დასავლეთში ამ ამბავს მთავრობას გადააყოლებდნენ! - არნო ხიდირბეგიშვილი „რუსული პროპაგანდის“ და საქართველოში შემოსული მილიონობით გირვანქა სტერლინგის შესახებ
რედაქტორისგან
დასავლეთში ამ ამბავს მთავრობას გადააყოლებდნენ! - არნო ხიდირბეგიშვილი „რუსული პროპაგანდის“ და საქართველოში შემოსული მილიონობით გირვანქა სტერლინგის შესახებ

   “უშანკიანმა ველურმა დათვმა დაიპყრო საინფორმაციო სივრცე, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ყირიმი, ახლა ბალტიისპირეთის რიგია! რუსმა ჰაკერებმა გატეხეს სახდეპისა და “ცეერუს” სერვერები და ტრამპი გააპრეზიდენტეს! რუსული პროპაგანდა მთელ მსოფლიოს აზომბებს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მთელ მსოფლიოს შევძულდით!” -  დასავლეთში ამტყდარი არნახული ალიაქოთის გათვალისწინებით, დადგა დრო, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ სრული სამართლე საქართველოში „რუსული პროპაგანდის“ შესახებ.

 მითი „რუსეთის პროპაგანდის“ შესახებ საქართველოში  პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალურად დანერგა. „რუსეთის პროპაგანდა საქართველოში“ იმჟამინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის მთავარ იდეოლოგიურ შემადგენლად და ინსტრუმენტად იქცა. ნებისმიერ პოზიციას, რომელიც თუნდაც რაღაცაში არ ემთხვეოდა ოფიციოზის მიერ დეკლარირებულ კურსს – „რუსული პროპაგანდის“, ხოლო ოპონენტებს, რომლებიც ალტერნატიული აზრის გამოხატვას გაბედავდნენ, „რუსეთის ჯაშუშების“ იარლიყი ეწებებოდათ, რაც პოლიციურ რეჟიმს სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორების საფუძველს აძლევდა – იქნებოდნენ ისინი უბრალო ობივატელები თუ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ანალიტიკოსები ანდა ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

 „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლას კურირებდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. აშშ–ის სახდეპის იმჟამინდელი ხელმძღვანელობისა და ჯორჯ სოროსის ჩანაფიქრით საქართველო კავკასიაში ანტირუსული პროპაგანდის ცენტრად უნდა ქცეულიყო, სადაც ხორციელდება იდეოლოგიური დივერსიების დაგეგმვა, მომზადება და მართვა ჩრდილოეთ კავკასიაში (პანკისის ხეობის ფაქტორის გამოყენებით), სომხეთსა და აზერბაიჯანში (მთიანი ყარაბაღის ფაქტორის გამოყენებით).

 ბოკერია და მერაბიშვილი, საქართველოს შსს–ს სტრუქტურებში სპეციალურად შექმნილი სამსახურების (ახალი ხელისუფლების მიერ გაუქმებული) გარდა, კურირებდნენ ძირგამომთხრელი მიზნებისთვის სპეციალურად შექმნილ ტელეკომპანია „ПИК»–ს, რუსეთიდან მოწვეულ პროპაგანდისტებთან მატვეი განაპოლსკისა და ოლეგ პანფილოვთან ერთად, ასევე ინტერნეტ დივერსანტების – რუსულენოვანი ბლოგერების ჯგუფს. და, რა თქმა უნდა,  მრავალ ბეჭდურ გამოცემასა და ყველა ქართულ ტელეკომპანიას „რუსთავი 2“–ით სათავეში (მედია–კავშირ „ობიექტივის“ გამოკლებით). ურჩი მედიის მიმართ კი გამოიყენებოდა რეპრესიული ზომები – ტელეკომპანიებისა („იმედი“, „იბერია“ და სხვ.) და გაზეთების რედაქციების (გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, „საქართველო და მსოფლიო“ და სხვ.) დარბევა მაშინ საქართველოში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა.

თუმცა, რადგან ქართველ საზოგადოებას „რუსული პროპაგანდის“ არსებობისა ნაკლებად სწამდა, მეტი დამაჯერებლობისთვის გადაღებული და ნაჩვენები იქნა „ჯაშუშური დოკუმენტური“ სერიალი „ენვერის“ ორი სერია, ასევე „შეიკერა“ საქმეები „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ შპიონაჟის შესახებ“ (წამებით მოკლული, წითელი ვარსკლავის ორდენის ორგზის კავალერის, ავღანეთის გმირის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის  საქმე, გახმაურებული „რეპორტიორთა საქმე“ და სხვ.). უდანაშაულო ადამიანებს საშინელი წამებითა და მუქარით - რომ გამოაქვეყნებდნენ ვიდეოკადრებს, სადაც მათ აუპატიურებენ, აიძულებდნენ კამერის წინ ეღიარებინათ „სამშობლოს ღალატი და შპიონაჟი რუსეთის სასარგებლოდ“.

განსაკუთრებით ფართო გაქანებას მიაღწია განუკითხაობამ და დაკავებებმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ – კრემლის მიერ გადაბირებულ აგენტებად მაშინ თითქმის ნახევარი საქართველო გამოაცხადეს – პრაქტიკულად ყველა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების და სახელმწიფო ჩინოვნიკებისა გარდა. თუმცა 2011 წლის ბოლოს მეცენატმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, აღშფოთებულ,  თუმცა სააკაშვილის შეიარაღებული ზონდერბრიგადების წინაშე უმწეო ქართველ ხალხზე დაყრდნობით, შექმნა პარტია „ქართული ოცნება“,რომელმაც ერთი წლის შემდეგ – 2012 წლის 1 ოქტომბერს - მოიგო საპარლამენტო არჩევნები, რითაც ბოლო მოუღო სააკაშვილის სისხლიან დიქტატურას.

გავიდა 4 წელი.

სააკაშვილი თავის პროპაგანდისტებთან – გავნაპოლსკისა და პანფილოვთან -  ერთად უკრაინაში გაიქცა, ტელეკომპანია „ПИК» დახურეს, ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს და საქართველო იქცა სამართლებრივ სახელმწიფოდ, თავისუფალი მედიით. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველოს „დასავლური პარტნიორები“ გვარწმუნებენ, რომ სააკაშვილი გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, რეფორმატორი და „დემოკრატიის შუქურაა“, 2016 წლის 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, რომელმაც სააკაშვილის უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი გააგრძელა. მაგრამ, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, საუბრები საქართველოში არარსებულ „რუსულ პროპაგანდაზე“  არ შეწყვეტილა და არც შეწყდება - „რუსული პროპაგანდა“ ხომ საუკეთესო საბაბია ანტირუსული პროპაგანდის გატარებისთვის ყველა იმ ქვეყანაში, რომელთა ტერიტორიებით ანგლოსაქსების იმპერია - დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან დაინტერესებული!

ანტირუსული პროპაგანდის მიზანი უბრალოა - შეაყვაროს აბორიგენებს (ანუ ადგილობრივებს) ანგლოSEXების „თავისუფალი“ ცხოვრების სტილი და, შესაბამისად, შეაზიზღოს რუსეთი და ყველაფერი რუსული, „ველური“.  

2012 წლიდან, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ანტირუსული პროპაგანდა საქართველოში განაგრძო ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპმა, პარტიულმა ტელევიზიამ „რუსთავი 2“, მოსყიდულმა მედია და თვითმარქვია „ექსპერტებმა, დასავლურ გრანტებზე შექმნილმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია (NJO), ფონდმა და ინსტიტუტმა, ასევე სააკაშვილის იდეოლოგიურმა თანამოაზრეებმა – „თავისუფალმა დემოკრატებმადა „რესპუბლიკურმა პარტია  მათი ლიდერებით – საქართველოს თავდაცვის ორი ექსმინისტრით – ირაკლი ალასანიათი და თინა ხიდაშელით.

ეს პუბლიკა ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდა და ხმამაღლა აცხადებდა „რუსული პროპაგანდის“, „რბილი ძალის“. „რუსული ნარატივსა“ და საქართველოს წინააღმდეგ „კრემლის ჰიბრიდული ომის“ შესახებ, და არა იმიტომ, რომ მართლა სჯეროდათ „რუსული პროპაგანდიდან მომდინარე საშიშროებებისა“ და მისი გამტარებლების „ნეიტრალიზაციის აუცილებლობის“, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული. საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანის ფსიქიკა ასეა მოწყობილი - თუ ძალიან ბევრჯერ გაუმეორებ ერთსა და იმავეს, დაიჯერებს, რომ მაწონი - შავია, სააკაშვილი - კარგია, ქართველი - ევროპელი და რუსი - დათვია... ხიდაშელმა, საქართველის თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ინგლისელი და ამერიკელი მზვერავების რეკომენდაციით, რუსულ პროპაგანდასთან მებრძოლი დეპარტამენტიც კი შექმნა, როგორც ნატოში.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „რუსული პროპაგანდის“ წაქეზებაში მათ თავად ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაც დაადანაშაულეს, რომლებმაც, თურმე, გაბედეს და არ გაიზიარეს ქვეყანაში ვითომდა „სახიფათო მასშტაბების რუსული პროპაგანდის  არსებობა! რა თქმა უნდა, საქართველოში მათი არავის სჯერა – ქართველ ხალხს იმუნიტეტი გამოუმუშავდა სააკაშვილის სექტის ყალბ აგიტაციაზე, მაგრამ „რუსულ პროპაგანდაზე“ მოლაყბე თავხედებს ეს არ აცბუნებთ. როგორც ის ფაქტი, რომ „პრორუსულმა“ პარტიებმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5%–იანი ბარიერის გადალახვაც ვერ შეძლეს – იმდენად მწირი იყო მათი პიარკამპანიები. ნუთუ ეს იყო „სახიფათო მასშტაბების რუსული პროპაგანდა“?!

სინამდვილეში ზემოთ ჩამოთვლილმა პუბლიკამ ჩინებულად იცის, რომ რუსეთმა 2004 წლიდან დემონტრაიული დისტანცირება მოახდინა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან და რომ რუსული პროპაგანდა აქ როგორც არ ყოფილა, ისე არც არის, ხოლო თითო–ოროლა რუსული მედიასაშუალება, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, „სტერილურ“, გულისრევამდე ნეიტრალურ კონტენტს ავრცელებს.

თუმცა, ქართველი ნეოტროცკისტები იძულებული არიან, არა მარტო  ყოველდღიურად გააბრიყვონ თავისი ამომრჩევლები, არამედ დაუმტკიცონ თავისი საჭიროება პატრონებს – სპონსორებს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, რომლებსაც სისტემატურად სწერენ ყალბ ანგარიშებს „საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან თავისი თავდადებული ბრძოლის შესახებ“.  შედეგად ისინი ითვისებენ უზარმაზარ გრანტებს, რომლებსაც იმავე სახელწოდების ნატოს პროფილური დეპარტამენტი, აშშ-ს კონგრესი, სოროსის და დასავლური სამთავრობო ფონდებირუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის პროგრამით“ ურიცხავენ, რომელთაგანაც ერთ–ერთზე - კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობ ფონდზე (CSSF, დიდი ბრიტანეთი) - „საქინფორმი“ უკვე იუწყებოდა.

მას შემდეგ, რაც აშშ–ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს, ნისლიან ალბიონში განგაშის ზარებს შემოჰკრეს: „ევროკავშირთან ჩვენ ბრექსიტი „ვჭამეთ“, ამერიკას ჟღალი ალქაჯის გამო ვკარგავთ და თანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც  უპატრონოდ დარჩებიან, თუ პუტინი მართლაც დაუმეგობრდება ტრამპს და ამერიკელები იქიდან წავლენ, მაგალითად – საქართველოდან!“ . არანაკლებ პანიკაში ჩაცვივდნენ ვადაგასული ქორები „კოჭლი იხვი“ ობამას ადმინისტრაციიდან და ახალარჩეულ პრეზიდენტს სპეციალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვეს ბოლო წუთებში აღებული სხვადასხვა ვალდებულებების გამო. მათგან ერთ-ერთია 2016 წლის 6 ივნისს  ხელმოწერილი “მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ”, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა ჩამოიტანა - იმის შიშით, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისადმი მტრული “მემორანდუმის” იმპლემენტაციას ხელს არ მოაწერდა.

(სხვათაშორის, ოფიციალურ თბილისთან „სტრატეგულ“  შეთანხმებებს ვაშინგტონის მარტო წამსველი, ანუ არაფრის მაქნისი ადმინისტრაციები დებენ  -  იგივე მოხდა 2009 წლის 9 იანვარს, როცა ვაშინგტონში აშშ-სა და საქართველოს შორის “ ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სასწრაფოდ მაწერეს ხელი - იმის შიშით, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ “ქარტიას” ხელს არ მოაწერდა. მაინაც აშშ-ის მხრიდან “ქარტიას” ხელი არა მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა, რადგანაც “კოჭლი იხვი”  იყო - პრეზიდენტობის 11 დღე რჩებოდა, არამედ აშშ ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.)

მაგრამ ანგლოსაქსები „მემორანდუმზე“ არ გაჩერდნენ: გასულ კვირას აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად „რუსულ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად 70 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა. ხოლო ლონდონი სასწრაფოდ აგზავნის თბილისში საპარლამენტო დელეგაციას და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ამერიკისა და ევროპის საქმეებში, სერ ალან დუნკან, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ხელს აწერს ერთობლივ კომუნიკეს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში“, რომლის თანახმად საქართველო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან 4,5 მილიონ გირვანგა სტერლინგს მიიღებს. სინამდვილეში, ეს სამთავრობო ფონდ “CSSF”-ს 4,5 მილიონ გირვანგა სტერლინგია საქართველოში „რუსულ პროპაგანდასთან“ საბრძოლველად განკუთვნილი!

გამოცანად რჩება: როგორ შეუძლია დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ახლახან დატოვა ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური უპერსპექტივობის გამო, იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომლის უალტერნატივო საგარეო პოლიტიკურ კურსადაც ევროკავშირისკენ სწრაფვაა გამოცხადებული? თუ ევროკავშირში ლონდონი ცუდად იყო, რა მოსაზრებებით უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას იქითკენ, საიდანაც სულ ახლახან დიდი ზარ-იმით თვითონ გავიდა?!

