რატომ დაადანაშაულეს ზურაბიშვილმა და სხვა თანამდებობის პირებმა ცალსახად რუსეთი - იმ დროს, როცა აშშ და ევროკავშირიც კი გონივრულად იკავებენ თავს კახოვკის ჰესზე მომხდარის შეფასებისგან? იმიტომ, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს ებრძვიან და ყველაფერი დასწრებაზეა! სიმართლის, ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს დღეს დგანან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე.
აღვნიშნავ, რომ დღევანდელ ვითარებაში კობახიძის და კალაძის პარტიულ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუნდაც - უმაღლეს საფეხურებზე, ყოფნა ზედმეტი ფუფუნებაა "ქართული ოცნებისთვის", რომელიც მომავალი წლის არჩევნებზე ამომრჩეველს ერთადერთ ჯანსაღ ფორმულას შესთავაზებს: ღარიბაშვილი - ისევ პრემიერი, კალაძე - პრეზიდენტი, ხოლო კობახიძე - კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე.
მოსისინე სალომეს, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერ-შიპს, „მთავარი“ ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ საქართველოში ყველა უცხოური აგენტის აზრი არ გახლავთ ქართველი ხალხის პოზიცია! სამწუხაროდ, საქართველო უნიკალური ქვეყანაა იმიტომაც, რომ აქ ღიად მოქმედებენ მტრული უცხოური რეზიდენტურები, მაგალითად - ილიაუნის უნივერსიტეტი, სადაც ახალგაზრდებს უნერგავენ სიძულვილს - ქრისტიანობისა და სიყვარულს - LGBTQI + ღირებულებების მიმართ. ან „სახალხო დამცველის“ (Public Defebder ) აპარატი, რომელმაც მხოლოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ისგან 7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო მრავალეროვნულ და მრავალკონფესიურ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლისა და სიძულვილის გაღვივებისთვის. ამიტომაც აიძულებდა გასიებული უცხოელი აგენტი მინდიაშვილი - დე ფაქტო „ომბუდსმენი“ (Ombudsman) - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობათა ჯგუფებს ხელი მოეწერათ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ!
რატომ აფინანსებს სახელმწიფო ილიაუნს, რომელსაც 24 მარტს შემთხვევით როდი ესტუმრა გერმანიის საგარეო საქმეთა ნეონაცისტი მინისტრი ბერბოკი? რატომ აფინანსებს სახელმწიფო ასევე ომბუდსმენის აპარატსა და მსგავს ჯაშუშურ ინსტიტუტებს? იცის თუ არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა - რამდენი მილიონი ევრო და რა მიზნით გამოუყო გერმანიამ ბექა მინდიაშვილისა და მის ქურდბაცაცა ძმაკაცს გიგი უგულავას იქ სტუმრობის დროს? შემთხვევით როდი დაემთხვა ამ შეყვარებული წყვილის გერმანიაში ყოფნა პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ ვიზიტს? რამე არასასურველი ფონის შესაქმნელად ხომ არ არის ჩასული ბერლინში ეს ორი აფერისტი მოღალატე ვიგინდარა?
