საქართველოში კარგად ცნობილმა „სახეებმა“ ახალი პოლიტიკური პარტიები შექმნეს, რომელთა დახასიათება საქინფორმის მთავარ რედაქტორს ვთხოვეთ. ”მიუხედავად ყველა სხვაობისა, ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას ერთი საერთო მახასიათებელი თვისება აქვს, რომელსაც მე „დემოფობია” ვუწოდე. თუმცა, არა ამ სიტყვის საყოველთაოდ მიღებული გაგებით - არა ბრბოს, არამედ საკუთარი ხალხის შიში, რადგან ”დემოს” ნიშნავს ”ხალხს”. ამიტომაც საქართველოში სუფევს არა დემოკრატია, არამედ დემოფობია და დემაგოგია!”, - განაცხადა არნო ხიდირბეგიშვილმა.
- დავიწყოთ მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“: რა პერსპექტივა აქვს მას მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე, რომელმაც პოლიტიკა 10 წლის შემდეგ დატოვა?
- 10 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" ყურად იღებდა ძირითადად მარგინალებისა და ავანტიურისტების რჩევებს, რომლებსაც ივანიშვილი მილიონობით დოლარს უხდიდა. მრჩეველთა როლს ანგაჟირებული პოლიტიკოსები ასრულებდნენ - უელექტორატო პარტიათა ლიდერები, უნიჭო ჟურნალისტები, თვითმარქვია ექსპერტები და სხვა ცნობილი ვიგინდარები.
ამავედროს, 10 წლისგანმავლობაში, ყოველკვირეულადდაუსასყიდლოდ, იბეჭდებოდა თქვენიმონა–მორჩილისდაწვრილებითიანალიზიპრაქტიკულირეკომენდაციებით, მაგრამ ”ქართულმაოცნებამ” ამითარისარგებლა. შედეგად, ნაქებიპრემიერ–მინისტრები (ღარიბაშვილისგარდა) დაპრეზიდენტები, მინისტრებიდაპარლამენტარები, პიარ–კონსულტანტებიდაპროკურორებიმოკლე ხანში "მოულოდნელად" აღმოჩნდებოდნენ "არაკეთილსაიმედო",ანსულაც, "უმადურიმოღალატეები", როგორცამას ვწინასწარმეტყველებდი. თუმცა,მადლიერებისნაცვლად, "ქართულმაოცნება" ეჭვით მომეკიდა, როგორცდისიდენტსდაგანაგრძოჩემისაქმიანირჩევებისიგნორირება. დაარა მარტომე, არამედყველას, ვინცუანგაროდამბობდასიმართლედავისაცგული შესტკიოდასამშობლოზე, რომელიცვერა და ვერ აყვავდა "დამოუკიდებლობის" 30 წლისგანმავლობაში.
”დასავლეთში, ასეთი პიარისა და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, ნებისმიერი პარტია ძალიან სოლიდურ თანხას გადაგიხდიდათ, ბატონო არნო!”, - მითხრა ერთმა, საქართველოში აკრედიტებულმა დასავლელმა დიპლომატმა, ხოლო ნატოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს გულწრფელად გაუხარდა, რომ კორონავირუსით არ მოვკვდი. ”ვის ანალიზს წავიკითხავდი მერე?!”, – მითხრა მან ამასწინანდელ შეხვედრაზე. მაგრამ "ქართული ოცნება" არჩევნებიდან – არჩევნებამდე ივიწყებდა დანაპირებს და კეთილმოსურნეებს "დისიდენტებად" აქცევდა! საინტერესოა, რას ფიქრობენ ასეთ „დემოკრატიაზე“ დასავლელი უფლებადამცველები და ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებენ? მათი სოცგამოკითხვების შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% ნატოში გაწევრებას რუსეთთან პარტნიორობას ამჯობინებს, ხოლო დაახლოებით 80% -ს რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენა სურს. მაშ, რა უფლებით უნდა ჩაითვალონ დისიდენტებად ისინი, ვინც ამდენი მოქალაქის აზრს გამოხატავს? რა უფლებით მათ უნდა მოერიდონ, უფრთხოდნენ და მათი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები არ დაუშვან საჯარო სამსახურში?
მეათასედ ვიმეორებ: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად საქართველომ მუდმივად უნდა "მოახვიოს თავი“ რუსეთს - შეეცადოს დააინტერესოს კრემლი, შესთავაზოს სხვადასხვა ვარიანტები და გულხელდაკრეფილი არ დაელოდოს როდის გამოიჩენს რუსეთი ინიციატივას და დაუბრუნებს ტერიტორიებს! დასავლეთის მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის ტაქტიკა კონტრპროდუქტიულია, ხოლო მუდმივი ანტირუსული რიტორიკა უმაღლეს დონეზე, "ასოცირებული ტრიოს" ხელმოწერის შემდეგ კი - უკვე უკრაინასთან დუეტში, შედეგად გამოიღებს საქართველოს დამატებას რფ–ის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით!
დიახ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვამბობთ, უსახური სამთავრობო ჩინოვნიკები, რომელთა სახელებსაც არავინ არასდროს გაიხსენებს, დღეს ჩვენთან ოფიციალურ კომუნიკაციასაც კი გაურბიან, უგულებელყოფენ ჩვენს ზარებს, წერილებსა და მიმართვებს, რითაც უხეშად არღვევენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს, თუმცა, ეს ჯერჯერობით შერჩათ! ხალხის ხმა რომ არ მოისმინონ, ყველა სამთავრობო დაწესებულებისა და მათი განყოფილებების ტელეფონები გასაიდუმლოებულია, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელმძღვანელთა ტელეფონებზე - მითითებულია მხოლოდ კომუტატორებისა ანდა "ცხელი ხაზების" ნომრები, თუმცა "ქართული ოცნების" განთიადისას მერებმა და მინისტრებმა პირობა დადეს, რომ თავიანთ ტელეფონებს ტელევიზიით გამოაცხადებდნენ! მთავრობასა და პარლამენტში მოქალაქეების მიღების პრაქტიკა დიდი ხანია გაუქმდა. ჰოდა, გამოდის, რომ დღეს საქართველოში დემოკრატია და საბჭოთა ბიუროკრატიაც კი არა, არამედ დემოფობია და დემაგოგიაა! ხელისუფლებას ეშინია თავისი ხალხისა და ატყუებს მათ ტელევიზიით, მოქალაქეებთან უკუკავშირი არ არსებობს, ხოლო მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი სამსახურები პრაქტიკულად საპირისპირო ფუნქციას ასრულებენ, რითაც კიდევ უფრო აღიზიანებენ დამცირებულ მოქალაქეებს!
- რას იტყვით ახალ პარტიაზე – "საქართველოსთვის", რომელიც საქართველოს აწ უკვე ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დააფუძნა?
- მე უკვე ბევრი რამ ვთქვი, როდესაც აღვწერე ქართული ოცნების 10–წლიანი მმართველობა, სადაც გახარია „ბოლო ვიოლინო“ როდი იყო. განა მისი პრემიერობისას მთავრობის ადმინისტრაცია უკეთდ მუშაობდა, ვიდრე ახლა?! განა მან, ან რომელიმე მისმა მოადგილემ ერთი მოქალაქე მაინც მიიღეს?! ახლა გახარია გვპირდება ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ის ხომ თავად არის ძალიან კონსერვატიული, არაკომუნიკაბელური ადამიანი, მიუწვდომელი მენეჯერი, რომელმაც გარშემო მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული ჩინოვნიკები შემოიკრიბა! მან განზრახ შეიქმნა ასეთი იმიჯი! განა ესეც ნეპოტიზმი არ არის?! ხოლო მას შემდეგ, რაც პარტიის პრეზენტაციაზე თავისი სიტყვით გამოსვლა (სადაც სხვათა შორის სამართლიანი თეზისებიც იყო) მან დაიწყო სიტყვებით, რომ რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ განიხილება და რომ რუსეთთან არანაირი კონტაქტი არ დამყარდება, სანამ ის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, ახალი პარტიის კრეატიული საშინაო პოლიტიკისა ძნელი დასაჯერებელია...
სავარაუდოდ, გახარიას უბრალოდ სურს ივანიშვილისთვის "უმაღლესი პილოტაჟის" დემონსტრირება - თუ რამდენად უფრო ნიჭიერი და პერსპექტიულია სხვა ფავორიტებზე - ღარიბაშვილზე, კობახიძეზე, კალაძეზე, რომელთაგან ვერცერთთან 10 წლის განმავლობაში ურთიერთობა ვერ ააწყო. მათ ჯიბრზე სამაგალითო პარტიის ჩამოყალიბება სურს, რათა ყველას აჯობოს. გამოუვა? ძალიან ეჭვი მეპარება... ის გარემოება კი, რომ გახარია ოპოზიციასთან, მათ შორის, სააკაშვილთან და ბოკერიასთან კოაბიტაციისკენ იხრება, და რომ გახარია კოალიციური მთავრობის მხარდამჭერია, სულაც არ ეწინააღმდეგება, პირიქით, მიანიშნებს მის კავშირზე ივანიშვილთან, რომელიც ასევე ყოველთვის ფარულად ეთამაშებოდა ოპოზიციას, ანაცვლებდა და მის კომპრომეტირებას ახდენდა. ნახეთ, როგორ დაშალა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ახლახან მონოლითური "გაერთიანებული ოპოზიცია", როცა სათითაოდ, შეიტყუა პარლამენტში, როგორც ხაფანგში, მათ შორის – "ნაცები" და "უდრეკი ღირსების პოლიტპატიმარი" მელია! დღეს მათ დატოვეს ქუჩა, მაისურები და ბოტასები ჰალსტუხებსა და ქუსლიან ფეხსაცმელზე გადაცვალეს და დარბაისლურად სხედან პარლამენტში, სადაც დაიყვნენ ფრაქციებად, რომელთაგან ერთს ძალიან სასაცილო სახელი ჰქვია - "შარლ მიშელის რეფორმების გუნდი". სამაგიეროდ, პარლამენტი "მრავალფეროვანი" გახდა, როგორც ლგბტ დროშა, რაც ასე ძალიან სურდათ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს!
- ივანიშვილსა და მოსკოვთან კავშირის შესახებ საუბრობენ კიდევ ერთი ახალი პარტია - ლევან ვასაძის "ერი“-ს ხსენებისას. მას თუ აქვს შანსი, ბატონო არნო?
- ბიზნესმენებს ყოველთვის ჰქონდათ პრეტენზია სააკაშვილის ჩანაცვლებაზე - ძასოხოვი, ებრალიძე, ხუბუტია, მასშტაბებით მათთან შეუდარებელი პატარკაციშვილი, მაგრამ სააკაშვილის მოშორება მხოლოდ ივანიშვილმა შეძლო. ყველა ზემოჩამოთვლილი როდი მოვიდა პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი ფულით, ზოგს – პირიქით, სურდა პრეზიდენტობაც და ამით ფულის შოვნაც, მაგრამ ხახამშრალი დარჩნენ - მოსკოვმა ფული არ მისცა! ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ დღეს ბიზნესმენი ვასაძის ფიგურა ინტერესს იწვევს, მაგრამ მოსკოვი და ივანიშვილი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არიან - გახარიასგან განსხვავებით, რომელიც ივანიშვილმა გამოზარდა პოლიტიკაში, როგორც შევარდნაძემ –სააკაშვილი თავისდა სავალალოდ! პირიქით, გამორიცხული როდია, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვასაძის დუგინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის ორგანიზება სწორედ მოსკოველებმა მოაწყვეს თემურ ალასანიას– - მიშა სააკაშვილის მეშვეობით, სწორედ ამ უკანასკნელმა დარეკა „გლავკანალში“ და შეატყობინა კაფეს სახელწოდება, სადაც ვასაძე და დუგინი ჩაის მიირთმევენ. ეს ფოტომასალას გაავრცელა ყველა ქართულმა მედიამ, მაგრამ ამან ვერ გამოიწვია მოსალოდნელი სკანდალი და სიძულვილის ტალღა საქართველოს მოსახლეობაში "პრორუსული მოღალატე ვასაძის" მიმართ. დღეს ადვილი არ არის ქართველი ხალხის პროვოცირება რუსოფობიაზე, რუსების მიმართ სიძულვილი აღარ არის მოთხოვნადი, მომაბეზრებელია და, შესაბამისად, ცუდად საღდება! სამაგიეროდ, მოსკოვმა, რომელიც აგე უკვე 10 წელია, საქართველოს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მაქსიმალურად მოახდინა დისტანცირება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან, აჩვენა, რომ ვასაძე სულაც არ არის მისი ხელდასხმული, ხოლო დუგინი სულაც არ არის კრემლის იდეოლოგი, ამიტომ, აქაოდა, აკრიტიკეთ, ქართველებო, რამდენიც გნებავთო! მოსკოვისთვის ამით „არც სცხელა და არც სცივა ".
ზოგადად, ვასაძე ძალიან ჰგავს თავის ბავშვობის მეგობარს - ექსპრეზიდენტს, ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსს მარგველაშვილს, ესენი არიან ინტელიგენტი, განათლებული თბილისელები, მაგრამ დემოფობია და დემაგოგია ორივეს მაინც ახასიათებს. შეძლებს კი "თეთრი რაინდი" თავისი განჭვრეტითი თეორიებიდან რეალურ პოლიტიკაზე გადასვლას, ფართო კონსულტაციების დაწყებას ყველასთან, ვისაც პატივს სცემენ საქართველოში პატიოსნების, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმისა და გამბედაობისთვის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში? შეძლებს კი ვასაძე გადააბიჯოს თავის ეგოს, და იქცეს ხალხის ლიდერად, შექმნას ღირსეული გუნდი, მსხვერპლად გაიღოს პირადი კომფორტი და, რაც მთავარია, დათმოს აბსოლუტური ლიდერის ამბიციები იდეოლოგიურად ახლობელ მოღვაწეებთან/ძალებთან გასაერთიანებლად საქართველოს საკეთილდღეოდ? ეჭვი მეპარება, რადგან დღეს ვასაძის პარტია, გახარიას პარტიის მსგავსად, დახურული ”კლუბია” გაუმჭვირვალე რესურსებით.
- დასასრულ, არ შემიძლია არ გკითხოთ ორ ახალ მოძრაობაზე: მომღერალი და არტისტი "უცნობის" მოძრაობა "აი ია"–სა და მოძრაობა "რიონის მცველებზე" რომლის ხელმძღვანელიც ახალგაზრდა ვარლამ გოლეთიანია, რომელიც ექვს თვეზე მეტია აპროტესტებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას თურქული კომპანიის მიერ.
- პირველი "მოძრაობა" არის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული თეატრალიზებული შოუ, რომელთა დამდგმელი რეჟისორებიც ყველა დროში ძმები გაჩეჩილაძეების "საცირკო დინასტია" იყო. მეორე მოძრაობა კი – ესაა შიშველი ხელებით ხალხის ბრძოლა ქართული მიწისთვის, თურქეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, ამიტომ მათი შედარება არასგზით არ შეიძლება!
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი
2021 წლის 6 ივნისი
საქართველო, თბილისი