რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მოღალატე

     თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან... რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად? აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს!“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

გასასწორებელი და გასაკეთებელი არც ისე ბევრია - ეროვნული უსაფრთხოების დაცვა დამნაშავე ელემენტებისგან, პოლიტიკური პარტია იქნება ის, ტელეკომპანია თუ უცხოეთის აგენტი. ჩვენ მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ეკადრება საქართველოს!“ - ასე მსჯელობდა „ქართული ოცნების“ რიჟრაჟზე ბატონი ბიძინა, რომლის წინააღმდეგ რეანიმირებული უმადური ნაცჯგრო დღეს სანქციების შემოღებას ითხოვს! დიახ, ივანიშვილის ასეთმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ დამნაშავე რეჟიმის “სახეების” მიმართ გარკვეული დროით „ნაცსექტასთან“ აფილირებული დასავლელი „მეგობრების“ შეშფოთებებისგან გადაგვარჩინა. მაგრამ გავიდა 10 წელი და სააკაშვილის მონები, ქუჩაში ცხვირის გამოყოფის რომ ეშინოდათ, დღეს იმდენად გათავხედნენ, რომ უკვე საქართველოს ემუქრებიან! მსოფლიოში არ არსებობს დემოკატიული ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ ბრძოლაში ოპოზიცია, ანუ უმცირესობა, საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად (ძალაუფლება, ფული, შვილების კარიერა ხელისუფლებაში) დასახმარებლად გარე ძალას მიმართავნ, როგორც დღეს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია შვრება! რა არის ეს, თუ არა ღალატი?! ვის, თუ არა სამშობლოს მოღალატეს, შეიძლება უხაროდეს, როცა მისი მოთხოვნით მის სამშობლოს სანქციებს უწესებენ?! მაგრამ ზვიად გამსახურდიას შემდეგ რაღაც არ მახსოვს ქართული სახელმწიფოს მეთაური, ვინც მოღალატეს - „მოღალატე“-ს დაუძახებდა! ნუთუ ეს საქართველოს მართლა არ ეკადრება?!

მაშინ რა დავუძახოთ ფენომენს, როცა „გლავკანალის“ ქათამი გვარამია დაიმეგობრებს მეორე კურიცა“ კუროპტევს და უცხოელებს საქართველოზე დარტყმას სთხოვს?! თანაც, ძირითადად, გადამდგარ უცხოელებს, ვისაც თავის დროს მიშასგან „ბონუსი“ მიუღია! თუ ორმა აგენტმა - საქართველოს მოღალაგვაამიამ და რუსეთის მოღალატე კუროპტევმა შეიყვარეს ერთმანეთი, რატომ არ შეიძლება ქართველმა და რუსმა პატრიოტებმა ერთმანეთს გაუგონ?! თუ იცი - საქართველოს მტერი ვინ არის, მოღლატეც უნდა იცოდე , რადგანაც საქართველო ისტორიულად მარცხდებოდა მოღალატის ხელით გახსნილი ციხე-სიმაგრის კარიბჭის გამო!

კარგი, გამოაცხადეს დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ვინ მოიგებს ამით?! გამოაცხადებს ეკონომიკურ სანქციებს - ისედაც ნახევრად მშიერი ხალხი ქუჩებში გამოვა, დახურავს იმ ქვეყნების საელჩოებს და რუსეთის საელჩოს დალუქულ კარებს გახსნის! საქართველოში ნატოს შემოიყვანენ - რუსეთი დაასწრებს და საქართველოში თავის შეიარაღებულ ძალებს შემოიყვანს! ანუ, ორივე შემთხვევაში - ველოდებით რუსეთს?! აბა, ვინ არის ამის მერე კრემლიდა წითელი არმია“ – ქართული იცნება“, თუ ე.წ. ოპოზიცია?!

   ილია მეორე პატრიარქი იმიტომ არის, რომ მთელი ერის აღსარების მოსმენა ძალუძს და, უფლის წყალობით, ზიარების აღსრულება! მაგრამ მრევლს ქართველი მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლობაზე და ერის სულიერ მამობაზე პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს! ჩვენ ვერ და არ ვაპატებთ მოღალატეებს, როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა შეუნდო პეტრე ცაავას, ვერ დაველოდებით სააკაშვილს, როგოუძღებ შვილს, გზაზე გასულნი! სადმე გინახავთ ნაცმოღალატის სინანული?! მოალაის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, შენ ხარ მოღალატე!“ - ყველგან უნდა დავუძახოთ მათ! ქუჩაში და მაღაზიაში, როგორც მელასშვილს იმ შესანიშნავმა ახალგაზრდამ დაუძახა, აეროპორტში, როგორც ერთი კვირის წინ დაუძახეს ქართველებმა ვანიჩკას თურქეთის აეროპორტში და სცემეს კიდევაც, როგორც დაუძახეს სამი დღის წინ სააკაშვილს, რომელმაც ესკალატორით თავს უშველა და დედის “შელოცვაც“ დაიმსახურა! ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს და უნდა არსებობდეს ზიზღი და უფსკრული მის ჯანსაღ ნაწილსკანონმორჩილ უმრავლესობასა და მავნე უმცირესობას შორის, რომელიც არღვევს კანონს და ისჯება ამის გამო უმრავლესობისგან იზოლირების სახით! როგორ წარმოგიდგენიათ დამნაშავეებისდა დაზარალებულების შერიგება და ერთობა?! მით უმეტეს - პატრიოტის და მოღალატის თანაცხოვრება. ანუ კოაბიტაცია, ან მოღალატეების მოთმენა, ან ტოლერანტობა?! ეს - ორპირების საყურადღებოდ, ვინც დემოკრატიას გვიქადაგებს და სიტყვების - „კოაბიტაცია» და „ტოლერანტობა“ - მნიშვნელობაც კი არ იცის! ურჯულოების, ვინც გვიმტკიცებს - მზე დასავლეთიდან ამოდისო... მაშ რატომ ჰქვია დასავლეთს დასავლეთი, ლიბერალ-ათეისტებო?! ქართველი ხალხი, საქართველო, პატრიარქი, იესო ქრისე - ვინმე დარჩა, ვის არ უღალატეთ?! თქვენ ერთმანეთსაც ღალატობთ - სააკაშვილმა მელია ისე ადვილად იმიტომ გაწირა, რომ პარტიის თავმჯდომარედ ვაშალომიძე უნდოდა! და ზღაპრებს უკვე არავინ „ჭამს“ – მაშ, პირველი გირაოს გადახდა რატომ შეიძლებიდა, თუ ასეთი პრინციპულები ხართ?! თუ ასეთი პრინციპულები ხართ, რუსულ პურს რატომ ჭამთ?! რაღაც არ გეტყობათ, რომ „უგულავას დიეტაზე“ ხართ ყველანი...

მაშ, რატომ, რომელი „უზენაესი დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე“ ვითმენთ ამ ერთ მუჭა ბრბოს?! რომელი „ქართველი საზოგადოების განხეთქილებაზე“ და ერის ცრუ გაერთიანებაზეა ლაპარაკი?! გათიშეთ პროპაგანდისტული არხები ეთერიდან - „გლავკანალი“, „პირველი“, „ფორმულა“ და „ახუვიდია“ - და საქართველო დაწყნარდება, აყვავდება! ხელისუფლების პატივისცემით, ამ საბინძურეს ტელევიზიით როდემდე ვუყუროთ და რუსთაველზე მშვიდობიანი მსვლელობის ნიაღვარით სანიაღვრეებში არ ჩავრეცხოთ?! შიშისგან კედლებს მიკრულ მოღალატეებს სახეში ტყვიაზე უარესი სიტყვა - „მოღალატე!“ - არ ვესროლოთ? როდემდე მოვქცეთ მათ, როგორც საქართველოს ეკადრებ“, და არა ისე, როგორც დაიმსახურეს?!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

26 თებერვალი 2021 წელი
საქართველო, თბილისი