რაც შეეხება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს, დასავლეთმა უდავოდ იცის სიმართლე: შეუძლებელია, რომ რუსულ და ამერიკულ თანამგზავრებს არ გადაეღოთ - რომელი მხრიდან შემოფრინდა რაკეტა (ან რაკეტები), რომელმაც კაშხალი დაანგრია. მეეჭვება, რომ ეს არ დაუფიქსირებიათ/გამორჩათ სახმელეთო სარადიოლოკაციო ანტენებსა და სადაზვერვო საშუალებებს. არ მჯერა, რომ სამხედრო დაზვერვამ ვერ მოუსმინა მოლაპარაკებებს სარაკეტო დარტყმის წინ სათანამგზავრო ან მობილურით სპეცკავშირით - კოორდინატების დაზუსტებას და ბრძანებას, რომლებიც გაშვების ნებას რთავდა, შეთანხმებებს შტაბებთან - გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან. ამ სარაკეტო თავდასხმის შესახებ, დიდი ალბათობით, იცოდა არაერთმა სამხედრომ და თუ ეს ინფორმაცია მანამდე მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, მოგვიანებით აუცილებლად ცნობილი გახდება. ხოლო სანამ ყველა ეს მასალები/მტკიცებულებები გასაჯაროებული არ იქნება, მძლავრად იმუშავებს მისი უდიდებულესობა პროპაგანდა, რომელშიც დღეს უპირატესობა უკრაინისა და დასავლეთის მხარეზეა! ადამიანების მასობრივ სიკვდილზე, რასაც მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ შეეჩვია, ბევრად უფრო მძლავრად აუდიტორიის ნერვებზე ნოვაია კახოვკას ზოოპარკში ცხოველების დაღუპვის კადრებმა იმოქმედა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ამის ტელევიზორში ყურება თბილისელებისთვის, რომელთა თვალწინ 2015 წლის წყალდიდობის დროს, ქურდბაცაცა მერის უგულავას დანაშაულებრივი შეცდომის გამო, მთელი თბილისის ზოოპარკი დაიღუპა, ბეჰემოთის გარდ
ახლა კი - ისტორიის ჭკუის სასწავლი ფურცელი, რომელსაც საგანგებოდ უმალავენ ქართველ ახალგაზრდობას, რათა, დასავლეთის გულის გასახეთქად, ეჭვი არ შეეპაროს სტალინის "პიროვნების კულტში", თუმცა ყველაფერი, რაც დღეს ხდება, გასულ საუკუნეში უკვე მოხდარა! მაშ ასე:
იცით, მეგობრებო, რატომ იყვნენ ბოლშევიკები ძალიან ახლოს თავიანთი მთავარი მიზნის - "მსოფლიო რევოლუციის" განხორციელებასთან? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა არა მარტო აშენებდა სახელმწიფოს ომისა და კონტრრევოლუციის, შიმშილისა და სიცივის, მავნებლობისა და საბოტაჟის ექსტრემალურ რეჟიმში (რასაც დღეს საქართველოში აწყობენ უცხოელი აგენტები - ათასი ჯურის ზურაბიშვილ-მინდიაშვილები, „სამოქალაქო სექტორი“ და რადი-კალური ოპოზიცია). სსრკ-ის ხელმძღვანელობა ახერხებდა ყველა ქვეყნის მუშათა კლასთან და სახალხო (არაფორმალურ), უპირველეს ყოვლისა -დასავლეთის ლიდერებთან მუშაობას. „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ - ამ ლოზუნგით ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, იტალიელი მუშები აწყობდნენ მრავალათასიან მიტინგებსა და გაფიცვებს, ქმნიდნენ კომპარტიებს, რომელთა ლიდერები ვიზიტით ჩამოდიოდნენ საბჭოთა კავშირში, სადაც მათ კარგად იცნობდნენ და მხარს უჭერდნენ, როგორც თავისიანებს. იყო თუ არა ეს პროპაგანდის შედეგი? რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ძლიერი იდეოლოგიის, პროდუქტიული პროპაგანდის შედეგი, რომელიც იცავდა როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ყველა ქვეყნის მშრომელი ხალხის ინტერესებს!
