რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველომ შეიძლება ვერ მოასწროს ნატოს გაცვლა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

   „საყოველთაოდ ცნობილია ათობით განცხადება, რომ საქართველოსა და უკრაინანატოში მიიღებენ, მაგრამ - მომავალში, და არა ახლა. ეს 11 დეკემბერს კიდევ ერთელ გაიმეორა სტოლტენბერგმა. ამიტომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 დეკემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც აუცილებელია ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურად დეზავუირება იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. ვინ არის მართალი?“ - ვკითხეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს:

- ამერიკელი და ნატოს მაღალჩინოსნებიც კი "მომავლის" ქვეშ 20 წელიწადს მაინც გულისხმობენ. მთელი ეს 20 წელი საქართველოს დააიმედებენ ნატოში გაწევრების პერსპექტივით, რათა ამასობაში განათავსონ აქ სამხედრო ბაზები და ცენტრები, ჩაატარონ სამედრო წვრთნები, გამოიყენიონ საქართველოს აკვატორია და საჰაერო სივრცე ნატოს ქვეყნების საჰაერო და საზღვაო ხომალდებისთვის, მოიერიშე სარაკეტო კომპლექსები განათავსონ - გამშვები დანადგარები МК-41, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, სარაკეტო თავდაცვის სისტემების საფარქვეშ, რომლებზეც „Tomahawk”-ი ყენდება და რომლებიც, როგორც პუტინი ამბობს, „კომპიუტერზე ერთი კლავიშის დაჭერით შეიძლება გადაპროგრამირდეს“.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსდა ნატოს გენმდივნის ზემოხსენებულ განცხადებებში გამოთქმულია პროტესტი - აქაოდა, ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც იზიარებს ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეაქვს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. ნატოში გაწევრება არის საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებას. მხოლოდ ნატოს 30 მოკავშირე ქვეყანა და არა რუსეთი გადაწყვეტს მზად არიან თუ არა საქართველო და უკრაინა წევრობისთვის. ხოლო 2021 წელს ბრიუსელში ნატოს სამიტზე მიღებული კომუნიკე ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები მიუღებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში”. ბატონო არნო, განა საქართველოს ბრალია, რომ ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში და თვითმფრინავები - მის თავზე ხშირად ჩნდებიან?

- საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოას გენმდივნის ეს ორი განცხადება არის ორმაგი სიცრუე, გათვლილი იმაზე, რომ სააკაშვილის პროპაგანდისტულმა ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“) ბოლომდე მოახერხეს ქართველი ხალხის ცხვრის ნახირად გადაქცევა, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ვითომდა პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“, იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეები სიმართლეში გაარკვიონ, საამური ცხოვრება მოაწყვეს და ეთერში იწვევენ ორპირა პენსიონერებს, რათა „რუსეთუმეობაში“ არ დასდონ ბრალი!

ჯერ ერთი, რაც შეეხება "საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებას": 2008 წლის 5 იანვარს სააკაშვილის მიერ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის გარეშე გამართულ "რეფერენდუმზეც“ კი, საქართველოს ნატოში გაწევრებას მხარი დაუჭირა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 30%-ზე ნაკლებმა, ხოლო გამოაცხადეს 75%. ეს ჩემი ვერსია კი არა, დოკუმენტირად დადასტურებული ფაქტია!

მეორეც, როგორც სწორად შენიშნეს ჯერ კიდევ კანტმა და ბაკუნინმა, ერთი ადამიანის თავისუფლება („ხელების ქნევა“) მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორის თავისუფლება („ცხვირის წვერი“). ნატოს ქვეყნებს აკისრიათ ვალდებულებები უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ ევროატლანტიკურ სივრცეში, ეუთოს მთელ სივრცეში. ეს პრინციპი პირველად დეკლარირებული იქნა ჰელსინკის დასკვნით აქტში, შემდეგ კი დადასტურდა და განმტკიცდა პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისთვის 1990 წელს, სადაც აღნიშნულია: თითოეულის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ყველა დანარჩენის უსაფრთხოებასთან“. ხოლო 1999 წელს სტამბულში, ეუთოს სამიტზე მიღებულ იქნა ევროპის უსაფრთხოების ქარტია, სადაც ხაზგასმულია, რომ მონაწილე სახელმწიფოები არ განამტკიცებენ თავიანთ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე“. „ყველა ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ეუთოს წევრი ქვეყნების უმაღლესი ლიდერები, მათ შორის ნატოს ყველა ქვეყანა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოაღნიშნულ განცხადებაში. ასე რომ, საქართველოს არ აქვს უფლება ნატოში გაწევრების გზით უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, რადგან ეს ეწინააღმდეგება ნატოს ოწინააღმდეგე მეზობელი რუსეთის უსაფრთხოებას. რა არის აქ გაუგებარი და საკამათო?

- მაგრამ თუ საქართველომ და უკრაინამ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტებს, მაშინ რატომ აკეთებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გენმდივანი სტოლტენბერგი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო განცხადებებს? ეს ხომ "თეთრი ძაფით ნაკერია" ...

- კარგი კითხვაა! საქმე ისაა, რომ ნატოს გენმდივანი არის პოლიტიკური ფიგურა, "ქორების" გამაპიარებელი, რომლის საქმეც რუსეთის წინააღმდეგ ლაპარაკია, რისთვისაც ასტრონომიულ ხელფასს უხდიან. ძველეურად პიარს ეწევა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც - ევროპაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი. მით უფრო, რომ ნატოს არც ერთი გენმდივანს ამ ორგანიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე არ ეკავა ეს თანამდებობა ამდენი ხნის განმავლობაში. როგორც სტოლტენბერგს - 7 წელი! პენსიაზე გასვლა კი საჭიროა ანტირუსული „ფოიერვერკის” ფონზე, კარგი დამატებითი შემოსავლის მისაღებად - მაგალითად, სტოლტენბერგის წინამორბედი, ანდერს ფოგ რასმუსენი, პენსიაზე გასვლისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა!

იგივე ეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას: ზალკალიანი მალე დაემშვიდობება მინისტრის სავარძელს, ის ოცნებობს აშშ-ში საქართველოს ელჩად წასვლაზე, ამიტომ დამშვიდობებისას განსაკუთრებით მკვეთრ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს.

- მაგრამ ნატოს უარყოფით საქართველო დაკარგავს სტრატეგიულ პარტნიორს, რადგან ნატო საქართველოში განიხილება, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთწამალს“, განა ასე არა?

- ნატო საქართველოსთვის წამალი კი არა, პლაცებოა, სატყუარა! გასულ კვირას კი, ლუკ კოფი-რასმუსენის იდეას ნატოში საქართველოს მიღების შესახებ „დროებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“ წერტილი დაესვა: ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალურ აზიის საკითხებში ხავიერ კოლომინამ უთხრა „მკაფიო არა“ პირობას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნატოში გაწევრების დაჩქარების მიზნით, ალიანსის წესდების მე-5 მუხლი შეიძლება არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ გვინდა ვიხილოთ პროგრესი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კონტექსტში ამ დაურეგულირებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით, - თქვა მან, - ხოლო უმოკლესი გზების ძიება არ წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკას!”.

- რა მოხდება, თუ ნატო არ იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი?

- დასაწყისში ხსენებული პუტინთან საუბრის შემდეგ ბაიდენმა ორი ზემნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომელთა შესახებაც, ისევე როგორც ახლახან ხსენებული კოლომინას განცხადების თაობაზე, საქართველოში გაჩუმდნენ:

პირველი - რომ "აშშ არ იომებს რუსეთთან უკრაინის გამო, „ეს არც განიხილება“, და მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს გამოუცხადებს, რადგან ნატო, ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლის შესაბამისად, სამხედრო დახმარებას უწევს მხოლოდ ალიანსის წევრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო არც საქართველოს უსაფრთხოების გარანტია! ამით ბაიდენმა გააფრთხილა არა რუსეთი, არამედ კიევის ხელისუფლება - აქაოდა, ომის პროვოცირებას თუ მოახდენთ, მარტო დარჩებით, როგორც საქართველო 2008 წლის აგვისტოშიო. (მოგვიანებით ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ამერიკული ჯარები გაიგზავნება „ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს - ბულგარეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და ესტონეთში. ცხადია - შიშით, რომ რუსეთი ემანდ არ „შეიჭრას“ და არ აღადგინოს ვარშავის ხელშეკრულება!).

მეორე - რომ აშშ და ნატოს ოთხი ქვეყანა (დიდი ალბათობით - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია) შეიკრიბებიან და იფიქრებენ „ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებით შეშფოთრბული რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე“. ხოლო ზელენსკიმ მაშინვე გამოაცხადა, რომ მზადაა დონბასში რეფერენდუმის ჩასატარებლად, რომელიც, სავარაუდოდ, ხმას მისცემს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. გამორიცხული არ არის, რომ აშშ-მა + ნატოს ზემოხსენებულმა ოთხმა მოკავშირემ რუსეთს მიაწოდოს სამართლებრივი გარანტიები ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებაზე, ანუ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში არ მიღებისა. ამიტომ, დღეს, სანამ საქართველოს აქვს ეს ცარიელი პლაცებო - ნატოში გაწევრიანების ბუნდოვანი პერსპექტივა, ის სასწრაფოდ უნდა გაცვალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე! თუ ხვალ ნატო ოფიციალურად უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, საქართველოს ღარაფერი ექნება შესთავაზებელი რუსეთთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ.

- როგორ ფიქრობთ, ასეთი გაცვლა შესაძლებელია?

- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, საქართველოსთვის ეს არის არა ნატო, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მხოლოდ მილიარდერი ფილანტროპის წყალობით, რომელსაც აქვს კავშირები აშშ-სა და ევროკავშირის გავლენიან წრეებში, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა ვერ გადააქციეს საქართველო მორჩილი მონების კოლონიად და ახლა შოკირებული არიან საქართველოს ხელისუფლების სიჯიუტით. როდესაც მათ არ ეთანხმება პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი! 2024 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამოქმედდება ანდროიდული თერაპიის ცენტრი, სადაც დამონტაჟდება ორი ციკლოტრონი, ერთი - ონკოპაციენტების სამკურნალოდ, მეორე - მეცნიერების განვითარებისთვის. უნივერსიტეტიცა და ციკლოტრონებიც ივანიშვილის მილიარდზე მეტი ევროთი შეიქმნა, აი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიები საქართველოსთვის, რომელიც რეგიონის სამედიცინო და სამეცნიერო ცენტრად გადაიქცევა!

- საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მოეწონათ თქვენი იდეა საქართველოს კავკასიის შვეიცარიად გადაქცევის შესახებ, რაც შემთხვევითი როდია. შვეიცარიის კონფედერაცია, მოგეხსენებათ, შვეიცარიელი ერის გაჩენის პირველივე დღეებიდან მკაცრად ნეიტრალური ქვეყანაა, მშვიდობისმოყვარეობისდა სტაბილურობის ეტალონი. შეიძლება თუ არა ნეიტრალიტეტი იქცეს საქართველოს უსაფრთხოების გარანტად ასეთ მღელვარე რეგიონში?

- საქართველოს არ აქვს მდიდარი არჩევანი: ან რუსეთი უნდა ჰყავდეს მფარველად, როგორც სომხეთს, ან თურქეთი, როგორც აზერბაიჯანს, ანდა დაიცვას ნეიტრალიტეტი. მიუხედავად მღელვარე რეგიონისა, საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ ემუქრება, ხოლო უკრაინის ტაქტიკა - დროის მოგება და ისე შეიარაღება, რომ რუსეთს ომი მოუგოს - საქართველოს არ გამოადგება. უკრაინა და მით უმეტეს - საქართველო ვერასოდეს მიაღწევენ სამხედრო პარიტეტს რუსეთის ფედერაციასთან, რა იარაღსა და ფინანსურ დახმარებასაც არ უნდა უწევდნენ მათ ნატო და აშშ, ამიტომ სამხედრო კონფლიქტი, რომელსაც უკრაინა გადაეყრება, მისთვის სავალალოდ დასრულდება. სააკაშვილის ოფიცრები და ვაიგენერლები იმედოვნებენ, რომ დაამარცხებენ რუსეთს დონბასში, შემდეგ კი სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში შეიარაღებული პუტჩით დააბრუნებენ! ყველა მათგანი საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მუდმივი დაკვირვების ქვეშაა.

- და ბოლო კითხვა: გასულ სამშაბათს ტქვენ მიერ ხსენებულ მოლაპარაკებებზე, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ხსენეს თანამშრომლობა მეორე მსოფლიო ომის დროს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მაშინ გაღებული მსხვერპლი არ უნდა დაგვავიწყდეს, ხოლო თავად მოკავშირეობა უნდა იყოს მაგალითი დღევანდელ რეალიებში კონტაქტების დამყარებისა და ერთობლივი მუშაობისთვის“. როგორც ამბობენ, ბაიდენმა საუბარში იმ ომში დაღუპული ნათესავები ახსენა. რას ეუბნება ეს მსოფლიოს და საქართველოს?

- ბევრს. რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, ისევე როგორც ექსპრეზიდენტმა ტრამპმა, იცის სიმართლე ამ ომის შესახებ და პატივს სცემს მის გმირებს, განსხვავებით რუსოფობებისგან, რომლებსაც ტრამპმა გასულ კვირას ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში "ავადმყოფები" უწოდა. ავადმყოფები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები და აშშ-ელჩის ახალი ფავორიტი - ბანკირხაზარაძე, რომელმაც გასულ კვირას კელი დეგნანთან კასტინგის შემდეგ უმალ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა უნდა გაიხსნას!

იბადება კითხვა: თუ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო ამერიკული ბაზების გაყვანა სირიიდან და პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიყვანა ისინი ავღანეთიდან, მაშინ რა უფლებით ატარებს აშშ-ის ელჩი საქართველოში დიამეტრალურად საპირისპირო პოლიტიკას? რატომ იქცა აშშ-ის ელჩი მხარედ და და მხარს უჭერს ოპოზიცის - როგორც მისმა წინამორბედმა იან კელიმ, სააკაშვილის ტელეკომპანიის მუდმივმა სტუმარმა და მფარველმა?

   ბაიდენის მიერ მეორე მსოფლიო ომის ხსენება იმაზეც მეტყველებს, რომ თბილისის მერიამ სასწრაფოდ უნდა დაუბრუნოს ვაკის პარკს მისი უწინდელი სახელი - გამარჯვების პარკი და აღადგინოს ავადმყოფების მიერ (როგორც ტრამპმა მათ უწოდა) მემორიალის კედლიდან წაშლილი გმირთა სახელები. რათა ქართველმა ახალგაზრდებმა, ბაიდენის მსგავსად, პატივი მიაგონ საქართველოდან ფრონტზე წასული 700 ათასიდან 350 ათასი გაღუპულის ხსოვნას.

ინტერვიუ მოამზადა და ჩაწერა ეკა კანდელაკმა.

2021 წლის 13 დეკემბერი
საქართველო, თბილისი