პოლიტიკა
ერდოღანის განდაგანა: ნაცების ხროვა თურქეთს „ოცნების“ ხელისუფლების დასამხობად აქეზებს! - არნო ხიდირბეგიშვილი

    ბოლო პუბლიკაციაში ვაცხადებ, რომ ზელენსკი ნაცებთან დუეტში „ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ამზადებს. სპეცოპერაცია მოიცავს სამხედრო გადატრიალების და "ფერადი რევოლუციის" ელემენტებს, (როგორიც „თბილისის ომი“ და „ევრომაიდანი“). იმ განსხვავებით, რომ უცხოური სამხედრო ჩარევა ამჯერად არ შემოიფარგლება პუტჩისტების შეიარაღებით, როგორც პრეზიდენტ გამსახურდიას დამხობისას - საქართველოში გადმოჯდება უკრაინული დესანტი მამულაშვილის „ქართული ლეგიონის“, „აზოვის“ ბატალიონისა და სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობით.

   კიევის მხრიდან სპეცოპერაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია დავით არახამია - დასავლეთის მიერ არჩეული ახალი ლიდერია, რომელსაც ევალება საქართველოს ინტეგრირება უკრაინასთან გაერთიანებულ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაზე დაყრდნობით, უფრო ზუსტად - უკრაინის პროტექტორატის ქვეშ მოქცევა, ოღონდ ის რუსეთს არ ერგოს. ნაცების მხრიდან სპეცოპერაციის მომზადებაზე პასუხისმგებელი არის ევროქასთინგგავლილი ნიკა გვარამია - კონტაქტ-პერსონა, რომელსაც დავალებული აქვს ქართული რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება.

გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს: ზელენსკი-არახამიას და სააკაშვილ-გვარამიას მხარეც იმედოვნებს დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების მხარდაჭერის, რომლებსაც საკუთარი მიზანი ამოძრავებს: შეცვალონ „ოცნების“ ჯიუტი ხელისუფლება, რომელიც არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს - პირიქით, ავითარებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობებს. ამერიკა სრული კონტროლი უნდა დაამყაროს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურად სტრატეგიულ ტერიტორიაზე, რომელზეც გადის სატრანზიტო სატრანსპორტო მაგისტრალები და მაგისტრალური მილსადენები ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩინეთიდან - ევროპამდე და რუსეთიდან - ინდოეთამდე.

კიევის რეჟიმის მიზანი შეერთებული შტატების ზრახვებს ემთხვევა - შეცვალოს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ ხსნის „მეორე ფრონტს“ რუსეთის წინააღმდეგ, არ უწევს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინას. ზელენსკის სსურს ფრონტზე წარუმატებელი კონტრშეტევის კომპენსირება „ოცნების“ „პრორუსი“ ხელისუფლების დასამხობად სპეცოპერაციით მოახდინოს! ზალანსკი აპირებს აიძულოს ნატო, გამოუყოს უკრაინას ორჯერ მეტი იარაღი, „რადგან უკრაინა ამიერიდან კისრულობს რუსეთისგან არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს ტერიტორიების გათავისუფლებას!“.

   ნაცჯგროს, როგორც ნებისმიერის ხროვის, მიზანი ბევრად პრიმიტიულია - სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რადგან კანონიერად, მომავალი წლის არჩევნების გზით, თუნდაც გაერთიანებული, ამ მიზანს ელექტორატის გარეშე ვერ მიაღწევს.

   მაგრამ, რაკიღა დასავლეთის, საქართველოს მტრულად განწყობილი ცნობილი წრეებისა და მათი დამქაშების - კიევის რეჟიმის და ნაცოპოზიციის ზემოაღნიშნული მიზნები კანონსაწინააღმდეგოა, საბაბად სახელდება უკრაინის მოქალაქის, "დიდი რეფორმატორისა და დემოკრატიის შუქურის", ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება, „პუტინის პირადი პატიმრის, რომელსაც საქართველოს პრორუსი ხელისუფლება კლავს!“ სინამდვილეში, სააკაშვილი არც უკრაინაში და არც საქართველოში არავის სჭირდება: არახამიასა და გვარამიასთვის, რომლებიც საკუთარ თავებს რუსეთისგან დაზარალებული აფხაზეთიდან ლტოლვილებად ასაღებენ, ცოცხალი სააკაშვილი მხოლოდ კომპრომატია - მიშას ხომ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; და იმიტომაც, რომ ამბიციურმა სააკაშვილმა იცის არცთუ უცოდველი არახამიასა და გვარამიას ყველა საიდუმლო, მაშასადამე, მათთვის პოტენციურად საშიშია.