„როდესაც ინგლისელმა მუშებმა 1918-1919 წლებში, საბჭოთა კავშირზე ბრიტანული ბურჟუაზიის შეიარაღებული თავდასხმის დროს, მოაწყეს ბრძოლა ომის წინააღმდეგ ლოზუნგით „ხელები შორს რუსეთისაგან“, ეს იყო მხარდაჭერა, პირველ რიგში, მათი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის და შემდეგ - საბჭოთა კავშირის მხარდაჭერა. როდესაც ამხანაგი ტორეზი ან ამხანაგი ტოლიატი აცხადებენ, რომ მათი ხალხები არ იომებენ საბჭოთა კავშირის ხალხების წინააღმდეგ, ეს არის მხარდაჭერა, პირველ რიგში - მშვიდობისათვის მებრძოლი საფრანგეთისა და იტალიის მუშებისა და გლეხების, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი მისწრაფებების მხარდაჭერა. ურთიერთმხარდაჭერის ეს თავისებურება აიხსნება იმით, რომ ჩვენი პარტიის ინტერესები არათუ არ ეწინააღმდეგება, არამედ, პირიქით, ერწყმის მშვიდობისმოყვარე ხალხების ინტერესებს. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მისი ინტერესები ზოგადად განუყოფელია მსოფლიო მშვიდობის საქმისგან“, - განაცხადა 1952 წლის 14 ოქტომბერს სტალინმა სკკპ-ს მე-19 ყრილობაზე.
და რას ვხედავთ დღეს? დღეს ჩვენ შემოვიფარგლებით დასავლური პოლიტიკური ელიტების ფრთხილი კრიტიკით, რომლებსაც ინერციით ვუწოდებთ „პარტნიორებს“. გარდა იმისა, რომ ასეთი პოლიტკორექტული პროპაგანდა არაეფექტიანია, ის ქმნის ცრუ შტამპებს, როდესაც რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასოცირდება მის ხალხთან! ამ ლოგიკით გამოდის, რომ დღეს, მაგალითად, ჩინელები და თურქები კარგები არიან, ხოლო ამერიკელები და ევროპელები - ცუდები. მაგრამ ხალხი შეუძლებელია იყოს ცუდი, ამიტომ მათი გაიგივება ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებსა და თავად ქვეყნებთან არ შეიძლება! მაგალითად, დღეს არ შეიძლება ამერიკელი ხალხის გაიგივება ბაიდენის ადმინისტრაციასთან ვაშინგტონში და თვით ამერიკასთან, გერმანელი ხალხისა - კანცლერ შოლცსა და გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან, ფრანგებისა - მაკრონსა და საფრანგეთთან და ა.შ.
მაგრამ განა თბილისში ვინმე მუშაობს უშუალოდ დასავლეთის ხალხებთან, ატარებს მათ შორის ანტიპროპაგანდას, რაც ასევე პროპაგანდაა, ოღონდ სიმართლის და არა სიცრუის ტირაჟირების მიზნით, რომელსაც დასავლური მედია ავრცელებს - ისევე, როგორც მათი ქართველი კოლეგები?! არავინ! არადა, რატომ არ უნდა გაიგონ დღეს ამერიკელებმა, გერმანელებმა და ფრანგებმა, რომ საქართველო სააკაშვილი არ არის და არც ის გამყიდველი მეძავეთა ჯგუფი, რომელიც რუსთაველზე თუ თეთრი სახლის წინ სულელი მიშიკოსა და ფაროსანა ზელენსკის გამოსახულებიან პლაკატებს აფრიალებს! რომ ქართველებს უბრალოდ სურთ გააგრძელონ თავიანთი წინაპრების ლამაზი ტრადიციები, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა და უძველესი ქართული კულტურული ფასეულობები, რომლითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია, და ამავდროულად იმეგობრონ ყველა ხალხთან - მეზობლად და საზღვარგარეთ!
თუ საბჭოთა ხალხი, სსრკ-ის ლიდერებზე არანაკლებად იცნობდა უცხოელ პოლიტიკოსებს, ხოლო ანჯელა დევისი, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი, ინდირა განდი, ბროზ ტიტო, ლუის კორვალანი და ფიდელ კასტრო ყველა ოჯახში უყვარდათ, დღეს ჩვენ არაფერი ვიცით უცხოელი პოლიტიკოსების შესახებ პრეზიდენტების გარდა! მაგალითად, ჩვენ ვაქებდით დონალდ ტრამპს, მაგრამ არაფერი ვიცოდით მართალი კაცის რობერტ კენედის შესახებ, სანამ მან დღეს თავისი კანდიდატურა აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე არ დააყენა!
