აქტუალური
საქინფორმის ვერსია, რომ თბილისში აქციას სააკაშვილი ხელმძღვანელობს, დადასტურდა!

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. როგორც არაერთგზის იუწყებოდა საქინფორმი, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით - ვითომდა, არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიებაში გაყალბებების მიზეზით - სააკაშვილის მცდელობაა, საქართველოში მორიგი „ფერადი რევოლუცია“ მოაწყოს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების მთავარი ორგანიზატორი და წამყვანი, ყოფილი პოლიციელი და ე.წ. ზონდერი ზვიად კუპრავა (მისი ფოტო სააკაშვილთან ერთად საქინფორმმა გამოაქვეყნა) გუშინ კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს, საიდანაც საქართველოში მოფრინავდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი მომხმარებელი წერს. „მე, ჩემი მეუღლე და ზვიად კუპრავა ერთად მოვფრინავთ კიევიდან თბილისში ამ წამს“, – დააწერა ფოტოს ინტერნეტმომხმარებელმა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე 2 დღეა, პოლონეთში იმყოფება, თავისი მხარდამჭერების ხელით ზვიად კუპრავასთვის ფული და აქციების გასაგრძელებლად შემდგომი ინსტრუქციები გადმოსცა.