რა ხდება რუსთაველის გამზირზე: საქინფორმი კომენტარს უკეთებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ახალ - პოლიტიკურ ეტაპს, რომელიც დასასრულს უახლოვდება
პოლიტიკა
რა ხდება რუსთაველის გამზირზე: საქინფორმი კომენტარს უკეთებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ახალ - პოლიტიკურ ეტაპს, რომელიც დასასრულს უახლოვდება

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე დევიზით „#ნუ მომკლავ“, რომელსაც დაწვრილებით აშუქებს საქინფორმი, მეორე - წმინდა პოლიტიკურ ეტაპში გადავიდა. მისი ორგანიზაცია და ჩატარება დანების ტრიალის შედეგად დაღუპული მოზარდის მამის - ზაზა სარალიძისაგან პოლიტიკური პარტიების ხელში გადავიდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეთაურობით, რომელსაც ამ ეტაპზე წარმოადგენენ გენერალური მდივანი ნიკა მელია, აქციის ორგანიზატორი და წამყვანი - ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა და ნაცპარტიის სხვა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი „სახეები“. ენმ-ის ოფიციალური და არაოფიციალური, პროცესში მონაწილე სატელიტები არიან შალვა ნათელაშვილისლეიბორისტული პარტია“, ბაჩუკი ქარდავასეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, გიორგი ვაშაძისახალი საქართველო“, ნიკა მაჭუტაძისსახელმწიფო ხალხისათვის (პაატა ბურჭულაძის პარტია), და ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერები არიან გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მაგრამ რომელსაც მოცემულ ეტაპზე ოთარ კახიძე წარმოადგენს. ზემოთ ჩამოთვლილნი კონსულტაციებზე იკრიბებიან ეროვნულ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიების ოფისებში.

აქციის დევიზია #სისტემა უნდა დაინგრეს“, მოთხოვნები - საქართველოს ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნა მხოლოდ მათთან შეთანხმებით, მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა და რიგგარეშე საპალამენტო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გაძევება“. რაც შეეხება თავად ზაზა სარალიძეს, რომელიც პირველ ეტაპზე საკუთარი შვილის მკვლელობის ფალსიფიცირებული გამოძიების წინააღმდეგ აცხადებდა პროტესტს და მთავარი გამყალბებლების - პროკურორ მირზა სუბელიანის და საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის დაპატიმრებას მოითხოვდა, მისი პოზიცია დღეში რამდენჯერმე იცვლება: ის ხან აცხადებს, რომ „უბრალო გლეხია“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ხოლო პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ, მისი უბედურება საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენონ, ნამდვილი არაკაცები არიან; ხან აცხადებს, რომ სოლიდარობას სთხოვს ყველა პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაცი“, იმიტომ რომ ხელისუფლებამ არჩევანი არ დაუტოვა და ის დახმარებას ნებისმიერი ძალისაგან მიიღებს, რათა სამართლიანობას მიაღწიოს“. სამართლიანობის ზეიმადზაზა სარალიძე, მეორე მოკლული მოზარდის - ლევან დადუნაშვილის მამის დავით დადუნაშვილისაგან განსხვავებით, მიიჩნევს არა ახალ გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პირადი კონტროლით, და არა საქართველოს პარლამენტში საგანგებოდ ამ საქმის გამოსაძიებლად შექმნილ კომისიას, არამედ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ მოთხოვნებს ხელისუფლების შეცვლის შესახებ იმიტომ, რომ, მისი თქმით, ახალ გამოძიებას არავითარი აზრი არ აქვს განადგურებული ნივთმტკიცებების და მკვლელობის ასი დაშინებული მოწმის პირობებში“. მას სრულიად ეთანხმება სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პირველი დღიდან მუდმივად მონაწილეობს აქციაში.

საქინფორმი არ გამორიცხავს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის და ქართულ პოლიტიკაში ახალი ფერადი რევოლუციის საშუალებით დაბრუნების მიზნით ორგანიზებული საპროტესტო აქციის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ სპონსორიც გახლავთ. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაჭრით უარყოფს თავისი დაღუპული შვილის კავშირს ახმედ ჩატაევის ბოევიკების ჯგუფთან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განადგურდა. ის პანკისის ხეობასა და თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო ბუნტის მოწყობით იმუქრებოდა, თუკი სპეცრაზმელები და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური არ დაისჯებოდნენ. სუს-ში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელზეც უმცროსი მაჩალიკაშვილი განადგურებულ ბოევიკებთან ერთად იმყოფება თბილისში.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველ დღესვე მივიდა მომიტინგეებთან, რათა შეეტყობინებინა, რომ გადაწყდა საზღვარგარეთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება და გამოძიებაში ცნობილი უცხოელი პროკურორების ჩართვა, გამოსვლა შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეაწყვეტინეს და სხვადასხვა საგანი დაუშინეს.

საღამობით რუსთაველის გამზირზე აქციაზე ზემოთ ჩამოთვლილი ოპოზიციური პოლიტიკოსები და ხელისუფლებით უკმაყოფილონი (სულ - რამდენიმე ასეული ადამიანი) იკრიბებიან, რომელთა გამოსვლებში ჭარბობს უხეში ლანძღვა-გინება უცენზურო ლექსიკით, რაც საშინლად აღიზიანებს თბილისელებს.

ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან კი იკრიბება მოწინავე თბილისელი ახალგაზრდობა - სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც გმობენ პროცესის პოლიტიზებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომლის მმართველობის დროს საქართველოში მასობრივი წამება და მკვლელობები ხდებოდა. მათ მხარს უჭერენ ღვთისმსახურები „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან“, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს დახოცილი შვილების მშობლები, აგრეთვე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და პარლამენტის ყოფილი წევრები

საქინფორმი

თემაზე, აგრეთვე, წაიკითხეთ:

ირაკლი შოთაძე გადადგა

საქინფორმი: სააკაშვილის მეორე მცდელობა - საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ მოეწყო - ჩაიშალა

საქინფორმი: „ვარდების რევოლუციის“ მეორე მცდელობა - გაკვეთილები ხელისუფლებისთვის