რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ტრამპის კანონი

   ერთხელ ვენესუელაში“ - საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კარაკასში მომხდარის ათობით განსხვავებული ვერსია გააჟღერეს, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ უარყოფს ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისგენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და ინფორმაციული პოლიტიკის ცენტრის დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი. არადა, ცნობილი ქართველი პოლიტოლოგის, პუბლიცისტისა და ჟურნალისტის პროგნოზებს, როგორც მკითხველმა არაერთხელ დარემუნდა, ახდენის თავისებურება აქვს. ასეა დღესაც - ქართველ ანალიტიკოსსა და პოლიტიკოს მოვლენების საკუთარი მოდელი გააჩნია, რომელიც, როგორც ყოველთვის, სუბიექტურ, პირად ფაქტორს ითვალისწინებს.

   - ბარონო არნო, თქვენთან ინტერვიუს მომზადებისას რამდენიმე ნიშანდობლივი ფაქტი გამოვავლინეთ: 2025 წლის 4 თებერვალს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ორი კვირის შემდეგ, თქვენ შემდეგი პროგნოზი გააკეთეთ: ამ მოკლე პერიოდში დონალდ ტრამპის რევოლუციური საქმიანობა იძლევა იმის საფუძველს, რომ მისი სკულპტურული პორტრეტი შემდგომში რაშმორის მთაზე, ოთხი გამორჩეული ამერიკელი პრეზიდენტის ბარელიეფის გვერდით ამოკვეთება. მაგრამ იმ პირობით, თუ ტრამპი 1-შეათანხმებს პუტინთან ომისშემდგომი უკრაინის მოწყობის პრინციპებდა შეწყვეტს სამხედრო დახმარების გაწევას ვადაგასული კიევის რეჟიმისთვის; 2-შეასრულებს ისტორიულ მისიას - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნას“.

   ოთხი თვის შემდეგ კი, ივნისში, თქვენ განაცხადეთ:21-ე საუკუნის პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ უნდა მოვადინოთ იმის კონსტატაცია, რომ ძალა და არა სამართლიანობა კვლავ მართავს მსოფლიოს; „ჯუნგლების კანონი“ და არა დემოკრატია, ოღონდ დღეს, ქვებისა და ჯოხების ნაცვლად, ჩვენ გვაქვს მაღალტექნოლოგიური იარაღი. ამ ძალის მიზანი უცვლელი რჩება: ტერიტორიის მიტაცება/კონტროლი და გამდიდრება.“

   თქვენი ორივე სენტენცია სწორი აღმოჩნდა: 1-აშშ-მა თვითნებურად განახორციელა ერთ-ნახევარი საფრანგეთის ზომის ხელა ქვეყნის პრეზიდენტის სამხედრო დატყვევება და გავიდა 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომელთა ნახევარი გაეროს ეგიდის ქვეშ იმყოფება; 2-პირველად ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ამერიკული ინტერესები ბრიტანულ ინტერესებთან უთანხმოებაში შევიდა.

ბატონო არნო, რა მოხდა სინამდვილეში ვენესუელაში 3 იანვრის ღამეს? კარგია ეს თუ ცუდი?

   არნო ხიდირბეგიშვილი: ტექნიკური თვალსაზრისით, ნიკოლას მადუროს გატაცების სპეცოპერაცია ისტორიაში შევა ოტო სკორძენის ოპერაციასთან „მუხა“, რომლის მიზანიც ბენიტო მუსოლინის გათავისუფლება იყო, და „კგბ“-„გრუ“ ერთობლივ ოპერაციასთან „შტორმი 333“ ერთად, რომელიც მიზნად ისახავდა „ტაჯ-ბეკის“ სასახლის ხელში ჩაგდებას და ჰაფიზულა ამინის ლიკვიდაციას. რაც შეეხება მეორე კითხვას - კარგია ეს თუ ცუდი? დივერსიები და სამხედრო მოქმედებები, რა თქმა უნდა, არასდროს არის კარგი, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ისინი გარდაუვალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ომზე ბევრად უკეთესია, თუმცა ზოგჯერ ომიც აუცილებელია თავისუფლებისა და მომავალი თაობების სიცოცხლისთვის. მუდამ უკან დახევა და დიპლომატიაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ვერც სსრკ-მა და ვერც აშშ-მა ვერ შეძლეს ავღანეთის გატეხვა - ეს კარგია თუ ცუდი?

