პოლიტიკა
საქინფორმისა და მისი მთავარი რედაქტორის ხმა ბოლოსდაბოლოს შეისმინა ხელისუფლებამ, მინდიაშვილი მტერია!

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. მრავალი წელია საქინფორმი და მისი მთავარი რედაქტორი - ქართველი პუბლიცისტი და პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგივილი - ამხელენ ჯაშუშთა ბუდეს საქართველოში - ომბუდსმენის ოფისს, კერძოდ კი - მთავარ აგენტ ბექა მინდიაშვილსა და კომპანიას. შეგახსენებთ გასული წლის მხოლოდ სამ პუბლიკაციას:

რატომ გამოდიან სომეხთა სამოციქულო ეკლესია და მუსლიმთა სასულიერო სამმართველო საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ? - არნო ხიდირბეგიშვილი

არნო ხიდირბეგიშვილი: კახოვკის ჰესი, მისი უდიდებულესობა პროპაგანდა და რატომ მიუძღვნა სტალინმა ბოლო გამოსვლა „მოძმე პარტიებს საზღვარგარეთ“

არნო ხიდირბეგიშვილი: ვინ და რატომ აღვივებს ეროვნებათშორის და რელიგიათაშორის შუღლს კავკასიაში

და აი, 10 წლის დაგვიანებით, საქინფორმისა და მისი მთავარი რედაქტორის ხმა ბოლოსდაბოლოს შეისმინა ხელისუფლებამ!

დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს - კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია - ის USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება,- განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე სხვა დონორებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თვალშისაცემია, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, პარტიული და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების, ისევე როგორც, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ კუთვნილი მედიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც შეთავსებით საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრიც არის. თავად ეს ფაქტიც, ყველაზე თვალსაჩინო დიაგნოზია იმ პრობლემისა, რომელიც ქართულ არასამთავრობო სექტორში გვაქვს - ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან.

კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი. ამასთან, ის ზოგადად გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცენტრი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს. საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში.

აქვე, მინდა მივმართო სხვა დონორებსაც. საზოგადოება უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. არადა ზიანი, რომელიც ასეთი საქმიანობით ქართულ საზოგადოებას შეიძლება მიადგეს, შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს. ამიტომ მოვუწოდებ ყველა დონორს, არ დაელოდონ მსგავსი სკანდალების შემთხვევით გამჟღავნებას და თავად გადაამოწმონ, ხომ არ მიემართება მათი მოქალაქეების თანხები ისეთი პროექტების და ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებების სფეროში ჩვენს საერთო ღირებულებებს და მიმართული არიან საზოგადოების რადიკალიზაციისკენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.