რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მოვლენ თუ არა ნაცისტები საქართველოს ხელისუფლებაში 2024 წელს

   „იმ დროს, როცა საქართველოში „კიევის ფილიალი“ გახსნილი, ნაცისტებთან ბრძოლა მათივე მეთოდებით სისულელეა, - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა NEWS FRONT-თან ინტერვიუში, როდესაც ვთხოვეთ კომენტარი თბილისში გამართულ მიტინგზე და გასული კვირის მთავარ მოვლენებზე.

- თქვენი ბოლო სამი პუბლიკაცია ერთგვარ ტრიგერად იქცა - მკითხველები მძაფრად განიხილავენ მათ სოცქსელებში და ადვილი შესამჩნევია, რომ მოვლენების ანალიზისა და არგუმენტების ჩამოყალიბების უნარით ბევრი პოლიტიკოსი რიგით მოქალაქეებს ჩამორჩება. პირველში თქვენ ამტკიცებთ, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი საქართველოში სამხედრო-საზღვაო ბაზა, რომელიც შავ ზღვაზე ნატოს ფორპოსტი უნდა გახდეს; მომდევნოში - ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენის ასი არგუმენტი მოიყვანეთ; ბოლოს კი განაცხადეთ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას გააფრთხილეს, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ბალანსირება ევროატლანტიკურ ორიენტაციასა და რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობას შორის და სასწრაფოდ ჩაერთოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაში. სამივე პუბლიკაციაში ხაზს უსვამთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუძლებს კოლექტიური დასავლეთის ზეწოლას, თუ ბალასტს გადააგდებს – თავის რიგებში ფუნდამენტურ საკადრო წმენდას განახორციელებ.

- ახლაც ვიმეორებ: ძნელია შეაფასო ის ზიანი, რაც ზოგიერთმა უხეირო მინისტრმა, პარლამენტარმა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მიაყენეს და აყენებენ სახელისუფლებ პარტის - თავისი კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილებებით და ქმედებებით, სულელური ტელეგამოსვლებით. ეს უმსგავსობა უკვე 10 წელია, 2013 წლიდან მოყოლებული გრძელდება, ამიტომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული რესურსი ბოლოს და ბოლოს ამოწურა - ვგულისხმობ არა ფინანსურ, არამედ სარეიტინგო რესურსს. დღეს მმართველ პარტიას ისევ საკუთარი ხალხისკენ შემობრუნება სჭირდება, რათა ყურად იღოს მისი და ყველაფერი თავიდან დაიწყოს - დაიბრუნოს ელექტორატი, ამომრჩევლის უწინდელი ფართო მხარდაჭერა. როცა ხელისუფლება ხალხისგან მაღალი სავარძლების საზურგეებით გაიმიჯნა, როცა სამინისტროები და უწყებები მიუწვდომელი გახდა მოქალაქეებისთვის, რომლის წყალობითაც ქვეყნის მბრძანებლები ამ სავარძელში მოკალათდნენ, ბუნებრივია, გაუცხოება მოხდა! ქართველ ხალხს კი უბრალო რაღაცები უნდა - სოციალური უზრუნველყოფა, სამართლიანობა და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა-დალაგება ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის ნაცვლად! ნუთუ ამაში რამე არარეალური?!

სხვა ყველაფერი უკვე ვთქვი თქვენ მიერ ნახსენებ ბოლო სამ პუბლიკაციაში, რომელსაც მკითხველმა „ნებისმიერი პარტიისთვის საუკეთეესო პროგრა“ უწოდა. დასამატებელი არაფერი მაქვს, ამბიციური დეპუტატებისა და მაღალჩინოსნების გვარების ჩამოვთვლამდე არ დავეშვები, მარტო ერთს ვიტყვი: თუ „ქართული ოცნება“ ამ სტილში გააგრძელებს, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებაში ნაცისტები მოვენ - უკრაინელი ნაცისტების სისხლი და ხორცი, ძმანი და დანი, რადგან საქართველოში არასოდეს ყოფილან ფაშისტები და ბანდერა ქართველი არ იყო!

- პარტიებზე მინდა გკითხოთ: საქართველოში ისინი თითქოსდა ბევრია - ოპოზიციურიც და ხელისუფლებასთან დაახლოებულიც, მაგრამ, როგორც თქვენს პუბლიკაციებში აღნიშნავთ, არც ერთი პრორუსული არ არის.

- დიახ, კონფორმისტი-კარიერისტი უამრავია, მაგრამ სინამდვილეში საქართველოში, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ორი პარტია არსებობს. პირველი - ქართველი ნაცისტების პარტია, რომელშიც შედის სააკაშვილის ნაწილებად დაშლილი „ნაცმოძრაობა“ და მასთან ჭიპლარით დაკავშირებული უცხოელი აგენტების დანარჩენი პარტიები (ე.წ. რადიკალ ოპოზიციონერები). ეს კიევის ხელისუფლების ნამდვილი ფილიალია, ერთგვარი დამკრძალავი ბიურო ფაშიზმის განსადიდებლად! ისინი უკრაინული ფრონტის ახალი ამბებით ცხოვრობენ, ეკონტაქტებიან კიევის ხელისუფლებას, იქიდან ფულს იღებენ და იქ მოტყუებულ ქართველ მოხალისეებს აგზავნიან, აწყობენ თბილისში პროპაგანდისტულ ღონისძიებებს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მათი კერპის ზელენსკის. ჰეროიზებას ახდენენ. მათი წყალობით, თბილისი დღეს სავსეა ყვითელ-ლურჯი ბანერებით და სტიკერებით - შენობებზე, ვიტრინებზე, მანქანებზე. მათი საერთო ელექტორატი დიდი და ახალგაზრდაა, მათ მხარესაა სტუდენტების შთამბეჭდავი ნაწილი, ლგბტ თემი „თბილისი პრაიდი“, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ომბუდსმენის აპარატი, თითქმის ყველა სრულფასოვანი ტელეკომპანია და დანარჩენი მედიაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ამ ჭრელ „სამოქალაქო სექტორზე“ ფსონი კოლექტიურმა დასავლეთმა დადო - უცხოეთის აგენტები, ისინი უძღვებიან მიტინგებს, ისინი უკვე დაბანეს - კოსტიუმებში გამოაწყვეს, სტუდიებში დასვეს და ევროპარლამენტში მიავლინეს - მომავალ ხელისუფლებას, ახალ ნაციონალებს სააკაშვილის ხატად და მსგავსად ამზადებენ! ამიტომ ამ ჭრელი მასის დამარცხება მათივე მეთოდებით, უცნაური მიტინგებით, სადღეგრძელოებითა და პროვინციული დემაგოგიით, როგორიცაა „შენ უფრო რუსეთუმე ხარ!“, შეუძლებელია. მიტინგური აზროვნება წარსულის გადმონაშთია, რომელიც საქართველოს ვერ დაუძლევია!

ნაცისტების წინააღმდეგ მხოლოდ ძალაუფლების რესურსია ეფექტიანი – კანონ, პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოება, სასამართლო, ბოლოს და ბოლოს, კონსტიტუცია უნდა ამუშავდეს! ხოლო მოკავშირეების გარეშე საქართველო დასავლური კოალიციის - აშშ-ისა და ევროკავშირის ალიანსის - ზეწოლას ვერ გაუძლებს. პირველ რიგში საქართველოს სჭირდება რუსეთის დახმარება და შეძლებს დაეყრდნოს აზერბაიჯანს - სომხეთის დახმარების იმედს ვერ იქონიებს, დღეს თავად სომხეთი ანგლოსაქსების მიერ ოპერატიულ დამუშავებას განიცდის, ისევე როგორც ყაზახეთი და შუა აზიის სხვა ქვეყნები.

- 26 აპრილს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 2024 წლის ბიუჯეტი, განაცხადა, რომ საქართველოში გაჩაღებულია შიდა ბრძოლა ავტოკრატიას და დემოკრატიაშორის.

- ამ ქალის გარეგნობა მკაფიოდ ასახავს მის შინაგან არსსა და ბოღმას, რომელსაც ის აფრქვევს საქართველოს მიმართ! შაჰინი ფიქრობს, რომ ის შაჰია საქართველოსი, რომელიც დღეს აშშ-ის მონობაშია, ისევე როგორც შუა საუკუნეებში აღმოსავლელი ტირანების ქვეშ! უკაცრავად, გეთაყვა, მაგრამ რატომ გულისხმობს ეს „აშშ-ის საერთაშორისო განვითარება“ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას და რატომ ჰყავს ამერიკას ამ მიზნით მთელი სახელმწიფო სააგენტო შექმნილი – USAID?!

- სენატორ ჯინ შახინის თქმით, ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება 2024 წელს საქართველოში დაგეგმილი არჩევნები: „ჩვენ ვითამაშებთ გადამწყვეტ როლს ამ არჩევნების მხარდაჭერაში, ასევე ხელს გავაიოლებთ დამკვირვებელთა მისიის გაგზავნას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა და მიმართა USAID-ის ადმინისტრატორ სამანტა პაუერს: „შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს და განიხილავს თუ არა USAID გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას საქართველოს მხარდასაჭერად?

