რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თეატრს ნუ ათამაშებთ!

     ამ დაძაბულ დროს პროვოკაციისთვის რატომ აირჩიეს რუსული თეატრი საქართველოში? აშკარაა, ვიღაცას ძალიან ენატრება ომი რუსეთთან...

   თბილისის ა.ს. გრიბოედოვი სახ. სახელმწიფო აკადემიურ რუსულ დრამატულ თეატრში 4 და 5 ოქტომბერს „თბილისის ინტერნაციონალურმა თეატრმა Komli”-წარმოადგინა არტურ სოლომონოვის პიესის როგორ ვასაფლავეთ იოსებ ბესარიონის-ძე“ მიხედვით დადგმული ანტისაომარი ტრაგიფარსის პრემიერა - „Stalin 24“. ყოველი სპექტაკლიდან შემოსული თანხები უკრაინის დასახმარებლად მიდის, მითითებულია აფიშაზე. ვითომდა ანშლაგთან დაკავშირებით ამ სპექტაკლის ჩვენება 20 ოქტომბრიდან გააგრძელეს და დღეისთვის უკვე 6 სპექტაკლი შედგა. ასავალ-დასავალმა დაგენერალისიმუსმა ამ ფაქტზე კომენტარი სთხოვეს საქინფორმი“- მთავარ რედაქტორსა და გენერალურ დირექტორს, პოლიტოლოგს, ჟურნალისტსა და პუბლიცისტს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ცნობილ ექსპერტს, არნო ხიდირბეგიშვილს.

- როგორც დიპლომირებული ხელოვნებათმცოდნე, ამ უღიმღამო „ექშენის“ „მხატვრულ ღირსებებზე“ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ისინი იქ უბრალოდ არ არის. ეს ერთდღიანი ავანტიურაა, სხვათა შორის, ე.წ. "თბილისის ინტერნაციონალური თეატრი Komli"-ს გვერდები Instagram-სა და Telegram-ში უკვე წაშლილია. მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ გრიბოედოვის თეატრის სახელწოდებიდან ყველგან, თეატრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც კი, თანდათან გაქრა სიტყვები „რუსული“ და „სახელმწიფო“, რაც შემთხვევითი როდია. პოლიტიკამ აშკარად შეაღწია კულტურაში, ამიტომ ჰკითხეთ საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტზეც იმყოფება ეს თეატრი - ხომ არ აპირებენ მისთვის სახელის გადარქმევას „ძველ ტიფლისურ თეატრად“, როგორც ვილნიუსში გადაარქვეს რუსული სახელმწიფო თეატრი „ძველ ვილნიუსურად“? გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი ხომ მჭიდრო ურთიერთობაშია თავის ლიტველ, ლატვიელსა და ესტონელ კოლეგებთან.

და ასევე ჰკითხეთ კულტურის მინისტრს - იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს, როგორ გააფორმა საქართველოს სახელმწიფო რეესტრში არარეგისტრირებულმა „თბილისის ინტერნაციონალურმა თეატრმა Komli"-მ საიჯარო ხელშეკრულება სახელმწიფო ორგანიზაციასთან - გრიბოედოვის თეატრთან დარბაზის დაქირავებაზე? ასევე ჰკითხეთ ქალბატონ წულუკიანს, რომელიც წმენდს კულტურის სამინისტროს სისტემას ნაცებისგან - როგორ დაუშვა მან „ნაცმოძრაობის“ ასეთი პროვოკაციული პროექტი „თეატრი Komli“-ს დირექტორის და ამავე დროს - სპექტაკლის „Stalin 24“ დამდგმელი რეჟისორის, „ПИК“-ის ყოფილი ტელეწამყვანის, სერგო ყენიას ხელმძღვანელობით? ასევე ჰკითხეთ ქალბატონ წულუკიანს, უკვე როგორც ვიცე-პრემიერს - როგორ შემოაღწიეს საქართველოში რუსმა ოპოზიციონერებმა - ამ სპექტაკლის მსახიობებმა, რომელთაგან ბევრი, მაგალითად, სტალინის როლის შემსრულებელი, აღრიცხვაზე არიან აყვანილი რუსეთში, როგორც ბოლოტნაიას მოედანზე წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების აქტიური მონაწილეები? განა საქართველოს მთავრობა არ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთის ოპოზიციის დასაყრდენად არ აქციოს?! მაშ, რისთვის გვჭირდება ქართველებს ამ დაძაბულ დროს ეს ანტირუსული ფლეშმობი თბილისში? და რატომ შემოუშვეს საზღვარზე პრემიერაზე ჩელიაბინსკიდან ჩამოქანებული პიესის ავტორი - ვინმე სოლომონოვი და ცნობილი დისიდენტი შენდეროვიჩი, რომელიც ასევე გრიბოედოვის სცენაზე გამოდიოდა?! აშკარაა, საქართველოში ვიღაცას ძალიან ენატრება ომი - აგერ უკვე მერამდენე წელია, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს საქართველო არ ომობს რუსეთთან! - და სურს ამის გამოსწორება...

