საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. მავანის მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომ 2022 წლის 4 მაისს YouTube-ზე განთავსებული მასალის მთავარმა «გმირმა», თბილისის გრიბოედოვის თეატრის იძულებით,დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ, თავისი და თეატრის კოლექტივის სახელით, მხარი დაუჭირა უკრაინას და დაუპირისპირდა რუსეთსა და მის პრეზიდენტს მილიარდერ და მეცენატ ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ხელმძღვანელობდა რა “უძველესი დიდებული ტრადიციების მქონე რუსული თეატრის ხსნის კეთილშობილური მიზნით “, საქინფორმი აცხადებს:
ა.ს. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრისთვის ბიძინა ივანიშვილის მატერიალური დახმარება - ესაა მისი მეცენატობის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი სხვა მრავალთაგან, საქართველოში მოქმედი თეატრების, მუზეუმებისა და კულტურის სხვა კერების უმრავლესობა დღემდე შემორჩა მხოლოდ ივანიშვილის ფინანსური დახმარების წყალობით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოში რუსულმა თეატრმა დაკარგა ძველი აუდიტორია ცნობილი მიზეზების გამო, ბატონ ბიძინას არ სურს, რომ 1845 წელს გრაფ მ.ს. ვორონცოვის მიერ დაარსებულმა რუსულმა თეატრმა არსებობა შეწყვიტოს, რადგანაც ქვეყნის უახლესი ისტორიის პერიოდი, 2011 წლიდან დაწყებული, სამუდამოდ იქნება დაკავშირებული ივანიშვილის სახელთან.
იცოდა თუ არა ივანიშვილმა რა ხდებოდა გრიბოედოვის თეატრში? არ იცოდა და არ იცის, რადგან არასოდეს იკადრებს დეტალებში ჩაღრმავებას, მეცენატი გასცემს სიკეთეს, ხშირად უღირსებისა და უმადურებისთვისაც კი. სწორედ ამიტომ, იმ კულტურის მოღვაწეთა უმრავლესობა, რომლებსაც ივანიშვილი წლების მანძილზე უხდიდა შემწეოებას, უფინანსებდა მკურნალობას, უწყობდა შემოქმედებით საღამოებს, კონცერტებს, სპექტაკლებს, უცემდა წიგნებს, დღეს მისი მტრების - სააკაშვილის პოლიტიკური ოპოზიციის ბანაკშია და მას „რუს ოლიგარქად“ მოიხსენიებან. ასე რომ, ივანიშვილს უმადურობით ვერ გააკვირვებ, თუმცა, ამჯერ ჩანაფიქრი უფრო ვერაგია - აქაოდა, ივანიშვილმა უბრძანა გრიბოედოვის თეატრს ანტირუსული განცხადების გაკეთება, რათა რუსეთუმეობაში მორიგი ბრალდება თავიდან აიცილოს!
ივანიშვილის წყალობით, დღეს რუსული ენის მცოდნე თბილისელებს აქვთ შესანიშნავი რუსული თეატრის შენობა ისევე, როგორც სომხები მიიღებენ მალე თანამედროვე სომხური თეატრის შენობას, რომელიც ივანიშვილის ფინანსებით ავლაბარში პრაქტიკულად ხელახლა აშენდა და გაფართოვდა. საქინფორმისათვის არაფერია ცნობილი მავანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, ვერც იმას წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვას ადგილობრივი სახელმწიფო თეატრის დაფინანსება რუსეთის მიერ. თანაც, რატომ უნდა დაეხმაროს მოსკოვი თეატრს საქართველოში, თუნდაც - რუსულს, თუ მას მეცენატი ივანიშვილი უწევს შემწეობას სახელმწიფო დაფინანსებასთა ერთად?! კულტურა, როგორც სპორტი, პოლიტიკასთან, რომლისგანაც ივანიშვილი ოფიციალურად დისტანცირდა, შეუთავსებელია, ამიტომ მისი ფოტოს ჩვენება ზემოთხსენებულ ვიდეომასალაში აბსოლუტურად უადგილოა. დანარჩენი რუსეთისა და საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა განსაჯონ, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფონდმა „Русский мир“, „Россотрудничество»-მ, რუსეთის ინტერესების სექციამ საქართველოში, საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ფონდმა „ქართუმ“. ამასთან, თეატრის დირექტორი სამეურნეო თანამდებობაა, სვენტიცკი ჩინოვნიკია და არა არტისტი ან რეჟისორი, მას არაფერი ჰქონია და არა ამჟამად აქვს საერთო შემოქმედებასთან, შესაბამისად, თეატრის, თეატრალური კოლექტივის სახელით პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს
საქინფორმი მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით და სარგებლობს რა შემთხვევით, იუწყება, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპანტს უწოდებენ, კვლავიმდებურად დგას გრიბოედოვის, პუშკინის, გორკის, მაიაკოვსკისა და რუსული კულტურის სხვა კორიფეთა ძეგლები, მათ სახელებს ატარებს თბილისის ქუჩები და სათუთად ინახავენ მემორიალური დაფები, რომლებიც ლურჯ და ყვითელ ფერებში არ გადაუღებავთ. ხელუხლებელი და მოვლილია გრიბოედოვის საფლავი მთაწმინდაზე, დიდი ქართველების გვერდით. დიახ, საქართველოში ყველას აქვს საკუთარი თვალსაზრის გამოთქმის უფლება, უფლება აირჩიოს პარტია, მრწამსი და სექსუალური ორიენტაცია. ისიც ფატია, საქართველოში ბევრმა დაუჭირა მხარი უკრაინელ ნაციონალისტებს, მაგრამ თუ პირადი პოზიცია ეწინააღმდეგება შენზე დაკისრებულ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოვალეობებს, რომლებიც გავალდებულებს, იყო ნეიტრალური, მაშინ, კეთილი ინებე, დატოვე თანამდებობა, რაოდენ მაღალი და შემოსავლიანიც არ უნდა იყოს.
საქინფორმის რედაქცია