პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რამდენიმე კეთილი რჩევა „ქართულ ოცნებას“

   ყველაფერი, რაც არჩევნებამდე უნდა ეთქვა, უკვე ითქვა და ითქვა არაერთხელ ...“განაცხადა სტალინმა თავისი გამოსვლის დასაწყისში ქალაქ მოსკოვის სტალინის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო შეხვედრაზე 1937 წლის 11 დეკემბერს.

   2 იანვრიდან მოყოლებული ჩემს პუბლიკაციებში ითქვა და არაერთხელ ითქვა ყველაფერი, რაც საჭირო იყო საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით: მმართველი პარტიის გაფართოებული უფლებამოსილებებით საპატიო თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზები; ახალი რეალიები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში არჩევნებამდე და მის შემდეგ; საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში და ოპოზიციის გლობალური გეგმები, რომლებიც არ შეესაბამება მათ რეალურ რესურსებს (იხ. ბმულები დასასრულში).

   მაგრამ იყო კონკრეტული საკითხები, რომლებზეც პასუხისმგებლობის გრძნობით გავჩუმდი ან გაკვრით ვახსენე. მათზე მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებული პროცესები, რომლებიც მყისიერად განვითარდება და დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ხვალ პარტიის ყრილობაზე სრულად გახდება ცნობილი, კეთილსაიმედოდ მიმაჩნია, რადგან თითქმის ყველა მინისტრის მიმართ, რომლებიც თანამდებობას დატოვებენ, ქართველი საზოგადოებას პრეტენზიები ჰქონდა, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ შევუდგები.

ამის ნაცვლად, როგორც პოლიტიკურ მენეჯმენტში საკმარისი გამოცდილებისა და სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობასთან ურთიერთობის წყალობით ინფორმაციის მფლობელი ადამიანი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, დავამატო რამდენიმე შენიშვნა, რომელთა ადრესატიც მთავრობა და მმართველი პარტიაა, ორი ირაკლია - ახალი პრემიერი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ღარიბაშვილი.

   უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ დღესქართული ოცნებისერთადერთი საშიში მოწინააღმდეგე იმავექართული ოცნების“ ზოგიერთი უხეირო, უნიჭო ან უსინდისო მენეჯერია. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ყველა დონის ხელმძღვანელებმა მკაფიოდ უნდა განასხვავონ ოპოზიციის მიერ მათ წინააღმდეგ წაქეზებული თავგასული ბრბოს აგრესია ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტისაგან და ამიტომ უპასუხონ ადეკვატურად და დიფერენცირებულად. ანუ მკაცრად კანონის ფარგლებში - პირველ შემთხვევაში, ფაქიზად და კონსტრუქციულად - მეორე შემთხვევაში. ქართული ოცნების“ ლიდერშიპმა, არჩევნების წინა პერიოდში მაინც, თვითგადარჩენის მიზნით, უნდა შეწყვიტოს ზედმეტი პიარი, დაივიწყოს ამბიციები და ისწავლოს გუნდური თამაში. მთავარია ტყუილუბრალოდ არ გააღიზიანოს საზოგადოება, პატივისცემით მოეპყროს უბრალო ხალხს, არ შეუქმნას პრობლემები მმართველ პარტიას უადგილოდ, ხოლო სადაც ისინი არსებობს - ისწავლოს მათთვის ტექნიკურად გვერდის ავლა, ან გადაჭრა.

   მსოფლიოში არ არსებობდნენ, არ არიან და არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ საწევრო გადასახადით, კომპარტიისთვისაც კი მას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა (ვისაც სკკპ-ს წესდება წაუკითხავს, იცის პარტიის სხვა წყაროების შესახებ), ამიტომ არსებული მატერიალური რესურსები უნდა იქნას გამოყენებული ზომიერად და მაქსიმალურად ეფექტიანად, მით უმეტეს - არ უნდა ჩაიჯიბონ. რა თქმა უნდა, იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ „ძუნწი ორჯერ იხდის“.