   ახლა მკითხველს ყურადღებას ვთხოვ! წინა კვირის პუბლიკაციაში ვწერ: ”სპეცოპერაციის ჩატარებაში ზელენსკის არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ თურქეთის იმედი აქვს - ერდოღანს, რომელსაც აჭარისა და „ყირიმის“ ავტონომიებზე საკუთარი შეხედულებები გააჩნია, შეუძლია შეუწყოს ხელი „ოცნების“ ხელისუფლების დამხობაში“.

და აი, 18 ივლისს, გვარამიამ ჩემი პროგნოზი სააკაშვილის გათავისუფლების საბაბით უკრაინის მიერ სპეცოპერაციის ჩატარებაზე და მასში თურქეთის ჩარევის აუცილებლობაზე სრულად დაადასტურა! „მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია. მინდა ამ ამბავს სხვა კუთხით შევხედო. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა რეგიონში - აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა - თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნები შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და უნდა თქვან თავიანთი სიტყვა!“, - განაცხადა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის ფორუმზე.

   სომხეთსა და აზერბაიჯანზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თურეტის პრეზიდენტი დაეხმარება თურქოლოგ ალასანიას შვილის „გადარჩენაში“, მიუხედავად იმისა, რომ გული ერდოღანის მტერს, გიულენს უყვარდა! სულ მცირე, თურქეთი არანაკლებ აქტიური და დაინტერესებული იქნება, როგორც „მარცვლეულის გარიგების“ უზრუნველყოფისას.

   არა, სააკაშვილს, როგორც პიროვნებას და ლიდერს, ერდოღანისთვის არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ მას, აჭარელ თურქს, უეჭველად ემახსოვრება, რომ სწორედ მიშას პრეზიდენტობისას საქართველოში თურქეთის ეკონომიკური, რელიგიური და კულტურული ექსპანსია დაიწყო, განსაკუთრებით აჭარაში. სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კაზინოები და მაღაზიები, მედრესეები და მეჩეთები - დღეს ძნელია განასხვავო ბათუმი, რომელიც მეჩეთიდან მუეძინის ხმაზე იღვიძებს, ლამაზი თურქული ქალაქისგან, ერდოღანის საჯარო აღიარებით ხომ „თურქის გულში ბათუმი რიზესგან განუყოფელია!“. „ქართული ოცნება“ არასოდეს მისცემს აჭარას თურქეთს, ჰოდა იქნებ დავეხმაროთ „ნაცმოძრაობას“, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს?“ - ალბათ მსჯელობს ერდოღანი, რომელიც სააკაშვილისა და ზელენსკისთვის დახმარების აღმოჩენით, ჯილდოდ არა მარტო აჭარის, არამედ „ყირიმის ავტონომიასაც“ მიიღებს! დიახ, 300 ათასუ ყირიმელი თათარი ხომ კვლავაც ითხოვს „ყირიმი-თათრულ ავტონომიას“, რასაც ეთანხმება კიევი და არ ეთანხმება მოსკოვი! მარტო ამ თხოვნით მათ აშშ-ის პრეზიდენტ ობამასაც კი მიმართეს, ხოლო დღეს მათი გამომსარჩლებელი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანია! მას შემდეგ, რაც თურქეთმა ამასწინათ არჩევანი ნატოსა და შეერთებული შტატების სასარგებლოდ გააკეთა, ყირიმელი თათრები, რომლებიც ყოველთვის ორიენტირებული იყვნენ ერდოღანზე, ანკარას პოლიტიკის ფარვატერში აქტიურად იმოქმედებენ.

   თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერდოღანი ფრთაშესხმულია დიდი გამარჯვებით - თურქეთის წყალობით ყარაბაღის 30-წლიანი კონფლიქტი სულ რაღაც 40 დღეში დასრულდა, ხოლო დღეს თურქეთმა პრაქტიკულად განდევნა რუსეთი დარეგულირების პროცესიდან! „ფაშა“ ფაშინიანმა ხომ, როგორც ამბობენ - ანკარას „რჩევით", „დაიგვიანა“ რუსეთისგან დახმარების თხოვნა, თუმცა შეეძლო 5 ათასი ადამიანის - არა მარტო სომხების, არამედ აზერბაიჯანელების გადარჩენა! შემდეგ კი ფაშინიანმა მოულოდნელად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რითაც იქ მდგარი რუსი მშვიდობისმყოფელები იდიოტურ, დაუპატიჟბელი სტუმრების მდგომარეობაში ჩააყენა!

