პოლიტიკა
საქართველოს მუსლიმთა კავშირი და მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას და აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას - ღია წერილი პრემიერ ღარიბაშვილს

   ბატონო ირაკლი!

   არაერთხელ მივაპყრეთ ყურედაღება საქართველოს მუსლიმთა კავშირსა და მუსლიმთა უმაღლეს ამმართველოს, რომელთა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა განუყოფლად არის დაკავშირებული მსხვილ უცხოელ აგენტთან, ბექა მინდიაშვილთან (დიდი ალბათობით, უცხოელი სპეცსამსახურების რეზიდენტია).

თავისი კანონსაწინააღმდეგო მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო წყობასა და კონსტიტუციურ წესრიგს, მინდიაშვილმა შექმნა ორი ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის საფარის ქვეშ - ე.წ. რელიგიათა საბჭო და ტოლერანტობის ცენტრი, რომლებსაც თვითონვე ხელმძღვანელობს. ხოლო ამ ორგანიზაციების წევრები არიან ზემოთნახსენები საქართველოს მუსლიმთა კავშირი და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველო, რომელთა საქმიანობა არ შეიძლება სხვაგვარად იყოს კვალიფიცირებული, თუ არა დესტრუქციული, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი სიძულვილის გამღვივებელი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ქვემოთ მოყვანილია ამის და ზემოთაღნიშნული „მუსლიმურ“ ორგანიზაციებთან მინდიაშვილის სტრუქტურების პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მხოლოდ სამი პუბლიკაცია:

რატომ გამოდიან სომეხთა სამოციქულო ეკლესია და მუსლიმთა სასულიერო სამმართველო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ?

მისი უდიდებულესობა პროპაგანდა და რატომ მიუძღვნა სტალინმა ბოლო გამოსვლა „მოძმე პარტიებს საზღვარგარეთ“

ვინ და რატომ აღვივებს ეროვნებათშორის და რელიგიათაშორის შუღლს კავკასიაში

   გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სამმართველოს მენეჯმენტში ცვლილებების შემდეგ, ვიმედოვნებდით, რომ შეიცვლებოდა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის კურსიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ოპტიმიზმი ნაადრევი იყო. საქართველოს მუსლიმთა კავშირმა და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სამმართველომ არატრადიციული „რელიგიების“, უფრო სწორად - რელიგიური სექტების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერეს კოლექტიურ წერილს თავიანთი შეფის - ბექა მინდიაშვილის მხარდასაჭერად, რომლის ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიუთითა.

მინდიაშვილის&პარტნიორების (ე.წ. NGO) იდეოლოგიური დივერსიები ფინანსდება დასავლური გრანტებით - მილიონობით დოლარითა და ევროთი, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება - სამოქალაქო უთანხმოება საქართველოში: პროვოკაციები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის წინააღმდეგ, სხვადასხვა ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირება პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით. ისინი სახიფათო სტერეოტიპებს ნერგავენ, რომ არამართლმადიდებლები და ლგბტ+ ადამიანები არიან სწორი მოქალაქეები, ევროპელები, ხოლო მართლმადიდებლები და ჰეტეროსექსუალები არიან არასწორი რუსეთუმეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მუსლიმთა კავშირ და საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს სამმართველო, მინდიაშვილის მითითებით, გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ; სწორედ ამიტომ მხარი დაუჭირეს თბილისში გეი-აღლუმების გამართვას და სააკაშვილს ვივამედის პალატაში გაგზავნეს სოლიდარობისა და მისი დიდი დამსახურების აღმნიშვნელი წერილი; სწორედ ამიტომნაცმოძრაობაგანსაკუთრებით აქტიურობს ქვემო ქართლში!

   ბატონო ირაკლი,

   ვფიქრობ, დროა გავარკვიოთ, ვის წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები და რამდენი მუსლიმი უჭერს მხარს მათ. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულ დიასპორას საქართველოში, ისევე როგორც სომხურს, არ ჰყავს მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი/ორგანიზაცია, ამიტომ საქართველოს მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ანტისახელისუფლებო პოზიცია შეიძლება გასაღდეს როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა აზერბაიჯანელის - არაქართველი მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილის - განწყობად, რაც გარკვეულ უხერხულობას შექმნის ოფიციალურ თბილისსა და ბაქოს შორის. ხოლო ვინ არის დაინტერესებული ქართველების აზერბაიჯანელებთან ტრადიციულად ძმურ ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებით და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეშლით, ძნელი მისახვედრი როდია - ეს ის ხალხია, რომელმაც პროვოკაცია სცადა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რომელიც უკმაყოფილოა ყარბაღის კონფლიქტის დასრულებით და რომელსაც სურს სამხრეთ კავკასიაში შეუზღუდავი ძალაუფლების მოპოვება.

   შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი დღეს აყვავებული ქვეყანაა სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბრძნული პოლიტიკის წყალობით, რომელმაც მტკიცე ხელით აკრძალა მინდიაშვილის ორგანიზაციების მსგავსი უცხოელი აგენტების საქმიანობა, რომლებიც უცხოურ გრანტებს იღებენ ჩვენი ქვეყნების სახელმწიფო წყობაზე, ჩვენი ხალხების ტრადიციებზე, მენტალობაზე, ტრადიციულ რელიგიებსა და კულტურაზე პირდაპირი დარტყმებისთვის, რა არის დასამალი - სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის, რის მცდელობასაც ადგილი ჰქონდა ბაქოშიც და თბილისშიც!

ღრმა პატივისცემით,

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმი“ - გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
ეროვნული უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 23 იანვარი
საქართველო, თბილისი