- დავესწარი სპექტაკლს და ვუყურე ვიდეოკლიპსაც, რომელშიც რუსეთიდან გამოქცეული ოპოზიციონერი მსახიობები ამბობენ, რომარც იქ და არც აქ თავს სახლში არ გრძნობენ და რომ ქვეყანა, სადაც ისინი გაიზარდნენ, ჯოჯოხეთი აღმოჩნდა...

- თავის სამშობლოზე რაც უნდათ თქვან, ჩვენი საქმე არაა. მაგრამ სტალინი ქართველია, ამიტომ მისი პატივისცემა ან ძეგლების აღება საქართველოში მხოლოდ ქართველებისთვისაა დასაშვები! სპექტაკლის მსახიობებს შორის ქართველები არ არიან, თუ არ ჩავთვლით გრიბოედოვის თეატრის რამდენიმე ნაც-თანამშრომელს, რომლებიც ამ უბადრუკი სანახაობის დადგმაში დაეხმარნენ. ხოლო რაც შეეხება მაყურებელს, სპექტაკლზე ბილეთები იყიდეს მათ, ვინც რუსეთში ყველა ავიაბილეთი იყიდა, როცა ომი დაიწყო. ეს, ძირითადად, რუსი ნაცები იყვნენ, რომლებიც სამშობლოს დაცვის მოქალაქეობრივ მოვალეობას საქართველოში გამოექცნენ! მართალია სპექტაკლის მსახიობები თავს ასაღებენ პაციფისტებად, რომლებიც ვითომდა უკრაინის ომის წინააღმდეგი არიან, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის სიცრუე სოლჟენიცინის სტილში - ისინი „არბატის შვილები“ კი არა, რუსეთის იდეოლოგიური მტრები არიან, რომლებიც, საზღვარგარეთ გაქცეულები, ლაფს ასხამენ თავიანთ სამშობლოს, მის პრეზიდენტს - უმაღლეს მთავარსარდალს, აიგივებენ პუტინს ლენინსა და სტალინთან, რომელიც სპექტაკლში ტირანად და ყველაზე მდაბიო ინსტინქტების მატარებლად გამოიყვანეს. იმავეს აკეთებენ ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, როცა ევროპარლამენტსა და აშშ-ში, უკრინაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ხშირად ჩადიან, ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ კრემლის აგენტები არიან, რომ საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული ტვირთები მიემართება და ირანიდან დრონებით დატვირთული თვითმფრინავები მიფრინავენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს სანქციები საქართველოსა და "რუსი ოლიგარქი" ივანიშვილის წინააღმდეგ.

- გარდა ქართველების გრძნობების შეურაცხყოფისა, რაში ხედავთ პროვოკაციას?

- გახსოვთ, როგორ შექმნეს სააკაშვილის დავალებით მერაბიშვილმა და ბოკერიამ რუსულენოვანი ინტერნეტ - დივერსანტების, ბლოგერების, ჰაკერების, ტელეწამყვანების და სხვა მავნებლების ბანდა და ერთ ჭერქვეშ გააერთიანეს ისინი - ჯერ ტელეკომპანია "ალანია"-ს, შემდეგ კი ტელეკომპანია "ПИК"-ის („პირველი საინფორმაციო კავკასიური“) „ჟოპ“-ის, ანუ ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვის თამადობით? მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მატვეი განაპოლსკი, თბილისელებმა გავნოპოლსკი რომ დაარქვეს, და დუდაევის ქვრივი - ჩეჩნეთზე და პანკისის ხეობაზე სამუშაოდ, სადაც ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ბანაკი იყო. მიზანი იყო ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს არაქართველ მოსახლეობაზე, ეს კი მოსახლეობის მესამედზე მეტია, ასევე აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონზე და მთელი ჩრდილოეთ კავკასიაზე. შსს-ში მერაბიშვილმა ფარულად შექმნა ჩრდილოეთ კავკასიასთან მუშაობის დეპარტამენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დივერსიებით უნდა დაკავებულიყო, ხოლო ჟოპ-ის ჯგუფს უნდა აღმოეჩინა მედია-მხარდაჭერა და განეხორციელებინა იდეოლოგიური დივერსიები - გაევრცელებინა დეზინფორმაცია, ფეიკები, კიბერშეტევები და მოეწყო ანტირუსული ფლეშმობები, ეწარმოებინა ანტირუსული პროპაგანდა და აგიტაცია, დაეპატიჟებინა თბილისში ცნობილი მოღალატეები და ჯაშუშები, როგორიცაა ილარიონოვი, ბუკოვსკი და სხვ.

- ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამხილეთ მაშინ ეს ჯგუფი, რომელსაც მერაბიშვილის ინტერნეტ-დივერსანტები უწოდეთ. ეს ყველაფერი ლაფანყურის ოპერაციით დასრულდა, როდესაც სააკაშვილმა საქმის მისაჩქმალად, თავად გაანადგურა ჩატაევის ჯგუფი, ახალმა ხელისუფლებამ კი „ПИК“-ი დახურა, რომელსაც თქვენ „ПУК“-ი დაარქვით.

– დღეს რუსულენოვანი ტელეკომპანია „ПИК“-ის იდეოლოგიური დატვირთვა – საქართველოში რუსულ ენაზე რუსოფობიისა და ანტირუსული პროპაგანდის დასაყრდენის –როგორც ჩანს, გრიბოედოვის თეატრს დაევალა. მე არაფერი მიკვირს მას შემდეგ, რაც ცალკალოშიანმა გახარიამ, ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად რომ აქცია, ფარულად სააკაშვილის ოპოზიციის მხარეს გადაირბინა! გადაბირება დასავლურმა სპეცსამსახურებმა კარგად იციან, და თუ ამას დოლარებიც ემატება, ეს სერიოზული ძალაა... ჟოპ-ის საგველეთი, რომელიც სააკაშვილს კიევშიც ეწვია, ისევ ფაფხურობს, მათ დაემატა ახალი ძალები, მაგალითად, ამერიკული ფონდის - „თავისუფალი რუსეთი” ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელი კუროპტევი, მისი მეგობარი ლიფშიცი და სხვა „თეატრშიპეროშერჭობილები“. აქედან მათ წასასვლელი არსად აქვთ, რუსეთში დასაბრუნებელი გზა მათთვის დაკეტილია, ბებერი ჟოპი კვლავაც ცხოვრობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოპირდაპირე ელიტარულ კორპუსში, ბინაში, რომელიც სააკაშვილმა უყიდა!

ჰოდა, თეატრს ნუ ათამაშებთ, ბატონებო! რა სპექტაკლებს დგამთ, რას სპეკულირებთ რუსული ოკუპაციით?! არსად არავინ მოატყუოთ - დადგმა „Stalin 24“ პროვოკაციების ერთი ჯაჭვის ნაწილია: ჯერ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა, რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა, რატომღაც, ქართული ნომრით მოძრაობს საქართველოს გავლით, თუმცა რაც მეტ საზღვრებს კვეთს, მით მეტია ფეთქებადი ტვირთის აღმოჩენის ალბათობა; შემდეგ რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი მრავალჯერ იმეორებს ტელესიუჟეტს ქართველი დაქირავებულების შესახებ - „ყველაზე დაუნდობელების, რომლებიც ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს თვალებს თხრიან და ცოცხლად წვავენ“; და ბოლოს - სპექტაკლი საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსულ სახელმწიფო თეატრში, რომელსაც რუსეთიდან გამოქცეული რადიკალური ოპოზიციონერები თამაშობენ, ხოლო სპექტაკლებიდან მიღებული მთელი შემოსავალი უკრაინაში ირიცხება მისი შეიარაღებული ძალების დასახმარებლად. ამდენი შემთხვევითი დამთხვევა შეუძლებელია!

   საქმე კი ძალიან მარტივად არის: თავდაპირველად, ნაც-ოპოზიციამ ვერ აიძულა ხელისუფლება, გაეხსნა „მეორე ფრონტი“ საქართველოში უკრაინის დასახმარებლად. ეს რომ მოეხერხებინათ, მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან შემოსული რუსული არმია წამში დაამყარებდა კონტროლს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის დებულების შესაბამისად რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თუ საფრთხე რუსეთს ემუქრება. ამას მოჰყვა აშშ-სა და ევროკავშირის იძულების მცდელობა, გამოეცხადებინათ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ვითომდა სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობს რუსული ნავთობით, რუსი ბიზნესმენები თითქოს დიდ ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებენ ქართულ ბანკებში და ა.შ. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბაბით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ახლა აიძულებენ მიიღოს კანონი თითქოსდა „საქართველოს ჩრდილოვანი ერთპიროვნული მმართველის - რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციის შესახებ“. გრიბოედოვის თეატრი კი, რომელსაც თანამედროვე შენობა ივანიშვილმა აჩუქა, უკრაინის არმიას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. წერტილი! მერე წადი დაამტკიცე, რომ ივანიშვილმა არაფერი იცოდა ამ სამარცხვინო დადგმის შესახებ! და აი, ოპოზიციამ უკვე ინსინუაციები დაიწყო - აქაოდა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეყვანილმა ივანიშვილმა სპეციალურად მის მიერ გულუხვად დაფინანსებულ გრიბოედოვის თეატრს ამ ანტირუსული სპექტაკლის დადგმა დიქტატურაში და მოსკოვთან კავშირებში ბრალდებების გასაბათილებლად უბრძანა, სანქციების და დეოლიგარქიზაციის თავიდან ასაცილებლად და ნახევარ მილიარდ დოლარიანი სასამართლო დავის მოსაგებად შვეიცარიულ ბანკ „Credit Suisse” - თან! ჰოდა, ვის სჭირდება ასეთი თეატრი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით?! განა ივანიშვილმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი არ დახარჯა საქართველოში კულტურასა და ქველმოქმედებაში?! მაგრამ პროვოკაციისთვის მაინცდამაინც რუსული თეატრი აირჩიეს!

- მაშასადამე, არის მხოლოდ ერთი ფიგურა, რომელმაც მთელი სიმართლე იცის და რომელმაც ოფიციალურად გასცა ნებართვა სპექტაკლის დადგმაზე - ესაა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, ა.ს. გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი.

- ის ასევე არის "რუსული კლუბის" პრეზიდენტი და საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარე, დაჯილდოებულია ნეტარი თავადი დანიელ მოსკოველის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის III ხარისხის ორდენით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით "საერთაშორისო თანამშრომლობაში წვლილისთვის", ასევე დაჯილდოვებულია რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის უმაღლესი ჯილდოთი „რფ-ის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ოქროს სამკერდე ნიშანი"; არის რუსეთის „მეგობრობის ორდენის“ კავალერი, საზღვარგარეთ რუსეთის თეატრის მოღვაწეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რუსი თანამემამულეების მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

- შოკისმომგვრელად ჟღერს!

- გეთანხმებით, რადგან სვენტიცკიმ, საკუთარი და თეატრალური კოლექტივის სახელით, ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსეთის პრეზიდენტი: დიდი სისულელეა, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი!“, განაცხადა მან ომის დაწყებისთანავე. არა, სვენტიცკის არ უთამაშია არცერთ სპექტაკლში და წოდებები მას სხვა დამსახურებებისთვის მიანიჭეს, სამაგიეროდ, სვენტიცკი ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს! აი სვენტიცკი აცხადებს, რომ რუსეთიდან ჩამოსულებს ყველას უნდა მოვეფეროთ, რადგან ისინი ტერორისტები კი არა, პუტინის რეჟიმს გამოქცეული ხალხია“. თქვა და მოეფერა კიდეც, თავის თეატრში სპექტაკლის დადგმის ნება დართო! სვენტიცკი მანამდეც არასოდეს მალავდა თავის დამოკიდებულებას რუსეთისა და პუტინის მიმართ - ფოტოებს იღებდა კიევში პლაკატის ფონზე "Путин - x .. ло!", ხაზგასმით ულოცავს უკრაინას დამოუკიდებლობას და ყიდის ნაც-ოპოზიციაზე სხვა მოთხოვნად საქონელს - გრიბოედოვის თეატრის სახურავიდანაც კი, რადგან სვენტიცკი - კარგი ბიზნესმენია, რომელიც ორ - ქართულ და რუსულ - საგრანტო ხაზზე ზის. ყოველ ღამე ოცზე მეტ წერილს ვწერ უკრაინაში. ვეკითხები ხალხს, რა შემიძლია გავაკეთო, რით დავეხმარო “, - განუცხადა სვენტიცკიმ პრესას. თქვა და გააკეთა - სპექტაკლებიდან მიღებული შემოსავალი, ეს კი საკმაოდ სოლიდური თანხებია, კიევის რეჟიმის დასახმარებლად ირიცხება. დანარჩენი ჰკითხეთ სვენტიცკის რუს სპონსორებს - რუსეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროებს, ფონდ „Русский мир“-ს, „Россотрудничество“-ს და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას საქართველოში, რომლის ხელმძღვანელიც, ახლაც და ყოველთვის, როგორც წესი, სვენტიცკის ძმაკაცია. ასე თანდათან გადააქციეს გრიბოედოვის თეატრი საქართველოში რუსული კულტურის ცენტრიდან - ანტიქართულ და ანტირუსულ უკულტურო ცენტრად.

