რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს სურს კავკასიური შვეიცარია გახდეს

   კალენდარულ წელთან ერთად პოლიტიკური წლის დასასრულიც მოდის, რაც შედეგების შეჯამების დროს ნიშნავს. 2021 წლის მთავარი შედეგი საქართველოსთვის ისაა, რომ ქვეყანაში ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობით, რაც ტყუილუბრალოდ იწვევს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შეშფოთებას. პრემიერი ღარიბაშვილი სულაც არ ცდილობს ხელისუფლების უზურპაციას, პირიქით - სურს საქართველო წარმატებულ ევროპულ ქვეყნად აქციოს გამოხატული პოლიტიკური ლიდერის გარეშე და დაბალანსებული საგარეო და საშინაო პოლიტიკით - ერთგვარ კავკასიურ შვეიცარია. პრემიერმა, მიუხედავად შინ არსებული ტერიტორიული პრობლემებისა, უკვე მოირგო შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორც შვეიცარიაა შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის. ღარიბაშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების შტოების ხელმძღვანელებს შორის შიდა უთანხმოებამ ადგილი დაუთმო პარტნიორობას - პრემიერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც კი ერთმანეთს პრობლემებს არ უქმნიან (გაიხსენპრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ვეტოს დადების გარდა არაფერაკეთებდა!) და წარმოადგენენ, დაე არა უნაკლო, მაგრამ გუნდს, რომელსაც პრორუსულს ვერაფრით ვერ უწოდებ.

ა არის პრემიერ ღარიბაშვილის ნოუ-ჰაუ“?

საგარეო პოლიტიკაში ღარიბაშვილი არ იღებს თავის თავზე „ზედმეტს“ ​​- რისი განხორციელება ჯერჯერობით არ შეუძლია, მაგალითად - რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. პრემიერს ღარიბაშვილი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი რუსეთთან მოლაპარაკებების მომზადებაშიც კი, ხოლო შერიგების საკითხებში ფორმალურ სახელმწიფო მინისტრსა და სპეცსამსახურებს არ აქვთ მყარი კონტაქტები აფხაზებთან და ოსებთან, რომლებთანაც მდგომარეობას სტაბილურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამ თემებში ნდობით აჭღურვილი პირების ჩართვა ხელსაყრელი გარემოებების გამოსაყენებლად დღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან მთავრობაში რეფორმების გასატარებლად საუკეთესო დრო არ არის, ღარიბაშვილი ჯერჯერობით შიდა პოლიტიკური და ეკოომიკური საგანგებო პრობლემებით არის დაკავებული. მაგრამ, აფხაზეთში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და სამხრეთ ოსეთთან სადემარკაციო ხაზზე ინციდენტების მიუხედავად, მიუხედავად საქართველოს მისწრაფების ნატოსა და ევროკავშირში, ღარიბაშვილის მთავრობა კატეგორიულად აღკვეთს ოპოზიციის ზღვარს იქეთ გადასულ ანტირუსულ გამოხტომასა და პროვოკაციას და არ ისახავს ტერიტორიული პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტის გეგმას. სწორედ ეს აშფოთებს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს - განსაკუთრებით, როცა ოფიციალური მოსკოვი და რუსული სახელმწიფო მედია დემონსტრაციულად ერიდებიან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკას, მიუხედავად ქართული კონსტიტუციით გამყარებული უალტერნატივო ევროატლანტიკური საგარეო კურსისა.

უფრო მეტად კი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ძაბავს საქართველოს ხელისუფლების დაუმორჩილებლობის პრეცედენტების მთელი სერია, დაწყებული 19 აპრილის მიშელის შეთანხმების გამოსვილიდან. დიახ, ღარიბაშვილის ხელისუფლებამ, ზემოაღნიშნული ელჩების დაჟინებული მოთხოვნით, ციხიდან გაათავისუფლა სამი კრიმინალი - მელია, უგულავა და რურუა, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ე.წ. გავრილოვის ღამეს, მაგრამ როცა საქმე ეხება კონსტიტუციას, არჩევნებსა და სასამართლოს, ანუ ფუნდამენტურ სფეროებს, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს დასავლეთის ინსტრუქციების შესრულებაზე და თავად გადადის კონტრშეტევაზე. ამ დროისთვის კვლავ გრძელდება ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა 1 - სასამართლოები უცხოელი მოსამართლეებით იყვნენ დაკომპლექტებული (მავეს გასაგები მიზეზის გამო ითხოვს ციხიდან უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი); 2 - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამსვლელი ბარიერი 1% არ უნდა აღემატებოდეს. დიახ, ჭრელი მრავალპარტიული პარლამენტი ვერ დაკავდება კანონშემოქმედებით, სამაგიეროდ, ადვილად სამართავია გარედან, რაც ემთხვევა მწირი ელექტორატის მქონე ოპოზიციური პარტიების ინტერესებს. დიახ, დასავლეთს ეშინია ახალი დიქტატურის საქართველოში სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ, მაგრამ დიქტატურაზე მეტად მას ეშინია ეროვნულად განწყობილი ხელისუფლების, რომელსაც ეროვნული ინტერესების გულისთვის შეუძლია მსხვერპლად გაიღოს საქართველოს სახელშეკრულები ვალდებულებები კოლექტიური დასავლეთის წინაშე და დაივიწყოს დასავლური კრედიტები და გრანტები.

საშინაო პოლიტიკაში ღარიბაშვილს მოუწია უპასუხისმგებლო წინამორბედების, განსაკუთრებით კი შეუმდგარი პოლიტიკოსი გახარიას მემკვიდრეობის დაძლევა. პანდემიით გამოწვეული და სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის საბოტაჟით გასამმაგებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ღარიბაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე - და ქვეყანა არ ჩავარდა დეფოლტსა და სამოქალაქო ომის უფსკრულში, საქართველოს “მეგობრების“ გასაკვირად და სამწუხაროდ! პრემიერ ღარიბაშვილი მუშაობს კრიზის- მენეჯერის რეჟიმში და კეტავს „ხვრელებს“ მათი წარმოშობის კვალდაკვალ, მაგალითად - ურეკავს Pfizer-ის ხელმძღვანელს და საქართველო ბოლოსდაბოლოს იღებს ვაქცინას, რაც 2 წლის განმავლობაში მისმა წინამორბედმა არ მოიმოქმედა. ღარიბაშვილი გასცემს შემწეობებს, ზრდის პენსიებს და გეგმავს საგარეო ვალის განახევრებას, ამასთან, მმართველ პარტიაზე დაყრდნობით, იგებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომ საქართველო საძარცვად ხელში არ ჩაუგდოს კოალიციურ მთავრობას (როგორც ეს მოხდა საქართველოში 100 წლის წინ, მენშევიკების დროს).

ღარიბაშვილის მთავრობას აქვს საკუთარი ეკონომიკური ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს, ​​პირველ რიგში, კაპიტალდაბანდებების, ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას, პირდაპირი ფულადი მოგების მიღებას. ანუ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ღარიბაშვილი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე მოქმედებს, იყენებს უკვე არსებულ პოტენციალს - ტურისტულს, სასოფლ-სამეურნეოს, ენერგეტიკულ, სატრანსპორტოს. რასაც არ უნდა აწარმოებენ საქართველოში ინვესტორები, რა ინფრასტრუქტურასაც არ უნდა იყენებდნენ, მთავარია, საქართველოს ბიუჯეტში იმდენი ფული დატოვონ, რომ მოსახლეობა გამოიკვებოს და ახალგაზრდა თაობამ განათლება მიიღოს. ამ მიმართულებით გარღვევად იქცეოდა პოლიტიკური მიზეზებით „გაყინული“ პროექტები:

- რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება;

- რუსეთის ფედერაციასთან სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით;

- საქართველოს მონაწილეობა პროექტში "კავკასიური პლატფორმა"3 + 3";

- სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტიოქმედება - "ირანი - აზერბაიჯანი - საქართველო".

   ღარიბაშვილი ტელეეკრანებზე გამოჩენას და პიარით დაკავებას საჭიროდ არ თვლის, ხოლო ვინც ვალდებულია ეს მის ნაცვლად გააკეთოს, არ იციან ეს როგორ კეთდება. კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ მუხლის შეტანი, სამაგალითო მეოჯახე ღარიბაშვილი მუშაობს პრინციპით „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ და მიაჩნია, რომ ქართულ ტრადიციულ მართლმადიდებლურ ღირებულებებს საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია.

რაში შეცდა სააკაშვილი და რაში აგებს ოპოზიცია?

საქართველოში დაბრუნებულმა, თეთრ არაჟანზე ამხედრებული, უკრაინა-რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მომლოდინე სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ საქართველოში მოაწყობდა პროვოკაციას, რათა ეიძულებინა აშშ და ნატო, მოეთოკა რუსეთი ორმაგი მიზეზით - არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოკუპაციის გამო, რაც ვერ მოახერხა 2008 წელს. თუმცა ჟანრის კრიზისში მყოფი სააკაშვილის განზრახვა ჩაფლავდა და ის, როგორც ყველა რევოლუციონერი, ციხეში აღმოჩნდა.

შეცდომა №1: ბაიდენი და პუტინი, ბუნებრივია, არ ჩაერთნენ ორმაგ ავანტიურაში - უკრაინის ომში, რომელშიც საქართველოც აღმოჩნდებოდა ჩათრეული. ამის შესახებ სააკაშვილი აშშ-ის მოქალაქემ და კგბ-ს პოლკოვნიკმა თემურ ალასანიამ გააფრთხილა, რომელმაც პირველად აიცილა დისშვილის გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ მიშა ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

შეცდომა №2: 3 ოქტომბერს, "გაყალბებული არჩევნების" მეორე დღეს, რუსთაველის გამზირზე, ბადრი პატარკაციშვილივით გამოჩენა. პატარკაციშვილისგან განსხვავებით, თბილისს სააკაშვილი სძულს.

შეცდომა №3: მისი მომხრეების და ოპოზიციის დაპირებების იმედი, რომლებიც ციხიდან მეორე დღეს გათავისუფლებას დაჰპირდნენ. საქმე ისაა, რომ სააკაშვილს საგანგებოდ აიგივებდნენ სოციალურ ჯგუფებსა და ტენდენციებთან, რომელთა მიმართ თავადაც არ იყო სიმპათიით განწყობილი - „დემოკრატიის შუქურა“, ლგბტ და ნარკომანთა, ლიბერალებისა და სიტყვის თავისუფლების უფლებების დამცველი და ა.შ. სინამდვილეში სააკაშვილმა თავისი მმართველობის დროს გაანადგურა დემოკრატია და დაამყარა პოლიციური დიქტატურა, აწამა და მოკლა ათასობით უდანაშაულო მოქალაქე, ლგბტ მაშინ არ აწყობდნენ გეი-აღლუმებს და პოლიციის მიერ ჩადებული მილიგრამი მარიხუანას გამო ხალხს ციხეებში ყრიდნენ 10 ან მეტი წლით, პოლიციის სპეცრაზმი იჭრებოდა ტელეკომპანიებში, მწერალთა და პრესის სახლებში და მწერლებსა და ჟურნალისტებს ხელკეტებით ყრიდნენ ქუჩაში, ხოლო მშვიდობიან დემონსტრანტებს ცემით ასისხლიანდებდნენ და ხოცავდნენ!

მაგრამ ახლა საქართველოში ყველა დისკრედიტებული, "ქართული ოცნების" მთავრობით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები, სექტანტები - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მტრები, ლიბერალები, ნარკომანები და ლგბტ-აქტივისტები გაერთიანდნენ ერთადერთი პოპულარული ლიდერის - სააკაშვილის გარშემო. შედეგად, ბევრი მათგანი, პარტიული სიებით გავიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ან მიიღეს კარგი უცხოური გრანტები, ანდა უბრალოდ დაფინანსება „ნაცმოძრაობის“ პარტიული „ობშიაკიდან“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, ხოლო გამოყენებული და ყველასგან მიტოვებული სააკაშვილი ტყვეობაში დარჩა.

შეცდომა №4: ზელენსკის იმედად ყოფნა, რომ იგი უკრაინაში მის ექსტრადირებას მოახდენდა, კარგად ანაზღაურებადი დასავლელი ლობისტების იმედი, რომლებიც სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ.

   მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პირადმა ექიმებმაც კი გიჟად აღიარეს, მის პარტიაში მხოლოდ პირსისხლიანი კრიმინალები ან მასზე შეყვარებული სექტანტები დარჩებიან. ყველა, ვინც შეინარჩუნა გონიერების ნარჩენები, სავარაუდოდ, ხაზარაძის პარტიაში გადაინაცვლებენ. მიმდინარეობს კონსულტაციები განსაკუთრებით უპრინციპო გახარიასა და ბურჯანაძის გაერთიანების თაობაზე, რომელიც უკვე მეორედ მიდის სააკაშვილისგან და ალბათ კვლავ გაემგზავრება მოსკოვში! თუმცა კისრიდან სააკაშვილის ტვირთის ჩამოხსნით, ტყუილუბრალოდ იმედოვნებენ, რომ მომავალში კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდებიან - მათ არ ჰყავთ ამომრჩეველი, ხოლო სამეგრელოში, აჭარასა და ქვემო ქართლში განსაკუთრებით პოპულარული სააკაშვილი მათთვის ტვირთი კი არა, ტივტივა იყო!

   დღეს სააკაშვილმა გახსნა "პარაშუტი", რომელიც ყოველთვის მზად აქვს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგაც და ახლაც, მისი დაკავების შემდეგ, ვირწმუნებოდი, რომ მას შეშლილად აღიარებდნენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებდნენ. დიდ არტისტ სააკაშვილს არ უჭირს თავის მოგიჟიანება, ის მართლაც გიჟია, მაგრამ არა იმ დონემდე, რომელიც პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებდა! ხელისუფლებამ სააკაშვილს ყველა შეცდომის დაშვების საშუალება მისცა - მოახდინა მისი უღირსი დაბრუნებისა და კოსპირაციულ ბინაში ყოფნის, შემდეგ - ცრუ შიმშილობისა და ციხესა და საავადმყოფოში ისტერიკის, სასამართლო პროცესზე გამოსვლის დემონსტრირება, სადაც მას არაფერი მოუნანიებია, ასევე გიული ალასანიას საქციელის დემონსტრირება, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი მიშა არაფრით ჩამოუვარდება ალექსანდრე მაკედონელს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 9 დეკემბერი
საქართველო, თბილისი