რისთვის სჭირდება საქართველოს, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმებას და მოუთმენლად ელის ვიზალიბერალიზაციას, ასეთი სტრატეგიული პარტნიორი „პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში“?! საქართველოს მოქალაქეებს ხომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგაც არ შეუშვებენ უვიზოდ ინგლისში – ის შენგენის ზონაში არ არის და არასოდეს ისწრაფოდა იქით (საქართველოსგან განსხვავებით), ასევე არ გაუცვლია თავისი გირვანქა სტერლინგი ევროზე. და რისთვის სჭირდება საქართველოს, რომელმაც ხელი მოაწერა აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას და მემორანდუმს, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთის სახით?!

საქმე ისაა, რომ ცილინდრიანი სერები ძალიან შეშფოთდნენ – მოლდოვასა და ბულგარეთში „პრორუსულმა“ ლიდერებმა გაიმარჯვეს და საფრანგეთშიც იმარჯვებსო, მერკელი კიდე „ფირფიტას ცვლის“! ამიტომ, ჩემს ხელთ აღმოჩენილი ინგლისურენოვანი დოკუმენტის მიხედვით, ტრადიციულმა კოლონიზატორმადიდმა ბრიტანეთმა - გადაწყვიტა, თავისი გავლენის სფეროში დროზე მოექცია „სამხრეთ კავკასია, საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, მოლდოვა, უკრაინა, დნესტრისპირეთი და თურქეთი“. ზემოჩამოთვლილი ამოცანებით დაკავდება 2015 წელს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი ზემოთ ნახსენები კონფლიქტების აღკვეთის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ბრიტანული ფონდი (CFFS), რომლის წლიური ბიუჯეტი 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.

 ამჟამად არსებობს ფონდის ორი წარმომადგენლობა: თბილისში – ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ბიშკეკში – ცენტრალური აზიის საკითხებში, ხოლო ფონდის მუშაობას აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინაციას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო უკრაინაში, კიევში.

CSSF–ის პროგრამა საქართველოსა და მოლდოვასთვის კოორდინირებულია ეფექტიანი მართვის ფონდის (GGF) უკვე არსებული პროექტებით „2016–2017 წლებში საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში დიდი ბრიტანეთის გავლენის გაძლიერების მიზნით“.

CSSF-ის საქმიანობის ოთხი მიმართულებიდან მთავარს ეწოდება „ზემოხსენებულ რეგიონებში რუსული მედიის მიერ გავრცელებულ და ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ - ანუ ბრძოლა „რუსულ პროპაგანდასთან“. საგულისხმოა, რომ დოკუმენტში „რუსულ პროპაგანდის“ არცერთი კონრეტული მაგალითი  მოყვანილი არ არის და ვერც იქნება, რაც „ატკატების“ მიღების მიზნით კარგად აწყობილ ქართულ - ინგლისურ კორუფციულ მექანიზმზე მიგვანიშნებს.

„ამიერკავკასიის ქვეყნები და მოლდოვა განიცდიან რუსეთის გავლენას, რაც სრულებით მიუღებელი და შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებთან - როგორც ჩანს, ანგლოსაქსებმა, მანამდე, სანამ მართლმადიდებლურ საქართველოს თავს მოახვევდნენ „სტრატეგიულ პარტიორობას“, სათანადოთ არ შეისწავლეს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც განუყოფელ კავშირშია რუსეთის იმპერიის ისტორიასა და კულტურასთან. ამიტომაც ასაქართველოს არ შეუძლია, განიცადოს დისკომფორტი თავისი უძველესი და უახლოესი მეზობლის მენტალური გავლენისგან.

შემდგომ მითითებულია, რომ აღნიშნული პროგრამების რეალიზაცია მჭიდროდ უკავშირდება „დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ მიზნებს, რუსეთთან ურთიერთობების დამყარების სტრატეგიის ჩათვლით“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს, კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვას ინგლისელები პაიკებად გამოიყენებენ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. სხვაგვარად გამოდის, რომ დიდი ბრიტანეთი უხეშად ერევა საშინაო საქმეებში: სომხეთის - რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის; აზერბაიჯანის, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა უარი ამ „ევროპულ ღირებულებებზე“; მოლდოვის, რომლის მოქალაქეებმაც პრორუსი პრეზიდენტი აირჩიეს.

შემდეგ თავში – უსაფრთხოების დონის შეფასება და  იურიდიული მხარდაჭერის აღმოჩენა საზღვარგარეთ – კერძოდ, აღნიშნულია, რომ პროექტის კონკრეტული, განსაკუთრებით ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, მიმართულებებით, შემდგომი მუშაობის მიმდინარეობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების დამყარება რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან... ინფორმაცია, კონტაქტები ადგილობრივი სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, ასევე ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოების უფრო ფართო ფენებთან უკიდურესად მნისვნელოვანია რეგიონში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად... ადგილობრივი NJOების გამოყენების სტრატეგია ხშირად უფრო ეფექტიანია საერთაშორისო ორგანიზაციების გამოუენების სტრატეგიასთან შედარებით, ასევე, ამას შეუძლია მთლიანი ხარჯების შემცირება. ადგილობრივ NJOებთან მუშაობის მიმდინარეობისას ეკონომიკური ეფექტიანობისკენ სწრაფვის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, რომ არ დავუშვათ მიღებული შედეგების ხარისხის კლება“ - იქონიეთ ნამუსი, სერებო, და იყავით თანმიმდევრულნი! როგორ შეგიძლიათ დასახმარებლად მიმართოთ რუსეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს, რომელთა ოფიციალური ხელისუფლებების წინააღმდეგ ძირგამომთხვრელ მოქმედებს აწარმოებთ? რის შესახებაც მათ მშვენივრად იციან, ამიტომაც დახურეს თქვენი ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფილიალები თავიანტი ქვეყნების ტერიტორიებზე.

„ზემოხსენებულ პროგრამას კავკასიაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში (RCA) მრჩეველი ხუთი საელჩოს თანამშრომლებთან ერთად განახორციელებს, ბრიტანელი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი), ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების (NJO) ჩართულობით, რომლებსაც რეგიონში მსგავსი პროექტების რეალიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ” - ჩემი  ინფორმაციით, კავკასიასა და მოლდოვაში რეგიონული კონფლიქტების საკითხებში პოლიტიკური მრჩეველი გახლავთ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მრჩეველი საქართველოში კრისტოფერ ჯოისი – სავარაუდოდ, საკადრო მზვერავი, ინგლისის სადაზვერვო სამსახურის “MI 6” -ის (Military Intelligence Section 6) თანამშრომელი.

პროგრამაში წერია, რომ CSSF–ის ფონდი აპირებს „საინფორმაციო რესურსების შექმნას ხუთ ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური, ქართული, რუსული და ინგლისური) აღნიშნული რეგიონების საინფორმაციო სივრცეში ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების მიზნით სიტუაციის განვითარებაზე დიდი ბრიტანეთის გავლენის შემდგომ გავრცელებისთვის“ - ყველაფერი ნათელია! ამით ღიად არის ნათქვამი, რომ საქართველოში, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობენ და შეიქმნებიან მედიასაშუალებები, რომლებსაც ჩვენ დამოუკიდებელი დემოკრატიული მედიის ეტალონად მივიჩნევდით, სინამდვილეში კი ისინი ლონდონის პროპაგანდისტულ რუპორს წარმოადგენენ პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ბრიტანეთის გავლენის გავრცელების მიზნით. (ბრიტანელების ამბიციას მსოფლიო ბატონობაზე გასაკვირად ნუ მიიჩნევთ – ეს ამბიციები მათ კოლუმბის ხანამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდათ, როცა მსოფლიოში საუკეთესო ფლოტსა და მრავალ კოლონიას ფლობდნენ).

„საინფორმაციო ბრძოლის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის (UKVNC) მუდმივი ყოფნა (CSSF-ის ფინანსური მხარდაჭერით) საქართველოს თავდაცვის სამინიტროში წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის წვლილს ნატო–საქართველოს ურთიერთქმედების პროცესში, რომელიც რეგულირდება უელსში, ნატოს სამიტზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული წარმომადგენელი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას, ასევე ხელს უწყობს მთავრობებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის შეუფერხებელ მუშაობას. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხში (SDA) ჩვენს მრჩეველთან, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროშია მოვლინებული, ასევე GGF-ისა და ლონდონში მდებარე EECAD-ის საკომუნიკაციო განყოფილების საინფორმაციო ბრძოლის ჯგუფებთან“ - რით არიან დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინგლისელი მრჩევლები, ისედაც ნათელია - ბრძოლით „საგანგაშო მასშტაბების რუსულ პროპაგანდასთან“ საქართველოში! საქმე სხვა რამეშია: შეიძლება თუ არა, დამოუკიდებლად მიიჩნეოდეს სახელმწიფო, თუ მის ერთ–ერთ ყველაზე საიდუმლო უწყებაში, როგორიცაა თავდაცვის სამინიტრო, გამუდმებით იმყოფებიან უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები? და არა უბრალოდ წარმომადგენლები, არამედ ვიწრო პროფილის სპეციალისტები?!

„ჩრდილოეთ კავკასიის რუსული რეგიონები კვლავაც რჩება რადიკალურად განწყობილი ბოევიკებისა და ექსტრემისტების სამშობლოდ, რომლებიც შემდგომში ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობენ. საქართველოს პოლიტიკურად მოწყვლადი რეგიონები (პანკისის ხეობა, აჭარა და ა. შ.) და აზერბაიჯანი ასევე წარმოადგენს სამიზნეს სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის. სწორედ ეს ფაქტი აქტიურად გამოიყენება რუსეთის ფედერაციის მიერ ზემოაღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიებზე შესაძლო სამხედრო ჩარევისა და ინტერვენციის ერთ–ერთ პოტენციურ საბაბად“ - ინგლისელები საოცარ არაკომპეტენტურობას - იმ რეგიონის სამარცხვინო არცოდნას ამჟღავნებენ, სადაც თავისი არისტოკრატიული ცხვირი შეყვეს! დაე, იცოდნენ, რომ მთის კანონებით კავკასიაში არ იბრძვიან იქ, სადაც ცხოვრობენ, ამიტომ პანკისი და აჭარა ვერ იქცევა ბოევიკების  – იმ ადგილების მცხოვრებთა სამიზნედ, რომლებიც საომრად მიემგზავრებიან შორს - ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში!

დამნაშავე არიან მიმნდობი ინგლისელების ადგილობრივი ფასიანი დეზინფორმატორებიც, რმლებზეც ამ პუბლიკაციის დასაწყიშია ნათქვამი და რომლებმაც, თურმე, „არ იციან“, რომ სააკაშვილის შემდეგ ბოევიკთა ბანაკები პანკისის ხეობაში აღარ არსებობს; რომ საქართველოს შსს კვალში უდგას და აკავებს ყველა გადამბირებელსა და რეკრუტს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად მიემართებიან და პანკისში – სახლში, შვებულებით ბრუნდებიან; და რომ რუსეთის ფედერაციას ბევრჯერ ჰქონია პანკისში შესვლის მიზეზი, როცა იქ მის მიერ დევნილი ჩეჩენი ბოევიკები გადადიოდნენ, მაგრამ თვით სააკაშვილის დროსაც კი ამისგან თავი შეუკავებია.

„ჩვენ უშუალო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლების ორგანოებს არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში (აფხაზეთ, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი) და სხვადასხვა თანამეგობრობას შორის საიმედო ურთიერთობის დამყარებაში... ვითარების სტაბილიზაციისკენ მიმართულ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ საქმიანობა ასევე განამტკიცებს მის გავლენას აღნიშნულ პროცესებზე. დარეგულირების პროცესების სიმტკიცის უზრუნველყოფისკენ მიმართული საქმიანობა ხელს შეუწყობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გავლენის ნეიტრალიზაციას აღნიშნულ ქვეყნებში“ - აი, ეს უკვე უთუოდ ინგლისური იუმორია!  როგორ შეუძლია ტერიტორიული დავებით ტრადიციულად გახლეჩილ დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საუკუნეებია, „საიმედო ურთიერთობ“ ვერ დაუმყარებია ირლანდიელებთან, ხელი შეუწყოს „არსებული კონფლიქტების დარეგულირებას“ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, რომლებიც ევროპელებს იმდენად  არ სცემენ პატივს, რომ ზემოჩამოთვლილი მისიების ქვეყანაში შეშვებაზე ძლივს დაყაბულდნენ?! აფხაზებსა და ოსებს ევროპელები და სხვა ნატოელები რომ ჰყვარებოდათ, ახლა საქართველოსთან იქნებოდნენ და არა რუსეთთან, რომლის „დესტრუქციული გავლენისგანაც“ მათ დაცვას ბეჩავი ანგლოსექსები აპირებენ...

 „შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან დღეისათვის არსებულმა ურთიერთქმედებამ უკვე დადებითი გავლენა იქონია შემდგომი თანამშრომლობისთვის მყარი პლატფორმის შექმნაზე, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს საქმიანობაში ჩვენი ჩართულობის გაფართოების მიზნით აღნიშნული სფეროს ფარგლებში. ბრიტანელი მრჩეველი სტრატეგიული განვითარების საქმეში მოვლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ის ასევე საკონსულტაციო დახმარებას უწევს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს. მის მოვალეობებში ასევე შედის ანალიტიკური მიმოხილვების მომზადება ორივე ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ“ - ცინიზმის რა მარაგს უნდა ფლობდე, როგორ ცხვრებად უნდა მიგაჩნდეს ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, მოლდოველები და სხვანი, რომ „რუსული პროპაგანდის საფრთხეზე“ იყბედო ქვეყნებში, სადაც თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებში კომფორტულად მოკალათებულან ინგლისელი მზვერავები?! რომლებთანაც კაბინეტებში ყავასთან ერთად სრულებით საიდუმლო ინფორმაცია შეაქვთ, რომელსაც ისინი თავის ხელმძღვანელობას უგზავნიან! ნუთუ ლეგენდარული ზვერავები, საკუთარი სიცოცხლი გარისკვის ფასად რომ მოიპოვებდნენ ჯაშუშურ ინფორმაციას, მხოლოდ კინოფილმებში და დეტექტივებში დარჩნენ?!

კეთილი, საქართველოს რომ თავი დავანებოთ, რა დაჰკარგვიათ ბრიტანელ მრჩევლებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრის – სომხეთის თავდაცვის სამინისტროში?!