სწორედ ამიტომ, სტალინის ბოლო გამოსვლა სკკპ-ს მე-19 ყრილობაზე (1952 წლის 14 ოქტომბერს), რომლის ფრაგმენტიც ზემოთ მოვიყვანე, ეძღვნება „უცხოურ მოძმე პარტიებსა და ჯგუფებთან“ მუშაობას, რომლებსაც სტალინმა გადაუხადა „მადლობა ნდობისთვის, რაც ნიშნავს მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას ხალხების ნათელი მომავლისთვის ბრძოლაში, ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, მშვიდობის შესანარჩუნებლად ბრძოლაში“. „შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენს პარტიას, რომელიც იქცა დიდ ძალად, დღეს მხარდაჭერა არ სჭირდება. ეს სწორი არ არის. ჩვენს პარტიას და ჩვენს ქვეყანას ყოველთვის სჭირდებოდა და დასჭირდება საზღვარგარეთ მოძმე ხალხების ნდობა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა“, - განაცხადა სტალინმა. ვფიქრობ, რომ დღეს რუსეთს ნამდვილად წაადგებოდა სხვადასხვა დასავლური ოპოზიციური პარტიებისა და ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც არ ეთანხმებიან თავიანთი მთავრობების კურსს კიევის ხუნტის სამხედრო მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მოსკოვისთვის, ვიდრე მეგობრული სახელმწიფოების მიერ შეთავაზებული სამშვიდობო არარეალური გეგმები.
„ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარტიამ გაამართლა ეს იმედები, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირმა დაამარცხა გერმანული და იაპონური ფაშისტური ტირანია, იხსნა ევროპისა და აზიის ხალხები ფაშისტური მონობის საფრთხისგან“, - ამბობს სტალინი, რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან 70 წლის შემდეგ რუსეთს მოუწევდა მისივე წყალობით მოარსებე უკრაინის ფაშიზმისგან გათავისუფლება...
„ბურჟუაზიულ-დემოკრატიული თავისუფლებების დროშა ბორტს მიღმაა გადაგდებული. ვფიქრობ, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ ამ დროშის აღმართვა და ტარება, თუ გსურთ გარშემო შემოიკრიბოთ ხალხის უმრავლესობა. სხვა არავინაა მისი აღმმართველი... ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დროშა ბორტს მიღმაა. ეჭვგარეშეა, რომ თქვენ, კომუნისტური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებს, მოგიწევთ აღმართოთ ეს დროშა და წინ ატაროთ, თუ გსურთ იყოთ თქვენი ქვეყნის პატრიოტები, თუ გსურთ იქცეთ ერის წამყვანი ძალა. სხვა არავინაა მისი აღმმართველი“, - თანამედროვე, პატრიოტული და ამავე დროს ჭეშმარიტად ლიბერალური თეზისები წარმოთქვა სტალინმა 70 წლის წინ, თითქოს წინასწარ განჭვრიტა მესამე მსოფლიო ომი! და თავისი გამოსვლა შემთხვევით როდი დაასრულა ლოზუნგებით: „გაუმარჯოს ჩვენს მოძმე პარტიებს! გაუმარჯოს მოძმე პარტიების ხელმძღვანელებს! გაუმარჯოს მშვიდობას ერებს შორის! ძირს ომის გამღვივებლები!".
P.S.
იქნებ ეს არის „ეროვნული იდეა“, რომელსაც დღეს რუსეთში დღისით სანთლით ეძებენ და რომელიც სტალინმა დიდი ხნის წინ იცოდა? ანუ „რუსეთი ძლიერია არა თავისი იარაღით, არამედ უცხოეთში მოძმე ხალხის მხარდაჭერით, რადგან მძიმე ჟამს ისინიც ასევე დაუჭერენ მხარს რუსეთს“. რუსეთს, რომელსაც, როგორც სტალინი ამტკიცებდა, „ყოველთვის სჭირდებოდა და დასჭირდება ნდობა, თანაგრძნობა და თანადგომა უცხოეთის მოძმე ხალხებისგან“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი