რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინა არ კმარა - ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში რუსეთთან ომი სჭირდება

     პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა სამხედრო კონფლიქტი პროვოცირებული იყო ანგლოსაქსური სახელმწიფოების - აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ, რათა რუსეთი საომარ მოქმედებებში ჩაეთრია. გათვლა სწორი იყო - რუსეთი ასრულებდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციით ნაკისრ ვალდებულებებს (ცენტრალური აზიის რესპუბლიკებსა და სომხეთში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული), ან იცავდა რუსებს მომიჯნავე ტერიტორიებზე (საქართველოში 2008 წელს, სადაც რუსი სამშვიდობოები იდგნენ, და სამხრეთ უკრაინაში - დონბასში).

მას შემდეგ, რაც საქართველო ვერ აიძულეს ეომა რუსეთთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ანგლოსაქსები გეგმავენ ახალომპროვოცირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში, სადაც მხარეებს რუსი სამშვიდობოები მიჯნავენ. გარდა ამისა, გიუმრიში უწინდებურად დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა. მარტო უკრაინა, როგორც ჩანს, არ კმარა - აშშ-და დიდ ბრიტანეთს სჭირდება რუსეთთან ომები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, სადაც მეტ-ნაკლებად ამის წინაპირობები არსებობს.

   ახალი კონფლიქტის პოტენციური კერა ტაჯიკეთია, ანგლოსაქსების დიდი ხნის მიზანი, ამ რესპუბლიკის გეოპოლიტიკური არეალისა და შიდა წინააღმდეგობების გათვალისწინებით. ხოლო აშკარად პროდასავლელ ყაზახეთის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ აღმოჩენილი დახმარების წყალობით, ისინი დღეს ხელმძღვანელთა სავარძლებში სხედან. ყაზახეთში სასურსათო კრიზისი და ინფლაცია, ყაზახეთში პრეზიდენტი ტოკაევის ქმედებების შედეგია რუსეთის მიმართ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, რომელსაც პარტნიორულს ნამდვილად ვერ უწოდებ. ხოლო სომხეთის გარკვეულ წრეებში არსებობს ყარაბაღის კონფლიქტის შედეგით უკმაყოფილება, რაც ხალხში გაიგივებულია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, და ზავის პირობების გადახედვის სურვილი, რა დროსაც რუსი მშვიდობისმყოფლები ორ ცეცხლშუა აღმოჩნდებიან.

   უცნობია დაიბევა თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში, პრეზიდენტი ზელენსკის მსგავსად, მაგრამ CIA-ს დირექტორის, ბერნსის თბილი დახვედრა, რომელიც ერევანში ანონსის გარეშე და რამდენიმე საათით ჩაფრინდა, ერთ რამეზე მოწმობს - აშშ-ის საელჩოსომხეთში, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში, „ფარდას ხდიან“ და აქცენტი ურჩი საქართველოდან ერევანზე გადადის. ამითვე აიხსნება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთდროული დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში, პრემიერ ღარიბაშვილთან. ეს უკვე მეორე პრეცედენტია, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის წყალობით საქართველო ხდება არა მხოლოდ მოდერატორი, არამედ მედიატორიც სამხრეთ კავკასიაში (პირველად, ღარიბაშვილის მაქოს დიპლომატიის წყალობით, აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ გადასცა). როგორც კი საქართველოკატეგორიული უარი განაცხადა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნაზე, უარი თქვა ანტირუსულეკონომიკურსანქციების გამოცხადებაზე მისმთავარ ეკონომიკურპარტნიორის - რუსეთის წინააღმდეგ (რაც საკუთარი თავისთვის სანქციების გამოცხადების ტოლფასია!) და ასევე გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები აშშ-ელჩისა და რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის ანტიქართულ განცხადებებზე, რომ უახლოესი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი - ტრადიციულად თბილისკენ გამოეშურნენ, რათა შეცვლილ სიტუაციაში „საათები შეედარებინათ“.

   აღსანიშნავია, რომ დასავლეთმა საკუთარ მიზნებს შედარებით მარტივად მიაღწია უზარმაზარ უკრაინაში - მაგრამ წინააღმდეგობაწააწყდა პატარა საქართველოში. დასავლეთი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მოსახლეობა, სოციალური გაჭირვების მიუხედავად, მხარს დაუჭერდა ამჟამინდელ მთავრობას, რომელმაც, სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ პირველად კურსი აიღო ეროვნული ინტერესებისა და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვისკენ. დასავლეთმა არასწორად გათვალა, რადგან მიიჩნია, რომ გრანტებით არასამთავროებისთვის დიდი ხანია იყიდა ქართველი ხალხი და გახლიჩა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე მიტროპოლიტის - წმინდა სინოდის წევრების მოსყიდვით (ვიმედოვნებ, რომ ახლა მისი მეგობრის - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგაშვილის - დაკავების შემდეგ ბოდბის მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ბოლოსდაბოლოს იტყვის - რა ინფორმაციის გასაჯაროებით მუქრებოდა ამდენი წლის განმავლობაში).

   ქართველმა ხალხმა მკაცრად დაგმო აშშ-ელჩი კელი დეგნანი, რომელიც ცნობილი ლგბტ-აქტივისტი აღმოჩნდა და უხეშად ერევა საქართველოს მართლმსაჯულების საქმეებში (მაგალითად, მიუგზავნა ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოსამართლეს, ზეწოლაახდსასამართლოზე, ითხოვსააკაშვილისდა მისი ტელეკომპანიის ქურდობისთვის ჩავარდნილი გენდირექტორის, პროპაგანდისტი გვარამიაგათავისუფლებას, აშშ-ში გასამგზავრებელთა მოსამართლეების სიიდან ამოიღო მოსამართლე, რომელმაც გვარამიას განაჩენი გამოუტანა. ქართველებო, გაერთიანდით ერთადერთი მტრის - რუსეთის წინააღმდეგ! - წერს სიმულიანტი სააკაშვილი კლინიკიდან, სადაც ის ციხიდან გულკეთილმა საქართველოს ხელისუფლებამ გადაიყვანა. მის სიტყვებს იმეორებენ ანტისახელმწიფოებრივი ძალების ავანგარდში მდგარი პრეზიდენტი - აგენტი ზურაბიშვილი („ჩვენი მეგობრები საქართველოს მეგობრები არიან, საქართველოს სხვა მეგობარი არ ჰყავს!“), აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები („ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“), და აშშ-ის ელჩის არაოფიციალური თანაშემწე = საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია („ბომბების ცვენა და ცეცხლი მირჩევნია რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს არმონაწილეობის სირცხვილს!“).

   „ჩვენ არ ვაიძულებდისაქართველოს ჩართულიყო უკრაინის მხარდასაჭერად ომში, ყველა ხედავს, როგორ ცდილობს აშშ უკრაინაში მშვიდობის დამყარებას! აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას! ჩვენ ამდენი ფინანსური და ადამიანური რესურსი დავხარჯეთ თქვენზე...“ - თავს იცავს განაწყენებული კელი. მისი ევროპელი კოლეგა კი ქართველებს ჩამორჩენილობაში ამხელს და ურჩევს ჩამოვიდნენ სვანური კოშკებიდან“, ანუ მისი აზრით, „ისწრაფვოდნენ მეგობრებისკენ - დემოკრატიული ევროპისკენ და არა მტრებისკენ - პუტინის რუსეთისკენ".... რა დაბალი წარმოდგენის უნდა იყვნენ ქართველი ხალხის გონებრივ შესაძლებლობებზე დასავლელი დიპლომატები, რომ უტიფრად განაცხადონ - აქაოდა, აშშ ცდილობს მშვიდობის დამყარებაუკრაინაში”, რომელსაც აშშ და 50-ზე მეტი პარტნიორი ყოველდღიურად ამარაგებენ იარაღით! და როგორ უჭერდა მხარს აშშ „30 წლის განმავლობაში საქართველოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას“, რაში გამოიხატება ეს, გარდა მისი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვაში?!

რაც შეეხება აშშ-ის მიერ საქართველოზე დახარჯულ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, დიახ - მილიარდობით დოლარი გადაერიცხათ სააკაშვილის ტელეკომპანიებს ანტისახელმწიფოებრივი ანტიქართული პროპაგანდისთვის, გრანტების სახით ასობით ენ-ჯე-ოს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართველი საზოგადოების მორალურ საფუძვლებსა და კულტურული ტრადიციებს, ატარებენ ტრენინგებს ადამიანური რესურსების - სამშობლოს მოღალატეების, ლგბტ-უფლებების დამცველთა მოსამზადებლად, და ასევე მოპარული იქნა სააკაშვილისა და მისი პარტიის მიერ! არც ერთი ცენტი - ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველოში დღემდე არც ერთი საწარმო არ გახსნილა ამერიკული ფულით - მხოლოდ იარაღი და საბრძოლო მომზადების ცენტრები, რათა საქართველო რუსეთს დაუპირისპიროს და ამით ის გაანადგუროს! დღესაც კი, გაძვირებული ფასების გათვალისწინებით, ევროკომისია, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, რომელიც ძალიან წარმატებით აღადგენს საქართველოს ეკონომიკას პანდემიის შემდეგ, გასცემს რეკომენდაციებს საქართველოსთვის, სადაც ლაპარაკია ღარიბაშვილის მთავრობის ნებაყოფლობით გადადგომასა და გარდამავალი „ტექნიკური მთავრობის“ შექმნაზე რადიკალი ოპოზიციონერებისგან და ასევე მეცენატი ბიძინა ივანიშვილის „დეოლიგარქიზაციის“ აუცილებლობაზე, რომელმაც საქართველოს 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა! ამიტომაც აშშ ყოველდღიურად დაჟინებით ითხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ევროსაბჭოს თორმეტი რეკომენდაციის შესრულებას! თორემ აშშ-ის ელჩს რა ხელი აქვს - მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?! და თუ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან, მაშინ მათმა ელჩებმა, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული სს-ს უფროსის გადამდგარი მოადგილე გოგაშვილისგან

მიიღეს USB ფლეშ მეხსიერებები ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სასიკვდილო ინფორმაციით, უშუალოდ სუს-ის კომპიუტერებიდან”, რატომ არ გაუზიარეს ის ხელისუფლებას?! განა ეს საფრთხეს არ უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას?!

   „აშშ-თვის ხელსაყრელია ხანგრძლივ ომ უკრაინაში, რომელიც ნებისმიერ დაზვერვაზე უკეთხდენს რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახის ჯარის შესაძლებლობების დემონსტრირებას, რაც აშშ-ს რუსეთთან ომის შემთხვევაში სჭირდება“, - ვწერ ბოლო პუბლიკაციაში. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემს სიტყვებს უკრაინაში აშშ-ის მთავარი მიზნების შესახებ ამერიკელი გენერლებიც ადასტურებენ.

   მაგრამ ასე „ადვილად“, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხოლოდ სურვილის საფუძველზე, ანგლოსაქსები საქართველოს არ დატოვებენ. „საქართველოსთვის ევროკავშირისკენ სვლაზე უარის კომპენსაციას ნატოსკენ ძვრებით მოახდენენ, - ვწერ ერთი კვირით ადრე, სანამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვა. და მართლაც - თავიდან ალიანსის მადრიდის სამიტზე საქართველოს მეტ წვრთნებსა და შეიარაღებას დაჰპირდნენ; შემდეგ, გასული კვირის დასაწყისში, აშშ-ის კონგრესს წარედგინა კანონპროექტი „შავი ზღვის 2022 წლის უსაფრთხოების აქტი“, რომელიც ითვალისწინებს 1 – საქართველოში აშშ-ის განვითარების საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის გახსნას; 2 - შავი ზღვის რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა; ხოლო გასულ შაბათს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო (შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა) ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ ოპერატიულ პარტნიორად აღიარეს, რომლის მიზანიც შავ ზღვაში რუსული გემების წინააღმდეგ ქმედებებია, მათ შორის - აბორდაჟიც.

P.S.

   სანამ აშშ-ნატოს ხელმძღვანელობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ეინააღმდეგ მზაკვრულ გეგმებს აწყობს და მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს უკრაინას აწვდის, ამერიკელი ხალხი სულ სხვაგვარად ფიქრობს. „აშშ-ში ბევრი ადამიანი, მათ შორის საზოგადოების ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები, იზიარებენ რფ-ის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აზრს რუსეთისა და უკრაინის ისტორიული ერთიანობის შესახებ. „რუსები, უკრაინელები - ყველა ერთია, არა? მათი ენები ძირითადად იგივეა, არა? მოსკოვისა და კიევის ისტორია ერთიანი ძველი რუსული სახელმწიფოთი - კიევის რუსეთით დაიწყო, არა? - ასეთ კატეგორიებით მსჯელობენ აშშ-ში თვით მეცნიერებიცა და პროფესორებიც! - იძულებული გახდა ეღიარებინა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის ექს-ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლ გასულ შაბათს „უკრაინსკაია პრავდასთვის“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. სწორედ იმ მაკფოლს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემმუშავებელი ჯგუფის კოორდინატორია, რომელიც დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს! თუმცა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამის შესახებ "არაფერი იცის" და აცხადებს, რომ "საქართველოში აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს"...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 17 ივლისი
საქართველო, თბილისი

(ზედა ფოტოზე - ორი მეგობარი გეგმებს აწყობს: საქართველოს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი)