რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ჭორები საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნების შესახებ მეტისმეტად გაზვიადებულია

   ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მარცხი ქართული ოპოზიციისა და კოლექტიური დასავლეთის გამარჯვებაქცა

   საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მერვედფინალში სამი მატჩიდან ორი წააგო და ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა, მაგრამ თბილისში მას არნახული ეგზალტაციითა და პომპეზურობით დახვდნენ, ეროვნული გმირები უწოდეს, პრეზიდენტმა ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა (ისინიც კი, ვისაც UEFA Euro 2024-ში მონაწილეობა არ მიუღია), ბიძინა ივანიშვილმა კი 30 მილიონი ლარი აჩუქა, რასაც იგივე ეფექტი ექნება, რაც 2012 წელს სამი პარტიისთვის ნაჩუქარ მილიონებს, „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში რომ შევიდნენ, და მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაზე დახარჯულ მილიონებს. ანუ ივანიშვილის მილიონები ვლავ წაადგება ოპოზიციას.

მეტიც, საქართველოს "სენსაციური გამარჯვება" რობერტო მარტინესის მიერ გამოყვანილ პორტუგალიის არაძირითად შემადგენლობასთან, რომელმაც წინასწარ უზრუნველყო მეოთხედფინალში თავისი გასვლა; ის, თუ როგორ უფრთხილდებოდნენ კრიშტიანუ რონალდუს, არ აძლევდნენ რა პასებს; და როგორ კეთილგანწყობილი იყვნენ მსაჯები საქართველოს გუნდის მიმართ - ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გამარჯვება ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე როდი მიღწეულა...

   „მათ დაწერეს ისტორია!“, „მათი წყალობით ევროპამ საქართველო გაიცნო! - ამ და მსგავსმა განცხადებებმა შემთხვევით როდი გამახსენა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოს ისტორია მისი პრეზიდენტობით იწყება და მთელმა მსოფლიომ საქართველო მხოლოდ მისი წყალობით გაიცნო. იმას კიდევ რა უშავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნახევარი (ქვეყნის, რომელმაც დაკარგა თავისი ტერიტორიების 20% და სუვერენიტეტი, საპარლამენტო არჩევნების წინ კოლექტიური დასავლეთის სანქციების ზეწოლის ქვეშ მყოფის) ყოველ ჯერზე თავს ანებებდა სამსახურს და მიფრინავდა გერმანიაში, თვითმფრინავში და მატჩების დროს უძმობილდებოდა ოპოზიციის ლიდერებს. გაცილებით უარესია, რომ ოთხ თვეში თბილისის ცენტრალური პროსპექტები კვლავ გაივსება იმავე ქართველი ახალგაზრდებით, რომელიც 2 ივლისს რუსთაველის პროსპექტზე შმაგობდა, მაგრამ ეს უკვე იქნება მძვინვარე ანტისამთავრობო მიტინგები "არჩევნების ფალსიფიკაციის" გასაპროტესტებლად სახელმწიფო გადატრიალების მიზნით "ვარდების რევოლუციის" სცენარის მიხედვით. ამას მოწმობს სამარცხვინო ფაქტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სცენაზე ავიდა, რათა იქ მდგომ ფეხბურთელებს მისალმებოდა, ბრბო შეურაცხმყოფელი უცენზურო შეძახილებით, სტვენითა და აბუჩად აგდებით შეხვდა. ეს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი კობახიძე არის საქართველოს ერთადერთი ხელმძღვანელი სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ, რომელმაც გაბედა საჯაროდ ეთქვა მწარე სიმართლე კოლექტიური დასავლეთის, საქართველოს მიმართ აშშ-სა და ევროკავშირის დამამცირებელი დამოკიდებულების შესახებ.

სამაგიეროდ, უცხოელი აგენტების მიერ ზომბირებული GEN Z-ის რუსოფობი ახალგაზრდობა ოვაციებითა და „სა-ლო-მე! სა-ლო-მე!“-ს შეძახილებით მიესალმა სცენაზე ასულ საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც მიკროფონი გადასცა კობახიძემ... ზუსტად ასეთი საქართველო მინდა ვნახო!“ - განაცხადა ზედმეტი მოკრძალების გარეშე და აშკარა ნიშნის მოგებით სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში მოუგო „ქართულ ოცნებას“ და ხუმრობა-ხუმრობაში მმართველი პარტიის სერიოზულ კონკურენტად იქცა მოსალოდნელ არჩევნებში.

   მაგრამ ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს მანჭვა-გრეხით ისტერიულად მკივანმა არასრულწლოვანმა ბავშვებმა, რომელთა თრევის მოდა ყველა შეკრებაზე რადიკალურმა ოპოზიციამ შემოიტანა! ისინი არ ჰგავდნენ ტრადიციულ ქართულ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს, მათ აკვნიდან ჩაუნერგეს, რომ სპორტი ომია და პოლიტიკა, რუსეთი მტერია, ფეხბურთი კი მტერთან ომი! თუმცა ვინ დაეძებს თინეიჯერებს! - პროპაგანდისტებმა ქართველ ობივატელს ჩაუნერგეს ფეიქი, რომ ქართველი ფეხბურთელების წყალობით საქართველოს მალე ევროკავშირში მიიღებენ! საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა - ევროპულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერები, რომლებმაც ამ მიზეზით მეორე დღესვე დატოვეს თბილისი - აღიარებენ ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის ლგბტ-უფლებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ დადგმული გრანდიოზული სპექტაკლის შედეგად ქულები ჩაიწერა პროდასავლურმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რადგან „ქართული ოცნება“ - „პრორუსულია“ (ქართველი უცხოეთის აგენტების - მედიის, NGO-ების, პარტიების მიერ შექმნილი შტამპის შესაბამისად).

   ასე წააგო ხელისუფლებამ პიარი ოპოზიციასთან, რომელმაც ოსტატურად ჩაიწერა ქულები თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის ნაჩუქარი 30 მილიონი ლარიდან ერთადერთი სარგებელი ის იყო, რომ ვაშინგტონმა იგი სანქციების სიიდან დროებით ამოიღო, თუმცა ივანიშვილი ნომერ პირველად ირიცხებოდა, როგორც საქართველოს ხელისუფლების ლიდერი და სახე.

   ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს, რომ კოლექტიურ დასავლეთს, რომელსაც თბილისსა და მოსკოვს შორის დათბობა მოეჩვენა, შეუძლია მშვიდად იძინოს - საქართველოში ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა გადაიდო და ჭორები საქართველოს რუსეთისკენ მოქცევის შესახებ ძალიან გაზვიადებული აღმოჩნდა. უფრო მეტიც, „ქანქარარუსეთისგან საპირისპირო მიმართულებით გადაიხარა, რათა როგორმე გამოესყიდა დასავლეთის წინაშე საქართველოს ხელისუფლებისდანაშაული“ „უცხოეთის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებდა ლგბტ-პროპაგანდისგან „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებკანონების მიღების გამო. გამორიცხული როდია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი კვლავ შეიცვალოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ყველა გეგმამ გამანადგურებელი კრახი განიცადა! - ზეიმობენ უცხოეთის აგენტები - ქართული ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო სექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები.

   საგულისხმოა, რომ იმავე დღეს, 2 ივნისს, როდესაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჩამოფრინდნენ გერმანიიდან თბილისში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორებასთან დაკავშირებით და დაადანაშაულა ეუთოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და აშშ-იც კი რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაში („ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს“).

   წინა დღით, 1 ივლისს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის იმავე 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მოითხოვეს თავიანთი შესწორების შეტანა - უფრო მკვეთრად დაეგმოთ რეზოლუციაში რუსი ოკუპანტები“, რომელთა ოკუპანტებად მოხსენიებასაც თითქოსდა თავს არიდებდნენ ასამბლეის დელეგატები, მაგრამ ასამბლეამ ეს შესწორება არ მიიღო.

   ამ ფონზე, მოსკოვის ზოგიერთი მესიჯი მსუბუქ გაკვირვებას იწვევს. მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, კითხვაზე პასუხის გაცემისას (ტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე არ არის მითითებული, თუ ვის შეკითხვაზე), განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს „ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც რუსულ-ქართული ნორმალიზაციის კალაპოტში მიემართება“, ამ კონტექსტში მიესალმება „აღნიშნულ ინიციატივას“ და მზად არის „გაუყვეს ამ გზას“. საუბარია საქართველოში და მით უმეტეს რუსეთში ყველასთვის უცნობი პარტიის ინიციატივაზე, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს.

   მანამდე 20 დღით ადრე, 6 ივნისს, „Собеседник“-თან ინტერვიუში სრული პასუხისმგებლობით განვაცხადე, რომ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის რაიმე კულუარული მოლაპარაკებები ან შეთანხმებები არ ყოფილა და არც არსებობს, თუმცა რუსეთი 200 პროცენტით მზად არის დიალოგისთვის საქართველოსთან. ხოლო 12 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ვითომცდა მზადებას უწოდა ქართული ოპოზიციური რესურსების მიერ გავრცელებული სიცრუე, რაზეც კომენტარის გაკეთების აზრს ვერ ხედავს.

სპეციალურად რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლისთვის პატარა საიდუმლოს გავამხელ: საქართველოში მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური ხელისუფლება და არა სხვადასხვა პარტია. საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებებს არ სჭირდებათ დახმარება სხვადასხვა პარტიის ინიციატივების სახით, პირიქით, „სახალხო დიპლომატებისინიციატივები მათ აღიზიანებს. თბილისში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრში მშვენივრად არიან ინფორმირებული მოსკოვის მზადყოფის შესახებ დიალოგის დასაწყებად და დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მყოფ მოღვაწეებს აქვთ სულ მცირე ორი მომგებიანი ვარიანტი, რათა დაიწყონ არაფორმალური მზადება დიალოგისთვის ოფიციალურ მოსკოვთან - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატთან, მაგრამ თავს იკავებენ ამისგან, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ზემოთ ჩამოთვლილი გასაგები მიზეზების გამო.

   17 ივნისს კი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების მოთხოვნით ვლადიმერ პუტინისადმი იმავე პარტიის მიმართვის კომენტირებისას, ჟურნალისტებს განუცხადა შემდეგი: მართალი გითხრათ, არ მინახავს (ეს მიმართვა - რედ.). მაგრამ თუ ის იყო, მაშინ ვნახავთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები გააანალიზებენ ამ მიმართვას.

... იცით, ალბათ კარგია, რომ საქართველოში ყურადღებას აქცევენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის განცხადებებს საქართველოს შესახებ, თუმცა განიხილავენ ნებისმიერი ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებას! სხვაგვარად, შეიძლება ეფიქრათ, რომ რუსეთმა, საქართველოს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, სპეციალურად დაარეგისტრირა რომელიმე პარტია საქართველოში თავისი პოზიციის გასახმოვანებლად, მოსკოვში წინასწარ შედგენილიმიმართვებისპასუხად, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც პუტინმამაშინვე დააკმაყოფილა“! თორემ საქართველოში ყველასთვის უცნობმა პარტიამ მოსკოვში ასეთი ოპერატიული გამოძახილი როგორ გამოიწვია?!

დასასრულ, საქართველოსთვის კიდევ ერთ, 26 ივნისის მესიჯს მოვიყვან, როდესაც ზახაროვასთან ერთად რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა „პრიმაკოვის კითხვის“ სესიაზე განაცხადა შემდეგი: თუ საქართველოს შევხედავთ, ისინი სულ უფრო მეტად აცნობიერებენ საკუთარ თავს, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ისწრაფვის მეზობლებთან მშვიდობიანად თანაცხოვრებისკენ. მათ ესმით, რომ არ სურთ ისინი გამოიყენონ პლაცდარმად რუსეთის ფედერაციისთვის მუქარის პროეცირებისთვის.

უკაცრავად, მაგრამ განა საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი, რომლის დეკლალირებასაც ყოველდღიურად ახდენს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, რომლებიც დღეს ომის მდგომარეობაში იმყოფებიან რუსეთის ფედერაციასთან, არ ეწინააღმდეგება „საქართველოს ტერიტორიის რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად არგამოყენებას“? საქართველო, ისევე როგორც ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები, ორივე ფეხზე დადგება და გამარჯვებას მიაღწევს და 2030 წლისთვის გაერთიანებული ევროკავშირში გაწევრიანდება!“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 24 ივნისს და დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კორექტირებას არ ექვემდებარება. იმავე დღეს, 24 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პარტნიორი, მათ შორის საქართველო, მიწვეულია ნატოს პარტნიორ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

ასე რომ, ჭორები საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნების შესახებ მეტისმეტად გადაჭარბებული აღმოჩნდა, თუმცა ამას ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციასთან ფართო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის, ირანთან და BRICS-ის სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის ფონი.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 3 ივლისი
საქართველო, თბილისი

ამავე თემაზე იხილეთ: როგორ შეიძლება ნორმალური ქართველი საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხს ზეიმობდეს?!