პოლიტიკა
ტრამპი-ივანიშვილის რევოლუცია: USA USAID-ი აღარ არის! - არნო ხიდირბეგიშვილი

  1945 წლის 4 თებერვალს გაიხსნა იალტის კონფერენცია, რომელზეც სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი შეთანხმდნენ ევროპის ომის შემდგომი მოწყობის პრინციპებზე.

2025 წლის 4 თებერვალს ორი კვირა სრულდება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. დონალდ ტრამპის რევოლუციური საქმიანობა ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მისი სკულპტურული პორტრეტი შემდგომში იქნება გამოკვეთილი რაშმორის მთაზე ოთხი გამოჩენილი ამერიკელი პრეზიდენტის ბარელიეფების გვერდით. იმ პირობით, რომ ტრამპი 1 - შეუთანხმებს პუტინს უკრაინის ომისშემდგომი მოწყობის პრინციპებს და შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას კიევის ვადაგასულ რეჟიმს; 2 - შეასრულებს ისტორიულ მისიას - გამიჯნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს ერთმანეთისგან, ისევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიჯნავს აზერბაიჯანისა და თურქეთის ეროვნულ ინტერესებს, როდესაც ბაქოსა და ანკარას გეგმები ერთმანეთს არ ემთხვევა; 3 – გაუძლებს Deep state-ს წნეხის ზეწოლას და არ დაბრუნდება ანტირუსული სანქციების ჩიხურ გზაზე, როგორც თავისი პირველი პრეზიდენტობისას (რის გამოც შესაძლოა მორიგი ტერაქტის ობიექტად იქცეს).

აცნობიერებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავის დროზე პრეზიდენტი რუზველტი, რომ ომი მაინც დასრულდება, მისი მონაწილეობით თუ მის გარეშე და ამიტომ, სანამ გვიან არ არის, უნდა დათანხმდეს რუსებთან გარიგებას? მაგრამ მოდი, განვიხილოთ ტრამპის მხოლოდ  ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალო კავშირშია საქართველოსთან.

მაშ ასე:

1994 წლის 3 თებერვალს ხელი მოეწერა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

2025 წლის 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ დადასტურდა 1 - რომ საქართველოში „უცხოეთის აგენტების რევოლუცია“ ჩაიშალა; 2 – რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად დაიწყო რევოლუციური ცვლილებები საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რასაც შეიძლება „ივანიშვილის რევოლუცია“ ვუწოდოთ.

მართალია, „ ივანიშვილის რევოლუცია“ ცოტა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე „ტრამპის რევოლუცია“, მაგრამ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, მას ახალი ძალა მისცა.

ესაა:

1. ბრძანება, რომელიც აღიარებს აშშ-ში ორ ბიოლოგიურ სქესს - მდედრობითსა და მამრობით, და არა მრავალ გენდერს. აშშ-ს პოლიტიკის დონეზე აყვანილი ტრამპის ეს გადაწყვეტილება ძლიერი დარტყმაა ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივ LGBTQI+ თანამეგობრობას, ასევე ოპოზიციის ლობისტებს ევროკავშირში, რომლებიც მხარს უჭერენ გენდერულ მრავალფეროვნებას და მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, გააუქმოს კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. საქართველოს მოქალაქეების ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის – ტრადიციული რელიგიებისა და ღირებულებების მიმდევრების თვალში ტრამპის ამ ბრძანებულებამ აამაღლა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ნულამდე დაცემული შეერთებული შტატების იმიჯი. ტრამპის განკარგულებამ ასევე აამაღლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგი და იქცა ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის არგუმენტად, სადაც იდენტური კანონები უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე საქართველოსა და აშშ-ში. ქართველმა ხალხმა მიიღო მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს აქვს იგივე ღირებულებები რუსეთსა და ამერიკასთან, რომლებიც მათ აერთიანებს, და განსხვავებული ღირებულებები ევროპასა და რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან, რომელიც ნახევრად სექსუალური უმცირესობებისგან შედგება და აიძულებს უმრავლესობას, ცნოს ერთსქესიანი ქორწინება, სქესის შეცვლა და მრავალი გენდერი ევროკავშირში გაწევრების მიზნით. და, აქაოდა, ვინც წინააღმდეგია, ის პრორუსია, ხოლო ტრამპის ზემოაღნიშნული განკარგულების შემდეგ გამოდის, რომ  პროამერიკელიც არის! აი ისეთ აბსურდულ თეზისებს შეიცავს ქართველი „რევოლუციონერების“ - უცხოეთის აგენტების სახელმძღვანელოები!

2. აშშ-ის უცხოური დახმარების სამთვიანი შეჩერება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID ) რეფორმა, რომელიც ახლა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს დაქვემდებარებაში გადავიდა. ეს დაბლოკავს მისი „შვილობილი“ ორგანიზაციის, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ფუნქციონირებას და უარყოფითად აისახება დემოკრატიისთვის ევროპული ფონდის (EED) საქმიანობაზე. ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელებს „შეშლილი რადიკალების ჯგუფი“ უწოდა და სამხედრო თვითმფრინავებით ამერიკულ ჯარს აგზავნის ყველა ქვეყნიდან USAID-ის თანამშრომლებს  შინ ამერიკაში დასაბრუნებლად, ხოლო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა - „დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც დროა განადგურდეს“, „ჭიების გორგალი“, რომელიც „ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის, COVID -19“-ის შექმნას აფინანსებს და ასევე, „წარმოუდგენლად პოლიტიკურად მიკერძოებული, რადიკალური მემარცხენე მიზნებისკენ მსწრაფველი მთელ მსოფლიოში“, განათავსა რა მაგალითად „X“-ის პლატფორმაზე ზემოაღნიშნული „ქართული რევოლუციის“ ცინცხალი კადრები თბილისში.

დიახ, USAID გუშინდელ დღემდე იყო Deep state-ს კლასიკური მაგალითი, რომელიც იყენებდა სახელმწიფო რესურსებს, მათ შორის სპეცსამსახურებსა და მედიას,  USAID-ის წლიური ბიუჯეტი, რომელშიც 10000-ზე მეტი თანამშრომელი იყო დასაქმებული, $50 მილიარდს აჭარბებდა. USAID იყო ყველა „ფერადი რევოლუციის“ მთავარი სპონსორი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ბოლო რევოლუციების, რომლებიც წარმატებით განხორციელდა უკრაინასა და სომხეთში და მარცხი განიცადა ბელორუსიაში, წარმატებული იყო მოლდოვაში და რევოლუციის, რომელიც აგერ უკვე მეოთხე თვეა საქართველოში გრძელდება. USAID არის ქართული რადიკალური ოპოზიციისა და მისი მედიის, მათ შორის, პროპაგანდისტული ტელეკომპანიების, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის - ე. წ. „სამოქალაქო სექტორის“ მთავარი სპონსორი, რომლის ვებ-გვერდებზეც ტყუილად როდია გამოსახული პარტნიორი სპონსორის - USAID- ის ლოგო! USAID-ის ლოგო, სოროსის ფონდისა და სხვა მსგავსი დივერსიული ორგანიზაციების ლოგოსთან ერთად, ამშვენებს საქართველოში მტრული ორგანიზაციის - ე. წ. სახალხო დამცველის - ომბუდსმენის ოფისს, მოღალატე მინდიაშვილის ხელმძღვანელობით რეზიდენტთა და ჯაშუშთა "მატლების გორგალს". მავნებლების ეს ოფისი, სახელმწიფო უზრუნველყოფის გარდა, იღებს მილიონობით გრანტს ევროპის ნაცისტური ორგანიზაციებისგან, მაგრამ, სანამ FARA საქართველოს არ გაანათებს და ყველა "ფაროსანას" თავის ადგილს არ მიუჩენს, არ მოეთხოვება მათი დეკლარირება, რადგან ის სახელმწიფო სტრუქტურაა! ჯაშუში მინდიაშვილის ხელმძღვანელობით იქ ქმნიან ნაცუმცირესობებისა და სექტანტების ჯგუფებს, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, უცხოეთის აგენტებისა და ჰომოსექსუალების თარეშის აღკვეთის შესახებ ზემოაღნიშნულ კანონებთან საბრძოლველად, რითაც აღვივებენ შუღლს ეროვნებათშორის და რელიგიურ ნიადაგზე ქართველებსა და არაქართველებს, მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს, მართლმადიდებლებსა და  სხვადასხვა არატრადიციული „რელიგიების“ - სექტების მიმდევრებს შორის. საქართველოში თავისი გრანტების მიზნობრივი დანიშნულების დამალვის მიზნით, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას, კონსტიტუციური წყობისა და ქართველი საზოგადოების ტრადიციული საყრდენის შელახვას, USAID-მა მოაწყო მასობრივი არეულობები „მოლოტოვის კოქტეილებით“ რუსთაველის გამზირზე, რითაც აიძულა პარლამენტი უკან გაეწვია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მეორე მცდელობით მაინც იქნა მიღებული.

ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა დაწვრილებით არის აღწერილი ჩემი ჟურნალისტურ გამოძიების მასალებში "პეპლის ეფექტი" - ვინ აფინანსებს უცხოეთის აგენტებს საქართველოში, ანალიტიკურ პუბლიკაციაში  "უცხოეთის აგენტების შესახებ საქართველოში", ჟურნალისტურ გამოძიებაში "აშშ-ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი ჩაანაცვლებს - CSSF გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში", ანალიტიკურ პუბლიკაციაში "საქართველოში შემოსული მილიონი გირვანქა სტერლინგის შესახებ".

   ხოლო აშშ-ში USAID-ის ლუსტრაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ღიად გააზიარა ის, რასაც მალავდა ბოლო წლების განმავლობაში, მოიყვანა ფაქტები 1 – როგორ აფინანსებდნენ USAID და სხვა ამერიკული და ევროპული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები  საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას; 2 – როგორ აუკრძალა ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაციის გასაჯაროება დასავლური ორგანიზაციებისა და საელჩოების შესახებ, რომლებიც აფინანსებენ ოპოზიციურ ტელეარხებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ; 3 – როგორ ხელმძღვანელობენ აშშ-ის საელჩო საქართველოში და სხვა დასავლური დიპწარმომადგენლობები თბილისში ხელისუფლების დამხობის მცდელობებსა და პოლიციის წინააღმდეგ პროვოკაციებს; 4 – რა ზეწოლა მოახდინეს ბაიდენის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესმენებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობაზე, აიძულებდნენ გაეხსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ და შეერთებოდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს; 5 - როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ევროკომისია, აიძულებდნენ მიეღო ანტიქართული კანონები.

რაც შეეხება ილონ მასკის განცხადებას ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის COVID -19-ის შექმნისთვის USAID-ის დაფინანსებას, ის პირველი როდია:

2020 წლის 24 მარტს და 11 აპრილს ექსკლუზიურ ინტერვიუებში გამოვთქვი ვერსია, რომ COVID-19 და AIDS არის საიდუმლო ბიოლოგიური იარაღი, რომელიც შექმნილია ლუგარის ამერიკულ სამხედრო ბიოლაბორატებში, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისში მდებარეობს. აი ეს მასალები:

„COVID-19 და AIDS - ადამიანის იმუნიტეტის გადასანადგურებლად სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღია“

ორონავირუსი COVID 19 - ბაქტერიოლოგიური იარაღია, რომლის შესახებაც სრული სიმართლე ცოტამ თუ იცის

 2020 წლის 17 აპრილს ჩემი ვერსია ნაწილობრივ დაადასტურა ცნობილმა ფრანგმა ვირუსოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ლუკ მონტანიემ ტელეარხ CNEws-თან ინტერვიუში, აღნიშნა რა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს AIDS -ის ნაწილაკები დაემატა. კორონავირუსი არ არის ბუნებრივი წარმოშობის, ის მოლეკულური ბიოლოგების შექმნილია. რა მიზნით, გაურკვეველია. ჩემი საქმეა ფაქტების წარმოჩენა, მე არავის ვადანაშაულებ, არ ვიცი ვინ და რატომ გააკეთა ეს“.

ჩემი ვერსია სრულად დაადასტურა 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ყოფილმა ხელმძღვანელმა, რობერტ რედფილდმა, რომელმაც განაცხადა, რომ Covid-19, რომელმაც მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, „შეიქმნა შეერთებულ შტატებში ნატოს დაკვეთით განზრახ, ბიოლოგიური თავდაცვის ფარგლებში“. „კვლევა დაფინანსდა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NIH), სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და თავდაცვის სამინისტროს მიერ. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ვირუსი შეიქმნა ჩრდილოეთ კაროლინს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, ჩაპელ ჰილში“, - განაცხადა CDC-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

   განა ყოველივე ზემოთქმული არ წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციასთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს დაუშვია მსგავსი რამ საქართველოსთან მიმართებით?! სწორედ ამიტომ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზემოხსენებული გადაწყვეტილებები გამოიწვევს არა მხოლოდ ქართულ-ამერიკული, არამედ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2025 წლის 4 თებერვალი
საქართველო, თბილისი