პოლიტიკა
საქინფორმი: სააკაშვილის მეორე მცდელობა - საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ მოეწყო - ჩაიშალა

      საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ, ძნელად და დანაკარგებით, მაგრამ მაინც შეძლო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მეორე მასშტაბური მცდელობის დაძლევა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო მოწყობილი, რაზეც საქინფორმი უკვე იუწყებოდა.

პირველი მცდელობა, როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 12-13 მაისს შედგა, როდესაც ნარკომანებმა, ნარკომოვაჭრეებმა და ლგბტ-ის ყველა ნაირსახეობის წარმომადგენლებმა 2-დღიანი მიტინგი მოაწყვეს დედაქალაქის ღამის კლუბებში პოლიციის რეიდის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მაშინ მოპროტესტეები საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ მათთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ დაიშალნენ.

ისევე, როგორც პირველად, აქციის გამართვის საბაბი ხელისუფლებამ მისცა- პირველ შემთხვევაში სამართალდამცველები დიდი ხანია, იცოდნენ (ამის შესახებ საქინფორმიც გამუდმებით აფრთხილებდა), რომ თბილისის თითქმის ყველა ღამის კლუბი - ბუნაგებია, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და არასრულწლოვანთა პროსტიტუცია ყვავის. მაგრამ არანაირ ზომებს არ იღებდნენ და მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩაატარეს უაზრო ხმაურიანი რეიდი, რომელმაც ლამის მინისტრთა კაბინეტის გადადგომა გამოიწვია.

მეორედ საქმე ეხებოდა 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობას თანატოლების ჯგუფის მიერ თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს. თუმცა 2018 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ერთი მოზარდი ცნო დამნაშავედ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ გაამართლა სარალიძია მკვლელობაში, ხოლო მეორე ბრალდებულს სასამართლომ ბრალი განზრახ მკვლელობიდან განზრახ მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა. ამგვარად, გაურკვეველი დარჩა - ვინ მოკლა სარალიძე, რომლის მამამ და ახლობლებმა პირველებმა მოაწყვეს საპროტესტო აქცია, რომელსაც მოგვიანებით პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და სხვები შეუერთდნენ. დანარჩენი დამნაშავეებისთვის ხელის დაფარების ნაცვლად - უფროსკლასელების, რომლებსაც გავლენიანი მშობლები და ნათესავები ჰყავთ, მაგალითად, პროკურორი მირზა სუბელიანი, ყოფილი პოლიტიკოსი ბორის კაკუბავა და დეკანოზი შიო მენაბდე - ხელისუფლება ვალდებული იყო, გაერკვია, რა გახდა ორი მოკლული თანატოლის მიმართ ამდენი მოზარდის სიძულვილის მიზეზი და რატომ უნერგავენ მათ სკოლაში და ოჯახებში ქუჩურ მენტალიტეტს, თუმცა, როგორც სარალიძის მამამ - ზაზამ სამართლიანად განაცხადა, „გამოძიებამ ყველა მტკიცებულება გაანადგურა და მოწმეები დააშინა, ამიტომ ახალ გამოძიებას, თუნდაც უცხოელების მიერ, აზრი არ აქვს“.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა, რომელიც პირველსავე დღეს დაკმაყოფილდა, პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. თავდაპირველად მოპროტესტეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, მერე კი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ა.წ. ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთდროულად. „სისტემა უნდა დაინგრეს!“ - დაქოქილებივით იმეორებდნენ სააკაშვილის სლოგანს მიტინგის ეგზალტირებული მონაწილეები და თავად ზაზა სარალიძე, რომელიც მთელი პროცესის ლიდერის - სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პოლიციელის და ყველა მისი დანაშაულებრივი დავალების შემსრულებელი ზვიად კუპრავას (იხ. ფოტოზე სააკაშვილთან ერთად) მითითებებს ბრმად ასრულებდა. ე.წ. ზონდერი კუპრავა „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის ე.წ. ზონდერბრიგადების აქტიური წევრია, რომლებიც 2007 და 2011 წლებში საპროტესტო მიტინგებს არბევდნენ და მშვიდობიან მომიტინგეებს ცემით კლავდნენ. თავად სარალიძეც სააკაშვილის მხარდამჭერი და „ნაცმოძრაობის“ წევრი აღმოჩნდა...

„ნაცმოძრაობის“, „რუსთავი 2“-ის „სახეებთან და სააკაშვილის ცნობილ თანამებრძოლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მხარდამხარ იდგნენ უელექტორატო დაბალრეიტინგული პარტიების თავმჯდომარეები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დაფინანსება არ ნისცა: ნინო ბურჯანაძე (იხ. ფოტოზე „ნაცმოძრაობის“ გენმდივან ნიკა მელიასთან და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალების“ ლიდერ თინათინ ბოკუჩავასთან ერთად), შალიკო ნათელაშვილი და კახა კუკავა, აგრეთვე „ნაცმოძრაობის“ ფილიალების დირექტორები, როგორიცაა „ევროპული საქართველო“ და ბაჩუკი ქარდავა. თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს ყოფილმა რესპუბლიკელებმაც - უნივერსალურმა ცოლ-ქმარმა დათო უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა, რომლის ძმამ - მიშა ხიდაშელმა, რომელსაც კანონთან არაერთი უსიამოვნება ჰქონდა, ზვიად კუპრავა გააფრთხილა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზაზა სრალიძის მკვლელობას ამზადებს, რაც პროვოკაცია აღმოჩნდა.

და, რაღა თქმა უნდა, მწუხარებისგან გულმოკლული და მოვლენების ადეკვატურად აღქმის უნარწართმეული მამის, რომელიც სააკაშვილის და ნაციონალების ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში სათამაშოდ იქცა, პროტესტის „მხარდასაჭერად“ მივიდნენ სააკაშვილის მეუღლე - საქართველოში დავალების შემსრულებელი CIA-ს აგენტი სანდრა რულოვსი; სააკაშვილის დედა გიული ალასანია - საქ. სსრ „კაგებეს“ აგენტი, ტერორისტ ფეთჰულა გიულენის ახლო მეგობარი და სსრკ „კაგებეს“ აგენტის თემურ ალასანიას ღვიძლი და; სააკაშვილის ღვიძლი ძმა დავით სააკაშვილი, აგრეთვე მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა და ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, პირველ აქციაშიც მონაწილეობდა (ნარკომანების მიტინგი - იხ. ზემოთ) და რომლებსაც თავად სარალიძე და „ნაცმოძრაობის“ მთელი ელიტა მხურვალედ შეეგებნენ (იხ. ფოტოებზე).

პროტესტის მონაწილეებს. მათი მცირერიცხოვნობის მიუხედავად (მოტივირებული რამდენიმე ასეული იყო, მათ შორის - ახალი ხელისუფლების შემდეგ დაღუპული ახალგაზრდების მშობლები, რომლებიც მიტინგზე მათი ფოტოებით მივიდნენ, დანარჩენი - გამვლელები და უსაქმურები, 1-დან 2 ათასამდე პიკის დროს), რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამი კარვის გაშლის ნება მისცეს, რის უფლებასაც არავის აძლევენ. თუმცა წვიმიანმა ამინდმა, არარეალური მოთხოვნების და სახელმწიფო გადატრიალებისკენ ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების უაზრობამ, „ნაციონალების“ ღია მოწოდებამ რეგიონებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ - მათ შეერთებოდნენ და ხელისუფლება დაემხოთ, ახალგაზრდობის, სასულიერო პირების დაგმობა და თბილისელების აღშფოთება გამოიწვია, რომელიც როგორც საჯაროდ, ისე სოცქსელებში გამოიხატებოდა. ამან, თავის მხრივ, პროცესის თანდათან ჩაცხრომა გამოიწვია. „ჩვენ შენთან სოლიდარულები ვართ, ზაზა, მაგრამ არ მოვალთ იქ, სადაც შენ გვერდით ჩვენი შვილების მკვლელები დგანან!“, - დაწერეს ფეისბუქში გირგვლიანის მამამ, რობაქიძის დედამ და სააკაშვილის სამხრეებიანი ზონდერ-ჯალათების მიერ დახოცილი სხვა ახალგაზრდების მშობლებმა. მიტინგის მეორე დღეს იქ სარალიძესთან ერთად მოკლული მეორე მოზარდის - ლევან დადუნაშვილის მამა მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი შვილის მკვლელების სამართლიანად დასჯა უნდა, მაგრამ საქართველოში ახალი რევოლუცია არ სურს (იხ. ფოტო).

(გაგრძელება იქნება)


საქინფორმი