რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შესახებ

   საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, დასავლეთის ზეწოლისა და უცხოეთის აგენტების პროვოკაციების მიუხედავად, მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერითაა შესაძლებელი”

   საქართველოში ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან ქართველი ნეოფაშისტები, რომლებმაც მაინც მოახერხეს მის უკრაინასა და სხვა რუსოფობიურ ქვეყნებთან გათანაბრება. ადრე ამ კატეგორიის მოქალაქეებს უწოდებდნენ სამშობლოს მოღალატეებს და მათ ლიკვიდაციას ახდენდნენ - სიკვდილით ან სამუდამო პატიმრობით სჯიდნენ, ახლა კი დემოკრატიის პირობებში, რაც რეალურად უმცირესობების ძალაუფლებას ნიშნავს, ისინი ისე გამრავლდნენ, რომ თავად მოითხოვენ ხელისუფლების ლიკვიდაციას! CANVAS-ის ტრენინგგავლილი ქსენოფობები - უცხოეთის აგენტები, რომლებიც დღეს რუსების წინააღმდეგ გამოდიან, ხვალ, თუ ასეთ დაკვეთას მიიღებენ, დაუპირისპირდებიან აზერბაიჯანელებს ან სომხებს. ხოლო ვინც დღეს ყოყოჩ თვითკმაყოფილებას შეუპყრია და სათანადოდ არ შეუფასებია ეს საფრთხე, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, შესაძლოა გაოგნდეს სიურპრიზებით, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების რევოლუცია გაიმარჯვებს - როგორც მაშინ გაიმარჯვა ვარდების რევოლუციამ, რომელიც მოგვიანებით სისხლიანი და არა ხავერდოვანი გამოდგა.

   ქართველმა ნაცისტებმა - უკრაინელი ნაცისტ-ბანდერლოგების ძმებმა და დებმა - თავისი გაიტანეს - რუსები, ტურისტები და სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ მუდმივი ბინადრობისთვის ჩამოსულნი, რომელთა წყალობითაც ლარის კურსი ერთ ნიშნულზე გაიყინა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომლებმაც ქვეყანაში ასობით მილიონი დოლარი შემოიტანეს, აქ გახსნეს ბიზნესი და შეავსეს სახელმწიფო ხაზინა - დღეს საქართველოს ტოვებენ. ყოველდღიურმა ანტირუსულმა აქციებმა დაასრულა ის პროცესი, რომელიც გასულ წელს დაიწყო ბათუმის პორტში რუსული ლაინერის აგრესიული დახვედრით: განადგურდა სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯი. საქართველოს ამიერიდან მხოლოდ რუსების წასვლით გახარებული აღმოსავლეთიდან ჩამოსული მიგრანტები აითვისებენ - რწმენით, მენტალიტეტითა და კულტურით ქართველი ხალხისთვის უცხო და მტრული.

   გამოუსწორებელი ზიანი მიადგა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას - ეკონომიკას, რადგან რუსი ტურისტების გარეშე დაწყებული ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავარდნილად ჩაითვალოს - ისევე, როგორც ეს მოხდა 2019 წელს, "გავრილოვის ღამის" შედეგად, ეს კი მილიარდობით დოლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა. რუსები საქართველოში ჩამოდიოდნენ დასასვენებლად და არა იმიტომ, რომ ქართველი ნაცისტების მხრიდან აგრესია, დამცირება და შეურაცხყოფა მიეღოთ თავიანთი სამშობლოს მისამართით, თანაც საკუთარი და სოლიდური თანხების ხარჯზე, რადგან საქართველოში დასვენება მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე იაფი როდი ღირს. მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლი რუსი ინვესტორებიამიერიდან თავს შეიკავებენ ინვესტიციების დაბანდებისგან ასეთ არასტაბილურ, ყველაფრი რუსული მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანაში, რათა არ დაკარგონ ფული ისე, როგორც უკრაინაში, ევროპასა და აშშ-ში დაკარგეს.

   და რას იღონებს ხელისუფლება? 2024 წლის 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, ქართველი ხალხის წინაშე წარსდგა სხვა ბიძინა ივანიშვილი - არა ფილანტროპი, რომელიც პერიოდულად მთაწმინდაზე ამაღლების ქუჩით მაღლდება და იქიდან, როგორც ნათლიმამა, თვალყურს ადევნებს ძალთა ბალანსს, საჭიროების შემთხვევაში, სუსტთა - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისთვის დახმარების დაპირებით; არამედ ბიძინა ივანიშვილი - მებრძოლი, რომელიც გამოწვევა მიიღო და დაბრუნდა მწყობრში (გამორიცხული როდია - არჩევნების შემდეგ პრემიერის რანგში კვლავაც ვიხილოთ). მაგრამ მასაც კი გაუჭირდება თავისი მილიარდებით საქართველოში შემოსული დოლარისა და ევროს ნაკადების დაბალანსება უცხოეთის აგენტების ანგარიშებზე, რომელთა დანიშნულებაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ხელისუფლების დამხობაა. ივანიშვილის მილიარდები და საქართველოს ეროვნული ბანკის მთელი რეზერვებიც კი დიდხანს ვერ გაწვდება, თუ კოლექტიური დასავლეთი გადაწყვეტს საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ეროვნული ვალუტის ვარდნას. ბიძინა ივანიშვილის მილიარდებმა უცხოურ საბანკო ანგარიშებზე, თუ ის მათ ტრადიციული ქართული ღირებულებების მხარდასაჭერად მიმართავს, შეიძლება შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ რეკვიზირებული მილიარდების ბედი გაიზიაროს.

   არადა ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა მტკიცე ტრადიციონალისტივით ილაპარაკა, რითაც მოჭრა უკან დასახევი ყველა გზა - როგორც თავისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“. და თუ უცხოეთის აგენტების ქმედებები ვერ აიძულებს „ქართულ ოცნებას“ უკან გაიწვიოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების შესახებ, რაც ოპოზიციისთვის ძალაუფლების ნებაყოფლობითი ხავერდოვანი გადაცემის დასაწყისის ტოლფასია, ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს სხვა გზას არ დაუტოვებს, გარდა იმისა, რომ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღოს. პოლიშინელის საიდუმლოა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაიშლება, ისევე როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ განადგურდა შევარდნაძის გარეშე. შემდგომ ყველაფერი ნაცნობი სცენარით განვითარდება - ან ქვეყანაში დიქტატურა გამეფდება, როგორც სააკაშვილის რეჟიმის ხანაში, ან დაიწყება მორიგი სამოქალაქო ომი, როგორც გამსახურდიას დამხობის დროს. საქართველოს უახლეს ისტორიას ორივე ვარიანტი ახსოვს. შევარდნაძე, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სახლში წავიდა, იანუკოვიჩი ლიკვიდაციისგან იხსნა პუტინის მიერ გაგზავნილმა სპეცჯგუფმა, მაგრამ ივანიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის არც შევარდნაძეა და არც იანუკოვიჩი. 2012 წელს ივანიშვილი უკვე წავიდა სასიკვდილო რისკზე, მაგრამ გაიმარჯვა თავის ფინანსურ რესურსებზე და დამცირებული ქართველი ხალხის უმრავლესობაზე დაყრდნობით. დღეს, ამასთან ერთად, ის ფლობს ადმინისტრაციულ რესურსსაც, მაგრამ მოწინააღმდეგეთა რიცხვში ჰყავს აშშ და ევროკავშირი, რომლებიც ერთსულოვნად გაერთიანდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, მოულოდნელად ქართული ხასიათი რომ აჩვენა.

   უცხოეთის აგენტების გაუვნებლების - შსს-ს და სუს-ის ძალებით სპეცოპერაციის ჩატარების, უგუნური ახალგაზრდების დანაშაულისკენ წამქეზებელი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დაკავების, მათი პარტიების, ენ-ჯე-ოების რეგისტრაციის ანულირებისა და მათი პროპაგანდისტული ტელეკომპანიების გათიშვის, სასჯელისადმი დიფერენცირებული მიდგომის - ზოგიერთის მხოლოდ ხელწერილით/გაფრთხილებით შემოფარგვლის, სხვებისა კი კანონის შესაბამისად დასჯის, ზოგისთვის ემიგრაციაში გაშვების - დრო უკვე ხელიდან გაშვებულია, უცხოეთის აგენტების რევოლუცია დაიწყო და ახლა ნებისმიერ სამართლებრივ პასუხისმგებლობას პოლიტიკური სარჩული ედება. ამასთან, ქართული პოლიციაც არღვევს კანონს - ნებას რთავს უცხოეთის აგენტებს იხულიგნონ, დაუსჯელად დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზები და შენობები, რომლებსაც მერიის სამსახურები აღადგენენ და წმენდენ სახელმწიფო ბიუჯეტის - ანუ, ჩვენი, კანონმორჩილი გადამხდელების, ფულით! პოლიცია, რომელიც ბოლო დღეებში ქუჩებში თითქმის არ ჩანს, უფლებას აძლევს 50, 100 და 150 დოლარად მოსყიდული ნარკოდამოკიდებულებისა და ჰომოსექსუალების ეგზალტირებულ ბრბოს, კანონის დარღვევით, იხმაურონ 23 საათის შემდეგ დილამდე, გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალები, რის გამოც იტანჯება თბილისელთა უმრავლესობა, რომლებსაც ფიზიკურად შეურაცხყოფენ, უმტვრევენ მანქანებს და აგინებენ ხელისუფლებასთან ერთად, უწოდებენ პუტინის მონებს! ხოლო როცა კანონი შერჩევით მუშაობს, იმ კანონს გროშის ფასი აქვს. ქართველი პოლიციელებიც ადამიანები არიან, მათ არ დავიწყებიათ სააკაშვილის პოლიციური რეჟიმის შედეგები, ამიტომ უფრთხიან მკაცრ ქმედებებს, რამაც შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს. საქართველოში ყოველი მესამე - ნაცისტი, ნაცი, უცხოეთის აგენტი, ოპოზიციონერი რადიკალი და ექსტრემისტი პოლიციელების შვილები, ნათესავები და მეზობლები არიან, აქციის დაშლის შემდეგ სახლში ხომ უნდა დაბრუნდნენ და გააგრძელონ ცხოვრება და მუშაობა მომდევნო მთავრობის დროსაც?!

   რჩება სამოქალაქო ომის მეთოდი, ბარიკადები რუსთაველის გამზირზე, როგორც ეს უკვე იყო 90-იან წლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი თბილისის ომი კოლექტიური დასავლეთისთვის ხელსაყრელი შედეგებით დასრულდეს, ამიტომ დასავლურმა სპეცსამსახურებმა, ვიმეორებ, შესაძლოა გამოიყენონ მრავალ ქვეყანაში აპრობირებული თავიანთი საყვარელი მეთოდი - საკვანძო ფიგურის - ურჩი ლიდერის ლიკვიდაცია. თუ აქციები მოსალოდნელ შედეგს არ მოიტანს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გაიწვევს უკვე ორ მოსმენით მიღებულ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, როგორც ეს მოიმოქმედა გასული წლის 9 მარტს, მაშინ ისინი არაფერს მოერიდებიან, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურად განადგურებასაც კი. საქართველოს დატოვების შემთხვევაშიც კი ივანიშვილი მუდმივ პოტენციურ საფრთხედ დარჩება საქართველოს მარიონეტული მენშევიკური მთავრობისთვის, როგორც საფრთხეს წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთში წასული ბადრი პატარკაციშვილი, და ანგლოსაქსები ივანიშვილსაც ისევე გაუსწორდებიან, როგორც პატარკაციშვილს გაუსწორდნენ - ანუ ქართველების ხელით CIA-სა და MI6-ის ხელმძღვანელობით. ამავდროულად, ახალი კოალიციური მთავრობა „რუს ოლიგარქ ივანიშვილს“ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებს, მოახდენს მისი საბანკო აქტივებისა და უძრავი ქონების კონფისკაციას - რითაც განახორციელებს „დეივანიშვილიზაციას“, როგორც ამას ერთი ევროპარლამენტარი და ევროსაბჭოს ცხრა დათქმიდან ერთ-ერთი მოითხოვს.

   საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, დასავლეთის ზეწოლისა და უცხოეთის აგენტების პროვოკაციების მიუხედავად, შესაძლებელია, ოღონდ მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დიდ ჩრდილოეთ მეზობელზე დაყრდნობის იმედით. ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებს დადებით იმპულსებს, რომლებიც მოსკოვიდან, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოდის (სახალხო დიპლომატიას, ვაჭრობას და ბიზნესს დიპლომატიურ არხებთან საერთო არაფერი აქვს). ამიტომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურყევ ხიდზე ორმხრივი მოძრაობის გახსნა ჭიანურდება. თუნდაც გამართლდეს თქვენი მონა-მორჩილის პროგნოზი 2025 წელს რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ, საქართველოსა და რუსეთს შორის შექმნილი უცნაური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ექსკლუზიური კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება უკვე დღეს, საპარლამენტო არჩევნებამდე. და აქ არ უნდა დავაკნინოთ ოფიციალური კონტაქტების მოსამზადებლად აუცილებელი არასტანდარტული კომუნიკაციების როლი - მით უმეტეს, რომ შუამავლობითი დიალოგის შემოთავაზებული მოდელის გამოყენების შემთხვევაში, რისკები ქართული მხარისთვის ნულის ტოლია. არაშორსმჭვრეტელობაა ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, როცა არის რუსული მხარის მზაობა, რადგან, საქართველოში და რუსეთის გარშემო განვითარებული მოვლენების დინამიკის გათვალისწინებით, მომავალში შესაძლოა ვითარება არც თუ ხელსაყრელი აღმოჩნდეს საქმიანი საუბრისა და კომპრომისებისთვის.

   P.S. თბილისში ბოლო დღეებში უამინდობაა… მაგრამ უცებ, მიუხედავად არაკეთილსაიმედო პროგნოზისა, ღრუბლები გაიფანტა და ლაჟვარდოვან, თითქოსდა წვიმით ნაბან ცაზე მზემ გამოანათა! რამდენიმე წუთში იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 4 მაისი,
ვნების შაბათი
საქართველო, თბილისი