლის 9 მარტს მოხდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ კმარა - ხელისუფლება კანონპროექტს გაიწვევს, შემდეგ ისევ შეიტანს, ამიტომ, აქაოდა, ეს ხელისუფლება უნდა დაემხოსო!
ხელისუფლება რატომღაც აჭიანურებს პროვოკატორების დაკავებას, რომლებიც მოუწოდებენ სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომისკენ, მათ შორის შეიარაღებულ ყოფილ „ძალოვანებსა“ და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს; ხელისუფლება საჯაროდ არ აბოლოებს წინადადებას - „თუ ევროკავშირი და ნატო პატივს არ გვცემენ და ანგარიშს არ გვიწევენ, მაშინ... მაშინ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატოში არ არის!“.
დასავლეთმა მსოფლიო დაასაჩუქრა რასიზმით, ინკვიზიციით, ნაციზმით, სიკვდილით დასჯით ლინჩის წელით, გილიოტინით, გაზის კამერით, ელექტრო სკამით, დაასაჩუქრა ერთსქესიანთა ქორწინებებითა და 50-ზე მეტი გენდერით, ასეთი დასავლეთისკენ ისწრაფვის საქართველო?!
ქართველმა ხალხმა ბოლოსდაბოლოს დაინახა დასავლეთის ჭეშმარიტი სახე, რომელიც მას ისე ექცევა, როგორც კოლონიზატორი ექცევა ველურ აბორიგენებს და იმუქრება, რომ სანქციებს გამოაცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც კი ქართველი ხალხი მიიღებს კანონებს უცხოელი აგენტების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, დასჯის იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუკრძალა უცხოელებს ქართველი მოსამართლეების შემოწმება და უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე!
ამის შემდეგ ქართველი ხალხი, ბუნებრივია, მზერას მიაპყრობს სხვა მიმართულებით - დიდი ჩრდილოელი მეზობლისკენ, ხოლო ხელისუფლებამ, რომელიც 12 წელი „უალტერნატივო ევროატლანტიკური არჩევანის“ პროპაგანდას ახდენდა, ჯერ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა, მათ შორის ამოიღოს ჩანაწერი ამის შესახებ კონსტიტუციიდან, შემდეგ კი დაემშვიდობოს ოდიოზურ კადრებს, რომლებსაც თავად არ ჰყოფნით სინდისი, ღირსეულად წავიდნენ პოლიტიკიდან!
მადლობა აშშ-სა და ევროკავშირს იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუციასა და საგარეო პოლიტიკაზე ძალადობით, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევით, ნებისმიერ „რუსულ პროპაგანდასა“ და „რბილ ძალაზე“ უკეთ უბიძგეს მას რუსეთისკენ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენ! კიდევ ერთხელ, ახლა უფრო დარწმუნებით, გავიმეორებ ჩემს პროგნოზს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მალე აღდგება, ვფიქრობ, ეს მოხდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დაემთხვევა სპეცოპერაციის დასრულებას უკრაინაში.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 6 აპრილი
საქართველო, თბილისი