პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ სურს დიდ ბრიტანეთს საქართველოს - რუსეთთან, აზერბაიჯანის - სომხეთთან და რუსეთის - აზერბაიჯანთან წაკიდება

   გასული წლის დეკემბერში „Sputnik Georgia“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე შევნიშნე, რომ კარასინ-აბაშიძის პრაღის კონსულტაციები 2 წელია დაიხურა/აღარ განახლდება, ხოლო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ამჟამინდელ ფორმატში საკუთარი თავი ამოწურა. ჩემი პროგნოზი გამართლდა - როგორც ცნობილი გახდა, ფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, 2024 წლის 8 თებერვალს ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას, ჟენევის დისკუსიების „სხვა ლოკაციაზე“ - მინსკში ან ბაქოში გადატანის წინადადება წამოაყენა. გასაკვირია მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების რეაქცია და უპრინციპობა: განა მთელი ქართული ოპოზიცია ამ წლების განმავლობაში არ აცხადებდა, რომ აბაშიძე კარასინისთვის ქართული მწვანილისა და ღვინის მიყიდვის მეტს არაფერს აკეთებს, ამიტომ ეს შეხვედრები უსარგებლოა? განა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ყოველ ჯერზე „არ ატრიალებდა“ მოლაპარაკებების მაგიდას - ტოვებდა ჟენევის დისკუსიებს და აცხადებდა დიალოგის გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეების დესტრუქციული პოზიციის გამო? მაშინ იყავით თანმიმდევრული, ბატონებო! რატომ აცხადებს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ კვლავაც ესტუმრება ჟენევადა გაძლიერებულად ემზადება აპრილის დისკუსიების რაუნდისთვის? ან იქნებ კარასინ-აბაშიძის კონსულტაციები ოპოზიციას არ მოწონა იმიტომ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა რუსეთის ფედერაციასთან დარეგულირების საკითხებში ბიძინა ივანიშვილმა შემოიღო?!

   რაც შეეხება შეხვედრის ადგილის არჩევას: მე უფრო ბაქოსკენ ვიხრები, ვიდრე მინსკისკენ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ყველა მომლაპარაკებელი - საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და რუსეთი - სამხრეთ კავკასიაში მარადიული მკვიდრია, განსხვავებით აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო-სგან, რომლებიც მხოლოდ ხელს უშლიან ქართველთა გულწრფელ საუბარს აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მოლაპარაკებებიც სამხრეთ კავკასიაშიც წარიმართოს და არა ბელორუსში.

   მეორე არგუმენტი ბაქოს სასარგებლოდ სუბიექტური ხაისათისაა: განა ყველა მოლაპარაკებამ მინსკში დასავლელი თანათავმჯდომარეების მონაწილეობით - ეუთოს მინსკის ჯგუფმა ყარაბაღის საკითხზე, მინსკის საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინის საკითხში - ფიასკო არ განიცადა?!

   მესამე, აზერბაიჯანი დასავლეთის თვალში ნეიტრალურია, ხოლო ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი მეგობრის, ასლან ბჟანიას მხარდაჭერის ნიშნად სოხუმს ეწვია.

   და მთავარი არგუმენტი: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ხელოვნური რეგიონული პრინციპის გარდაუვალი გაუქმების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი, რომელიც მშვიდობას და კეთილდღეობას მოუტანს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს, არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა.

   დღეს, როცა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეერდოღანის ინიციატივა „კავკასიური პლატფორმა 3+3“ ვერა და ვერ დაიქოქა“, მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეუძლია ამიერკავკასიის ფედერაციის ხელახლა შექმნა, ეს არა მხოლოდ კეთილდღეობის, არამედ, თამამად ვიტყვი, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის გადარჩენის საკითხია, რომლებსაც დიდი ალბათობით და უპირველესად დიდი ბრიტანეთი ემუქრება. თუ - რატომ, მე უკვე ავხსენი ამასწინანდელ პუბლიკაციაში: ანგლო-საქსები დაინტერესებულნი არიან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის გაგრძელებით, რათა ამ უკანასკნელმა ხელი არ შეუშალოს მათ ამიერკავკასიის დაუფლებაში. ამასთან, ჩემი ვერსიით, რუსეთის აქედან განდევნის მიზნით ანგლო-საქსებმა გადაწყვიტეს სამხრეთ კავკასიისთვის ცეცხლის წაკიდება.

   უამრავი პუბლიკაცია მივუძღვენი კავკასიაში დიდი ბრიტანეთის მუშაობის დახვეწილ მეთოდებს, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, შეგახსენებთ 2016 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევას „აშშ კავკასიაში ჩაანაცვლებს დიდ ბრიტანეთს - CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში”, სადაც გაკეთებული პროგნოზები გამართლდა.

   ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა იოლად დაიყოლია ვლადიმერ ზელენსკი მინსკის შეთანხმებების დახევასა და ომის გაგრძელებაზე, მაგრამ რისთვის სჭირდება დიდ ბრიტანეთს ამიერკავკასია? გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ვარაუდებს.

   საქართველო ფლობს სასმელი წყლის დიდ მარაგებს, რაც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია; წარმოადგენს სატრანსპორტო ჰაბს „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) „აღმოსავლეთ-დასავლეთის“, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ მარშრუტების გზაჯვარედინზე; სატრანზიტო ტერიტორია, რომელზეც გადის ჰეიდარ ალიევის სახელობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი, რომლის მფლობელი, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ოპერატორიც არის საერთაშორისო კონსორციუმი BTC Co, ხოლო უმსხვილესი აქციონერი - British Petroleum (BP), ასევე „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენი; აქ გადის „ბაქო-ახალქალაქი-ყარსის“ რკინიგზა და რკინიგზა, ავტომაგისტრალი და გაზსადენი რუსეთიდან - სომხეთამდე; პანკისის ხეობა, სადაც ჩეჩენი ბოევიკების ბაზა იყო, ესაზღვრება რუსულ ჩრდილოეთ კავკასიას; შავი ზღვისპირა სახელმწიფო საზღვაო პორტებით; აქ მდებარეობს პენტაგონის ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია.

   სომხეთი - აქვს ასამელი წყლის დიდი მარაგი, რომელიც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია; სომხეთის გავლით მიემართება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აზერბაიჯანის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა (ზანგეზურის დერეფანი); სომხეთსა და ირანს აკავშირებს გზა, საზღვრი და გაზსადენი; ერევანსა და გიუმრიში დისლოცირებულია რუსეთის სამხედრო ბაზა; სომხეთში პენტაგონის 17 (ჩვიდმეტი!) ბიოლაბორატორია და მსოფლიოში ყველაზე დიდი აშშ-ის საელჩო - ანგლო-საქსების ციტადელი მდებარეობს.

   აზერბაიჯანი კასპიისპირა სახელმწიფოა ნახშირწყალბადების უმდიდრესი მარაგით; აქედან იღებს სათავეს ჰეიდარ ალიევის სახელობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი, რომლის მფლობელი, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ოპერატორი არის საერთაშორისო კონსორციუმი BTC Co, ხოლო უმსხვილესი აქციონერი - British Petroleum (BP), ასევე „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენი; აზერბაიჯანში 600-მდე ბრიტანული კომპანია მუშაობს; აზერბაიჯანი მდებარეობს „შუა დერეფნის“ (Middle Corridor)“(აღმოსავლეთი-დასავლეთი“, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთ-სამხრეთი“ მარშრუტებზე.

რა გააკეთა უკვე და რა ვერ მოახერხა ჯერ ბრიტანეთმა ამიერკავკასიაში და რას აპირებს ჩვენი აზრით?

   საქართველო: ყოფილი და ალბათ მომავალი პრემიერ-მინისტრის, სააკაშვილის რეჟიმის დამამხობელი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წყალობით, დასავლეთის მიერ საქართველოს აღვირახსნილი კოლონიზაცია შეწყდა. დასავლელი კურატორების ჰიბრიდული ექსპანსია სულ უფრო ხშირად აწყდება „წითელ ხაზებს“, რომელთა გადალახვაც მათთვის სულ უფრო რთულდება; ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომლის საპატიო თავმჯდომარეც ის დღეს არის, ცივი უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, რათა რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი „პირველი უკრაინული ფრონტიდან“ თავისკენ მიეზიდა, უფრო ზუსტად, მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე შეტევაზე გუდაუთაში მისი განდევნის მიზნით; საქართველომ ასევე უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებისთვის შეერთებაზე, რაც ეკონომიკურ თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, ამიტომ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვამ MI6 (SIS), თავისი თურქი აგენტების მეშვეობით, დაიწყო აფხაზეთში ანტირუსული განწყობების წახალისება-წაქეზება, რაც, მათი გათვლებით, ზემოაღნიშნული რუსული ბაზის გაყვანის მოთხოვნაში უნდა გადაიზარდოს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს საქართველოს ურჩი ხელისუფლების შეცვლას - კოალიციური მთავრობის შექმნას მიმდინარე წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად (იმიტომ, რომ მილიარდერი ივანიშვილის რუსული ბიზნეს-ბექგრაუნდი ანგლო-სექსებისთვისკატეგორიულად მიუღებელია).

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში თავისი არჩევანი შეაჩერა მოქმედ პრეზიდენტ სალომეა ზურაბიშვილზე - სკანდალურ, კომპრომეტირებულ სუბიექტზე შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობით, რომელიც ექვსი თვის შემდეგ კვლავ დაიბარეს ლონდონში ინსტრუქტაჟზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პრეს-რელიზიც კი საკმაოდ მჭევრმეტყველია: ლონდონში გაიხილება დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევები, ცვალებადი პოლიტიკური ბალანსი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა, უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე და მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ჯეიმს ნიქსი მიიღებს. საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტი არის ლონდონში მოქმედი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადი საერთაშორისო პრობლემებისა და მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას და გაგების ხელშეწყობას.

   სომხეთი: პუბლიკაციაში „სომხეთმა შეიძლება დაკარგოს ერევანი, არადა შეეძლო არარატის დაბრუნება“ ვიხსენებ, რა ირონიით მიიღეს სომხებმა 2014 წლის 23 სექტემბერს ჩემი გამოსვლა სამეცნიერო- პრაქტიკულ კონფერენციაზე „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“, სადაც განვაცხადე, რომ მომდევნო სომხეთია და ასევე გავაკეთე პროგნოზი, თუ როგორ დასრულდება დასავლეთის მიერ პროვოცირებული ყარაბაღის კონფლიქტის მორიგი აფეთქება. ჩვენ არ ვითამაშებთ დემოკრატიის თამაშებს შევარდნაძის მსგავსად! წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რომ იმავეს დავმართებთ ჩვენს სამშობლოს, რაც ქართველებმა გაუკეთეს საქართველოს! „მაიდანიმხოლოდ იმ ქვეყნებშია შესაძლებელი, სადაც ხელისუფლება სუსტია!“, - განმიცხადეს მაშინ სომხეთის დელეგაციის წევრებმა. მაშ სად არიან დღეს ამბიციური სომეხი პოლიტიკოსები - ოპოზიცია, პოლიტოლოგები, სად არის მრავალათასიანი მიტინგები ერებნის მოედნებზე?! ნუთუ ისინი შეეგუენ საქართველოში სააკაშვილის მსგავსად სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოყვანილი ფაშინიანის ღალატს, რომელიც მათ სამშობლოს დიდ ბრიტანეთს მიჰყიდის, სადაც ვოვაევიჩს მოქალაქეობა/პოლიტიკური თავშესაფარი გარანტირებული აქვს?!

   აზერბაიჯანი: მას შემდეგ, რაც ფაშინიანის მორიგი პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმია შევა სომხეთის ტერიტორიაზე, რომელსაც ერევანსა და გიუმრიში დისლოცირებული ალექსანდრე ნეველის ორდენოსანი 102-ე რუსული სამხედრო ბაზა იძულებით დატოვებს, დიდი ბრიტანეთი, ვფიქრობ, ძალისხმევას არ დაზოგავს, რათა შეცვალოს ეროვნულად ორიენტირებული აზერბაიჯანის ხელისუფლება მთლიანად კონტროლირებადით. პრეზიდენტი, პატრიოტი ილჰამ ალიევი არის პირველი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ღირსეული შვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო სსრკ-ის და სკკპ-ს ხელისუფლების სათავეში, რომლის სახელსაც ატარებს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი, ანგლო-საქსებისთვის ყელში გაჩხერილი ძვალია! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგივე ემუქრება თურქეთის ხანდაზმულ პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც იმ დროისთვის ანგლო-საქსური მარიონეტით ჩაანაცვლებენ. პრეზიდენტი ალიევის გადაყენება ადვილი არ არის, მაგრამ ანგლო-საქსები, ვფიქრობ, იმედოვნებენ კონფლიქტის პროვოცირებას დღევანდელ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის - აზერბაიჯანს, რომელმაც, აქაოდა, საკუთარ თავზე მეტისმეტი აიღო, რითაც შელახა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინტერესები სამხრეთ კავკასიაში. ამრიგად, საბოლოოდ ასრულდება ანგლოსექსების დიდი ხნის წინანდელი ოცნება - დაიპყრონ კავკასია და გავიდნენ კასპიის ზღვაზე!

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 1 მარტი
საქართველო, თბილისი