"შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე, რომლის შესახებაც თქვენ განაცხადეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, აღარ არსებობს? რატომ ვერ მიიღო "ქართული ოცნებამ" კონსტიტუციური უმრავლესობა, როგორც ამას ჰპირდებოდა?" - ეს და სხვა კითხვები დავუსვით საქინფორმის გენერალურ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.
- ოპოზიციას დარჩა სამი პარტია, მეოთხე - ექს-პრემიერ გახარიას პარტია - წინდახედულად გამოეთიშა მათ, რადგან არ ეთანხმებოდა ბარიკადებზე გასვლასა და შემდეგ საკონსტიტუციო წყობის დამხობის მცდელობისთვის ციხეში ჯდომას. თითოეული ამ სამი პარტიიდან წარმოადგენს ერთგვარ "მოღალატეთა კავშირს" - სამი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანებას სამი გამოგონილი სახელით, რადგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული ალიანსების მონაწილეობა აკრძალული იყო. გამოგონილი სახელები ქართველ ამომრჩეველს არ დასამახსოვრდა და აშკარად ეშლებოდა ხმის მიცემისას - საქართველოში მხოლოდ ჯალათი სააკაშვილის, ანუ "ნაცების", გეი გვარამიასა და მევახშე ხაზარაძის პარტიებს იცნობენ, რასაკვირველია, მმართველი "ქართული ოცნებისა" და "მოღალატე" გახარიას პარტიების გარდა. მათი ყველა ლიდერი - ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, ექს-გენპროკურორის მოადგილე გვარამია, ექს-ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ზონდერი მელია, ბანკირი მევახშე ხაზარაძე - სხვადასხვა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არიან გასამართლებული, მაგრამ პირობითი ან სიმბოლური სასჯელით გადარჩნენ. ოპოზიციის საერთო ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო ფრანგმა ინსტიტუტკამ - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც თუკი შთამომავლობას დაამახსოვრდება, მხოლოდ სკანდალური ინტერვიუთი, რომელშიც არაორაზროვნად აცხადებს ჟაკ შირაკთან სექსის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.
დიდი ალბათობით, ყველა ზემოხსენებული კვლავაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, თუკი ისევ გააგრძელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. ზურაბიშვილიც, რომელიც, თავისი პრეზიდენტობისას, საფრანგეთიდან გამოიწერა მიხეილ სააკაშვილმა (მაგრამ ზურაბიშვილმა იგი მაინც არ შეიწყალა, მიუხედავად იმისა, რომ შეიწყალა გვარამია და მელია), შეიძლება გასამართლდეს როგორც კორუფციისთვის (შეიწყალა მკვლელები გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ), ასევე კონსტიტუციის მრავალჯერადად დარღვევისა და სახელმწიფო ღალატისთვის (სახელმწიფო სახსრებით განახორციელა მრავალრიცხოვანი ვიზიტები საზღვარგარეთ მთავრობის სანქციის გარეშე, რომელთა განმავლობაშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებდა დაეწესებინათ მკაცრი სანქციები საქართველოს წინააღმდეგ). ზურაბიშვილის გამო საქართველოს ბიუჯეტს მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა, როდესაც მან 2019 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, თბილისში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის, გაძევებას დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც რფ-ის პრეზიდენტის ბრძანებით შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, როგორც რუსეთის მოქალაქეებისათვის არაუსაფრთხო ქვეყანასთან და ეს უკანასკნელი ოთხი წლით დაემშვიდობა რუს ტურისტებს.
აღსანიშნავია, რომ ასეთ ეკლექტიკურ ოპოზიციურ ბრბოს, აშკარა ცისფერი ელფერით, არანაირად არ დაუჭირა მხარი სააკაშვილის ძველმა გუნდმა, რომლის ნაწილიც უკრაინაშია (რეჟიმის მარგინალური ძალოვნები - მერაბიშვილი, ახალაია, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ასევე გენერლები და პოლკოვნიკები, რომლებთანაც, როგორც ჩანს, ნაყოფიერად იმუშავა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა). ასევე მიღებულ იქნა პრევენციული ზომები უკრაინიდან ქართველი დაქირავებულებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ჯგუფების დესანტირების აღსაკვეთად.
სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა თაობის უმეტესმა ნაწილმა, რომელთაც საქართველოში მოდურად უწოდებენ "GEN Z"-ს, და რომელზეც ზემოაღნიშნული სამი ოპოზიციური პარტია მთავარ ფსონს ჩამოდიოდა, მათ მხარი არ დაუჭირა - სტუდენტებმა თავი არ გამოაყენებინეს ამ "კრებსით ნაყარ-ნუყარს", რათა შემდეგ ოპოზიციონერი მარგინალები კომფორტულად წამოჭიმულიყვნენ საპარლამენტო სკამებზე. დასავლეთიცაა და დასავლეთიც - თუ ახლა ცალკეული მარიონეტი გადამოწმებას/ხელახალ არჩევნებს მოითხოვს და ღიად უჭერს მხარს/აფინანსებს ახალ გეი-ფავორიტ გვარამიას, ოდირი/ეუთო, ისევე როგორც ბევრი პატიოსანი უცხოელი დამკვირვებელი, აღიარებს, რომ არჩევნები შედგა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსთხოვა საქართველოს პრეზიდენტს მტკიცებულებების წარმოდგენა გაყალბების შესახებ, თუკი ასეთი ხელთ აქვს. მაგრამ მან ისინი ვერ წარუდგინა პოლონეთის პრემიერ-მინისტს, რაზეც საჯაროდ განაცხადა ტუსკმა. ასევე აღსანიშნავია, რომ მოღალატე ოპოზიციას, რომელიც ლგბტ-თემის მხარდამჭერია და - პირიქით, ეწინააღმდეგებიან საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პატივისმცემლები. ყ
ველა ზემოხსენებული მიზეზის გამო რადიკალურ ოპოზიციას "რევოლუციის" განხორციელების უნარი არ შესწევს, ამას გვიჩვენებს აქცია, რომელიც მათ დღეს, 4 ნოემბერს, დანიშნეს, თუმცა არჩევნებამდე პირობას დებდნენ, რომ 26-27 ოქტომბრის ღამეს თბილისს პროტესტი წალეკავს და დილით "ყველა ევროპაში გაიღვიძებს". ოპოზიციონერი უცხოელი აგენტები ძალიან შეშინებულნი არიან, რომ ისინი და სალომე ზურაბიშვილი უკვე გამოიძახეს გენპროკურატურაში განმარტებების მისაცემად თითქოსდა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ხოლო თუ ისინი ფაქტებს ვერ წარადგენენ, ეს ცილისწამებად, არჩევნების მიზანმიმართულ დისკრედიტაციად და, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით, წაქეზებად ჩაითვლება, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადია. ორშაბათისთვის მტკიცებულებების სასწრაფოდ მოპოვების მიზნით, ოპოზიციის "პრანკერები" ატერორებენ „ქართული ოცნების“ რიგით აქტივისტებს - ურეკავენ მობილურ ტელეფონებზე, თავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებენ და მათგან მოითხოვენ, დაადასტურონ, თითქოსდა ისინი მხარდამჭერების ხმებს ითვლიდნენ კენჭისყრის დღეს, რაც, სხვათა შორის, დარღვევა არ არის.
ამიტომ, თქვენს კითხვაზე პასუხად ვაცხადებ - დიახ, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე იმ სცენარით, რომლის შესახებაც არაერთხელ განვაცხადე და რისიც ყველას ეშინოდა, აღარ არსებობს. დასავლეთი იმედგაცრუებულია თავისი პროტეჟეების ქმედუუნარობით, ამიტომ უარს იტყვის ზურაბიშვილისა და ოპოზიციის მხარდაჭერაზე. ზუსტად ისევე, როგორც დაავიწყდათ სააკაშვილის არსებობა - სად არის დღეს მისი დაცვის კამპანია?! თბილისში დიდი ხანია არავინ ჩამოდის, არავინ არაფერს აცხადებს, არავინ სააკაშვილს არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ორიოდე პოლიციელი იცავს „ვივამედის“ ეზოში. სააკაშვილმა აჩვენა უძლურება, უუნარობა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომაც ის აღარავის სჭირდება. ასეთივე, ან უფრო უარესი ბედი მალე მის მეგობარს - ზელენსკისაც მოელის. დასავლეთი ყოვლისშემძლე როდია და ამის მკაფიო მაგალითია უკრაინა, რომელსაც ის უკვე ორი წელია ეხმარება. ნატო ჯარებს თბილისში ხომ არ გამოაგზავნის "პრორუსული ხელისუფლების" შესაცვლელად?! მტკვარშიც არც ერთ ამერიკული ავიამზიდი არ შემოვა! დანარჩენში კი ისინი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩვენ მათ პურს არ ვჭამთ! პირიქით - საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭიროა შენგენის ქვეყნებში ვიზების აღდგენა, რათა საქართველო საბოლოოდ არ დაცარიელდეს. საქართველოს არაფერში სჭირდება ევროკავშირი და ნატო, სადაც მას უამისოდაც არ მიიღებენ და არც აპირებენ მიღებას, უფრო მეტიც - მალე თავად ამ ორგანიზაციების არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი დადგება.
- ბატონო არნო, ასეა თუ ისე, ოპოზიციამ მაინც მიიღო 700 ათასზე მეტი ხმა, ეს ხომ საქართველოს მოქალაქეები არიან და დიდი ელექტორატი, გამოეხმაურებიან თუ არა ამომრჩევლები ოპოზიციის ლიდერების მოწოდებებს ქუჩაში გამოსვლის შესახებ? სახელისუფლებო პარტიას ხომ არ მიუღია კონსტიტუციური უმრავლესობა, რასაც ის არჩევნებამდე იმედოვნებდა, და, მაშასადამე, აგვისტოს ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას და მათი პარტიების რეგისტრაციის გაუქმებას ვერ შეძლებს, ხომ ასეა?
- რაც შეეხება ელექტორატს: თუ ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა მისცა ოპოზიციას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ქუჩაში საპროტესტო მიტინგებზე გამოსასვლელად. მათი უმეტესობა ხომ ისეთივე საქართველოს მოქალაქეა, როგორც თქვენ სწორად შენიშნეთ, თავიანთი ყოველდღიური საზრუნავითა და პრობლემებით, უბრალოდ ისინი უცხოელი გავლენის აგენტების – ოპოზიციური მედიისა და ზემოხსენებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ. მათი უმრავლესობა ეკლესიაში დადის და ომი არ უნდა, ისინი ნარკომანიის, ერთსქესიანთა ქორწინებებისა და მათი შვილების სქესის ცვლილების წინააღმდეგ არიან, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ოპოზიცია, რომელსაც მათ ხმა მისცეს, სწორედ ასეთ "სიკეთეებს" მოუტანს, და არა მაღალ ხელფასებსა და სოციალურ გარანტიებს, როგორც ამერიკისა და ევროპის სახელმწიფო მოხელეების შემთხვევაში ხდება.
ამ არჩევნებზე "ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ოპოზიცია კი არა, მისი საკუთარი შეცდომები იყო. შეხედეთ: თბილისში კერძო ავტოპარკი ნახევარ მილიონზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ ასიათასობით მოქალაქეს, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს მართავენ, ყოველდღე უსამართლოდ აჯარიმებენ. ისინი საათობით წვავენ გაძვირებულ საწვავს საცობებში გაუმართლებელი საგზაო ექსპერიმენტების გამო, რომელთა გამოსწორებასაც მომავალში მილიონობით დოლარი დასჭირდება, რაც ასევე მათი, გადასახადების გადამხდელთა, ჯიბიდან უნდა წავიდეს! როგორ ფიქრობთ, ვის მისცა ხმა ავტომფლობელთა უმრავლესობამ თბილისში? რა თქმა უნდა, ოპოზიციას, ხელისუფლების ჯიბრზე! შეგახსენებთ – სააკაშვილს ხმას აძლევდნენ, მიუხედავად ყველაფრისა, რადგან მან ტექდათვალიერება და საგზაო ინსპექცია გააუქმა, ხოლო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ტექდათვალიერება დააბრუნა, ყოველი ბოძის თავზე კამერები დაამონტაჟა, რომლებიც ჩვენს ავტომობილებში იხედებიან, რათა გაარკვიონ, გვიკეთია თუ არა ღვედი, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას – პირად სივრცეში შეჭრას წარმოადგენს. ხოლო სახელმწიფო ავტოინსპექციის ინსპექტორების ნაცვლად ქუჩებში სატრანსპორტო სამსახურის ინსპექტორები გამოუშვეს, რომლებიც ჩვენი ავტომობილების ფოტოს მაშინვე იღებენ და მობილურ ტელეფონებზე მოგვდის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, სამაგიეროდ ისინი თითოეულ დაჯარიმებულ ავტომობილზე დანამატს იღებენ! პარკირების გადასახადიც დაგვაკისრეს, და საათობრივი ღირებულებაც, და მაინც "სტაიანშიკები" ყოველ საათში 3 ლარს გვახდევინებენ.
ან კიდევ სხვა მაგალითი – კულტურის სამინისტრომ მოახერხა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყო კულტურის სფეროს ყველა მოღვაწე და მუშაკი, რითაც "ქართული ოცნების" იმიჯს იმაზე ნაკლები დარტყმა როდი მიაყენა, რაც მთლიანად ოპოზიციამ და მედიამ ერთად აღებულმა.
მაგალითები უხვად გვაქვს, სწორედ ამგვარი არაპროდუქტიული გადაწყვეტილებებისა და საკადრო პოლიტიკის გამო "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ აიღო.
თუმცა, დასამალი რა არის, საქართველოშიც, ისევე როგორც უკრაინაში, არსებობენ ავადმყოფი ადამიანები – ეთნიკური ნაცისტები, რომლებიც მიეყიდნენ დასავლეთს, ოღონდაც კი გაუსწორდნენ თავიანთ სხვაგვარად მოაზროვნე თანამოქალაქეებს. რუსოფობია, აზერბაიჯანოფობია, სომხოოფობია, ქართველოფობია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფობია – განუკურნებელი დაავადებაა!
- იყო თუ არა შეცდომა საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო-პოლიტიკური კურსი? 2023 წელს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო 9 რეკომენდაცია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად –გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. გასულ კვირას კი ევროსაბჭომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც უარყოფითად შეფასდა სწორედ ამ 9 პუნქტის შესრულება და ამავე დროს მოყვანილია ევროსაბჭოს პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, და რომ ეს დე ფაქტო აჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. განა თავიდანვე არ იყო ნათელი, რომ საქართველოსთვის არანაირი შეღავათი არ იქნება?
- დიახ, მართალი ბრძანდებით, ეს იყო შეცდომა! დღესაც კი ხელისუფლება დეკლარირებს არარეალურ მესიჯს – "ევროპაში ღირსებით!". ევროპაში ღირსებით, სტალინის გარდა, არავინ შესულა, ეს გაკვეთილი ევროპამ 80 წელი არ დაივიწყა, მაგრამ ახლა ნაციზმი ისევ აყვავდა. საქართველო არსად წავა, არც დასავლეთისკენ, არც აღმოსავლეთისკენ და არც ჩრდილოეთისკენ, ის დარჩება თავის ადგილას, სამხრეთ კავკასიაში, იცხოვრებს და იმეგობრებს თავის მეზობლებთან. აი ერთადერთი პოლიტიკური პროგრამა საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც წარმატებისათვისაა განწირული. ხოლო ვინც ამ პროგრამის წინააღმდეგ გამოვა, დაე თავად წავიდეს შორს… ემიგრაციაში, თავის საყვარელ დასავლეთში!
დაბრუნდება საფრანგეთში, თუკი, რა თქმა უნდა, ქართულ ციხეს გადაურჩება, ინსტიტუტკა ზურაბიშვილიც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა: "მე ადამიანი არ ვარ, მე ინსტიტუტი ვარ!", ხოლო ევროკომისიის ცხრა "მცნება" ვერასოდეს შეუცვლის ქართველებს უფლის ათ მცნებას - 2024 წლის 21 თებერვლის პუბლიკაციაში ტყუილად როდი ვაფრთხილებდი - საქართველოს არჩევანი ცხრა დათქმისა და ათ მცნებას შორის მოუწევს.
ესაუბრა მაია ჯავახიშვილი - სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის
2024 წლის 1 ნოემბერი