რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ეშინიათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს საქართველოს დაკარგვის

   რატომ არის ერდოღანი თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკური ხელმძღვანელ

   თურქეთის მე-12 პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკური ხელმძღვანელია იმიტომ, რომ მან გადალახა დასავლეთის აგენტების მიერ ორგანიზებული ყველა კრიზისი, შეინარჩუნა ქვეყანა და რჩება მის პრეზიდენტად აგერ უკვე 11 წლის განმავლობაში (მანამდე 12 წლის განმავლობაში პრემიერ მინისტრი იყო). და კიდევ იმიტომ, რომ შემოგვთავაზა ინტეგრაციული პროექტი კავკასიური პლატფორმა 3+3“, რომელიც აუცილებლად ამუშავდება, მიუხედავად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სასტიკი წინააღმდეგობისა. გარდა უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელისა, კავკასიური პლატფორმა“ აფიქსირებს ბუნებრივ მოცემულობას, რომ სამხრეთ კავკასიაში მოთამაშეები არიან სამი კავკასიური ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და სამი მეზობელი ქვეყანა - რუსეთი, თურქეთი, ირანი, ომლისთვისაც სამხრეთ კავკასია ეროვნული ინტერესების ზონაა. ამრიგად, „კავკასიური პლატფორმა“ ხურავს სამხრეთ კავკასიას არარეგიონული მოთამაშეების - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

 

რატომ არის სამხრეთ კავკასია დასავლეთისთვის უკრაინაზე მნიშვნელოვანი

   უკრაინამ უკვე შეასრულა თავისი როლი, როგორც დასავლური იარაღის საცდელმა პოლიგონმა საბრძოლო პირობებში. რუსეთის დამარცხება უკრაინელების საზარბაზნე ხორცად გამოყენებით არ გამოვიდა. უკრაინა ისეა დანგრეული, რომ დასავლეთი არ აპირებს მის აღდგენას. უკრაინა ჩაძირულია დასავლურ ვალებსა და კრედიტებში, რომლებსაც სავარაუდოდ ვერასდროს გადაიხდის და იძულებული იქნება აანაზღაუროს ნატურით - ტერიტორიებითა და ბუნებრივი რესურსებით. უკრაინამ ძლიერი იმპულსი მისცა ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას, სადაც უკრაინისთვის გამოყოფილი ასობით მილიარდი დოლარის 90% დარჩა, დანარჩენი 10% კი კიევში დაიტაცეს. უკრაინა მუდმივად ითხოვს ახალ შეიარაღებას, რომელსაც რუსული არმია ანადგურებს, ხოლო ნაწილს კიევი ფარულად „შავ ბაზარზე“ ყიდის.

   სამხრეთ კავკასია, უკრაინისგან განსხვავებით, დასავლეთისთვის, როგორც გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ტერიტორია, მუდმივი ინტერესის საგანია, რადგან: აქ გადის სატრანსპორტო მაგისტრალები, რომლებიც აკავშირებს ჩრდილოეთს - სამხრეთთან, აღმოსავლეთს - დასავლეთთან. აქ გადის ენერგეტიკული მაგისტრალები, რომლებითაც კასპიის ნახშირწყალბადები - აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით - მიეწოდება ევროპას. საქართველოსა და სომხეთს აქვთ მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის უზარმაზარი მარაგი, რომლის მწვავე დეფიციტსაც განიცდის ევროპა, განსაკუთრებით - დიდი ბრიტანეთი. და კიდევ, სამხრეთ კავკასიაზე გადის ათასობით კილომეტრიანი რუსული სახმელეთო და საზღვაო საზღვარი.

 

რატომ ეშინიათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსდა ევროკავშირს საქართველოს დაკარგვის

   „კავკასიური პლატფორმის“ ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი და საქართველო - რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები არიან. დიახ, თვით რუსეთის მეგობრული საქართველოც, არსებული დიდი და მზარდი საქონელბრუნვის გათვალისწინებით - ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე და რუსული პროდუქციის იმპორტი - ქართულ ბაზარზე; ფულადი გზავნილებისა და რუსეთიდან საქართველოში და რუსეთის მოქალაქეების ნაკადების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ნიშვნელოვანი წყარო და ქართული ეროვნული ვალუტის სტაბილური გაცვლითი კურსის გარანტი); რუსული მარცვლეულის ტრადიციული მიწოდების, ასევე ახლახან შემოღებული უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის თვალსაზრისით.

   სამხრეთ კავკასიაში არსებული ძალთა ბალანსიკარდინალურად შესაცვლელად დასავლეთკავკასიის სამი ქვეყნიდან ორს უნდა დაეპატრონოს. იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებმა დიდი ხანია ფიასკო განიცადა, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებზე და რომ უცხოეთის აგენტების დივერსიული ორგანიზაციები რესპუბლიკაში დიდი ხანია აკრძალულია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი კონცენტრირდნენ სომხეთსა და საქართველოზე, სადაც გახსნილია ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესებს ახორციელებს (საქართველოში - 25 ათასი, დაახლოებით ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ 100 მცხოვრებზე). მაგრამ წარმატებებს სომხეთში, სადაც მარიონეტი ფაშინიანის ხელით, რომელმაც მზაკვრულად გაასაღა თავისი მავნებლობა ყარაბაღში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზეზად, არ ექნება მნიშვნელობა, თუ საქართველო კონტროლიდან გამოვა და დასავლეთს მხოლოდ სომხეთი დარჩება.

   ამიტომაც აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსდა ევროკავშირს ეშინიათ საქართველოს დაკარგვის, რომლის გარეშეც ვერ შეძლებენ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის შეცვლას თავის სასარგებლოდ, ხოლო უცხოეთის აგენტების შანტაჟს - აქაოდა, „თუ მივიღებთ რუსულ კანონ საქართველოევროკავშირში არ მიიღებენ!“, სიცრუეა. საქართველოს „რუსული კანონის“ გარეშეც არასოდეს მიიღებენ ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ნებაყოფლობით არასოდეს დატოვებენ საქართველოს, რადგან ვინც ფლობს საქართველოს, რომელზეც გადის ყველა მაგისტრალი და მილსადენი (მათ შორის, ჩინეთის “ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ British Petroleum), ის დომინირებს სამხრეთ კავკასიაში! ამიტომაც საქართველოში უკვე ერთი თვეა გრძელდება „უცხოეთის აგენტების რევოლუცია“ - კიევის „ევრომაიდანის“ ანტირუსული სცენარით პროვინცილი ქსენოფობი ნაცისტების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

 

ვინ არიან უცხოეთის აგენტები საქართველოში

   საქართველოში უცხოეთის აგენტები ძირითადად არიან არაადექვატური, გაუნათლებელი, დეზინფორმირებული, გაუზრდელი აგრესიული ახალგაზრდები (GEN Z), რომელთა უმეტესობა ნარკოტიკებს მოიხმარს ან/და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა; ასევე მათი მშობლები - „ნაცმოძრაობის" ელექტორატი, რომლებსაც მიტინგებზე მოჰყავთ 7-10 წლის გაწვრთნილნი ბავშვები; და, რა თქმა უნდა, მედია ორგანიზაციები. საქართველოში ყველა ტელეკომპანია მუშაობს ოპოზიციისთვის - „იმედის“ გარდა, რომელიც, მიუხედავად ამისა, ისევე რუსოფობიურია, როგორც ყველა დანარჩენი.

ერთადერთი ობიექტური ტელეკომპანია, რომელმაც მაშინვე მოიპოვა პოპულარობა ხალხში, იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წელს შექმნილი მეცხრე არხი“ (რაც მას მილიონობით დოლარი დაუჯდა), 2 წლის შემდეგ, 2013 წელს, აშშ-ის მოთხოვნით დაიხურა.

   უცხოეთის აგენტები საქართველოში არიან ქსენოფობიები და არა მხოლოდ რუსოფობები, რადგან ზიზღით ეკიდებიან ყველა არადასავლელ ხალხს და განსაკუთრებით სსრკ-ის ყოფილი ქვეყნების - აზერბაიჯანის, ბელორუსიის, შუა აზიის რესპუბლიკების ხალხებს, რომლებსაც ისინი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენებენ, ამბობენ, რომ იქ დემოკრატია კი არა, ერთპიროვნული დიქტატურაა, ბნელი შუა საუკუნეები და მონათმფლობელური წყობა.

 

რატომ აღშფოთდნენ უცხოეთის აგენტები მათი აგენტებად წოდების გამო

   საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა თავიანთ გარეწრებს - უცხოეთის აგენტებს დაუკვეთეს, 26 ოქტომბრის შემდეგ რომ მომხდარიყო, როგორც ეს წინასწარ დაიგეგმა, მაშინ მისი გამამართლებელი ლეგენდა იქნებოდა "არჩევნების გაყალბება", როგორც 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ დროს. მაგრამ ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ნაადრევი რევოლუციისთვის უცხოეთის აგენტების პროვოცირება მოახდინა „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებით, მათ მიეცათ ახალი ლეგენდა - თითქოსდა სულის სიღრმემდე შეურაცხყოფილი არიან, რომ რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ მათ ოფიციალურად დაერქმევათ „აგენტები.

მაგრამ რატომ ცბუნებს სიტყვა „აგენტი“ უცხოეთის აგენტებს ისე ძალიან, როგორც შიშველი მამაკაცის ხილვა ქალწულ მონაზვნებს? თუ მათი აზრით, სამარცხვინო არ არის უცხო ძალის ინტერესების გატარება სამშობლოში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, მაშინ რატომ სჩადიან ამას? მაშასადამე, იციან, რომ ეს არის ამორალური, დასაგმობი, უკანონო და კოლაბორაციონიზმი ჰქვია, მაგრამ ამას აკეთებენ ფულის გულისთვის!

უკაცრავად, მაგრამ როცა მათმა სათაყვანებელმა კერპმა სააკაშვილმა თავის ხელქვეითებთან ერთად საქართველოს ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს "რუსის აგენტი" უწოდა და აღიარებითი ჩვენების მიცემა აიძულა ცემითდა სექსუალური ხასიათის არაადამიანური დამამცირებელი წამებით, გესტაპოელებსაც რომ არ დასიზმრებიათ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო?! ბევრმა მაშინ ვერ გაუძლო წამებას და ცილი დასწამა საკუთარ თავსაც და უდანაშაულო ადამიანებსაც, რომლებზეჯალათებმა მიანიშნეს, ზოგიერთმა კი სირცხვილს სიკვდილი ამჯობინა, როგორც პოლკოვნიკმა სერგო თეთრაძე. რუს აგენტებს“ მიეძღვნათ კინოსერიალები - „ენვერი“, „ენვერი 2“, რომლის დამდგმელი რეჟისორი მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო! ნუთუ ყველა და ყველაფერი დავიწყებას მიეცა?! ნუთუ დავიწყებულია გმირი თეთრაძის ღვაწლი, რომლის სახელიც არ უწოდეს იმ ქუჩას, სადაც ცხოვრობდა?! არადა წამება ხდებოდა დღევანდელი ნეონაცისტური ახალგაზრდობის მშობლების უშუალო მონაწილეობითა და თანხმობით, რუსთაველის გამზირზე დღეს რუსოფობიურ და ანტირუსულ ლოზუნგებს რომ გაიძახის...

 

ით დასრულდება "უცხოეთის აგენტების რევოლუცია" საქართველოში

პარასკევს, 17 მაისს, ლგბტ ღირსების საერთაშორისო დღეს, როცა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში რუსთაველზე გეი-აღლუმის გამართვის ორი წარუმატებელი მცდელობა იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ დაწესებული ახალი დღესასწაულის საზეიმოდ, თბილისის, მცხეთისა და რეგიონის ყველა ქალაქის ქუჩებში ასობით ათასი ქართველი გამოვიდა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც 17 მაისს ხატებითა და თავიანთი შვილებით ქუჩაში გამოვიდა და ეკლესიებისკენ მსვლელობით გაემართა, უცხოეთის აგენტების, ევროატლანტიკური ღირებულებების და დასავლური დიქტატურის მოწინააღმდეგეები არიან. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში „უცხოეთის აგენტების რევოლუცია“ სრული მარცხით დასრულდება, მიუხედავად აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მორალური და ფინანსური მხარდაჭერისა. საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, ეს კი 90%-ზე მეტია, ეროვნული ტრადიციების, ტრადიციული ოჯახებისა და ტრადიციული რელიგიების მტკიცე მიმდევარია.

