რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ანგარიშსწორება ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, გენშტაბის, სახელმწიფო დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ყოფილ უფროსებს სურთ!

   საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის გამწვავება იწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს კრიმინალის მოულოდნელ აფეთქებას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს უხეიროდ მუშაობას. ქართული პოლიცია, სააკაშვილის შემდეგ, მუშაობს ისე, როგორც არცერთი მსოფლიოში - საქმით იცავს ქაღალდზე დაწერილ დემოკრატიულ რეგულამენტს, რაც აშშ-ისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს სასაცილოდ არ ეყოთ - აქაოდა, ბარემ ვიოლინოები ჩამოურიგეთ პოლიციელებს იარაღის ნაცვლადო! ამავდროულად, დამნაშავეთა სამყარო უკვე იღებს ოპოზიციისგან სარფიან შეკვეთებს - მეთოდი, რომელიც სააკაშვილმა არაერთხელ გამოცადა არჩევნებისთვის მოსამზადებლად. და ეს ზონდერბრიგადების ისედაც მოტივირებული წევრების - ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანაყოფების გადამდგარი თანამშრომლების ჩაუთვლელად, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ. დაშინება, საქართველოს მოსახლეობაში იმის განცდის შექმნა, რომ ხელისუფლება ქმედუუნაროა და ვერ იცავს თავის მოქალაქეებს - უფრო ეფექტიანი მეთოდია, ვიდრე წინასაარჩევნო აგიტაცია და ელექტორატის მოსყიდვაც კი! ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტრადიციული კანონიერი მეთოდები - აქციები, მსვლელობები და მიტინგები - არჩევნების წინა დღეებში დაიწყება და განსაკუთრებით გააქტიურდება მისი დასრულების შემდგომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.

   საგულისხმოა, რომ მათ შორის, ვინც ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებაზეანგარიშსწორებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებს, არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, გენშტაბის, სახელმწიფო დაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ყოფილი უფროსებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურების შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებზე, რომელსაც აქვთ სპეციალური დაშვება და ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცვლელ ინფორმაციაზე - აგენტურული სიები იქნება ეს, თუ თვალთვალის მასალები.

სწორედ დახურული ინფორმაციის ფლობა ჰქონდა მხედველობაში გახარიას და არა ელექტორატი, რომელიც მას არ გააჩნია, როცა ივანიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ მე-7 ყრილობაზე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კომენტარით - „გამოწვევა მიღებულია!”. სწორედ იმიტომ, რომ არ სურდა მონაწილეობა კომპრომატთა ამ ომში, როგორც მეგრული ტრიოს - „მელია-გახარია-გვარამიას“ სუბიექტს, ამ უკანასკნელმა, ანუ მთავარი ოპოზიციური ტელეარხის მსჯავრდებულმა და შეწყალებული ექს-გენდირექტორმა სოცქსელებში დაწერა - "სხვისი თამაშის მონაწილე არ ვიქნები!" სახელმწიფო უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე სპეცსამსახურებში მუშაობდა, მსჯავრდებულ და შეწყალებულ მელიას არსად არაფერი დაუწერია, მაგრამ სწორედ მან თან წაუყოლია „ნაცმოძრაობის“ ელექტორატის ნაწილი სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შემდეგ!

   თავად სააკაშვილი, ისევე როგორც მოქმედ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მისი შეწყალება არ მოისურვა, აქტიურობის ყოველი გამოვლენისას სულ უფრო მეტად გადადის პოლიტიკური მოდიდან, ვინაიდან მათი მესიჯები წმინდა დეკლარაციული ხასიათისაა და ოპოზიციისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ერთადერთი, ვინც იდევ ცდილობს სააკაშვილის გათავისუფლების თემით სარგებლობას, ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს ექს-თავმჯდომარე, მეგრული წარმომავლობის მილიონერი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული კობა ნაყოფია.