   ღია კარტით თამაში, როგორც დღეს ტრამპი აკეთებს, გაურკვევლობასა და მზაკვრულ ინტრიგებს სჯობს, რადგან წინასწარ გაფრთხილება მოწინააღმდეგეს მომზადების საშუალებას აძლევს; ასე უფრო მართებულია. ტრამპი თითქმის ერთი წლის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ მადუროს რეჟიმს დაამხობდა, ბოლო დღემდე სთავაზობდა მას ქვეყნის დატოვებასა და თურქეთში გამგზავრებას, მაგრამ მადურო ცივ უარზე იყო, ცეკვავდა და დასცინოდა მას. ვენესუელაში კი ან დაეზარათ რუსეთისგან შეძენილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სათანადოდ გაშლა-განთავსება, ან რეჟიმის კორუმპირებულმა ძალოვნებმა თავიანთი პრეზიდენტი სარფიანად გაყიდეს, რადგან ვენესუელა მაინც დიქტქტურა და „ბანანის რესპუბლიკაა“, მერე რა რომ ნავთობზეა. განა ვენესუელა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა განუვითარებელი დემოკრატიით, ნავთობით სიმდიდრის მიუხედავად?! ტრამპმა მთელი თვე მოანდომა მაღალტექნოლოგიური სამხედრო სპეცოპერაციის მომზადებას, მოისყიდა ვენესუელელი ძალოვნები, დაღუპული კუბელების - საპრეზიდენტო პირადი დაცვის რიგითი წევრების - გარდა, ამიტომ ამერიკის პრეზიდენტის დადანაშაულება ვერაგობაში უმართებულოა.

   - და რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ ვენესუელაში აშშ-მიერ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა ომის სამინისტროს - პენტაგონის ახალოფიციალურსახელწოდება - დაავალა მომზადებინა ირანზე შეტევის, კუბისდა მსოფლიოში უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის, დაპყრობისთვის, თუკი გრენლანდიელების მოსყიდვა არ გამოვიდოდა? თქვენ თვლით, რომ ესეც უფრო კარგია, ვიდრე ცუდი?

   - ყოველ შემთხვევაში, შეერთებული შტატები შეწყვეტს სხვების დადანაშაულებას სამხედრო ქმედებებში, განსაკუთრებით კი რუსეთის დადანაშაულებას უკრაინაზე იერიშში, თუმცა ბოლო ხანებში იერიშები უფრო უკრაინიდან მოდის. ხომ ხედავთ, ტრამპმა უკვე შეწყვიტა ყოველდღიურად „ცრემლების ღვრა“ უკრაინაში ათასობით მსხვერპლის გამო; მან დაკარგა ინტერესი უკრაინის მიმართ, რადგან ვერ შეძლო ომის ორ დღეში დასრულება, როგორც ამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაჰპირდა. ვენესუელას შემდეგ, ტრამპმა დაკარგა „მშვიდობის მტრედის“ შარავანდედი, რომელმაც რვა უცნობი ომი დაასრულა და შესაბამისად, ნობელის მშვიდობის პრემიის ღირსია. ევროპამ კი გააცნობიერა, რომ ამიერიდან, ტრამპის ამერიკის სახით მათ გაცილებით სერიოზული პრობლემა აქვთ, ვიდრე პუტინის რუსეთია.

ტრამპი დაიკავებს გრენლანდიას, ნატოს წევრი დანიის ავტონომიურ რეგიონს, რითაც დაშლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ეს ძალიან კარგია, რადგან უკრაინა მარტო, ნატოს გარეშე დარჩება და ომი ნამდვილად ორ დღეში დასრულდება. აი მაშინ კი ტრამპი მივა მიკროფონთან და განაცხადებს, რომ შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება! შეერთებულმა შტატებმა უკვე თითქმის შეწყვიტეს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და შეიარაღების მიწოდება, ეს დააფასა მოსკოვმა, რომელიც ვენესუელასთან დაკავშირებით შემოიფარგლა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთი მორიგე განცხადებით. და სწორედ ამიტომ არ გაანადგურა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა და წყალქვეშა ნავმა აშშ-ის სანაპირო დაცვის პატარა გემი, რომელმაც რუსული დროშისქვეშ მცურავი ტანკერი „მარინერა“ დააპატიმრა; საპასუხოდ, ამირიკელებმა რუსი მეზღვაურები დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

   - ბატონო არნო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ორ პლაკატზე ორი სლოგანი გამოაქვეყნა: ინგლისურად „ეს ჩვენი ნახევარსფეროა“ და რუსულად - „ნუ ეთამაშებით პრეზიდენტ ტრამპს“. რას გულისხმობენ ისინი? რას ნიშნავს ვაშინგტონის ეს ნოუ-ჰაუ - დანარჩენ მსოფლიოსთან ასე ორიგინალურად ესაუბროს?

   - ეს პლაკატები თავისი პირდაპირი და უბრალო სლოგანებით ტრამპის პოლიტიკის კონსისტენციაა, მისი საპრეზიდენტო პროგრამის ალფა და ომეგაა. მე მას ტრამპის კანონს ვუწოდებ, რომელმაც ჩაანაცვლა მსოფლიოში გამეფებული უწესრიგობა და არა მსოფლიო წესრიგი, რომელზეც სტალინმა, რუზველტმა და ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოილაპარაკეს და რომელმაც სტალინის გარდაცვალებისთანავე შეწყვიტა არსებობა. ეს სპონტანურად არ მომხდარა - ტრამპი ამაზე პრეზიდენტობის პირველივე დღიდან საუბრობდა, სერიოზულად ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ ყველას ეგონა, რომ ყოფილი შოუმენი ხუმრობდა. მაგრამ ტრამპი არ ხუმრობდა - მან მოამზადა საზოგადოებრივი აზრი და გააფრთხილა მსოფლიო და დღეს, ერთი წლის შემდეგ, დაიწყო დანაპირების შესრულება.

და ახლა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შეძლებს ან მოასწრებს თუ არა ტრამპი, შეასრულოს ყველა დაპირება - დაუბრუნოს პანამის არხი შეერთებულ შტატებს, შეუერთოს აშშ-ს კანადა და მექსიკა, დაამყაროს კონტროლი კუბასა და კოლუმბიაზე და შესაძლოა ბრაზილიაზეც, როგორც ეს ვენესუელას შემთხვევაში გააკეთა. რეალითი შოუ რეალობის მოდელირებაა, ხოლო მსოფლიო, ტრამპის კანონი, შოუა, შოუ კი ტრამპია! ტრამპი შოუმენია არა მხოლოდ მოწოდებით, არამედ პოლიტიკოსის მრწამსითაც, სხვადასხვა ქმედებების ინსპირირება და ადამიანების მათში მონაწილეობისკენ პროვოცირება მისი მსოფლმხედველობრივი ფილოსოფიაა, ტაქტიკა, რომელსაც თანამედროვე პოლიტიკაში მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს, მისი 79 წლის ასაკის მიუხედავად. ტრამპის, მისი გზავნილებისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობრივი ცვალებადობა ასევე მისი პოლიტიკაა - ტრამპის კანონი, შექმნილი შოუს კანონის პრინციპის მიხედვით: მთავარია ინტერესის გაღვივება, ტრამპა-ცუმპის ატეხა, სულერთია რით - სანქციებით, აქციებით, ბაჟებით, სამხედრო ჩარევითა თუ მუქარით. შემდეგ კი, რაც საუკეთესოდ იმუშავებს, სადაც გატყდებიან და შეშინდებიან, უკან დაიხევენ და დათმობენ, ვაშინგტონი ამ მიმართულებით გააგრძელებს მოქმედებას, ანუ ტრამპი იქ მოახდენს ზეწოლას. და სადაც - არა, სადაც წინააღმდეგობას წააწყდება, მუშაობა გაგრძელდება პოლიტიკოსებისა და სამხედროების, სამოქალაქო საზოგადოების მოსყიდვით, ამოცანის შიგნიდან რევოლუციისა და სამხედრო გზით გადაწყვეტისთვის მომზადებით. ახლა აშშ ნიადაგს იმყარებს იქ, სადაც უკვე მიაღწია წარმატებას - ვენესუელაში, უკრაინასა და ზანგეზურში - რათა ბრიტანეთი, ისრაელი და საფრანგეთი ვერ შეეცილონ. სწორედ ეს ნიშნავს შოუს, კერძოდ - ტრამპის შოუს: ეს ბალაგანი კი არა, ბიზნესი და გავლენაა. და განა პოლიტიკა რაიმე განსხვავებულს ნიშნავს?!

   - დავუბრუნდები ორ პლაკატსა და სლოგანებს, რომლებმაც გააოცა მსოფლიო: ინგლისურად - „ეს ჩვენი ნახევარსფეროა“ და რუსულად - „ნუ ეთამაშებით პრეზიდენტ ტრამპს“. მაშ, რას გულისხმობენ ისინი და ვისთვის არიან განკუთვნილი? ვინაა მათი ადრესატი?

   - პირველი სლოგანი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს აცნობებს, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ახლა შეერთებული შტატების საკუთრებაა - ისევე როგორც მექსიკის ყურე, რომელსაც ტრამპმა ამერიკული შეარქვა. მეორე სლოგანი პირველს ავითარებს და განკუთვნილია რუსეთისთვის, რათა მან დაივიწყოს თავისი მეგობრები ლათინურ ამერიკაში, ანუ აშშ-ს ნახევარსფეროში, დაივიწყოს ვენესუელა, კუბა, ბრაზილია და არც კი იფიქროს „კარიბის კრიზისი 2.0“-ის განმეორებაზე. ტრამპმა უბრალოდ სახელი გადაარქვა მონროს დოქტრინას - დონროს დოქტრინით მან პრაქტიკულად განაცხადა, რომ ამიერიდან ყველაფერი, რასაც „ამერიკა“ ჰქვია - ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური და ლათინური ამერიკა - ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებს ნიშნავს, შეერთებული შტატების საკუთრებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრამპის თქმით, ტოპონიმი „ამერიკა“ ახლა შეერთებული შტატების სინონიმია.

   -ყველაფერი სრულიად გასაგებია, გარდა ირანისა და სირიისა, რომლებიც „ტრამპის ზონაში“ – დასავლეთ ნახევარსფეროში არ არიან...

   -იქ აშშ მფარველობს მაიდანის კლასის „რევოლუციებს“, რადგან შორიახლო მდებარეობს აშშ-ის „51-ე შტატი“ - ისრაელი, რომელიც სტალინის დახმარებით შეიქმნა. ისრაელი აშშ-ის ერთადერთი ფორპოსტია ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ტრამპი არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ ნეთანიაჰუს ერთადერთი კოზირია. მხოლოდ ტრამპის წყალობით ახერხებენ ისინი ჯერჯერობით კორუფციაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. არსებობს ინფორმაცია, რომ ისრაელის თხოვნით, ბაქომ ირანში მრავალმილიონიან აზერბაიჯანულ დიასპორას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მითითება მისცა. მაგრამ ამავდროულად, ცბიერი ნეთანიაჰუ პუტინის მეშვეობით თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამიტომ მოდი, გასული წლის ყველა უსაფუძვლო, შეთხზული და პროპაგანდისტული თეორია ნაგვის დიდ კონტეინერში ჩავყაროთ - „მრავალპოლარული სამყაროსა“ და „დასავლური დემოკრატიული ღირებულებების“, „გარდაცვლილი საერთაშორისო სამართლის“, „ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისა“ და „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციის“, „წესების“ და „გიჟი ტრამპის“ შესახებ, რომელმაც, თურმე, „თავაადაც არ იცის რას აკეთებს“. ეს ყველაფერი ღარიბებისთვის შეთხზული ზღაპარია! მსოფლიო ყოველთვის ეფუძნებოდა მარტო ძალთა ბალანსს დასავლეთსა და სსრკ-ს, აშშ-სა და რუსეთს შორის, რომლის ერთადერთი ნამდვილი მოკავშირეები არიან „ორეშნიკი”, „კინჟალპ”, „პოსეიდონი“, „სარმატი“, „ავანგარდი“, „პერესვეტი” და „ბურევესტნიკი”. მორჩა და გათავდა!

   ხოლო წარმატებული პოლიტიკოსები და დიპლომატები ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც პოლიტიკური ლიდერების უკან ცოცხალ ადამიანს ხედავდნენ საკუთარი ეგზისტენციალური სამყაროთი და არა ღმერთს, კერპს ანდა რობოტს. სწორედ ამიტომ მოიგო სტალინმა არა მხოლოდ ის ომი, არამედ მეორე ომიც - დიპლომატიის გზით, მოლაპარაკებებში დაამარცხა მეორე ფრონტის მოკავშირეები, დიდად გამოცდილი ჩერჩილი და რუზველტი, და თავისი სიტყვებით მათ არჩევანი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ წასულიყვნენ იმ მიმართულებით, რომელიც მას, სტალინს, სურდა! რითაც მათი უსაზღვრო პატივისცემა დაიმსახურა.

   - რას და ვის სცემს პატივს ტრამპი?

- ტრამპი პატივს სცემს ძალას, ამიტომ ის პატივს სცემს რუსეთს და პუტინს მათი სამხედრო ძლიერებისთვის. ტრამპი პატივს სცემს ჩინეთს მისი ეკონომიკური ძლიერებისთვის. შეერთებულ შტატებსაც აქვს სამხედრო და ეკონომიკური ძალა, რომელსაც ეყრდნობა ტრამპი. ტრამპი, რომელიც უდავოდ მამაცია - პირველი პრეზიდენტობიდან ოთხი წლის განმავლობაში მას თავს ესხმოდა ბაიდენის სახელმწიფო მანქანა, სასამართლოში იბარებდნენ, პატიმრობით ემუქრებოდნენ და კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ, თავსაც არაერთხელ დაესხნენ, მაგრამ თავი ყოჩაღად ეჭირა და კვლავ პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც უფრო დიდი სიმამაცე გამოავლინა - ამხილა და დაანგრია თვალთმაქცური დასავლური წესრიგი, სადაც, ევროატლანტიკური დემოკრატიული ღირებულებების ნიღაბის მიღმა, ყვაოდა კორუფცია და ორმაგი სტანდარტები, ჰომოსექსუალობა და გარყვნილება, უღმერთობა და ნარკოვაჭრობა, ტერორიზმი და უკანონო მიგრაცია, რომლებმაც დასავლური დედაქალაქები წალეკა და ევროპელი მდედრები წარყვნა!

   - ბატონო არნო, ყველაფერი, რაც თქვით, არ ემთხვევა იმას, რასაც ტელეეკრანებიდან, ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში ამბობენ, თუმცაღა, როგორც ყოველთვის, და ეს ძალიან იზიდავს მკითხველს, ალბათ იმიტომ, რომ მათ შინაგან შეგრძნბებს ეხმიანება. „რა მარტივია ყველაფერი, - ფიქრობენ ისინი, - ჩვენც მავეს ვიტყოდით!“

   - იცით, კოლეგავ, რაშია თანამედროვე პოლიტიკოსებისა და პოლიტ-მკითხავების აბსოლუტური უმრავლესობას უბედურება, რომლებიც კომენტარს აკეთებენ სხვადასხვა მედიასაშუალებაში? იმაში, რომ ისინი განსწავლული არიან გაბატონებული იდეოლოგიებისა და პროპაგანდის მკაცრ წესებზე, მარქსიზმ-ლენინიზმიდან და ნაციონალ-სოციალიზმიდან დაწყებული, გლობალიზმითა და ჯორჯ სოროსის ნეოლიბერალიზმით დამთავრებული, რაც უმცირესობების დიქტატურას გულისხმობს. ასეთ პოლიტიკოსებს და პოლიტ-მკითხავებს არ სურთ ამ „კედლების გარღვევა“, რაც მათთვის არაკომფორტულია, თანაც ეს პუბლიკა კრეატიული აზროვნების უნარს მოკლებულია. როგორც აღვნიშნე პუბლიკაციაში „დასავლური პროპაგანდის შორები“ მათ მზერას თითქოს თვალსაფარი უფარავთ (შორები - ასე ეწოდება ცხენის თვალსაფარს, ანუ სპეციალურ ფირფიტებს, რომლებიც ცხენს გვერდხედს უზღუდავს. მიზანია ცხენის ხედვის ველის შეზღუდვა, რათა ჭენებისას მარცხნივ და მარჯვნივ ყურადღება არ გაეფანტოს), რაც ხელს უშლის დოგმის საზღვრებს მიღმა ახალი სამყაროს, მათ გარშემო მიმდინარე ცვლილებებისა და პოლიტიკური ლიდერების მიღმა მდგომი ადამიანების დანახვაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეებით. სწორედ ამიტომ, მათი დასკვნების რეალიზაციას იმაზე ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე ციგანის ქალის მკითხაობას.

ყველაფერში მზაკვრობის და ქარაგმების, ქვეტექსტების, ჭორების და მრავალსვლიან ინტრიგების დანახვაზე გაწვრთნილმა ამ შეთქმულების თეორიის სპეციალისტებმა დღეს საკუთარ თავს გადააჭარბეს, რადგან ყველას საკუთარი საზომით „ზომავენ“, სინამდვილეში კი სიტუაცია გაცილებით მარტივია - მარტივი, როგორც ტრამპი, რომელიც დემონსტრაციულად უგულებელყოფს ყველა მოძველებულ წესსა და პირობითობას! თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს „სიყვითლე“ ჯერ მაინც იყიდება, ჩვენს საზოგადოებას ხომ სანახაობა პურზე მეტად სწყურია! სკანდალები, ჭორები, ინტრიგები - მდიდრებისთვის გართობაა და ღარიბებს შიმშილს უხშობს. დღეს ტრამპმა თავისი რეალითი შოუებით ჰოლივუდი დაჩრდილა და აშშ სამართლიანად რჩება შოუების მსოფლიოში წამყვან მწარმოებლად. პატარა საქართველოში კი შოუს ყველაზე დიდი მომხმარებლები ცხოვრობენ, რომლებიც ვაშინგტონის გადაწყვეტილებებს იწონებენ, თუმცა ტრამპს ეს საერთოდ არ ანაღვლებს. სწორედ ამიტომ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პუტინმა განაცხადა, რომ ბაიდენის კანდიდატურას ანიჭებდა უპირატესობას - ტრადიციული პოლიტიკოსები სტრიქონებს შორის ჩინებულად კი კითხულობდნენ, მაგრამ პროგნოზირებადი არიან და სწორედ ამ მიზეზით, მათგან შემოქმედებითი სიურპრიზების მოლოდინი არ გვაქვს. ისინი ყოველთვის მოქმედებენ ჟანრის კანონების - იმ იდეოლოგიების მტკიცე შესაბამისობაში, რომლებშიც აღიზარდნენ, როგორც უკვე აღვნიშნე.

სულ სხვა საქმეა ტრამპი, ბიზნესმენი და შოუმენი, ანუ პრაგმატიკოსი და ამავდროულად ესთეტი, რომელიც ერთი მხრივ, სხვადასხვა გარიგების დადებით მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ კი ესთეტია, გარესამყაროსთან ჰარმონიაში არსებული ადამიანის შესახებ ტრადიციული შეხედულებების სისტემის მტკიცე მომხრე. როგორც უკვე ვთქვი, ტრამპი არ არღვევს მოძველებულ კანონებსა და წესებს უბრალოდ თავისი ახირებით, ეპატაჟის გამო, სანაცვლოდ ტრამპს შემოაქვს ახალი კანონი - ტრამპის კანონი. ის გამოირჩევა დაე არა ყოველთვის - უნაკლო, დაე ხშირად ტრადიციული პოლიტიკური და დიპლომატიური ეტიკეტის თვალსაზრისით უსიამოვნო პირდაპირობითა და უბრალოებით. ტრამპისთვის საძულველია ძირგამომპალი ბრიტანეთის იმპერიის ცერემონიები, ყველა ის „მრგვალი მაგიდის რაინდი“, რომლებიც ციხესიმაგრეების გაყინულ კედლებში ძლივძლივობით ანაყოფიერებენ სისხლით ნათესავებს, მოჟღარუნე მუზარადების მოუხსნელად! ის ძველი ტრადიციული რიტუალები, რომლითაც ტრამპს ლონდონში ანგლოსექსები დახვდნენ, სამეფო ოჯახის მთელი ეს ელიტური ცერემონიები საბედისწერო შეცდომა იყო - ტრამპმა ისინი დამცირებად აღიქვა, მას ხომ ამით ბრიტანეთის იმპერიის სიდიადე და უზენაესობა აჩვენეს ახალი სამყაროს „ველურების“ საპირწონედ. და დღეს ეს ბრიტანეთს ცუდად შემოუბრუნდა.

   თუმცა ტრამპის პირდაპირობა და უბრალოება განსხვავდება ჯორჯ სოროსის „ტრანსპარენტობისა“ და „გამჭვირვალობისგან“, მეტიც - ეწინააღმდეგება მათ, რადგან გამოხატავს განზრახვებსა და შეხედულებებს ისე, როგორც სინამდვილეშია, როგორადაც მათ აღიქვამს პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა. მაგალითად, ტრამპმა, პრეზიდენტად არჩევისთანავე, გამოსცა ბრძანებულება აშშ-ში ორი ბიოლოგიური სქესის - კაცისა და ქალის აღიარების შესახებ, როგორებადაც ისინი ღმერთმა შექმნა - და არა მრავალმა გენდერმა, როგორც სოროსს სურს. ტერმინი „გენდერი“, რომელიც სოროსმა შემოიღო, გახდა საწყისი წერტილი საქართველოში 30,000-მდე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის - ანუ ოფიციალური მთავრობის ალტერნატიული ორგანიზაციების შექმნისთვის, რომლებიც უცხოური გავლენის აგენტები არიან და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი წევრები, რომლებიც ჩანერგილი არიან მთავრობაში, წარმოადგენენ „ღრმა სახელმწიფოს“ (Deep State”) - ოპოზიციურ ალტერნატიულ მთავრობას, რომელიც მუშაობს ოფიციალური მთავრობის წინააღმდეგ მისი დამხობის მიზნით.

ტრამპი ქრისტიანობის დამცველია: გასული წლის თებერვალში ტრამპმა შექმნა სპეციალური ჯგუფი „ანტიქრისტიანული ცრურწმენების“ წინააღმდეგ (anti-Christian bias) საბრძოლველად ისეთ ფედერალურ უწყებებში, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო, FBI და საგადასახადო სამსახური. ხოლო 2025 წლის მაისში შეიქმნა რელიგიური თავისუფლების კომისია, რომელსაც დაევალა 2026 წლის 4 ივლისამდე (აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავი) ქვეყანაში რწმენის დაცვის შესახებ ანგარიშის მომზადება.

ტრამპმა მოახდინა USAID-ის ლიკვიდაცია, მის ხელმძღვანელებს „შეშლილი რადიკალების ხროვა“ უწოდა და დაბლოკა NED, რაც დიდი დარტყმა იყო EED-ისა და „ქართული“ NGO-ებისთვის, რომლებსაც ისინი ასპონსორებდნენ. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კი მათ უწოდა „დანაშაულებრივი ორგანიზაციები, რომლებიც უნდა მოკვდნენ“, „მატლების გროვა, რომელიც აფინანსებს ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის COVID-19-ის შექმნას“ და ასევე უწოდა „წარმოუდგენლად პოლიტიკურად მიკერძოებული, რომლებიც მთელ მსოფლიოში რადიკალურ მემარცხენე მიზნებს მისდევენ“, და მაგალითის სახით, X პლატფორმაზე გასული წლის 4 ოქტომბრის „ქართული რევოლუციის“ კადრები გამოაქვეყნა. მასკი ასევე არ აღიარებს თავის ტრანსგენდერ შვილს, რომელმაც სქესი შეიცვალა.

დღეს კი ტრამპი ნატოს ლიკვიდაციას ახდენს.

   -ბატონო არნო, პრეზიდენტი ტრამპის ასეთი პორტრეტი არასდროს მინახავს; ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასზე მსგავსი რამე დაწერონ თუნდაც აშშ-ში. უბრალოდ მინდა გკითხოთ: რაში მდგომარეობს ტრამპის ესთეტიკა? პრაგმატიკოსი, ბიზნესმენი, შოუმენი, პირდაპირობა და გულღიობა - ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ ასევე თქვით, რომ ტრამპი ესთეტია. რაში მადგომარეობს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ესთეტიკა? აქვს თუ არა ამას რაიმე კავშირი ვენესუელასთან? რატომ დაიწყო ტრამპმა ვენესუელით და არა კუბით, გრენლანდიით ან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნით? ნავთობის დიდი მარაგების გამო?

   - ტრამპს ნაკლებად აინტერესებს ვენესუელური ნავთობი, რომელიც ღრმად მდებარე და ბლანტია, ისევე როგორც ნაკლებად აინტერესებს უკრაინული იშვიათი მიწა-ლითონები, რომელიც არავინ იცის, ბოლოს ვის ტეროტორიაზე აღმოჩნდება. რაც არ უნდა დიდი იყოს ქვეყნის ნავთობის მარაგი, ეს არ იძლევა მის უსაფრთხოებას გარანტიას, იქნება ეს ირანი, კანადა თუ აზერბაიჯანი, რომელიც ბრიტანული მილსადენით ნავთობს ევროპას აწვდის. უფრო პირიქით. საქმე ისაა, რომ ვენესუელა მსოფლიოსთვის ცნობილია არა ნავთობით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პრესტიჟული ეროვნული სილამაზის კონკურსებით, „მის ვენესუელა“, რომელთა გამარჯვებულებიც სხვებზე ხშირად იმარჯვებდნენ სილამაზის საერთაშორისო კონკურსებში „მის სამყარო“ და „მის მსოფლიო“, რომლებსაც დონალდ ტრამპი, „მის აშშ-სთან“ ერთად, 1996 წლიდან 2015 წლამდე ფლობდა და აწყობდა. ქალის სილამაზე დიდი ძალაა, როგორც ამაში კარგად ჩახედულმა ტრამპმა იცის. „ევროპელებმა არ მომცეს ნობელის პრემია, არ მცნეს მშვიდობისმყოფელად?! ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!“ -გაიფიქრა ტრამპმა, რომელიც ახლა „მის ვენესუელას“ სილამაზის კონკურსს ჩაიბარებს და მსოფლიო მალე დაივიწყებს მადუროს გატაცებას. ნობელის მედალი კი ტრმპს ისევ ქალმა - ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ აჩუქა!

აი რაში მდგომარეობს ტრამპის ესთეტიკა, მისი პოლიტიკისა და მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილი - ქალის სილამაზის, როგორც ურყევი არგუმენტის გამოყენებაში. ტრამპის სამივე ცოლი შთამბეჭდავი ლამაზმანი იყო. შეხედეთ, რამდენი ლამაზმანი ჰყავს თავის გუნდში, რომლებიც შემთხვევით როდი დანიშნა ყველაზე საპასუხისმგებლო, ერთი შეხედვით არაქალურ თანამდებობებზე: კრისტი ნოემი - შინაგანი უსაფრთხოების მინისტრი; ელის სტეფანიკი - აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში; ტულსი გაბარდი - ეროვნული დაზვერვის დირექტორი; კეროლაინ ლივიტი - თეთრი სახლის პრესმდივანი; პემ ბონდი - აშშ-ის გენერალური პროკურორი - და ეს სრული სია არ არის. ეს ლამაზმანები არასდროს უღალატებენ ტრამპს და გასული წლის განმავლობაში მათ დაამტკიცეს, რომ თავიანთ მოვალეობებს გაცილებით უკეთ ასრულებენ, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც უსირცხვილოდ იტყუებოდნენ.

- დიდი მადლობა, ბატონო არნო, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო გამონახეთ. გილოცავთ ახალ წელსა და შობას!

Sputnik Georgia

NEWS FRONT

2026 წლის 16 იანვარი
საქართველო, თბილისი