   განხეთქილება ქართულ საზოგადოებაში უხსოვარი დროიდან არსებობდა და ახლა არ დაწყებულა უცხოეთის აგენტების შესახებრუსული კანონის“ გამოისობით. ქართველი საზოგადოება ყოველთვის იყოფოდგმირებად და მოღალატეებად, შოვინისტებად და ინტერნაციონალისტებად, მენშევიკებად და პატრიოტებად, ზვიადისტებად და შევარდნაისტებად, მიშისტებად (ნაცებად) და „მეოცნებეებად“ (ქოცებად). სიყვარული და შერიგება ამ კატეგორიებს შორის შეუძლებელი და ამორალურია - მითხარით, გეთაყვა, როგორ უნდა შეურიგდეს წესიერმოქალაქე სააკაშვილის მკვლელებსა და ჯალათებს?! როგორ შეუძლია რუსეთთან ყოფილ მეგობრობაზე და დიპურთიერთობების აღდგენაზე მეოცნებე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას შეურიგდეს არანორმალურ ადგილობრივ ფაშისტებს - უკრაინელი ბანდერელების ღვიძლ ძმებს, რომლებიც მზად არიან სიკვდილით დასაჯონ ნებისმიერი რუსი, ქალიცა და ბავშვიც კი?!

ქართველი საზოგადოების ეს სამარცხვინო ნაწილი (ნორმალური ადამიანებისგან გარეგნობითაც კი გამოირჩევიან, განსაკუთრებით გასცემთ ტიპიური ფსიქოპათების მზერა!) კანონით გათვალისწინებულ სასჯელს მიიღებს და ისევ მიიმალება. ან ევროპაში წავა, როგორც საჯაროდ („სად მივდივართ? ევროპაში!“) აცხადებს მთელი საქართველოს ხალხის სახელით, რათა ევროპაში შავ მუშად და მომვლელად იმუშაოს, იქურდოს და პროსტიტუციით დაკავდეს.

 

შეუძლია თუ არა დასავლეთს საქართველოს დასჯა

   დასავლეთის სანქციები უძლურია საქართველოს წინააღმდეგ, რადგან საქართველო ეკონომიკურად დამოკიდებულია რუსეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე და არა დასავლეთზე. საქართველო ჭამს რუსულ პურს, მოიხმარს აზერბაიჯანულ და რუსულ ენერგომატარებლებს, ვაჭრობს თურქეთთან, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, ჩინეთთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან და შუა აზიის ქვეყნებთან. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა რუსეთის მოქალაქეები - ტურისტები და მუდმივი საცხოვრებლად ჩამოსული პირები, ასევე რუსეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები.

პრეზიდენტსალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით უცხოეთის აგენტების მიერ საქართველოში შექმნილმა ანტირუსულმა ისტერიამ საქართველოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ტურისტული სეზონი ისევ ჩაიშალა - როგორც მაშინ, 2019 ელს „გავრილოვის ღამის“ გამო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით რუსი ტურისტი ასობით მილიონი დოლარი დააკლდება. რუსებს არ სურთ დასასვენებლად ჩამოსვლა ქვეყანაში, სადაც მათ ემუქრებდა შეურაცხყოფენ რუსეთს მათივე ფულის ხარჯზე! ამავე მიზეზით, საქართველოს ტოვებენ აქ მუდმივ საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც თან ჩამოიტანეს ვალუტის დიდი მასა, იყიდეს სახლები და სხვა უძრავი ქონება, გახსნეს ბიზნესი და ახარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი ზრდილობით, კულტურითა და გარეგნობით (ახლო აღმოსავლეთის ემიგრანტებისგან განსხვავებით). საქართველოში ანტირუსულმა გამოსვლებმა რუსების გადინება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, შედეგად მოიტანა ეროვნული ვალუტის - ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სტაბილურად ერთ ნიშნულზე იდგა. დიდი ძალისხმევით აღდგენილი რუსების ნდობა საქართველოსა და ქართველების მიმართ შეირყა.

 

რატომ უნდა დაუჭიროს დღეს მხარი ხელისუფლებას საქართველოს ყველა წესიერმა მოქალაქე

   4 მაისს პუბლიკაციაში „თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა მიღებული იქნეს გადაწყვეტილება ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ“, ვაფრთხილებ, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს დღეს, როგორც არასდროს, დიდი საფრთხე ემუქრება. ამიტომ საქართველოს პატრიოტები, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, ახლა უნდა გაერთიანდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური ლიდერის გარშემო. თავად განსაჯეთ: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა იხსნა საქართველო სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისა და მისი სადისტი ჯალათებისგან, რამაც მას რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ქველმოქმედებაში სამი მილიარდი დოლარი დახარჯა. ახლა კი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს დიმისიას - აბრუნებს საქართველოს მეზობლებთან მეგობრობის ბუნებრივ ისტორიულ კალაპოტში, რაც აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაერთიანებით.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 17 მაისი
ოჯახის სიწმინდის დღე
საქართველო, თბილისი