რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დასავლეთი აიძულებს საქართველოს, დონბასივით დახმარება რუსეთს სთხოვოს!

     (2023 წლის 6 ივლისი, უცხოური მედიის შეკითხვებზე პასუხობს საქინფორმის მთავარი რედაქტორი)

- ბატონო არნო, კომენტარს გააკეთებდით საპატრიარქო ტახტის თანამესაყდრის, მეუფე შიოს მოწამვლაზე, აც უკვე დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ?

- მეუფე შიო დარიშხანით იმავე მიზნით მოწამლეს, რომლის გამოც სურდათ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის მოწამვლა კალიუმის ციანიდით. შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ რუსეთში სასულიერო განათლება მიღებული სასულიერო პირი, რომელსაც იქ იცნობენ და პატივს სცემენ, იყოს საქართველოს პატრიარქი. დღეს აშშ საქართველოში ევრომაიდანს ამზადებს, ხოლო თანამოსაყდრის მკვლელობა ტრიგერად უნდა ქცეულიყო. მიზანია მიტინგები, სახელმწიფო გადატრიალება და სააკაშვილის გათავისუფლება - „კორონაცია“!

- ისთვის დასჭირდა კიევს სააკაშვილი, ით ხსნება ზელენსკის ულტიმატუმი?

- სააკაშვილი საბაბია, საქმე დღეს, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაძევებით კი არ დაწყებულა, არამედ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევით დაიწყო. გასულ კვირას ზელენსკის მიერ შექმნილი სანქციების საკითხზე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნი ეშინია - აქაოდა „საქართველოს არ უნდა ეშინოდეს რუსეთთან ესკალაციის“! ნაცისტურმა ოპოზიციამ მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მაგრამ სანქციების დარგში სამი მთავარი რევიზორი - ამერიკელი, ინგლისელი და ევროპელი - საქართველოს საინსპექციო ვიზიტით ეწვია და უარყო ეს ბრალდებები! ევროპარლამენტმა და აშშ-ს ელჩმა განგაში ატეხეს, რომ საქართველოში მედიის უფლებები დაირღვა და მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერი ციხეში ზის - და გვარამია შეიწყალეს! ოპოზიციამ და კოლექტიურმა დასავლეთმა განაცხადეს, რომ საქართველოში კლავენ პოლიტპატიმარს, რუტინის პირად ტყვეს სააკაშვილს, მაგრამ სტრასბურგმა დაადგინა, რომ ქვეშაფსია მიშკა მეფურ პირობებში იმყოფება. ამას გარდა, საქართველოში ოპოზიციას ქუჩაში დაუწყეს ცემა, ბითუმად და ცალობით. ამიტომ სააკაშვილი არც უკრაინას და არც არავის დედამიწის ზურგზე ასი წელი არ სჭირდება, ჩვეულებრივი შანტაჟის საგანია: აქაოდა, საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვიტომდადა ნაწამები ექს-პრეხოდენტის გამო. შედეგად – ყველა რუსთაველის პროსპექტზე, "ქართული ოცნების" პრორუსი ხელისუფლების დასამხობად, რომელმაც ქართველებს ევროპული მომავალი წაართვა! გადაეცეს ხელისუფლება სააკაშვილს, რომელიც მეორე დღესვე დაარტყამს რუსულ ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - უკრაინასაც დაეხმარება და ნატოც, საქართველოსაც დაუბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს! - ასეთია გეგმა „A“.

მაგრამ არსებობს გეგმა „B“-ც: თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს სააკაშვილს „ვივამედის“ ლუქსიდან (ის კი არ გაათავისუფლებს, თუ მას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ შეიწყალებს), კიევი, საუკეთესო ამერიკული ტრადიციების თანახმად, უკრაინის მოქალაქის გასათავისუფლებლად გამოაგზავნის... არა, ავიამზიდებს კი არა, რომლებიც კიევს არც გააჩნია, არამედ დესანტს, რომელსაც დიდი ხნის წინ დაგვპირდა "Люся" არესტოვიჩი! უკრაინული სპეცრაზმის, მოხალისეებისა და მამულაშვილის „ქართული ლეგიონისგან“ შემდგარ დესანტს თბილისში შეუერთდებიან სააკაშვილის რეჟიმის ათასობით სამხედრო და ძალოვანი - გენერლები, პოლკოვნიკები და ჯარისკაცები. ისინი შეიარაღებული და ძალიან საშიში არიან, მათ ზურგს უმაგრებს დასავლეთი, ნატო და უკრაინა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების უკან არავინ დგას, თუკი ის დახმარებას არ სთხოვს რუსეთს, როგორც უწინ დონბასმა სთხოვა! ასე აიძულებს დასავლეთი საქართველოს, სთხოვოს დახმარება რუსეთს.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტური უკრაინა უკვე კარს მოადგა, მას "ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი" გამოუცხადა - როგორც საბჭოთა კავშირმა 1941 წლის ივნისში არ დაარღვია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, თუმცა ნაცისტური გერმანია უკვე უკრაინის საზღვრებთს მიადგა! კიევის გათვლაც არის ზუსტად ის, რომ საქართველო არ სთხოვს დახმარებას რუსეთს, რომელთანაც დიპურთიერთობა გაწყვიტა და რუსეთიც, შესაბამისად, არ დაეხმარება. „B“ გეგმის მიხედვით, გაერთიანებული უკრაინული დესანტი ჯერ აფხაზეთისა და სამაცაბლოს კი არა, თბილისს მოადგება, რადგან მისი მთავარი მიზანი „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაა, რათა დაამყაროს კონტროლი საქართველოზე და გადასცეს იგი შეერთებულ შტატებს! საკვანძო ქვეყანა „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ და „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ მარშრუტებზე, თავისი ტრანზიტული მილსადენებით, საზღვაო პორტებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით და ა.შ. მთავარია ეს მოასწროს რუსეთიდან აფხაზეთი/საქართველოს გავლით სომხეთისკენ მიმავალი ამიერკავკასიული რკინიგზის გახსნამდე, რადგან შემდეგ გვიან იქნება - რუსეთი დაიცავს ამ გზას და არ მისცემს საშუალებას, მეორედ დახურონ...

- და რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, ნუთუ უბრძოლველად დათმობპოზიციებს?

- ვშიშობ, რომ საქართველოში სისხლისღვრის თავიდან აცილება გარდუვალი იქნება. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხელისუფლება დღეში ასჯერ იმეორებს ჩემს ტერმინებს - „მეორე ფრონტი“, „უკრაინელი ფაშისტები“, არადა, სულ ახლახან თბილისის ქუჩები აჭრელებული იყო უკრაინის დროშებით! როცა ვაცხადებდი, რომ უკრაინა საქართველოს მტერი სახელმწიფოა, რუსთაველზე საგალობლებს აღუვლენდნენ "ხეროებს“ და კიევში ტონობით დახმარებას აგზავნიდნენ, რომელიც არც თბილისელებსა და არც ქართველ ლტოლვილებს არ აწყენდათ! აღარაფერს ვამბობ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე...

   მინდა მივაპყრო მათი განსაკუთრებული ყურადღება, ვისთვისაც ძვირფასია მშვიდობა საქართველოსა და კავკასიაში, სააკაშვილის ორ პოსტს ფეისბუქზე, რომელმაც თავი ვერ შეიკავა, რომ არ ეტრაბახა – აქაოდა, კვლავაც თამაშში ვარო! ამით მეტიჩარა სააკაშვილმა უნებლიედ დაადასტურა, თუ რამდენად შორს მიმავალია გეგმა „B“-ს ავანტიურული მიზნები! ახლა, როცა სააკაშვილმა ზედმეტი ქონი დაკარგა და თავის სომეხ ბაბუას საოცრად დაემსგავსა, მისი ზრახვებიც გაშიშვლებულია - როგორც თვითონ ტანზე შიშვლდება და ამ სტრიპტიზს უკვე მეორე წელია, გვაჩვენებს! თუკი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სააკაშვილი ბაქიბუქობდა, რომ სოჭი და მთელი კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონი იმერეთის ველზე მდებარეობს, რადგან ისტორიულად ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოს განეკუთვნება და ამ მიწებს საქართველოს დაუბრუნებს, 2 ივნისს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამ მიწებს უკვე უკრაინას ჩუქნის! აუცილებელია მომზადება ფსოუზე საქართველო-უკრაინის საზღვრის მოწყობისთვის! - წერს სააკაშვილი, რომელიც მანამდეც ამბობდა, რომ უკრაინა, ომში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მოესაზღვრება სადღაც სოჭის მახლობლად“. სააკაშვილი აზუსტებს, რომ როდესაც „რუსული არმია მთლიანად განადგურდება და მოსკოვი ქაოსში ჩაიძირება, საქართველოსთვის ფანჯარა გაიხსნება, რადგან შავი ზღვის რეგიონის ოკუპირებული ზონები სრულიად მიუღებელი იქნება უკრაინისა და დასავლური სამყაროსთვის“. ასე გათქვამს სააკაშვილი გეგმა „B“-ს: უკრაინა დასავლეთის დახმარებით იბრუნებს ყირიმს და იპყრობს კრასნოდარის მხარესაც, ხოლო საქართველოს გადასცემს რუსებისგან გათავისუფლებულ აფხაზეთს!

   ხოლო სააკაშვილის გუშინწინდელი პოსტი ფეისბუქზე მოწმობს იმას, რომ ის არ აპირებს უკრაინაში დაბრუნებას და ზელენსკის ულტიმატუმი უკრაინისთვის მისი სასწრაფო გადაცემის შესახებ მხოლოდ ბლეფია, რათა ყურადღება გადატანილი იქნეს „B“ გეგმიდან. „ყველანაირი ბინძური ჭორების გასაქარწყლებლად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლაც და მომავალში მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, - წერს სააკაშვილი. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცრუობდა, რომ უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, რომ ძალიან ნანობს საქართველოში დაბრუნებას და აწი, როგორც უკრაინელი, მარტო უკრაინაზე იზრუნებს და საქართველოს ზედაც არ შეხედავს!!! სინამდვილეში კი სულ გეგმავდა საქართველოში დარჩენას და ქართულ ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას, რათა დაეხმაროს ზელენსკის და შეერთებულ შტატებს აქ „B“ გეგმის განხორციელებაში! ამიტომ მას დასჭირდება ქართველი ცოლი - "პირველი ლედი" და ყოფილ შეყვარებულს, მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უბრუნდება! ადრე, როცა უკრაინაში უკრაინულ პოლიტიკაში ტრუალებდა, უკრაინელი ცოლი სჭირდებოდა - უმაღლესი რადას წევრი ლიზა იასკო! ეხლა კი იასკოს შვილს უმამოდ გაზრდის ხვედრი ელის, თუმცა ჯობს საერთოდ არ გყავდეს მამა, ვიდრე გყავდეს სააკაშვილისნაირი...