- ჯინი რომ ჯინით გამობრუჟულიყო, ამის პატიება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ის აბსოლუტურად ფხიზელი იყო! ვინ რთავს ნებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ითამაშოს გადამწყვეტი როლი“ საქართველო არჩევნებში?! გაათრიოს ხელისუფლებაში ოპოზიცი - კოლაბორაციონისტები, ნაცისტები, რადიკალები, უცხოელი აგენტები?!

როგორც ხედავთ, საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ გამეორების მრავალი მცდელობის შემდეგ, გათვლა კეთდება 2024 წლისთვის - საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებებზე. თუმცა, როდესაც ამ წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარს ეტყვიან, ეს „ევრომაიდანის“ მოწყობის მცდელობისთვის მორიგი მიზეზი გახდება. ამ დროისთვის უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, დამთავრდება და ამიტომ აშშ ასე ჩქარობს დაიბევოს საქართველო! სწორედ ამიტომ ბოლო ხანებში ამდენს საუბრობენ საქართველოზე დასავლეთში, ამიტომაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისს ევროკავშირის ქვეყნების ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია!

- პაუერმა უპასუხა შაჰინს, რომ ის "სრულიად ეთანხმება მის შეფასებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ", და თქვა, რომ "სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები და ახლახან მიღებული ზოგიერთი კანონი უკიდურესად შემაშფოთებელია". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მეორე მხრივ, ეს ნეგატიური რეაქცია მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების ძალას, გააძლიერონ თავიანთი კურსი ან განახორციელონ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებები“. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა USAID-მა რესურსები „სამართლიანი არჩევნებისკენ“ მიმართოს, რადგან ეს არის მომდევნო რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, მათი ხმა ყურად იღონ. „ვფიქრობ, ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - დასძინა USAID-ის ხელმძღვანელმა. თავის მხრივ, სენატორმა შაჰინმა მოუწოდა სამანტა პაუერს, მიმართოს სენატის კომიტეტს, თუ საჭიროხდება დამატებითი დაფინანსება და დაარწმუნა, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დაეხმარება საქართველოსთვის სახსრების მოზიდვაში გრძელვადიანი მონიტორინგის მისიისთვის.

- აი ისიც, ანგლოსაქსური ამპარტავნებისა და არაკომპეტენტურობის კლასიკური ნიმუში! აი, მათი გრძელვადიანი გეგმები, რომელთა აფიშირებასაც არ ერიდებიან! პაუერი ურცხვად იტყუება, თითქოს ქართველმა ხალხმა აიძულა ხელისუფლება გაეწვია კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ, რადგან ქართველ ხალხს, მათი თქმით, სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება! აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც მუშაობს აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ტანდემში, პირდაპირ აცხადებს, რომ ჩაერევა საქართველოს ყველა არჩევნებში - გამოგზავნის აქ მატერიალურ რესურსებ და თუ ფული დააკლდება, მათ აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობები კომიტეტი დაეხმარება! ასევე გამოგზავნის დამკვირვებელთა გრძელვადიან მისიებს, რათა გააყალბო არჩევნები, მოახდინოს ზეწოლა ცესკოზე, მოისყიდოს ამომრჩევლები და შემდეგ ხანგრძლივად დარჩეს საქართველოში! თორემ რატომ უნდა იყოს მისიები გრძელვადიანი, რა ესაქმებათ საქართველოში არჩევნების შემდეგ?! ეს არის "სამართლიანი არჩევნები" ამერიკულად?! ეს არის დემოკრატიის ამერიკული ეტალონი?! ეს არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აშშ?! თუმცა, გასაკვირი რა არის - როდესაც ქართულ ციხეებში ათასობით ადამიანს აწამებდნენ, ამერიკამ სააკაშვილს "დემოკრატიის შუქურა" უწოდა, გასულ კვირას კი ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის კრებაზე მივიდა, რათა სარდაფში მიწისქვეშა ავტოფარეხის მოწყობის საკითხი გაეტანა!

- ელჩი - ავტოფარეხში?! როგორ შეეძლო დიპლომატ საკუთარი თავის ასე კომპრომეტირება?! ისთვის?

- კორუფცია! დეგნანი მალე დატოვებს საქართველოს და სურს დასასრულ მეტი ფული წაიღოს. ხოლო როცა ის წავა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ქართველი ხალხი პოსტფაქტუმ შეიტყობს სკანდალურ ფაქტებს - რას აკეთებდა ის საქართველოში, მის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე და ა.შ. თუმცა, მათ ამის არ სცხვენიათ - თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა დანიშვნისას ტრიბუნიდან განაცხადა - "მე ვარ შავი და ლესბოსელი!", ევროპარლამენტის ნახევარი კიდე კორუფციაშია მხილებული და ვითომც არაფერი!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი

2023 წლის 30 აპრილი