რედაქტორისგან
დასავლეთი და უკრაინა ამზადებენ სანქციებს ქართველი მეცენატის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოზე სამი მილიარდი დოლარი დახარჯა! - არნო ხიდირბეგიშვილი

     უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი საექსპერტო ჯგუფი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებისთვის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შესახებ წინადადებების შემუშავებას ითვალისწინებს, იწყებს ბელრუსსა და საქართველოში ცალკეული პირების მიმართ რესტრიქციების შემოღების საკითხის განხილვას“, - განაცხადა ჯგუფის კოორდინატორმა, აშშ-ის ექს-ელჩმა რუსეთში, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ მაკფოლმა ქართულ ტელეარხ PalitraNews-თან ინტერვიუში. მაკფოლთან ერთად ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრერმაკი.

ჩვენს ჯგუფს ჯერ არ განხილავს სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციების დაწესება, თუმცა ახლა ვიწყებთ ამ საკითხის განხილვას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელრუსიდან და ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით გვარებს არ დავასახელებ, რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ამ საკითხზე, თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენს ქვეყანაში და ბელრუსში აუცილებლად იქნებიან ინდივიდები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და უნდა იცოდნენ შედეგების შესახებ“, - განაცხადა მაკფოლმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯგუფი, რომელსაც ის კოორდინაციას უწევს, "არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიო" და "მჭიდრო კოორდინაციაშია უკრაინის, ბრიტანეთის და ამერიკის მთავრობებთან".

   მკითხველებს ვახსენებ, რომ რადიკალური ოპოზიცია (ლიდერი - სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის დაპატიმრებული სიმულიანტი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რომელსაც თუნდაც ერთი მრავალრიცხოვანი აქციის გამართვის უნარიც არ შესწევს, დიდი ხანია დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, რადგან მას თითქოსდა შეიძლებოდა შეენარჩუნებინა კავშირები მოსკოვთან. ქართულ ოპოზიციას ამ საკითხში მხარს უჭერენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად - საპარლამენტო უმრავლესობის - ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელის, დავით არახამია.

   ცნობისთვის - ისტორიაში უმსხვილესი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი მართლაც მილიარდერი გახდა რუსეთში, სადაც მსხვილი ბიზნესით იყო დაკავებული, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამომუშავებული ქონების უმეტესი ნაწილი - 3 მილიარდი დოლარი - საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში არ ეწევა ბიზნესს და არასდროს დაკავებულა ბიზნესით საქართველოში, ის ასევე დიდი ხანია დისტანცირდა პოლიტიკისგან.

ნუთუ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, აშშ და ევროკავშირი დაჰყვებიან კიევის ხელისუფლებას და სააკაშვილის ოპოზიციას - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც, ამასთან, საფრანგეთის მოქალაქეა, სასანქციო სიაში შეიტანენ?!

თუმცა, არ გამიკვირდება - განა დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს 300 მილიარდ დოლარზე მეტი არ მოჰპარეს, უკვე მიღებული რუსული გაზის გადასახდელად გამიზნული თანხები უკან არ წაიღეს?! და განა ახლა ევროკავშირი არ შეიმუშავებს კანონმდებლობას, რომელიც სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს და მას ვითომდა „უკრაინის აღდგენისთვისგამოიყენებს?! „ამ საკითხის განხილვა არის სამართლიანი და ჩვენ ვმუშაობთ იურიდიულ საფუძველზე, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივების გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - აცხადებს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, რაც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დაადასტურა, აქაოდა უკრაინის აღდგენის ყველა შესაძლო გზა და წყარო უნდა განიხილებოდეს“. რუსული აქტივების კონფისკაციას და მათ უკრაინაში გადაცემას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრსმა, ხოლო კანადაში უკვე შევიდა ძალაში ცვლილებები სპეციალური ეკონომიკური ზომების კანონში, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობას, რომლებიც ომის გამო სანქციების ქვეშ მოექცა, და მათ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად“.

   ცნობისთვის - საუბარია ასობით მილიარდ, თუ ტრილიონ დოლარზე არა. საუბარია რომის სამართლის - კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის, ანუ დემოკრატიის ქვაკუთხედის უპრეცედენტო დარღვევაზე, რადგან აპირებენ არა მარტო სახელმწიფოს - „აგრესორი რუსეთის“, არამედ კერძო პირების - "ნაწილობრივ, ოლიგარქების" აქტივების კონფისკაციას. რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის შემდეგ დასავლელ მეგობრებს” - საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს“ ხელი არ აუკანკალდებათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გამოსაცხადებლად, რომელსაც შვეიცარიული ბანკი „Credit Suisse“ „რატომღაც“ არ უხდის მის კუთვნილ 600 მილიონ დოლარს!

   მეორე პერსონა, ვინც დასავლეთს და უკრაინას აღიზიანებს და შესაძლოა სანქციების ქვეშ მოექცეს, არის საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც არ გამოაცხადა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არ მოახდინა ქართველი დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში გაგზავნის ორგანიზება და არ გახსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმით. ზემოაღნიშნული სამი ნაბიჯიდან ნებისმიერი, რომელსაც კიევის ხელისუფლება მოითხოვდა, არა არტო ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ნიშნავდა მის, როგორც სახელმწიფოს, რუკიდან გაქრობას, „ქართული დონბასი“ სწრაფად და სევდიანად დამთავრდებოდა!

   “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო” - ათობით ანალიტიკურ პუბლიკაციაში 2013 წლიდან, სააკაშვილის "უკრაინიზაციის" შემდეგ დღემდე, დაწვრილებით განვმარტავ - რატომ არ არის უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფო, მაგრამ უშედეგოდ - საქართველო უერთდება „ასოცირებულ ტრიოს“ და „ყირიმის პლატფორმას“, რომლებიც მას არც გამოადგა - უკრაინა და მოლდოვა მაინც გამიჯნეს საქართველოსგან მათთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. საქართველოს - უარი, რადგან ის არ არის ევროპაში“, - დააზუსტა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ქართველებს რუკაზე დახედვა ურჩია. ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას უწოდა "ამორალური" და გაიწვია უკრაინის ელჩი, მაგრამ საქართველოში უკრაინის დროშებით დაჰქროდნენ, ყველა ტელეკომპანია "უკრაინულად მღეროდა", უკრაინელები უასოდ მიიღეს - დააბინავეს, უკრაინული საბავშვო ბაღები, სკოლები და უმაღლესებში ფაკულტეტები გახსნეს, მეტიც - უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ტონაჟით საქართველომ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა! ამის საპასუხოდ, საქართველო და მისი ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთის ფარულად დახმარებაში, რუსული ტვირთების კონტრაბანდაში სანქციების გვერდის ავლით და ახლა უკვე აპირებენ ქართველი ლიდერების შეყვანას სანქცირებულების სიაში!

   ამ დროს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ოფისის ხელმძღვანელი, ნარკომანი სააკაშვილი, რომელიც ზელენსკიმ საქართველოში რძის პროდუქტებით დატვირთული კონტეინერით გამოგზავნა - მაიდანის მოსაწყობად და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად უკრაინის კვალდაკვალ რუსეთისთვის ომის გამოცხადების მიზნით - გაურკვეველი მიზეზების გამო, იხდის სასჯელს არა რუსთავის ციხის საკანში, როგორც სხვა პატიმრები, რამედ კერძო კლინიკა "ვივა მედის" ლუქს პალატაში, სადაც წვდომა აქვს ნარკოტიკებზე და ახალგაზრდა ექთნებს ეკეკლუცება!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 7 ივლისი
საქართველო, თბილისი