- როგორც მერაბიშვილმა ერთხელ განაცხადაფულს სუნი არ უდის“... საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოში, რომლის განსაკუთრებული პატრონაჟის ქვეშაც იმყოფება გრიბოედოვის თეატრი და თავად სვენტიცკი? როგორ მოხდა, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციასთან არსებული საქართველოს რუსეთის ფედერაციის თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე სვენტიცკი - რუსეთის ფედერაციის მთავარი თანამემამულე საქართველოში, რუსული კულტურის კერის - გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი და „რუსული კლუბის“ პრეზიდენტი! - გახარიას გზას გაჰყვა? იციან რუსმა დიპლომატებმა თუ არა, რომ სპექტაკლის მონაწილეთა შორის არის კომიკოსი იდრაკ მირზალი-ზადე, რომელმაც თავისებურად გაიმეორა სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვები ფეკალიების შესახებ? მე და ჩემმა ძმამ გადავაგდეთ გასვრილი მატრასი, წინა მოიჯარეები რუსები იყვნენ. რუსები ალბათ ძილის წინ ფეკალიებში ამოისვრებიან!“, - თქვა მირზალი-ზადემ. ხოლო ოქრუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ფეკალური მასებიც რომ გაიგზავნოს, მაინც გაიყიდება, რადგან "რუსები ყველაფერს შეჭამენ"?!

- მიუღებელია ნებისმიერი ერის შეურაცხყოფა ისევე, როგორც მიუტევებელია მიცვალებულთა შეურაცხყოფა, რომლებიც სტალინის სახელით იბრძოდნენ! ნაცოპოზიციას, როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი გმირების ხსოვნას შეეხნენ, საქართველოში უბედურება დატრიალდა! დიახ, როდესაც მათმა ბელადმა სააკაშვილმა ქუთაისში დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი ააფეთქა, ქვის ქანდაკების უზარმაზარმა ნატეხმა უმანკო გოგონა შეიწირა. უფრო მეტიც, სააკაშვილმა გამარჯვების პარკი ვაკის პარკად გადანათლა და დიდების მემორიალზე ქართველი გმირების სახელები წაშალა, იქნებ ამიტომ არ წყდება უბედურებათა სერია შეურაცხყოფილ გამარჯვების პარკში? და, საერთოდ, სანამ სააკაშვილის პარტიული დროშა დიდების მემორიალს დასჩხავის, ქვეყანა არ დალაგდება! არადა, ეს შადრევნების კასკადი ხომ დედის ცრემლების სიმბოლოა დაღუპული შვილების გამო. 1975 წლიდან აქ რუსეთიდან ჩამოსვენებული უცნობი ქართველი ჯარისკაცის ნეშტი განისვენებს, რომელმაც სიცოცხლე დიადი გამარჯვებისათვის, მომავალი თაობის ბედნიერებისათვის გაიღო და არა მათი დაღუპვისათვის უკრაინაში თუ სულელური სპექტაკლებისათვის საქართველოში.

ასე რომ, უპატივსაცემო ბატონებო, თეატრს ნუ ათამაშებთ!

ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
წყარო: „ასავალ-დასავალი“ №44
2022 წლის 24 ოქტომბერი