   კიდევ ორიოდე რეკომენდაცია: ყველა სამთავრობო ორგანიზაციის (სამთავრობო, პარტიული, პარლამენტის დეპუტატების და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების) ხელმძღვანელებმა უნდა დააწესონ მოქალაქეთა მიღების დღეები და საათები. მოქალაქეების უშუალო მოსმენა, მოსახლეობის პრობლემების უშუალოდ გაცნობა სულაც არ არის კომუნისტების მოგონილი ახირება! და თუ ეს შესაძლებელი იყო საბჭოთა საქართველოში, მით უმეტეს, ეს არ უნდა იყოს პრობლემა დღეს, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა განახევრებულია. როგორც ჩუღურეთის მცხოვრები, ერთ დადებით მაგალითს მოვიყვან: 2012 წლიდან დღემდე, ყოველ ორშაბათს, თბილისის ჩუღურეთის რაიონში „ქართული ოცნების“ ოფისი ვერ იტევს მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთი პრობლემებით მიდიან რაიონული პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რიმა ბერაძესთან მიღებაზე, მიღება გვიანობამდე გრძელდება, სანამ ის ბოლო სტუმარს არ მოუსმენს. ასე იყო მაშინაც, როცა ბერაძე საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციას ხელმძღვანელობდა და ასე გაგრძელდა, როცა იგი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მთელმა თბილისმა იცის ამის შესახებ და მიჭირს მსგავსი მაგალითების მოყვანა, თუ საერთოდ არსებობს ისინი...

   ასევე აუცილებელია, რომ საინფორმაციო ცენტრმა 118-09 გასცეს ყველა სამთავრობო ორგანიზაციის, ასევე ქვეგანყოფილებების (განყოფილებების, დეპარტამენტების, სამმართველოების) ხელმძღვანელებისა და მოადგილეების (მათ შორის მინისტრებისა და პარლამენტარების) ტელეფონების ნომერი, და არა მხოლოდ კომუტატორის, რაც ძალიან აღმაშფოთებელია. თუ არადა, მერე ამომრჩეველიც ხმას მისცემს კომუტატორს! სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლეობასთან უკუკავშირი, პატ. ქვეყნის მბრძანებლებო?! მახსოვს, რა მაგარი იყო, როცა არჩევის დღეს დედაქალაქის მერმა თბილისელებს ტელევიზიით აცნობა თავისი მობილურის ნომერი...

   ხოლო მოქმედი ხელისუფლების მიერ შემოღებული ახალი მოდა - საერთოდ არ პასუხონ მოქალაქეთა წერილებს! - არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამ მოდის კანონმდებელი გახლდათ ერთი მინისტრი თავის სამინისტროში, საიდანაც ეს სენი გავრცელდა. ნებისმიერი სახელისუფლებო სტრუქტურა ვალდებული უნდა იყოს უპასუხოს ნებისმიერ წერილს - სათანადოსა თუ არასათანადოს, დადებითად ან უარყოფითად, არ აქვს მნიშვნელობა - მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში. თუ საბჭოთა ხანაში რაიკომები და აღმასკომები ამას მშვენივრად უმკლავდებოდნენ, ნუთუ ახლა ჩვენს ევროპულ-ამერიკულ დიპლომებიან მენეჯერებს, რომლებსაც ცალი ფეხით უკვე ევროკავშირში არიან, უჭირთ კომპეტენტური პასუხის გაცემა?!

   და ბოლოს: თუ ხელისუფლების ნებისმიერი რგოლის ხელმძღვანელს არ გააჩნია ჟურნალისტებთან კომუნიკაციის უნარი, ის არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას. ხელისუფალთ უნდა ახსოვდეთ, რომ მოქალაქე, რომელიც ვადაში მიიღებს ნებისმიერ დასაბუთებულ პასუხს, ხელისუფლებისადმი პატივისცემით განეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაკიღა გადატვირთულ სასამართლოებში სიარულს აზრი არ აქვს, მიმართავენ ერთადერთ უკანასკნელ იმედს - მედიას, ჟურნალისტებს. ამიტომ, ჟურნალისტებისთვის - მათ შორის, დილეტანტების, პროვოკატორებისა და „ჯიბის“ ჟურნალისტებისთვის - პასუხის გაცემა პროფესიონალურად და პატივისცემით, ქედმაღლობისა და ამპარტავნების გარეშე, საჭიროა და სავალდებულო. შევარდნაძემ ოხუნჯობითა და განმაიარაღებელი ღიმილით პასუხობდა ხრიკიან შეკითხვებს, პასუხისთვის „ჯიბეში არ ძვრება“ ბიძინა ივანიშვილი, რადგან როცა ჟურნალისტებს პასუხობ აბუჩად აგდების გარეშე, იმ მომენტში სიმპათიები, შენი მოწინააღმდეგეების კი, შენს მხარესაა!

არნო ხიდირბეგიშვილი

გახდება თუ არა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ანგარიშსწორება ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, გენშტაბის, სახელმწიფო დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ უფროსებს სურთ

ივანიშვილის მიზანი ყურწაგდებული ხელისუფლების განახლებაა

ქვაფენილის ეფექტი - რატომ შეცვალა ივანიშვილმა ღარიბაშვილი