როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? დასრულდება, როგორც ყველა ამერიკული ომი, ნუ იჩქარებთ თქმას - დამარცხებით, რადგან შეერთებული შტატებისთვის დამარცხება შედარებითი ცნებაა. ომები არის ამერიკული ეკონომიკის ძრავა, რომლის საყრდენსაც წარმოადგენს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მისი კონტრაქტორები - კერძო კორპორაციები და ბანკები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-მა წააგო ერაყსა და ავღანეთში? შეიძლება თუ არა დამარცხებად ჩაითვალოს, როცა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ბანკები ომში მდიდრდებიან, სახელმწიფო კი ზარალს განიცდის? არა, ეს დამარცხება კი არა, ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანაა! ეს მით უფრო არ არის საშიში ქვეყნისთვის, რომელიც მსოფლიო სარეზერვო ვალუტას ბეჭდავს და არ აპირებს საგარეო ვალების გადახდას!
მეორე მსოფლიო ომამდე აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მესამე რაიხს 1 მილიონი დოლარისა და 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ფინანსური დახმარება გაუწიეს, რაც დღეს 10 მილიარდ დოლარსა და 20 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უდრის. ამ ფულით ფაშისტებმა დაამზადეს ქვემეხები, ტანკები, თვითმფრინავები და ბომბები, რომლებითაც მილიონობით ადამიანი დახოცეს. დიდი ფულადი დაბანდებები განახორციელა ამერიკულმა ბანკმა J.P Morgan Chase, რომელიც რაიხის საკონცენტრაციო ბანაკების მცველების ქონებას და სიცოცხლეს აზღვევდა. ამერიკელმა ბანკირებმა კრედიტებით ასევე მხარი დაუჭირეს გერმანულ ფოლადის ჩამომსხმელ კომპანიებს Krupp, Thyssen და Rheinmetall AG.
დღეს აშშ და კოალიცია გაცილებით მეტ ფინანსურ დახმარებას უწევენ ნაცისტურ უკრაინას, მაგრამ იარაღს, ტანკებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს ცალკე აწვდიან. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკულმა ნავთობკომპანიამ Standard Oil (ExxonMobil) ფაშისტურ გერმანიას მიჰყიდა საწვავის ანტიდეტონაციური დანამატი, რომლის გარეშე ლუფტვაფის ვერცერთი თვითმფრინავი ვერ აფრინდებოდა! ემ დანამატს მხოლოდ ამერიკელები აწარმოებდნენ... ახალგაზრდებში პოპულარული მოდის დიზაინერი HUGO BOSS კი იმიტომ გამდიდრდა, რომ SS-ის ჯარების ფორმა მოიფიქრა და უზარმაზარი შეკვეთა მიიღო! ვერმახტის ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმელი ნაცისტებმა ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა, Adidas-ისა და Puma-ს ბრენდების შემქმნელებმა მიაწოდეს. ამერიკულმა კომპანია Ford-მა ნაცისტებს ასობით ათასი სატვირთო მანქანა, თვითმფრინავის ძრავები და მსუბუქი ავტომანქანები მიაწოდა, რის გამოც ჰიტლერს კაბინეტში ჰენრი ფორდის პორტრეტი ეკიდა! ვერმახტის ყველაზე მასიური სამხედრო სატვირთო მანქანა - Opel - ამერიკულმა კონცერნმა General Motors-მა აწარმოა. ავტომანქანებს, მოტოციკლებს, ტანკებს, ძრავებსა და საბრძოლო მასალას ნაცისტური გერმანიისთვის აწარმოებდა Audi, BMW, Mersedes, Maybach, Volkswagen, Skoda, Renault, Peugeot, ხოლო ბომბის ასაფეთქებლებს თავის ქარხანაში გერმანიაში აწარმოებდა ფოტოტექნიკის ამერიკული კომპანია Kodak. Coca-Cola-მ ქარხანა გახსნა კიოლნში და გერმანელ ჯარისკაცებს ამარაგებდა ცნობილი გამაგრილებელი სასმელით, დღევანდელი უმსხვილესი ამერიკული კონცერნი IBM აწვდიდა ნაცისტებს ნავთობის მოპოვების სააღრიცხვო და საკონტროლო აპარატებს, ხოლო ამერიკული გიგანტები Consolidated Aircraft Corporation და General Electric თანამშრომლობდნენ საავიაციო კონცერნებთან Douglas და Curtiss Airplane and Motor Company. შვეიცარიული კონცერნი Nestle ვერმახტს აწვდიდა Maggi-ს ბრენდის ცნობილ სუპის კონცენტრატებს, ასევე ყავას, კაკაოსა და რძეს. არ შეიძლება არ აღინიშნოს კომპანიები BOSCH, Siemens და სამედიცინო გიგანტი Bayer, რომელიც დღესაც გვამარაგებს სხვადასხვა წამლით, შვედური კომპანია IKEA, საიდანაც ვყიდულობთ ავეჯს, სუპერმარკეტი METRO, რომელიც დააარსა ჰიტლერთან დაახლოებულმა SSელმა ოტო ბისჰაიმმა (იხ. ფოტოზე ჰიტლერთან, ხელმარჯნივ). კოსმეტიკური კომპანია NIVEA აქტიურად ამარაგებდა ვერმახტს პირადი ჰიგიენის საშუალებებით, ხოლო სიგარეტებით - თამბაქოს კომპანია Davidoff-ისა და West-ის მარკებით ცნობილი Reemtsma.
აი ასე, ფულის გულისთვის, აშშ ფაშისტურ გერმანიას ეხმარებოდა - მაშინაც, როცა ფრონტზე ამერიკელი ჯარისკაცები იღუპებოდნენ! ადამიანური დანაკარგი არ ითვლება - აშშ მათ არ ითვლის. მეტიც, მრავალი ზემოაღნიშნული კომპანიის გერმანულ ფილიალებში ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელები მუშაობდნენ… დიახ, თანამედროვე ამერიკულ ომებში, მეორე მსოფლიო და თუნდაც ვიეტნამის ომებთან შედარებით, USA ARMI-ს ადამიანური დანაკარგი შედარებით მცირეა. იმიტომ, რომ აშშ-ს მეთოდი ხალიჩისებრი დაბომბვაა, ხოლო სახმელეთო ოპერაციები ტრადიციულად მათი სუსტი მხარეა - ამისათვის საჭიროა ნატო და ქართული კონტიგენტი ამერიკელი ჯარისკაცების დასაცავად! უკრაინელები უნიკალური შემთხვევაა, როდესაც შეერთებულ შტატებს ჰყავს დაქირავებული არმია სახმელეთო ოპერაციებისთვის - გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი, ვიდრე საკუთარი, ამერიკული! ამიტომ ომი უკრაინაში მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთის ომით გამოწვეული ზარალი უმნიშვნელო იქნება და აშშ-ს სარგებელს არ მოუტანს; როცა ამერიკის სახელმწიფოს ზარალი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოგებას და კონგრესს შეეძლება ომის ხარჯების ჩამოწერა. ვერაფერს იზამ, ომი აშშ-სთვის საუკეთესო ბიზნესია, ამიტომ მისი დასაწყისიცა და დასასრულიც ნაკარნახევია ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით.
რატომ ვახსენებ მხოლოდ აშშ-ს? იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ, ბებერ მეძავებს ჰგვანან - არ სჯერათ, რომ საროსკიპოს გარეთ ვინმე მათ პატივს სცემს და თანაბარუფლებიან ურთიერთობებს დაამყარებს, ამიტომ მათთვის უფრო ადვილია კლიენტების - ამერიკელი კოვბოების მომსახურება. ევროპულ ქვეყნებში ვგულისხმობ დიდ ბრიტანეთსაც, ბოლივუდის ფილიალს...
რაც შეეხება რუსეთს, მისთვის გამარჯვებასა და დამარცხებას ხელშესახები სიმბოლოები და ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს - მაგალითად, გათავისუფლებულ რუსულ მიწებზე აღმართული გამარჯვების დროშა. რუსეთში გამარჯვების ფასი გამოითვლება მხოლოდ ადამიანური დანაკარგით, ეკონომიკური ფასი სათვალავში არ მიიღება, ხოლო მოგება მთლიანად გამორიცხულია. რასაც ვერ გაიგებენ დასავლეთის უნივერსიტეტებში დიპლომმიღებული პოლიტიკოსები. მათ არ ესმით, რომ დღეს მთავარი მოვლენები ხდება არა უკრაინაში, არამედ რუსეთში, არა ფრონტზე, არამედ მოსკოვში იჭედება გამარჯვება, რადგან რუსეთი, პირველ რიგში, მოღალატეებისგან იწმინდება! დასავლელ და პროდასავლელ პოლიტიკოსები არ ესმით, რატომ არკვევენ ერთმანეთში ურთიერთობებს რუსები ტანკებისა და ავიაციის გრუხუნით - თანაც ისე, რომ მთელი მსოფლიო ძრწის! - მეორე დღეს კი ერთად მიუსხდებიან მაგიდას და მოილაპარაკებენ, როგორ გააგრძელონ დედა რუსეთის დაცვა. რა გაეწყობა, რუსი დათვი ზამთრის ძილისგან ვინმემ მუდმივად უნდა გამოაფხიზლოს - ხან გერცენმა, ხან მტრებმა, რომლებიც მერე ამას ძალიან ნანობენ...
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 11 ივლისი
საქართველო, თბილისი