   აქაური პროქტო-პოლიტოლოგებისთვის, ყველაფერს რომ უკანა მხრიდან ააანალიებენ, თურქეთის საგარეო პოლიტიკის 180-გრადუსიანმა შემობრუნებამ შოკი გამოიწვია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც ერდოღანმა და მისმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ და ამერიკის ელჩი საბოტაჟში ამხილეს, თქვენი მონა-მორჩილი წერდა, რომ „თურქეთი ნატოს წევრია და ყოველთვის გააკეთებს იმას, რასაც ნატო ბრძანებს“. ასეც მოხდა ვილნიუსის ნატოს სამიტზე, როდესაც თურქეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში შესვლას, დათანხმდა შვედეთის ალიანსში გაწევრებას და კრემლისთვის შოკისმომღვრელი განცხადება გააკეთა - მოიწონა "ნატოს გაფართოება, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი მთელ მსოფლიოში".

   სწორედ ამიტომ გამოვხატე პატივისცემა პრემიერი ღარიბაშვილის მიმართ, რომელმაც თავი შეიკავა „კავკასიურ პლატფორმაზე“ თამაშისგან თურქეთთან ერთად - ერდოღანის ინიციატივა 3+3 დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო პროვოკაციას ჰგავს! და საერთოდ, შეიძლება თუ არა საქართველო დაეყრდნოს ერდოღანს, რომელმაც (ციტატები ა.წ. ივლისის პუბლიკაციებიდან) „მადლიერების ნიშნად“ პუტინისადმი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერდოღანს შესთავაზა თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა, რომელიც ევროპას ნახშირწყალბადებით მოამარაგებდა, დაარღვია მოსკოვისთვის მიცემული პირობა და ზელენსკის გადასცა „აზოვის“ დატყვევებული მეთაურები, რომლებიც ისევ ფრონტზე არიან და ისევ ხოცავენ რუსებს? შეიძლება ირწმუნო ერდოღანის, რომელიც პუტინმა გადაარჩინა უეჭველი სიკვდილისგან, როცა აცნობა, რომ აჯანყებულები მის მოსაკლავად ვერტმფრენით მიფრინავდნენ, ხოლო ერდოღანმა ბრძანება გასცა, ჩამოეგდოთ რუსული საფრონტო ბომბდამშენი, რაც განხორციელდა კიდეც თურქეთ-რუსეთის საზღვრის მიდამოებში, სადაც რუსი პილოტი დაიღუპა? შეიძლება ენდო ერდოღანს, რომელიც მოსკოვში ჩაფრინდა პუტინისთვის ბოდიშის მოსახდელად და ძმა უწოდა, ხოლო უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებიდან „ბაირაქტარებით“ ამარაგებდა კიეველ ნეონაცისტებს?! მეტიც, თურქეთი უკრაინაში ამ უპილოტო აპარატების საწარმოო ქარხანასაც კი აშენებს! და კიდევ, ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს რუსეთის ელჩის, კარლოვის მკვლელობის თურქული ვერსია...“. დღეს რუსეთმა თვითონ გაარჩიოს - ვინ არის მისთვის მეგობარი, თურქი თუ ქართველი, ეს ჩემი საქმე არ გახლავს, მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, ვინც ღალატი პოლიტიკური ხელოვნების დონეზე აიყვანეს!

   ახლა კი ვინმემ დამისახელოს ერთი მიზეზი მაინც, რომლის გამოც, ბირთვულ ზესახელმწიფოსთან მეომარ ზელენსკის, რომელსაც მთელი დასავლეთი იარაღით ამარაგებს; ან ერდოღანს, რომელმაც ასიათასობით თანამოქალაქე დააპატიმრა და ფეთჰულა გიულენის თანამონაწილედ გამოაცხადა; ვინც, როცა მოეპრიანება, ბომბავს სირიას, მიუხედავად იქ რუსული ჯარის ყოფნისა; რომელიც ერთ თვეში ასრულებს ყარაბაღის კონფლიქტს აზერბაიჯანის გამარჯვებით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, შეეშინდებათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის, თანაც, „პუტინის პირადი ტყვის გათავისუფლების კეთილშობილური მიზნით, რომელსაც პრორუსი „ოცნება“ კლავს“?!

P.S.

 უახლოეს ხანში ერდოღანის „გამდაგანა“ დაიწყება: ზელენსკის თხოვნით, ის ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 19 ივლისი
საქართველო, თბილისი

• დასავლეთი აიძულებს საქართველოს, დონბასივით დახმარება რუსეთს სთხოვოს!

• ვის და რატომ უნდოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოკვლა

• პროვოკაციების მიზანია - სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ!