რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მოსკოვმა მოახდინა დემონსტრირება, რომ საქართველოში ფავორიტები არ ჰყავს!

     ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით, დადასტურდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის რიგი პროგნოზები, რომლებიც მან ქართული პოლიტისტებლიშმენტის - ოფიციოზის, ოპოზიციის, ექსპერტებ ყველა განცხადების საპირისპიროდ გააკეთა. შემთხვევითობ აქ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ამიტომ არნო ხიდირბეგიშვილს ვკითხეთ - იყო თუ არა ის წინასწარ ინფორმირებული, თუ საქმე გვაქვს შეცდომანალიზის შედეგებთან?

    - ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაკავებულქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მაქსიმუმ პარასკევს სახლში იქნება. მან განაცხადა, რომ წამოჭრა მისი გათავისუფლების საკითხი მოსკოვში ვიზიტისას და იქ გაითვალისწინეს მისი თხოვნა, რაც ისთვის ”სასიამოვნო იყო”. მან რამდენჯერმე დაურეკა მოსკოვიდან გაფრინდაშვილის ოჯახს, დააიმედა მისი მეუღლე და ქალიშვილი, თუმცა სხვა თემების შესახებ, რომლებზეც მოსკოვში ისაუბრა, არაფერი ვიცით. გამოდის, რომ იგი მოსკოვში გაფრინდა მხოლოდ ქართველი ექიმის დასახმარებლად, რომელიც ცხინვალის ციხეშია?

    ბურჯანაძემდე რამდენიმე დღით ადრე კი თქვენ განაცხადეთ, რომ გაფრინდაშვილარ გაათავისუფლებდნენ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების, ოპოზიციისა და ”ბურჯანაძის მსგავსი მოხალისეებისარასწორი ტაქტიკის გამო. მართალიაღმოჩნდით - გასულ პარასკევს ცხინვალის სასამართლომ გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯა ...

- ერთში ბევრი კითხვაა, თანმიმდევრულად ვუპასუხებ. ბურჯანაძე ვერ შედგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ჩამოყალიბებული შეხედულებებით და დარჩა ქართველ პოლიტიკანად, ანუ კონიუნქტურულ კონფორმისტად. ბურჯანაძე პირველი იყო „ვარდების რევოლუციამდე“, ვინც დატოვა იმჟამად მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირი“, თუმცა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა მისი თავმჯდომარის - ედუარდ შევარდნაძის წყალობით შეიქმნა. შემდგომ ის დაეჭვდა თავისი ნაბიჯის სისწორეში და მოკლე ხნით უკან დაბრუნდა, თუმცა კვლავ წავიდა და დააფუძნა საკუთარი პარტია, რომელმაც რამდენიმე თვე იარსება, სანამ ბურჯანაძე საბოლოოდ არ წავიდა სააკაშვილთან. თუ როგორ და რატომ წავიდა ამბიციური ბურჯანაძე ”ოპოზიციაში” სააკაშვილის წინააღმდეგ, უკვე მოვყევი წინა ინტერვიუებში (იხ. ქვემოთ მოცემულ ბმულებზე), ამიტომ ამ ფრაგმენტს გამოვტოვებთ და დავბრუნდებით აწმყოში, როცა იგი კვლა სააკაშვილთან გაერთიანდა, როგორც 2003 წლის ნოემბერში, მოქმედი ხელისუფლების დასამხობად (მაშინ - მისი ოჯახის მფარველი შევარდნაძის, ახლა - მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის).

და აი, შეცდომით გადაწყვიტა რა, რომ მიზანი მიღწეულია და ივანიშვილის ”დიქტატორული რეჟიმის” დღეები უკვე დათვლილია, ის სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში, რათა მისი იქაური მეგობრების მეშვეობით - პრეზიდენტის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო სათათბიროსა და ერთი მსხვილი მედიის ხელმძღვანელობაში - შეეტყობინებინა პუტინისთვის, რომ რეჟიმი თბილისში უახლოეს დღეებში დაემხობა, მე კი თქვენიანი ვარ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში, ასე რომ, მხარი დამიჭირეთ, რათა "ტფილისის თავზე წითელმა დროშამ იფრიალოს"! აი რა იყო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრების ნამდვილი მიზანი და არა გაფრინდაშვილზე ზრუნვა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსკოვში ბურჯანაძეს თავაზიანად მოუსმინეს, მაგრამ არ გამოავლინეს ინტერესი მისი იდეისადმი, ბურჯანაძე სასოწარკვეთილი ჩაებარაუჭა გაფრინდაშვილის საკითხს, რათა თბილისში ცარიელი ხელით არ დაბრუნებულიყო და, ქართველი ექიმის გათავისუფლების შემთხვევაში, საკუთარი თავისთვის ქულები ჩაეწერა. თბილისში დაბრუნებულმა, იმით გაღიზიანებულმა, რომ მოსკოვმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მისი პოლიტიკური ფიგურისადმი და უარი თქვა მის მხარდაჭერაზე, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად, მან პირველ რიგში დაადანაშაულა თავისი საყვარელი „ТАСС“-ი სიცრუეში, და განაცხადა, რომ არ მოუბოდიშებია გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტის გამო! მას მერე, თითქოს არაფერიც მომხდარა, ანზოროვნა ჰარმონიულად შეუერთდა „მშობლიური“ ოპოზიციას, რომელიც მას სიხარულით შეეგება და არ დაუსვამს მისთვის არცერთი შეკითხვა - რას აკეთებდა იგი „ოკუპანტი ქვეყნის“ დედაქალაქში და რაზე მოელაპარაკა მათ ზურგსუკან ”საქართველოს მთავარ მტერს”!

 - იქნებ იმიტომ, რომ სააკაშვილმა უკვე ყველაფერი იცოდა?

- რა თქმა უნდა. მოსკოვმა კი, მას შემდეგ, რაც არ შეასრულა ბურჯანაძის არცერთი თხოვნა, მათ შორის - გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე, კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ თბილისში რჩეული არ ჰყავს - არც მმართველ უმრავლესობაში, და არც ოპოზიციაში, და რომ საქართველოში არანაირ რევოლუციურ სცენარში კრემლი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს! რაც არ უნდა პროდასავლური იყოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, მოსკოვი 7 წელია თავს არიდებს მის კრიტიკას, რადგან ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და არასოდეს მოაწერს ხელს სამხედრო ავანტიურაზე, როგორც ფსიქიკურად დაავადებული სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი გარემოცვა, რომელიც ბურჯანაძესთან ერთად ხელისუფლებისკენ ილტვის ყველა კანონსაწინააღმდეგო მეთოდით! ”ივანიშვილი წავა, კიდევ უარესი მოვა!” - სამართლიანად ფრთხილობს მოსკოვი.

   როგორც გახსოვთ, მე განვაცხადე, რომ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნის შესრულებაზე, რომელმაც გაფრინდაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართა სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, გამორიცხულია, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილოს ვინმესგან იდენტური მოთხოვნა, მით უმეტეს - ოფიციალური უფლებამოსილების არმქონე მოხალისესგან - ბურჯანაძესგან, რომელსაც მხოლოდ "რევოლუციური" ოპოზიციონერის სტატუსი აქვს. შესაძლოა, ორიოდე თვის წინ - სანამ ბურჯანაძე სააკაშვილის გუნდში დაბრუნდებოდა, კიდეც მიეღო რუსებისგან რაღაც „ბონუსები“, მაგრამ "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - სჯერა მხოლოდ ფაქტების, ამიტომ სააკაშვილსა და მის უმყრალეს რუსოფობებთან დემონსტრატიულად გამომწვევი კავშირით ბურჯანაძემ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს არა მარტო თბილისში, არამედ მოსკოვშიც, სადაც, ჩვეულებრივ, ღალატს არ პატიობენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისთვის ცხინვალის ციხიდან გაფრინდაშვილის გათავისუფლება - რამდენიმე წუთის საქმეა, რაც ტექნიკური პროცედურების შეთანხმებისთვის არის საჭირო, მაგრამ მოსკოვმა ეს არ გადადგა - მოახდინა დემონსტრირება, რომ ”სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომელზეც რუსეთს ზეწოლა არ შეუძლია და არც განახორციელებს”. საქართველოს ხელმძღვანელობამ კი, ცხინვალთან უშუალოდ საუბრის ნაცვლად, როგორც ამას მოსკოვი მუდმივად გვირჩევს, განაწყენებულებისა და სუსტების გზა აირჩია - დასავლეთს დახმარება სთხოვა, დაიჩივლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და გაეროში, რამაც საბოლოოდ გააფუჭა საქმე: თუ ცხინვალი მანამდე კიდეც აპირებდა გაფრინდაშვილის გამოშვებას, ყოველი ასეთი საჩივრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების „აღშფოთების” შემდეგ, მის გათავისუფლებას გადადებდა ერთი კვირით, რათა ვიღაცას არ მოლანდებოდა - აქაოდა სამხრეთ ოსები ვიღაცის მოთხოვნები შეაშინაო! დიახ, როცა მოკავშირედ რუსეთი გყავს, შეგიძლიათ უგულებელჰყო PACE და გაერო, ნატო და ვაშინგტონი, რაც ვერაფრით გაიგეს თბილისში...

ამ ყველაფერზე ვაფრთხილბდი და, როგორც ხედავთ, ტყუილი არ მითქვამს, ეს ელემენტარული, ერთადერთი სწორი ანალიზის კანონზომიერი შედეგია, და მოსკოვიდან ჩემთვის არაფერი უცნობებიათ!

- და როდესაც თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთი არ აპირებდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე არ აპირებსაქართველოში კულტურული-ჰუმანიტარული ცენტრის გახსნას, ესეც თქვენი ანალიზის შედეგი იყო? თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი აღმოჩნდით, თუმცა გრიგორი კარასინზუსტად საპირისპიროს აცხადებდა: ანუ, რომ არ მომხდარიყო გავრილოვის დელეგაციაზე თავდასხმა, რუსეთში დღე-დღეზე ემზადებოდნენ ვიზების გასაუქმებლად; და მეორე - რომ საქართველოში იხსნება რუსული კულტურულ-ჰუმანიტარული ცენტრი.

- არა, ამჯერად მე ვფლობდი აბსოლუტურად საიმედო ინფორმაციას, რომლის დეტალებსაც არ გავამჟღავნებ, თუ ამის საჭიროება არ შეიქმნება. ასევე არ ვაპირებ კარასინის განცხადებების შეფასებას, რომელიც საქართველოში პროვოკაციად აღიქვეს. გავიმეორებ მხოლოდ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს: მოსკოვში დაიღალნენ ქართული პრობლემებით, რომლებმაც დიდი ხანია დატოვეს რუსეთის დღის წესრიგის პირველი გვერდები! საქართველოს საკითხი მოგვარდება, ან უკვე გადაწყდა მსოფლიო გლობალური და რეგიონალური პრობლემების ჭრილში, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სადაც საქართველოს მიმდებარე სახელმწიფოებია რუსეთი და მისი სტრატეგიული მოკავშირეები - თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, სხვა მეზობლები ღმერთმა არ მოგვცა. სწორედ ამიტომ ქართულ მიმართულებას, რომელიც რუსეთისთვის პრიორიტეტს უკვე არ წარმოადგენს, ისევ კურირებს მინისტრის უკვე გადამდგარი მოადგილე კარასინი, რომელიც იმპროვიზირებს თავისი შეხედულებისამებრ პრაღასა და ჟენევაში! თუმცა, მოსკოვისა და თბილისის სურვილის შემთხვევაში, დიდი ხნის წინ შეიძლებოდა მობილური სამუშაო ჯგუფის შექმნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დასარეგულირებლად და საქმეები წინ წაიწევდა უზარმაზარი ნაბიჯებით! დებულება, რომელიც ამ ერთობლივი ჯგუფის მუშაობას რეგლამენტირებას მოახდენდა, ყოველი შემთვევისთვის მე უკვე მოვამზადე.

- კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც "ათიანში" მოარტყით: როგორც ცნობილია, გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული ამა წლის 20 ივნისს ინციდენტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. მაგრამ ოკლე ხანში პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა, რომლის დელეგაციაც მაშინ მოსკოვში გაემგზავრა, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძედა სხვა ოფიციალურმა პირებმა, მოსკოვის გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, არაერთხელ განაცხადეს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან დღე-დღეზე აღდგება. თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც უარყო ეს და განაცხადა, რომ ეს მალე არ მოხდება, იმ უზარმაზარი ზარალის მიუხედავად, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს მიადგათ. და კვლავ მართალი აღმოჩნდით - პარდაპირი საჰაერო მიმოსვლა, აგერ უკვე მეექვსე თვეა, არ განახლებულა.

- დავაზუსტებ: პირდაპირი საჰაერო ფრენების მოკლე ხანში განახლების შესახებ აცხადებდნენ არა მარტო დავით თარხან-მოურავი და ქართველი ოფიციალური პირები, არამედ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ქარაგმულად მიანიშნებდა თავის მაღალჩინოსან წყაროებზე მოსკოვში. ჩემი ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას ამას მართლაც დაჰპირდნენ სახელმწიფო სათათბიროში. რაც შეეხება ბურჯანაძესა და დანარჩენებს, ისინი მოქმედებდნენ პრინციპით - ვისი განცხადებაც აღმოჩნდება ბოლო ფრენების აღდგენამდე, მასვე ერგება დაფნის გვირგვინი ამ სასიკეთო საქმის "ლობირებისთვის" და ამავე დროს, ეს იქცეოდა მოსკოვზე მისი "ექსკლუზიური გავლენის" მტკიცებულებად!

რაც შეეხება თავად ფრენების აკრძალვის ფაქტს, გავიმეორებ მე-10 ჯერ: ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა არა იმდენად გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, არამედ საქართველოს პრეზიდენტი სალობე ზურაბიშვილის შემდგომმა განცხადებამ - ”რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია”. ამის საპასუხოდ, ”საქართველოს მთავარმა მტრმა” მსუბუქი გაფრთხილება გააკეთა - მხოლოდ და მხოლოდ აკრძალა პირდაპირი საჰაერო ფრენები, რამაც გამოიწვია რუსი ტურისტების გადინება და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული 700 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი. პუტინს რომ ხელი მოაწერა სანქციების მთელ პაკეტზე, რომელსაც სახელმწიფო სათათბირომ მოამზადა და რუსეთს უარი ეთქვა ქართული პროდუქციის იმპორტზე, მაშინ საქართველო დეფოლტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. გამოიცანით ”ერთი ნოტიდან” - ამის შემდეგ რამდენ საათს გაძლებდა მოქმედი ხელისუფლება, რომლის დამხობასაც დღეს წარუმატებლად ცდილობს ოპოზიცია?! მაგრამ პუტინმა ეს არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ კალმის ერთი მოსმით შეეძლო შეეცვალა სიტუაცია საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ!

გაიხსენეთ: რა პირობა დაასახელეს რუსეთში პირდაპირი ფრენების აღსადგენად? სწორია, თუნდაც მცირე პოზიტიური ძვრები თბილისში, თუნდაც მცირედი დათბობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რაც დღემდე არ შეინიშნება მიუხედავად თბილი ზამთრისა! სამაგიეროდ, სომხეთი დიდ მოგებას იღებს ერევნის გავლით ფრენებისა და რუსი ტურისტებისგან, რომლებიც სომხეთის კურორტებს მიეძალნენ...

-დასასრულ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინ, კიევში სუამ-ის სამიტზე, ყველა დელეგაცია ურთიერთობდა რუსულად, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა - პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, რომელმაც პრესისთვისაც რუსულად გააკეთა განცხადებები, და სასიამოვნოდ გაგვაკვირვა ქართველებისთვის დამახასიათებელი აქცენტის გარეშე გამოთქმით. ამ ამბამდე ორი დღით ადრე კი, თქვენს პუბლიკაციაში "ქართველებს რუსული ენის შესწავლის ბევრი მიზეზი აქვთ" (იხ. ქვემოთ მოცემულ ბმულზე), სხვა მიზეზებთან ერთად, მოყვანილია ისიც, რომ სსრკ- ყოფილი ქვეყნების ლიდერები და დელეგაციები საუბრობენ და ისაუბრებენ ყველასათვის გასაგებ რუსულ ენაზე.

მადლობა ინტერვიუსთვის!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი, საქინფორმი
2019
წლის 17 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

ასევე წაიკითხეთ:

ქართველებს რუსული ენის შესასწავლად უამრავი მიზეზი აქვთ

ცხინვალი თბილისიდან უფრო შორსაა, ვიდრე მოსკოვი, ბრიუსელი და ვაშინგტონი?!

გახარია პუტჩისტებს ერდოღანივით ან მაკრონივით უნდა მოექცეს!

ბურჯანაძემ, რომელიც სააკაშისტებს შეუერთდა, ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, რომლებიც პუტინს შეურაცხყოფდნენ

ვინ აფინანსებს ამბოხს საქართველოში და ვინ მეთაურობს მეამბოხეებს? - საქინფორმი მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს

ბიძინას ჩახდილები