რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს დასავლეთის მჭიდში საქართველოსთვის საკონტროლო ტყვიის დასახლელად!

     საქართველო შესაძლოა რუსეთისა და ჩინეთის მიერ დაცულქვეყნებრიცხვში აღმოჩნდეს“

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოზიცია სააკაშვილის ფიგურის ირგვლივ წამოჭრილი აჟიოტაჟის თაობაზე კარგად არის ცნობილი ქართულ და უცხოურ მედიაში არაერთი პუბლიკაციიდან და ინტერვიუდან, მკითხველი კვლავაც მეკითხება - და მაინც, მას შემდეგ, რაც ქართველმა ექიმებმა მოწამვლის ვერსია არ დაადასტურეს, რა მოხდება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ?

   სასამართლო არ გადაავადებს მსჯავრდებული სააკაშვილის სასჯელის აღსრულებას და არ მიიღებს გადაწყვეტილებას მის საზღვარგარეთ „სამკურნალოდ“ გაგზავნის შესახებ, ეს იქნებოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის კრახი და ქართული სახელმწიფოს საბოლოო ფიასკო, რადგან ამის კანონიერი წინაპირობები არ არსებობს (თუნდაც სააკაშვილმა ცადოს კომის სიმულირება, რის გაკეთებასაც არ აპირებს). რამდენიმე საახალწლო დღის განმავლობაში მისი პოზიცია მკვეთრად შეიცვალა - რაკიღა გააცნობიერა, რომ ქართველ ხალხს გული ვერ აუჩუყა, „პუტინის მომაკვდავი ტყვე“, რომელიც სასამართლო პროცესში სკაიპით ჩართვისას, „ბოლო ძალ-ღონის მოკრებით“, უკრაინულად რაღაცას ბუტბუტებდა, კვლავაც უკრაინისთვის ედგარი მებრძოლის როლს ასრულებს და საავადმყოფოდან ინტერვიუს აძლევს «Украинская Правда»-ს. კითხვაზე - "უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყავიდა 2022 წლის თებერვალში კიევში შეჭრას შესწრებოდით, რას მოიმოქმედებდით?" - სააკაშვილი, კერძოდ, პასუხობს: მე ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელსაც ჩერჩილის შემდგომ პერიოდში ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ ვთვლი. რეიგანი და ტეტჩერი მასთან ახლოსაც ვერ მივლენ. ამავდროულად, ვიმოგზაურებდი მთელ მსოფლიოში, გამოვიყენებდი ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებუკრაინის მხარდაჭერის მობილიზებისთვის... მე თვითონ ვგრძნობ თავს ასპროცენტიან უკრაინელად და ამით ასე არასდროს მიამაყია!”.

   ეს ნიშნავს, რომ ვიგინდარა სააკაშვილი მჭიდროდ აკავშირებს საკუთარ თავს უკრაინულ თემასთან, რათა კოლექტიურმა დასავლეთმა „პუტინის მტრის და რუსეთის წინააღმდეგ ზელენსკისზე არანაკლები მებრძოლის ქართული ტყვეობიდანგათავისუფლების საკითხმეორეხარისხოვნის რანგიდან პირველხარისხოვან, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტოლფას განსახილველ საგნად გადმოიტანოს. სწორედ ამიტომ უწოდებს სააკაშვილი უკრაინელ კომედიური ჟანრის არტისტს „ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს“, რომელთანაც რეიგანი და ტეტჩერი, ვითომდა ახლოსაც ვერ მივლენ! გაიძვერა სააკაშვილი ისეთი ბრიყვი როდია, რომ ამ სისულელეების დაიჯეროს, აქ ადგილი აქვს როგორც ვულგარულ პირფერობას - რათა ზელენსკიგანაგრძოს ზეწოლა ოფიციალურ თბილისსა და კოლექტიურ დასავლეთზე სააკაშვილის უკრაინაში გაგზავნის მოთხოვნით; ასევე, ზელენსკის რეიგანსა და ტეტჩერზე მაღლა დაყენებით, სააკაშვილი, მასთან ერთად, საკუთართავის მნიშვნელობათასაც ამაღლებს! ანუ, დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის სახით ზელენსკის ეყოლება ფასდაუდებელი თანამებრძოლი, რომელიც მყისიერად დაივიწყებს დაქირავებული ამერიკელი ექსპერტების მიერ დასმულ ოცდაათ „საშინელი დიაგნოზს“ (დემენცია, ანორექსია, მძიმე ლითონებით მოწამვლა პუტინის ბრძანებით და ა.შ.), და მისთვის ჩვეული გიჟური ენერგიით იქროლებს - ხან ფრონტზე (როგორც ინტერვიუში გვპირდება), ხანაც - ევროპასა და აშშ-ში. მართლაც წარმოუდგენლად დიდი ხმაური ატყდებოდა, მაგრამ სააკაშვილს მეტი არმოეთხოვება, ამ ქარაფშუტას ბაქიბუქის გარდა არც არაფერი შეუძლია!

   პოლიტიკური ავანტიურისტი სააკაშვილი დღეს ბრწყინვალე ფორმაშია, ამ ნახევრად ქართველის, ნახევრად სომეხი აბსურდულ სიტყვებსაც კი - "თავს ვგრძნობ ასპროცენტიან უკრაინელად" - ზეამოცანა აქვს, ამით სააკაშვილი ივანიშვილსა და ღარიბაშვილს მიმართავს: აქაოდა, მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უკრაინელი, გამიშვით უკრაინაში, საქართველოში აღარასოდეს დავბრუნდები, უკვე აღარ მაქვს პრეტენზია საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსვლის, ამიერიდან მხოლოდ უკრაინა მაინტერესებს!“. კიდევ, ამ სიტყვებით სააკაშვილი მიმართავს დასავლეთს და ზელენსკის: ალო! მე, უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური მრჩეველი, უკანონოდ ვიმყოფები ქართულ ტყვეობაში! უბრძანეივანიშვილსა და ღარიბაშვილს - სასწრაფოდ გაათავისუფლონ, უბრძანეთ ზურაბიშვილს - სასწრაფოდ შეიწყალოს!”. სინამდვილეში კი, სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი სწორედ საერთაშორისო ანტიქართული კოალიციის გაძლიერებაა, რომელსაც საქართველოში სააკაშვილის დაკავებით თავი მოჰკვეთეს!

   ზურაბიშვილი კი მას შეიწყალებს, თუ მანამდე სააკაშვილს სასამართლო არ გაათავისუფლებს. სხვაგვარად, პარიჟანკას საფრანგეთში ჩაქოლავენ, როცა ის, წინაპრების მსგავსად, იძულებული გახდება საქართველოდან გაქცეს! ზურაბიშვილს ქართველ ხალხს ამპარტავნულად და ზიზღით ეპყრობა, ქართველი ხალხიც მას იმავე სიძულვილით პასუხობს, მისი ყოველი ენაბრგვილი გამოსვლა საქართველოში ანეგდოტად იქცევა - მაშ, რატომ არ უნდა შეიწყალოს სააკაშვილი ყველას ჯიბრზე?! დაე ამით იმპიჩმენტიც გამოიწვიოს - რა მნიშვნელობა აქვს, ერთი წლით ადრე თუ ერთი წლის შემდეგ, მაინც უნდა ჩაალაგოს ჩემოდანი, რადგან 2024 წლის არჩევნებზე მის კანდიდატურას არავინ წარადგენს და კაციშვილი ხმას არ მისცემს! ზურაბიშვილი იმთავითვე უცხო სხეული იყო როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის - იმ ეგზალტირებული სააკაშვილთან ინტიმური ურთიერთობის მეოცნებე ქალებისთვისაც კი, რომლებმაც მიშას შეწყალების კოლექტიური თხოვნა გაუგზავნეს! სააკაშვილის შეწყალებით კი, აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე შერცხვენილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქართველი მენშევიკების - რუსეთის ძველისძველი მტრების შარავანდედს შეიძენს, რაც დასავლეთის თვალში საუკეთესო პიარია! ყოფილ ფრანგ კლერკ სალომეს პუტინის მტრის პიარით პენსიაზე გასვლაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო!

   დასავლეთი ძალიან დაინტერესებულია სააკაშვილის უსწრაფესად შეწყალებით, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ - სასამართლომ, პარლამენტმა, მთავრობამ, მმართველმა პარტიამ - გაუძლო მათზე უკრაინის ხელმძღვანელობის და დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას - უარი განაცხადა სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე. სააკაშვილის გარდა კი სხვა ლიდერი, რომელსაც შეუძლია ამ ამოცანის შესრულება და რადიკალური ოპოზიციის გაერთიანება, საქართველოში არ არსებობს. ამიტომ სააკაშვილი, თავისუფალი და უვნებელი, დასავლეთის მჭიდში უნდა იყოს საქართველოსთვის საკონტროლო ტყვიის დასახლელად, რადგანაც დასავლეთმა, თავისი უჭკუობითა და პროვოკაციებით, შესაძლოა, საქართველო მალე დაკარგოს. უყურეთ: გასულ პარასკევს, 2022 წლის 30 დეკემბერს, ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინს, სადაც, კერძოდ, განაცხადა: ჩვენ ერთნაირი შეხედულებები გვაქვს გლობალური გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმდინარე ტრანსფორმაციის მიზეზებზე, მიმდინარეობასა და ლოგიკაზე, დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლისა და პროვოკაციების პირობებში, ვიცავთ ჩვენს პრინციპულ პოზიციებს და ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ყველას ინტერესებს, ვინც მხარს უჭერჭეშმარიტად დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს და ქვეყნების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი“.

ხო და, იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც იცავენ რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც მხარს უჭერენ ჭეშმარიტად დემოკრატიულ მსოფლიო წესრიგს და ქვეყნების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, სავსებით შესაძლებელია აღმოჩნდეს საქართველოც, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთ სურვილს გამოთქვამს. ეს კი აშშ-სთვის ნიშნავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულად და შავი ზღვის რეგიონის ნაწილობრივ დაკარგვას, სადაც დღეს აშშ-ნატო ისედაც „ცალ ფეხზე დგანან“ (უკრაინაში, რუმინეთ და ბულგარეთი). ამიტომაც, როგორც ადრე ვაფრთხილებდი, აშშ-მა სომხეთში თავისი უზარმაზარი საელჩო-ციტადელი აამოქმედა და საქართველოს დაკარგვის შემთხვევაში სომხეთს პლაცდარმად ამზადებს.

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 3 იანვარი
საქართველო, თბილისი