“ზელენსკისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს ზედმიწევნით პატივს სცემენ იმისათვის, რომ ვილნიუსის ნატოს სამიტის ვირეშმაკობაში მიიწვიათ!“
წინა პუბლიკაციაში „ამერიკული ომები“ დავაკმაყოფილე მკითხველთა ინტერესი იმით, რომ ვუპასუხე მთავარ კითხვას, რომელიც დღეს მათ აინტერესებს - როდის დასრულდება ომი უკრაინაში და რაზეა ეს დამოკიდებული. ახლა მინდა კომენტარი გავაკეთო ვილნიუსის ნატოს სამიტზე, რომელმაც დაადასტურა ჩემი თეზისები.
ვილნიუსის ნატოს სამიტი არ აპირებდა არც უკრაინის და არც საქართველოს ნატოში მიღებას, არც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემას, ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ვირეშმაკობაში არ მიიწვიეს. ზელენსკისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს შეიძლება არ "აღმერთებენ", მაგრამ პატივს სცემენ, როგორც კავკასიელ კაცს და პოლიტიკოსს, ამიტომ არ დაამცირეს 15 წლის წინანდელი ფუჭი დაპირებების მოსმენით - აქაოდა, "ნატოს კარი ღიაა, მაგრამ ჯერ რეფორმები განახორციელეთ“ და ა.შ., მაინც არ დაიჯერებსო...
ხოლო ეტიკეტით გამოწყობილ ხალხში მოყიალე გაუპარსავ, უცნაურად ჩაცმულ მწვანე კაცუნას შეახსენეს, რომ ის ყეყეჩია! თანაც, თავიდანვე, როცა ზელენსკი სამიტზე მიიყვანეს 20 წლის გამოშვების გაქუცული „მერსედესით“, რომელსაც ელიავაზე დაშლილებში 500 დოლარად აბარებენ.
სამიტის მთავარი გმირი იყო არა ზელია, არამედ ერდოღანი, რომელიც კვლავ პროდასავლელი გახდა და შვედეთის ნატოში გაწევრებას დათანხმდა. ბარი-ბარში, სანაცვლოდ სტოლტენბერგი დაჰპირდა, რომ ევროკავშირში თურქეთის გასაწევრებლად უშუამდგომლებდა! სწორედ ის ერდოღანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, არჩევნების დროს, გაკიცხა შეერთებული შტატები და ამერიკის ელჩი... ერდოღანი ხომ კავკასიელი კი არა, თურქია, რომლისთვისაც პოლიტიკა ისტორიულად ღალატის ხელოვნებაა: პუტინმა ამასწინათ შესთავაზა თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევა, რომელიც მთელ ევროპას ნახშირწყალბადებით მოამარაგებს, ერდოღანმა კი „მადლიერების ნიშნად“ დაარღვია მოსკოვისადმი მიცემული პირობა და ზელენსკის გადასცა დატყვევებული „აზოვის“ მეთაურები, რომლებიც ფრონტზე ისევ ხოცავენ რუსებს! პუტინმა ერდოღანი გარდუვალი სიკვდილისგან იხსნა, როცა შეატყობინა, რომ მეამბოხეები მის მოსაკლავად ვერტმფრენით მიფრინავდნენ, ერდოღანმა კი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ბრძანება გასცა, რაც განხორციელდა კიდეც თურქეთ-რუსეთის საზღვრის მიდამოებში, რუსი პილოტი დაიღუპა. რუსეთის ელჩის, კარლოვის მკვლელობის თურქული ვერსიაც ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს, ამასთან, ერდოღანი აწვდიდა და აწვდის უკრაინას „ბაირაქტარებს“, უკრაინაშიც კი ქარხანა ააშენა ამ უპილოტო თვითმფრინავების საწარმოებლად, რომლებიც რუსებს ხოცავენ! თურქეთის თხოვნით კი რუსეთი დათანხმდა ე.წ. მარცვლეულის გარიგებას - უკრაინას უფლება მისცა გაეტანა და გაეყიდა მარცვლეული, რათა მოგებული ფულით უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაპატივებმა ნაცისტებმა რუსი ჯარისკაცები უკეთ დახოცონ!
ამიტომაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათასჯერ მართალი გამოდგა, რომ თავი შეიკავა ერდოღანის მიერ შემოთავაზებულ კავკასიურ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობისგან, 3 + 3 ფორმატში ისეთ არასანდო პარტნიორთან, როგორიც თურქეთია! საქართველომ ერთხელ უკვე იწვნია ყირიმის პლატფორმის შედეგები და მეტს აღარ აპირებს რისკზე წასვლას!
სამაგიეროდ, სომხეთში ზეიმობენ! „ასეც მოუხდება რუსეთს! - გულს იფხანენ რუსეთის მოწინააღმდეგეები, - მან სომხეთი თურქეთს ჩააბარა, ახლა კი თურქეთმა ჩააბარა რუსეთი დასავლეთს! „თურქმა ფაშინიანმა უღალატა რუსეთს და სომხეთი ჩააბარა თურქებს, რომლებსაც ახლა სურთ რუსი სამშვიდობოების განდევნა და ყარაბაღის სომხებისგან მთლიანად გაწმენდა! - ამბობენ რუსეთის მხარდამჭერები სომხეთში, - ვიმედოვნებთ, რომ ახლა რუსეთმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გამოასწორებს, ხალხი კი თავად მოაგვარებს ფაშინიანის პრობლემას!». ასეა თუ ისე, დღეიდან სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულებულად ჩათვლა ნაადრევია, მიუხედავად ფაშინიანის მზაობისა, აღიაროს აზერბაიჯანი სსრკ-ის დროინდელ საზღვრებში...
ერდოღანი კი, რომელმაც ისევ იცუღლუტა, რუსეთისთვის თავის მოქონვას, როგორც ყოველთვის, ფულით ცდილობს - ამჟამად რუსეთისგან თვითმფრინავი-ამფიბიების შეძენის სურვილით, როგორც უწინ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „C-400“ დივიზიონი იყიდა! საღოლ, ერდოღან! ამავდროულად ხომ უნიკალურ რუსულ გამოგონებებს ისევ მუქთად მიიღებს, რომლებსაც ტექნოლოგიებად დაშლის და ასჯერ ძვირად მიასაღებს აშშ-სა და უკრაინას!
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 13 ივლისი
საქართველო, თბილისი