რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თბილისის შერიგება სოხუმსა და ცხინვალთან რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებშია

  ვაჟგაფრინდაშვილი ოსებთან მიხეილ სააკაშვილმა შეგზავნა, რათა ახალი სამხედრო კონფლიქტიპროვოცირება მოეხდინა და აურზაურში ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო”

   ისე მოხდა, რომ ახალი წლის წინ ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის, გაფრინდაშვილის მოულოდნელი განთავისუფლება საქინფორმის მთავარ რედაქტორთან NEWS FRONT– ის დამდეგი წლის პირველი ინტერვიუს ერთადერთ თემად იქცა. არნო ხიდირბეგიშვილის თვალსაზრისი, როგორც ყოველთვის, არ დაემთხვა ქართველ პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, ჟურნალისტთა და ე.წ. სამოქალაქო სექტორის ლიდერთა სტანდარტულ აზრს - ჩვენ ისეთი ვრცელი ექსკლუზიური კომენტარი მივიღეთ, რომ ამჯერად მხოლოდ ამაზე საუბარი მოვასწარით.

- ბატონო არნო, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ დაწვრილებით ახსენით, თუ რატომ აღმოჩნდებოდა უშედეგო ხელისუფლებისა და ოპოზიციის ძალისხმევა, რომლებიც, რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ცდილობდნენ მიეღწიათ ცხინვალის ციხიდან თბილისელი ექიმის განთავისუფლებას. და მართალი აღმოჩნდით - ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ანატოლი ბიბილოვმა, ახალგორის (ლენინორის) რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, საკმაოდ მკაცრი ფორმით განაცხადა, რომ განაჩენი სამართლიანი იყო და ამასთან დაკავშირებით ყველა დამატებითი ინსინუცია ზედმეტია. მაგრამ მოულოდნელად, ორი დღის შემდეგ, როდესაც თბილისმა უკვე ხელები ჩამოუშვა და აღიარა გაფრინდაშვილეროვნულ გმირად, ”რომელსაპატიმროშიც კი ვერ აიძულეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობღიარებინა”, ექიმი გამოუშვეს. აღმოჩნდა, რომ "შეუდრეკელმა ეროვნულმა გმირმა" საკუთარი ხელით დაწერა შეწყალების თხოვნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ა. ი. ბიბილოვის“ სახელზე და სასამართლო სხდომაზე ბოდიში მოიხადა თავისი მიზანმიმართული ქმედებების გამო, ასევე მადლობა გადაუხადა „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასმის მიმართ ჰუმანური და პატივისცემით მოპყრობის გამო.

როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი და რა მოხდა სინამდვილეში? ცნობილი ქართველი ექიმი ხომ უბრალო ქართველი გლეხი არ არის, რომელიც თავისი პირუტყვის მოსაძებნად შეხეტიალდა მავთულხლართების მიღმა...

- თქვენს კითხვას დეტალურად ვუპასუხებ, ჩემი პასუხი შოკისმომგვრელი იქნება და, დიდი ალბათობით, საქართველოში დიდ სკანდალს გამოიწვევს. მაგრამ დასაწყისისთვის, პატარა იგავს მოგიყვებით. საქმე ისაა, რომ თითოეულ ერს აქვს თავისი განუმეორებელი მახასიათებელი თვისებები, ეროვნული კოდი, რომელიც განასხვავებს მას ყველა დანარჩენისგან (გლობალიზაციის პროცესი მიმართულია სწორედ რომ ეროვნული მენტალიტეტის წინააღმდეგ). ქართველებსაც აქვთ ასეთი ეროვნული თავისებურებები და თუ მათ რუსეთში კკკ- ს კარგად შეისწავლიდნენ, ასე ხშირად არც შეცდებოდნენ.

-”კკკ” შემზარავად ჟღერს ... ვის გულისხმობთ სამ ასო "კ"-ში? იმედია, კუ კლუქს კლანს“ არა?!

-არა, რა თქმა უნდა, ესაა კარასინი - კალაშნიკოვი - კოსაჩევის ტრიო, რომელიც ქართულ მიმართულებას კურირებს, და აბაშიძის, თარხან-მოურავისა და ბურჯანაძის თვალით უყურებს საქართველოს. შესაბამისად, არ აქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში (08.08.08. ომამდე რუსული პოლიტიკური ელიტა საქართველოს კიკაბიძის თვალით უყურებდა, მაგრამ ასევე სავალალო წარმატებით).

ასე რომ, ოდითგანვე ქართველთა ერთ–ერთი ეროვნული მახასიათებელია დაუწერელი წესი - დაუშვებელია ვინმეს შეურაცხყოფა, თუნდაც მტრისა, თუ იგი ტყვეობაში იმყოფება, და მისი, დაუცველად დარჩენილი ოჯახისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენება. ჭეშმარიტი ქართველები და ყველა ეროვნების მკვიდრი თბილისელები, რომლებიც დიდი ხანია აღიარებენ ქართველების ღირსების კოდექსს, დღემდე იცავდნენ ამ მამაკაცურ წესს, სხვა კავკასიურ ტრადიციებთან ერთად. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი გვასწავლის, რომ სტუმარი ღვთისაა, თუნდაც ის უკანასკნელი დამნაშავე იყოს, ამიტომ თქვენს სახლში ის ხელშეუხებელია და თქვენი მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამას ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ოჯახებში, ​​ამას გვასწავლის ჩვენი კლასიკოსების, ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის შედევრები - "სტუმარ-მასპინძელი" და "ქვათა ღაღადი".