 „ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პოლიტიკური კურსის რეალიზაციისა და გავლენის გაფართოების პროცესში ინდივიდუალური კონტაქტების მნიშვნელობა. საკვანძო რეგიონული პოლიტიკური მოთამაშეების მოზიდვის უნარს დიდ ბრიტანეთში მომზადების გასავლელად და მათ მიერ ჩვენი პრინციპებისა და ღირებულებების მიღებას გაცილებით ხანგრძლივვადიანი დივიდენდების მოტანა შეუძლია, რომლებიც ერთი ფინანსური წრის ფარგლებს საკმაოდ შორს გაცდება“დიახ, სერებო, დიდი ფულით კარგი ნაცნობობის მქონე ცალკეული სუბიექტების გადაბირება და ხელახლა აღზრდა ძნელი არ არის! თუმცა, „ევროპული პრინციპები და ღირებულებები“ საქართველოში  ფეხს რომ ვერაფრით იკიდებს, ინგლისელებს, როგორც ჩანს, ადგილობრივმა დეზინფორმატორებმა დაუმალეს, სპონსორი რომ არ დაეკარგათ...

შემდგომ მოდის საკმაოდ საინტერესო თავი „გენდერული საკითხები და კონფლიქტებისადმი მედეგობა“, საიდანაც მხოლოდ ერთ საგულისხმო ციტატას მოვიყვანთ:  „უკიდურესად მნიშვნელოვანია კადრების სათანადო მომზადების უზრუნველყოფა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის შემუშავება, რომლის რეალიზებასაც შეიძლება, დაუყოვნებლივ შევუდგეთ (ყურადღება!), როცა საჭირო პოლიტიკური მომენტი დადგება.

რას ნიშნავს „კადრების მომზადება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომლის დაუყოვნებლივ რეალიზებაც საჭირო პოლიტიკურ მომენტში  შესაძლებელი იქნება“? შემთხვევით, „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების – ახალი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას მოქმედი მთავრობის დამხობის მიზნით, თუკი ის ზედმეტ დამოუკიდებლობას და პატრიოტიზმს გამოჩენს“ ხომ არა?!

„რამდენადაც დიდი ბრიტანეთი (როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების სახით) ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქართულ–აფხაზური ნახევარფორმატიანი დიალოგის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ მოვახერხეთ კონტაქტების დამყარება საკვანძო მოთამაშეებთან, რომელთაგან ბევრი, ჩინოვნიკების მორიგი როტაციის შემდგომ, საკმაოდ გავლენიანი მდგომარეობის დაკავებას შეძლებს“: ბრავო! მოისყიდეთ რამდენიმე აფხაზი ლიდერი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო?! თავს ნუ მოიტყუებთ, ჩვენიანებს ჩვენ უკეთ ვიცნობთ – ისინი თქვენს მუქთა ფულს აიღებენ, ბოლოს კი „გადაგაგდებენ“!

და საერთოდ - თუკი მეფე არტურის შთამომავლებს საქართველოში სეირნობა მოსწონთ, გულითადად ვეპატიჟებით, ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ოღონდ თქვენ მუდამ უცხოებად დარჩებით როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისთვის, იმიტომ, რომ არ იცნობთ ჩვენი ხალხების ენას, წეს–ჩვეულებებს, ისტორიასა და კულტურას, მაგრამ ჩამოხვედით, რომ ველურებივით შეგვარიგოთ! ამ აურზაურში კი მანდარინის პლანტაციების მონებად გვაქციოთ ჩვენსავე საკუთარ მიწა-წყალზე...

თავში „რენტაბელობა“ მითითებულია, რომ „CSSF-ის გაერთიანებულ სამდივნოს განზრახული აქვს, 2020 წლის მარტამდე, აღნიშნული პროგრამის სარეალიზაციოდ ყოველწლიურად 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყოს „რუსულ პროპაგანდასთან“ საბრძოველად“ - აი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ამერიკისა და ევროპის საქმეებში, სერ ალან დუნკანი პრემიერ კვირიკაშვილისთვის შეპირებული 4,5 მილიონ გირვანგა სტერლინგიც!  (იხ. ზემოთ).

„მოცემულ შემთხვევაში ჩვენ დავეყრდნობით ადგილობრივ NJO-ებს, რომლებსაც ჟურნალისტური კავშირები აქვთ მრავალ სახელმწიფოში, მათ შორის, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აუღიარებელ ქვეყნებში (აფხაზეთი. სამაჩაბლო, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი).  რაც შეეხება აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე ჩვენთან მომუშავე პარტნიორებს, განზრახული გვაქვს თანამშრომლობის გაგრძელება და ველით მათი საქმიანობის დადებითი, ჩვენ მიერ დაბანდებული სახსრების მოცულობის შესაბამისი შედეგების ხილვას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათთან მუშაობის შეწყვეტა ჯერ ძალიან ადრეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც 105 000 გირვანქა სტერლინგზე მეტ დაფინანსებას იღებენ, დაფინანსების მხოლოდ ერთი წყარო ექნებათ“.

აი, თურმე, რატომ გაჰყვირიან „რუსული პროპაგანდის“ შესახებ  „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“, აღნიშნული პუბლიკაციის წინასიტყვაობაში მოხსენიებული არასამთავრო ორგანიზაციები (NJO-ები) და „ჯიბის“ ჟურნალისტები! თუმცა, ინგლისელები ამაოდ ელიან „მათი საქმიანობის დადებითი, ჩადებული სახსრების შესაბამისი შედეგების ხილვას“. პატივცემულო ბატონო ინგლისელებო, მათთან მუშაობის შეწყვეტა თქვენთვის „ძალიან ადრე“ კი არა, ძალიან გვიანია! ასეთი  ფულის სანაცვლოდ შესაძლებელი იყო უფრო სანდო რაღაცის მოფიქრება, ვიდრე ყოველდღიური ისტერიკები „რუსთავი 2“–ის ტელეეთერში და ფონდ „MDF”-ის ორიოდე ბრიყვული ანგარიში „საქართველოში რუსული პროპაგანდის შესახებ“!

რატომ დაუშვეს პრაგმატულმა ინგლისელებმა „მიღებული შედეგების ხარისხის გაუარესება“, რისი დაუშვებლობის შესახებაც პროგრამაში თვითონ წერენ, რატომ იხდიან მილიონებს ხალტურაში, ჩემთვის გამოცანად რჩება, ამიტომ ამას კვლავ განუმეორებელ ინგლისურ იუმორს მივაწერ...  

„ადგილობრივი NJO-ების გამოყენება, რომელთაგან დიდ ნაწილს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დამატებით შესაძლებლობას იძლევა პროექტების წარმატებული რეალიზაციისთვის, ასევე ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, რაც საერაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობისას შეუძლებელია. ადგილობრივი NJO-ების მხარდაჭერა ჩვენი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რაც აუცილებელია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების პოტენციალის ზრდისთვის, რომლებიც ძირითად მამოძრავებელ ძალად იქცევა დადებითი რეფორმების გატარების გზაზე რეგიონში.

ყველა კონტრაქტი, რომლის თანხაც 800 გირვანქა სტერლინგს აჭარბებს, უნდა მოიწონოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა. უფრო მცირეთანხიან კონტრაქტებს მოიწონებს რეგიონული პროგრამული საბჭოები“ NJO, NJO, NJO, NJO... აი, სად არის ბოროტების წყარო! თქვენ გარყვენით ჩვენი ახალგაზრდობა! სანამ თქვენ არ შესვით ჩვენი შვილები „გრანტების ნემსზე“ – მუქთა ფულზე, მანამდე მათ მასწავლებლობა, ინჟინრობა, მხატვრობა, ექიმობა და კოსმონავტობა სურდათ! ახლა კი ისინი NJOოშნიკები, ანუ უსაქმურები არიან, რომლებიც მთელი დღე ოფისებში ყავას მიირთმევენ და „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის“ შესახებ ყალბ პროექტებს წერენ! მაინც რა პროფესიაა ეს NJOშნიკობა?!  და რას ნიშნავს „არასამთავრობო ორგანიზაცია“ თუ სახელმწიფოში არსებობს მთავრობა?!

პრაგმატულო ინგლისელებო  - თქვენ, ვინც ეკონომიის გამო დღემდე არ იღებთ შხაპს და ბინძურ წყალში ბანაობთ, ღამღამობით კი საკუთარ სახლებში გათბობას თიშავთ! - თქვენ მუქთად ნემსსაც არავის აჩუქებთ! ამიტომ ამ მილიონობით გირვანქა სტერლინგსაც ათმაგად დაიბრუნებთ – შემდგომ თქვენ მიერ გატუტუცებული და გადაბირებული ქართველი ჭაბუკები და ქალიშვილები პარლამეტში მოხვდებიან და მათი გამოკვება უკვე ჩვენ – ქართველ ხალხს, გადასახადების გადამხდელებს მოგვიწევს! თქვენ კი, ამპარტავანი დასავლეთელები, დემოკრატიას რომ გვასწავლით, დივიდენდებს მიიღებთ პარლამენტის მიერ მიღებული თქვენთვის საჭირო „ცისფერი“ კანონების სახით - ქართველების დამამცირებელი და საქართველოსთვის კაბალური...

არ განვიხილავ ძალიან საინტერესო ორ თავს - „მართვა“ და „ხელმძღვანელობა“  - და პირდაპირ დოკუმენტის ბოლოში გადავალ: „ყოველ 6 თვეში CSSF-ის საბჭომ კავკასიისა და მოლდოვის საკითხებში უნდა წარადგინოს ანგარიში ლონდონში - საბჭოში, რომელიც პროგრამების რეალიზაციას კურირებს EECAD-ში. აღნიშნული საბჭო გულდასმით შეისწავლის ცნობებს, რომლებიც კავკასიასა და მოლდოვაში პროგრამების განხორციელებას ეხება და თავის შეფასებასა და რეკომენდაციებს გაუგზავნის ზემდგომ ხელმძღვანელობას - EECAD/СНБ რეგიონულ საბჭოს“ - აი ისინიც, ზემოდ ნახსენები ანგარიშები!

“საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 19 დეკემბერი
საქართველო, თბილისი