   ტურბულენტობის ფაზაში, როცა თავისუფალი რადიკალები აქეთ-იქით აწყდებიან მეტ-ნაკლებად სარფიანი წინასაარჩევნო პლატფორმის ძიებაში, ზემოაღნიშნული ოპოზიციური ძალები მოქმედებენ საკუთარი პროტოკოლის მიხედვით, გარე და შიდა სპონსორების დეფიციტის გარეშე, რომელთა რიგებსაც, სავარაუდოდ, უკვე შეუერთდნენ მილიონერები ჭყონია (Coca-Cola Bottlers Georgia) და ბანკირი ხაზარაძე (TBC), რომელსაც თავის „ლელოსთან“ ერთად პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვს და განსაკუთრებით ესიმპათიურება მელია. თუ დღეს ხაზარაძის პარტიაში თამაშობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი - უსუფაშვილი, ორი "რესპუბლიკელი" და-ძმა ბერძენიშვილიდან ერთ-ერთი (კაგებეს, მოგვიანებით ცერეუ აგენტი - ფოტოზე გამოსახული აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ზურგით დგას უსუფაშვილის მეუღლე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი) ოპოზიციის გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა, რაც ციფრული გამოთვლებით დაასაბუთა. სტაჟიანი უცხოელი აგენტი, რომელიც სამშობლოს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ღალატობს, აბსოლუტურად მართალია - ანტისახელმწიფოებრივი ძალების საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი შანსი - გაერთიანება და დესტაბილიზაციაა!

   დამნაშავეთა სამყაროზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სპონსორებსა და საკუთარ სხვადასხვა ჯურის ამომრჩეველზე არანაკლებ, რადიკალებს ეიმედებათ ე.წ. მილენიუმის თაობა - ქარაფშუტა ახალგაზრდობა, ხშირად - არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის (ლგბტ-თემი), გაერთიანებული სხვადასხვა არაფორმალურ გაერთიანებებში და გულუხვად დაფინანსებული როგორც ცნობილი უცხოური სააგენტოების, ფონდებისა და ინსტიტუტების, ასევე იმ ბიზნესმენების მიერ, რომლებიც ტრადიციულად ემსახურებოდნენ წინამორბედ მთავრობას. სწორედ ისინი წარუძღვებიან სტუდენტებს, რომლებიც გააპროტესტებენ არჩევნების "გაყალბებას" ოქტომბერში, თუნდაც ერთ დარღვევასაც არ ჰქონდეს ადგილი! ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლება უფრთხის ნეონაცისტურ პლატფორმაზე მყოფი "Gen Z"-სა და სტუდენტების წინააღმდეგ მოქმედებას - სწორედ მათ აიძულეს ხელისუფლება უკან გაეწვია პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რადგან თავად არიან ისინი. ისღა დაგვრჩენია დავამატოთ, რომ ახალგაზრდობის ეს ნაწილი მთლიანად სოლიდარულია უკრაინელ ნეონაცისტებთან და, ოპოზიციის საერთო ანტირუსულ ფონზეც კი გამოირჩევა რუსების მიმართ აშკარა შეურიგებლობით. სურათი არასრული იქნებოდა, თუ ხაზგასმით არ აღინიშნება, რომ ყველა ზემოხსენებული ძირგამომთხრელი ძალა ზედმიწევნით იმედოვნებს, რომ არჩევნების მოახლოებისას, საქართველოში დაბრუნებას დაიწყებენ მამულაშვილის "ქართული ლეგიონის" ქართველი დაქირავებულები და ძალისმიერი მეთოდებით ჩაერთვებიან ბრძოლაში - ოფიციალური სამართალდამცავი ორგანოების საპირწონედ.

   პრაქტიკა მოწმობს, რომ არც ერთი დამნაშავე არ მოქმედებს ისე თამამად და თავხედურად, როგორც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, საიმედო ზურგისა და გარე მხარდაჭერის გარეშე (დასავლეთი უკვე გვიგზავნის სადამკვირვებლო მისიებს, ანუ ემისრებს!). ევროპულ და ამერიკულ სტრუქტურებში საქართველოს კურატორ კრიტიკოსები - კრამერი, კიზინგერი, ფოტიგა, კუბილიუსი, პავილიონისი, ფონ კრამონი, სირიუშ ვოლსკი და თავად ბორელი - ჩაყუჩდნენ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა, დროებით. პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებით გამოწვეული შოკიდან გამოსული, საახალწლო არდადეგების შემდეგ ისინი გაორმაგებული ძალით შეუდგებიან მავნებლობას, მოაწყობენ პოლიტიკურ საბოტაჟს და შელახავენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, ეცდებიან, რომ ოპოზიციამ ან მოიგოს არჩევნები, ან თუნდაც ჩამოაყალიბოს კოალიციური მთავრობა მმართველ პარტიასთან.

   თუმცა, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, როგორც ერთხელ სწორედ აღნიშნა საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ: ოპოზიციამ, ყველა ზემოჩამოთვლილი წინაპირობის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, გაიმარჯვოს, ისევე, როგორც ვერ დაბლოკავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიმართულებებს (ტრანსპორტი, ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ტურიზმი, ექსპორტ-იმპორტი, ინვესტიციები). საინტერესო დაკვირვება: მიუხედავად საქართველოში გავლენის აგენტების აქტიური მუშაობისა და უზარმაზარი დაფინანსებისა, აშშ-სა და ევროკავშირს ზედაპირული წარმოდგენა აქვთ არსებულ ვითარებაზე. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დაბეჯითებით ელის ხელისუფლებისგან რუსეთთან ურთიერთობების საბოლოო დარეგულირებას, არადა დარჩა მხოლოდ დიპურთიერთობების აღდგენა და შემდგომ ერთობლივი გეგმების კოორდინაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით! შიდა ქართლში დღეს მიმდინარე პროცესები - ე.წ. საზღვრების ქაოტური დემარკაცია აგერ უკვე 15 წლის განმავლობაში - 2008 წლიდან მოყოლებული, მოქალაქეთა დაკავების ინციდენტები, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, ეწინააღმდეგება როგორც ქართველების, ისე ოსების ინტერესებს, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ ერთობლივი მშვიდობიანი ცხოვრება ქართველებთან, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე.

   ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ: გასული კვირის ბოლოს შევხვდი გურიისა და სამეგრელოს მცხოვრებლებს. ჩემთვის საინტერესო თემების განხილვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეგიონები დაცარიელდა და მშვენიერი მიწის ნაკვეთები მუქთადაც არ იყიდება. თბილისში გადმოსახლებული და ევროპაში წასული რეგიონების მცხოვრებლები სულაც არ ქცეულან დასავლეთის გავლენის აგენტებად! ისინი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სატრანსპორტო მარშრუტების კეთილმოწყობას, კერძოდ, აფხაზეთის გავლით - სარკინიგზო და როკის გვირაბით საავტომობილო მარშრუტის განბლოკვას იმედოვნებენ. ხოლო მშვენიერ აფხაზ ახალგაზრდობას, რომელთა წარმომადგენლებთანაც მუდმივ კონტაქტში ვარ, უბრალოდ, სურს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, რაზეც ჩემს ბოლო პუბლიკაციებშია ნათქვამი. სურთ ჰქონდეთ სტატუსი სწავლის, მუშაობის, ევროპაში სტუმრობისთვის - რა არის ამაში არაბუნებრივი?!

   როგორც ხედავთ, აფხაზეთისა და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას აერთიანებს ერთი და იგივე პრობლემები და სურვილები, რომელთა განხორციელება სულაც არ არის რთული. ამისათვის კი არ უნდა გაქვავდე აუღებელი კედლის წინ, არამედ უბრალოდ გვერდიდან შემოუარო! რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში 11 წლიანი ყოფნის განმავლობაში მთელი ძალისხმევა დახარჯა ევროკავშირთან, ნატო-ში ინტეგრაციასა და აშშ-თან პარტნიორობაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რეინტეგრაცია კი დინებას მიანდო, არც კი გადააბარა ეს მიმართულება პროფესიონალებსა და პატრიოტებს - საქმე დიდი ხნის წინ დაიძვრებოდა მკვდარი წერტილიდან... ასევე, არ აუმოქმედებიათ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პოტენციალი, როდესაც მას ძალა მეტად ერჩოდა.

   სანამ რუსეთი უკრაინის ომით დაკავდებოდა, საკითხების გადასაჭრელად ბევრად ხელსაყრელი ვითარება იყო. თუმცა, ყველა ვითარებას მოაქვს საკუთარი სარგებელი, უბრალოდ მისი მოძიება და რეალიზება უნდა ვისწავლოთ. დღეს, რუსულ-ქართულ ტრეკზე, მათ შორის უკრაინის ომის გამო, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პერსპექტიული შესაძლებლობები იხსნება, რაც ძალიან აშინებს კოლექტიურ დასავლეთს. აშშ ამას ხელს შეუშლის ყველა ძალისხმევით, ძირითადად, ადგილობრივი აგენტების მეშვეობით, ქართულ-აფხაზურ-ოსური შერიგება და გაერთიანება მათ გეგმებში არ შედის! გავიმეორებ, რითაც დავიწყე - დამნაშავე ელემენტების გამოყენება მოსახლეობის და დამოუკიდებელი მედიის დასაშინებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის, კონტროლირებადი მედიისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვა ინსტრუმენტების გამოყენება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელისუფლების შეცვლას საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში, შეცვლას მთლიანად კონტროლირებად კოალიციურით, რის შემდეგაც გამოთქმამმართველი გუნდიყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს! ისევე, როგორც ამ არჩევნებიდან დაწყებული, მნიშვნელობას დაკარგავს სიტყვა „მაჟორიტარი“.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი,
სახელმწიფო უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის სააგენტოს დირექტორი

2024 წლის 5 იანვარი
საქართველო, თბილისი