მაგრამ დღეს, როდესაც ექიმი გაფრინდაშვილი თავისუფალია და სანამ წმინდანად არ შეურაცხავთ, დროა ითქვას სიმართლე, რაზე საუბარიც საქართველოში მიღებული არაა და არცთუ უსაფრთხოა.

საქართველოში ბევრმა იცის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ძველი მტკიცე მხარდამჭერი. სავარაუდოდ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო ჩაფიქრებული ეს პროვოკაცია, ცნობილი ექიმის მიერ გამყოფი ხაზის გადაკვეთაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს შორის დაძაბულობის პიკზე. პროვოკაციის მიზანი ახალი სამხედრო კონფლიქტის გამოწვევა იყო ქართველებსა და ოსებს შორის. სააკაშვილის ჩანაფიქრის თანახმად, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის - გაფრინდაშვილის ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა ქართულ-ოსურ სამხედრო კონფლიქტში - ამ მიზნისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. 08/08/08 ომის მონაწილე ქართველს საეჭვოა გამოეწვია ოსი ძალოვნების განსაკუთრებული სიმპათია და, სააკაშვილის გათვლებით, უნდა გაეზიარებინა აგვისტოს კონფლიქტის სხვა მონაწილის - არჩილ ტატუნაშვილის ბედი, რომელიც თითქმის ორი წლის წინ ცხინვალის ციხეში მოკლეს. რასაკვირველია ყველას ახსოვს ქართული მხარისთვის მისი ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებული გაჯანჯლებული საქმე, რომელიც ძალიან ჰგავს გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ, თითქმის ორ თვეს გაჭიანურებულ ისტორიას.

ეს რომ მომხდარიყო, ყველაფერი დანარჩენი საათივით აეწყობოდა: საქართველოში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოწყობილი დესტაბილიზაციის შედეგად - აქაოდა, აი რა ახალ ტრაგედიამდე მიგვიყვანა ივანიშვილის პრორუსული მთავრობის შემრიგებლურმა მოღალატურმა პოლიტიკამო! - სააკაშვილის დაბრუნების ორგანიზება და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა თბილისში, ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციების ფონზე, უკვე ტექნიკის საკითხი იქნებოდა.

მაგრამ ბიბილოვმა პირწმინდად გააცურა საყოველთაოდ ცნობილი პიარშიკი“ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით. პირველ რიგში, გაქარწყლდა ოფიციალური ვერსია - აქაოდა, გაფრინდაშვილი ასრულებდა ჰიპოკრატეს ფიცს - შეგნებულად წავიდა რისკზე, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა საზღვრისპირა სოფლის მკვიდრი ქართველი ქალისთვის, ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, რომლის თბილისში ტრანსპორტირების ნებართვა ცხინვალის ხელისუფლებამ არ გასცა, ხოლო მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში ვერ შეძლეს. ეს სიცრუეა, რადგან თბილისის საუკეთესო კლინიკებში სოხუმიდან და ცხინვალიდან ათასობით ჩამოსული ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში იღებენ მაღალკვალიფიციურ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დახმარებას და თანაც, სრულიად უფასოდ! განსაკუთრებით - აფხაზები და ოსები.

მეორეს მხრივ, იმის მტკიცება, რომ ოსები სიხარულით შეეგებებოდნენ მავთულხლართებზე გადამძვრალ ქართველ სპეციალისტს და თეთრ ხალათს, ინსტრუმენტებსა და მედიკამენტებს მიართმევდნენ, უახლეს აპარატურასთან ერთად, რომელიც თავად მათ არ გააჩნიათ, სასაცილოა! და სად მიდიოდა გაფრინდაშვილი ინსტრუმენტების, მედიკამენტებისა და აპარატურის გარეშე? როგორ აპირებდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენას? ის ორთოპედი და ტრავმატოლოგია თუ ექსტრასენსი და ექიმბაში?!

შემდგომ. სამარცხვინო ფიასკო განიცადა ლეგენდამ, რომ გაფრინდაშვილს არ უშვებენ, როგორც ყველა სხვას, რადგან ის პირველია, ვინც ვერაფრით აიძულეს ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და განაგრძობდა მტკიცებას, რომ იმყოფებოდა ქართულ მიწაზე და არავითარი საზღვარი არ გადაულახავს. აღმოჩნდა, რომ მან საკუთარი ხელით დაწერა შეწყალების თხოვნა, ჩადენილისთვის ბოდიში მოიხადა და მადლობა გადაუხადა ოსეთის ხელისუფლებას. მაგრამ ასეც რომ იყოს - თუ ის გმირია, გამოდის, რომ წლების განმავლობაში დაკავებული ათასზე მეტი ქართველი სოფლელი, რომლებსაც სასამართლოს შემდეგ და უამისოდაც ათავისუფლებდნენ, სიმბოლური რუბლიანი ჯარიმის გადახდისა და დანაშაულის აღიარების შესახებ იძულებითი ხელწერილის შემდეგ, სამშობლოს მოღალატეები იყვნენ, საქართველო გაყიდეს?!

ყველაზე დიდი კონფუზი კი ისაა, რომ ბიბილოვმა, რომელიც რუსული არმიის გენერალი და სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო, გააწბილა „დიადი პიარშიკი“ სააკაშვილი, რომელმადაამთავრა დასავლეთის ყველა პიარ-აკადემია, რისი წყალობითაც ვერაგი სადისტი-პოლიგლოტი ვაშინგტონში დემოკრატიის შუქურად“ მონათლეს! ცხინვალის ლიდერის ქმედებებ წყალობით, რომელიც ახალბედაა პოლიტიკაში, ხურვალე ნაციონალი და სააკაშვილის „შიკრიკი“- ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელაც, სხვათა შორის, არ დაკარგავს ელემენტარული მამაკაცური თვისებები, უნებლიედ გადაიქცა ბიბილოვიელჩად და პიარშიკად“! თბილისში დაბრუნებულს ენა არ მოუბრუნდა იმის სათქმელად, რომ მას აბუჩად იგდებდნენ ანდა უხეშად ეპყრობოდნენ; მას ეყო სინდისი, რომ ჭრელი ოპოზიციის სასიხარულოდ, არ ელანძღა ოსეთის ხელისუფლება და ბიბილოვი, რომელმაც იგი შეიწყალა. ცხინვალის ციხეში ყოფნის არასრული ორი თვის განმავლობაში გაფრინდაშვილს ჰქონდა კონტაქტები ოსებთან და ამიტომ უნებლიედ იქცა პირველ ხიდად მათსა და ქართველებს შორის. შესაძლებელია, მომავალში მისი ფიგურა, როგორც ოსური მხარისათვის უკვე ცნობილი და მისაღები, მოთხოვნადად იქცეს შერიგების პროცესში.

გარდა ზემოთქმულისა, ბიბილოვმა, ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემასთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მასზე ნებისმიერი ზეწოლა უაზრობაა, იქნება ეს ევროკავშირი, მოსკოვი, თუ ქართველი ხელმძღვანელების მეგობარი პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები. ბიბილოვმა ახალი წლის დამდეგს გამოავლინა კავკასიური სულგრძელობა, თუმცა მისგან ამას არავინ ელოდა და ამ საქციელმა ქართველებში უნებლიე პატივისცემა გამოიწვია.

და საერთოდ - ახდენდა რო ზეწოლას რუსეთი, როგორც პასპორტებში მუდმივი რუსული ვიზის მქონე ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ირწმუნება - მათი თხოვნით?! რა თქმა უნდა, არა, პირიქით - ის უბიძგებდა ქართველებსა და ოსებს, თბილისსა და ცხინვალს პირდაპირი დიალოგისკენ და არა დასავლეთელი "ავტორიტეტების" მეშვეობით! და ეს, ბოლოსდაბოლოს, მოხერხდა - ბოლო ხანს გაფრინდაშვილის ოჯახმა, ისევე როგორც ზოგიერთმა დამსახურებულმა ქართველმა, რომელთაც ერთგული მეგობრები ჰყავთ ცნობილ ოსებს შორის, შეწყალების თხოვნით პირდაპირ მიმართეს ბიბილოვს და ამანაც დადებითი როლი ითამაშა.

- მაგრამ რა მოტივები ამოძრავდებდა მოსკოვს ქართველების ოსებთან დაახლოების მცდელობაში?

- მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: თბილისის სწრაფი შერიგება სოხუმსა და ცხინვალთან რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ ინტერესებშია, დღეს ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. თუ რატომ - ეს ცალკე საფუძვლიანი განხილვის თემაა, მოდი, გადავდოთ ის ჩვენს შემდგომ საუბრამდე. სწორედ ამიტომ, კრემლმა ურჩია საქართველოს პრეზიდენტს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება ქართველების - აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობებში არ არეოდა. ამისათვის მინსკის ფორმატის შეთავაზებით - ანუ, ნორმანდიული ოთხეულის საერთაშორისო დონეზე თანამემამულეების, განუყოფლად დაკავშირებული მოძმე ხალხების შერიგების საკითხის წამოჭრა - სალომე ზურაბიშვილის უკიდურესად არაგონივრული სვლა იყო. ქართველთა, აფხაზთა და ოსთა საშინაო საქმე პირდაპირი საუბრის გზით, შუამავლების გარეშე უნდა მოგვარდეს.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის და გილოცავთ ახალ წელს!

წყარო: NEWS FRONT
2020 წლის 4 იანვარი