რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: გახარიას შემდეგ ივანიშვილის „გაოცების„ და „იმედგაცრუების“ თემა პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება

     საოცარი დამთხვევა - გუშინ, საქინფორმის მთავარ რედაქტორთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა გახარია გამოზარდა, როგორც შევარდნაძემ სააკაშვილი - თავისდა სავალალოდ” და რომ ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა არის ღალატი, რომელიც 10 ელია უწყვეტად გრძელდება”, მოულოდნელად გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. "ქართული ოცნების" შემქმნელმა გახარია დაადანაშაულა „გუნდის“ და სახელმწიფოს ღალატში, გამოხატა "იმედგაცრუება" და "გაკვირვება", რომ გახარიამ ჩაიდინა უპრეცედენტოდ მძიმე დანაშაული, რომლის ანალოგი მსოფლიო პოლიტიკაშიც კი არ მოიძებნება“, და გამორიცხა მათან რაიმე კავშირი.

   ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი ჩვენ კვლავ საქინფორმის მთავარ რედაქტორს ვთხოვეთ.

   არნო ხიდირბეგიშვილი: 11 იანვარს ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, 18 თებერვალს გახარია გადადგა, ხოლო 26 თებერვალს გამოქვეყნდა ჩემი წერილი "მოღალატე". ეს ისე, უბრალოდ, „საოცარი დამთხვევების“ შესახებ...

   რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩემი წუხილი გამოიწვია არა გახარიას მოქმედებებმა, არამედ „ქართული ოცნების“ „სახეების“ - ეკონომიკის, კულტურის მინისტრების, პარლამენტარებისა და უსქესო სუბარების გუშინდელმა განცხადებებმა, რომელთა ნაცვლად სირცხვილისგან, ტელევიზორის ეკრანს ზურგი შევაქციე! როგორ უნდა დაკარგო პატივი და ღირსება, რომ "დიდი მასწავლებლის" კვალდაკვალ ლანძღო გახარია, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც ის მათი უფროსი იყო, თითქმის კეისრად აცხადებდნენ და ლამის ორგაზმს განიცდიდნენ მის თვალის ჩაპაჭუნებაზე?! ეს ყველაფერი მოგვაგონებდა გასულ საუკუნეს, როდესაც პარტკრებებზე, უფროსობის ბრძანებით, მსხვერპლს სამშობლოსა და კოლექტივის მოღალატედ რაცხავდნენ, თუმცა კრებამდე, როცა არაფერს უწყოდნენ, "მოღალატესთან" ერთად ბუფეტში სოსისებს მიირთმევდნენ!

- ცხადია, შემთხვევით არ გიხსენებიათ "დიდი მასწავლებელი" - 2011 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა თქვენი პუბლიკაცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დენ სიაოპინს შეადარეთ და განაცხადეთ, რომ მილიარდერი თავს პრემიერმინისტრად კი არ მოიაზრებს, რაც მისთვის ძალიან ცოტაა, არამედ "ერის მამად". შემდეგ თქვენი იდეა აიტაცეს ყველა ქართველმა ექსპერტმა და მედიამ, რომელთა უმეტესობას დენ სიაოპინგის შესახებ მანამდე საერთოდ არაფერი სმენოდა...

- დიახ, მაშინ ივანიშვილს ყველამ დაუჭირა მხარი, ახალგაზრდობამაც კი, რადგან ის პირდაპირ საუბრობდა ხალხთან, ხალხისთვის გასაგებ ენაზე. შემდეგ დაიწყო მისი წასვლები პოლიტიკიდან, რაც უარყოფითად აისახა სახელისუფლებო პარტიის იმიჯსა და რეიტინგზე. ივანიშვილი, უნდა თუ არ უნდა მას ეს, ყოველთვის იქნება ქართულ პოლიტიკაში, თუნდაც მხოლოდ საქართველოში ყოფნით, პრობლემებს კი საკუთარ თავს თავადვე უქმნის! გახსოვთ, როგორ აცხადებდა ივანიშვილი „პარტიის ეტალონად“ "რესპუბლიკურ პარტიას", რომლის თავმჯდომარეც პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნა, ხოლო მისი მეუღლე - თავდაცვის მინისტრად, და მის „საყვარელ ტელევიზიად” - "კავკასიას"? შემდეგ უსუფაშვილი-ხიდაშელი წყვილი (რომელსაც დღეს გულწრფელად ვუსურვებ გამოჯანმრთელებას) და ახუბარდია-ანგირაშვილი რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ! ივანიშვილმა ხალხს არ აუხსნა, რატომ მოიყვანა მარგველაშვილი პრეზიდენტად, მან მხოლოდ პირობა დადო, რომ ის იქნებოდა საუკეთესო პრეზიდენტი ევროპაში! ხალხმა მას ხმა მისცა ივანიშვილი-გამანთავისუფლებლის პატივისცემით, მაგრამ ინაუგურაციის მეორე დღესვე მარგველაშვილმა ივანიშვილს დაპირისპირდა და ეს დაპირისპირებ ივანიშვილის საჯარო ”იმედგაცრუებასა” და ”გაოცებას” ოთხი წლის განმავლობაში იწვევდა! შემდეგ, როგორც კი ღარიბაშვილის წარმატებები დაიწყო და ხალხი მის მიმართ კეთილად განეწყო, ივანიშვილმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პრემიერად კვირიკაშვილ დანიშნა, თანაც ყველას სთხოვა - აქაოდა არ გაანაწყენოთ კვირიკაშვილი, ის ძალიან ამაყია, ადგება და წავაო! შემდეგ გაირკვა, რომ კვირიკაშვილმა, ივანიშვილისგან მალულად, ბანკირ ხაზარაძესთან ერთად, სახელმწიფო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო! ყველას ჩამოთვლა დროს მხოლოდ ფუჭად დაგვაკარგვინებს, ბევრი მათგანი, ვის გამოც ხალხი ივანიშვილზე გაბრაზდა, დღესაც მინისტრების სავარძლებში სხედან! რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ივანიშვილმა მეორე ტურში დიდი გაჭირვებით პრეზიდენტად გაათრია, სრული პასუხისმგებლობით ვიმეორებ:

ორი წლის წინ, ეგრეთ წოდებული "გავრილოვის ღამიდან" მეორე დღეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილრომ არ გაეკეთებინა ოფიციალურგანცხადება, რომ რუსეთი არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი, დღეს საქართველო, ალბათ, უკვე ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყანა იქნებოდა! გაუქმდებოდა ვიზები, პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან არ შეწყდებოდა; ორი ტურსეზონი არ ჩავარდებოდა და რუსეთთან დიპურთიერთობებიც აღდგებოდა; რუსეთთან პირდაპირი ვაჭრობის (და არა აზერბაიჯანის შუამავლობით) ოთხჯერ გაიზრდებოდა!

ივანიშვილმა მშვენივრად იცის ეს ყველაფერი, ხოლო თუ ეს მისთვის სიახლეა, დაე ჰკითხოს ზურაბ აბაშიძეს ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ზურაბმა ამის შესახებ ჩემზე უკეთესად იცის, ამიტომ გულწრფელად მოუყვება (თუ უკვე არ მოუყოლია!) ამის შესახებ ივანიშვილს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გახარიას შემდეგ ივანიშვილის საჯარო "გაკვირვებისა" და "იმედგაცრუების" თემა იქნება სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმა, საეჭვოა, თავისი საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ამოწუროს.

   მაშ, ვინ მიაყენა უფრო მეტი ზიანი სახელმწიფოს - გახარიამ, თუ ზურაბიშვილმა? რატომ უღალატა ყველამ ივანიშვილს, განა მას არ აფრთხილებდნენ, რომ უსუფაშვილი, ალასანია, მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ზურაბიშვილი, ნაცვლიშვილი, ხუხაშვილი, გახარია და ყველა დანარჩენი - სარგებელს არ მოუტანდნენ არც მას, არც მის პარტიას და არც სახელმწიფოს?! მახსოვს, როგორ გამოხატავდნენ აღტაცებას "ქართული ოცნების" ელიტა, როდესაც გახარიამ რუსთაველის გამზირზე ბოდიში მოუხადა ნარკომანებსა და პედერასტებს - აქაოდა, აი როგორი პრემიერ-მინისტრი გვყავსო, როგორ ჩაახშო გაღვივებული ამბოხი! ხოლო როდესაც მე ვთქვი, რომ ეს დიდი შეცდომაა და გახარია კვლავაც გააკვირვებს ამ ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზით, მთელი ეს ფან-ფეისბუქ–ჯგუფები თავს დამესხნენ ბობოქარი კრიტიკით! აბა, ვინ გამოდგა მართალი დღეს?! ეს ყველაფერი ასჯერ ვთქვი და გავიმეორე იმავე გუშინდელ ინტერვიუში.

   ახლა კი გეტყვით ახალს, რაც მაწუხებს: თუ გახარია ნამდვილად ტანდემშია სააკაშვილთან და, მაშასადამე, სახელმწიფოს მოღალატეა, როგორც ეს გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, ეს ძალიან სახიფათოა - ის ხომ, როგორც ივანიშვილის ყველა ზემოჩამოთვლილი პროტეჟე - სახელმწიფოს ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც შემდგომში მის არაკეთილმსურველებად იქცნენ - ფლობს ყველა სახელმწიფო საიდუმლოებასდა კომპრომატ! უფრო მეტიც, გახარიას უახლოესი თანამოაზრეები არიან თანამშრომლები, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებებზე სრული წვდომა ჰქონდათ (და აქვთ!): კახაბერ ქემოკლიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდგომ კი – სუს–ის საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, შემდეგ კი - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ნათია მეზვრიშვილი - საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შემდეგ კი - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; გიორგი ხოჯევანიშვილი, რომლის ძმა ალექსანდრეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოქმედი მოადგილეა. და თუ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კობახიძე მართალია, მაშინ მათ უნდა დავუმატოთ შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის სამინისტროების ოც–ოცი თანამშრომელი, რომლებიც, თითქოსდა, ემზადებოდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გახარიას დახმარებით, სააკაშვილის დაბრუნების მიზნით! ინ არიან ისინი? რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიციაში ჰყავს პრემიერმინისტრები და მინისტრები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, სპეცსამსახურებისა და არმიის წამყვანი ოფიცრები?!

აი, ბიძინა ივანიშვილის დაგროვილი საკადრო შეცდომების საზღაური, რომლის გადახდაც დღეს მას, უპირველეს ყოვლისა, თავად უწევს!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი

2021 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი