რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: დასავლური პროპაგანდის შორები

     შორები - ასე ეწოდება ცხენის თვალსაფარს, ანუ სპეციალურ ფირფიტებს, რომლებიც ცხენს გვერდხედს უზღუდავს. მიზანია ცხენის ხედვის ველის შეზღუდვა, რათა ჭენებისას მარცხნივ და მარჯვნივ ყურადღება არ გაეფანტოს. დასავლური პროპაგანდის შორები (შორსმხედველობასთან არ აგერიოთ!) ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ირგვლივ მიიხედ-მოიხედონ და მიიღონ ინფორმაცია ალტერნატიული წყაროებიდან - ქართული საზოგადოება წინ ხომ მხოლოდ გვირაბს ხედავს, რომლის ბოლოს ტელეარხებისა და კომპიუტერის კაშკაშა ეკრანებია ქართული და უკრაინული მედიის ცრუ პროპაგანდით, რაშიც, ვაღიაროთ, წარმატებულები არიან!

   ქართველი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომ რუსულ არხებზე სამი პოლიტიკური თოქ-შოუ და გენერალ კონაშენკოვის ბრიფინგები ვერ გადაჭრის ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის პრობლემას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა და, მაშასადამე - ჯერჯერობით რუსულენოვან სივრცეში. არც რუსეთშია საქმე კარგად: როდესაც ვეცნობი ზოგიერთი ცნობილი რუსული საინფორმაციო სააგენტოს მასალებს, ამ/და ტელეარხ ვუყურებ, არ მტოვებს შეგრძნება, რომ უკრაინულ მედიას ვეცნობი! - გაოცებით გამენდო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედია-მენეჯერი, მედიაკორპორაციის ხელმძღვანელი, რომლის მედიაპროდუქტებიც სამი ათეული წელია ლიდერობს ქართულ მედია-ბაზარზე. და ის აბსოლუტურად მართალია - რუსეთის იმიჯის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება, მით უმეტეს - როდესაც ის ომის მდგომარეობაში იმყოფება, დივერსია და ღალატია. თუმცა დაე, რუსი სამშობლოს მოღალატეებით რუსეთის პროკურატურა დაკავდეს, მე კი ვილაპარაკებ საქართველოზე, სადაც რუსული ენის უცოდინარობის გამო შეზუდული წვდომა არც ისე მრავალრიცხოვან ობიექტურ რუსულ საინფორმაციო რესურსებთან (ზოგიერთი, დასავლეთის თვალში ზედმიწევნით დაუზარელი ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი ხშირად რომ ბლოკავს).

   მაგრამ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს 12-წლიანი სტაბილური და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წყალობით (პარალელურად ქართულ და რუსულ ენებზე www.saqinform.ge www.ru.saqinform.ge) ქართველი ხალხის თვალიდან დასავლური პროპაგანდის შორები ნელ-ნელა ეცლება. დღესაც საქინფორმიწამყვანი საინფორმაციო რესურსია საქართველოში, რომელიც უპირისპირდება დასავლურ პროპაგანდისტულ მანქანას მისი რუპორების - „ქართულიტელეკომპანიებისა და NGO-ების სახით, რომლებიც უშუალოდ ასრულებენდეტექტორების“, ანუ ქართული მედიასივრცისა და Facebook-ის ქართული სეგმენტის ცენზორების როლს და რადიკალურ ძირგამომთხვრელ ოპოზიციას ემსახურებიან. ისინი ყოველწლიურად ფინანსდებიან ასობით მილიონი დოლარითა და ევროთი აშშ-, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ანგლო-საქსონურ სამყაროსთან აფილირებული ფონდებისა და ინსტიტუტების მიერ. ასეთია აღმაშფოთებელი რეალობა.

მაგრამ საქმე მხოლოდ ჩვენს მატერიალურ რესურსებში/შესაძლებლობებში, მათ არაშეუსაბამობაში როდია, საქმე ჩვენი რუსი კოლეგების უინტერესობაშია ერთიანი რუსულენოვანი საინფორმაციო სივრცის აღორძინების მიმართ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა. მაშინ იყო ტელეგრაფი, ბოლო წლებში - ფაქსი და ტელეტაიპი, არავითარი ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ შედეგად სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო, რომ ვერც ერთი თანამედროვე მედია ვერ იოცნებებს. იმ დროინდელი რამდენიმე ცენტრალური და ადგილობრივი გაზეთის და ტელეარხის ეფექტიანობა, მათდამი საზოგადოების სიყვარული და ჟურნალისტების უმაღლესი ავტორიტეტი იყო ლეგენდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ამიტომ რუსული ენა, მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე რჩება საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთ ენად პოსტსაბჭოთა სივრსეში და ამ გარემოების არ გამოყენება დიდი სიბრიყვეა.

   დასავლური პროპაგანდის შორები - მიზეზი იმისა, რომ გასული წლის თებერვლიდან ქართველი საზოგადოება მხოლოდ რუსეთის „გარდაუვალი დაღუპვის“ აპოკალიფსურ სურათს ხედავს და მხოლოდ გამოცდილ მკითხველ-მაყურებელს შეუძლია კრიტიკულად წინ აღუდგეს პროპაგანდის ამ ცუნამს (გებელსს რომ არც დაესიზმრებოდა!), ჩვენს ცნობიერებას ტელეეკრანებისა და კომპიუტერის ეკრანებიდან რომ უტევს. Fake news-ების ამ ნაკადით დათრგუნვილი მოქალაქეების ცნობიერება მოკლებულია იმედსა და სიხარულს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მწირი ნაკადი ბოლოსდაბოლოს ფართოვდება. დაე ეს ჯერ ნუ იქნება „ვოლგა“, მაგრამ უკვე „მტკვარია“! დასავლური პროპაგანდის შორები ხელს გვიშლის დავინახოთ, როგორ მკვეთრად დაეცა დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში (1 აშშ დოლარისთვის 3,32 ნიშნულიდან - 2,67 ლარამდე). და რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსი ტურისტებისა და რუსეთის მოქალაქეების წყალობით მოხდა, რომლებიც საქართველოში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ჩვენს ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის, ტვირთების გადაზიდვისა და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების თითქმის 50%-იანი ზრდის წყალობით.

დასავლური პროპაგანდის შორები გვიბინდავს სიხარულს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ბოლო 10 წელია, საქართველო არავის ომება და არც აპირებს, მეტიც, დაპირისპირებული მეზობლებს - სომხეთსდა აზერბაიჯანს შორის მედიატორის ფუნქციას კისრულობს, ასრულებს სტრატეგიული პარტნიორის როლს მათი ეკონომიკებისთვის და იქცევა მნიშვნელოვან სატრანზიტო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფნად, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას, აზერბაიჯანსა და თურქეთს.    

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გარდა, უკრაინის ომი ქართველი საზოგადოების განახლება - გაჯანსაღების კატალიზატორად იქცა. საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, საბოლოოდ ჩამოეხსნა ნიღაბი ქართული სახელმწიფოს აშკარა მტრებსა და კოლაბორაციონისტებს, რომელთათვისაც მიუღებელია არა მარტო საქართველოს ამჟამიდელი ხელისუფლება და ქართული მართლმადიდებელეკლესია, არამედ ყველაფერეროვნული - ქართულკულტურა, ტრადიციები და არცთუ უღრუბლო ისტორია, განუყოფლად რომ არის დაკავშირებული მეზობლებთან კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ამ გეოპოლიტიკური რეალობის უარყოფა უაზრობაა, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი შეცვლა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2923 წლის 23 იანვარი
საქართველო, თბილისი