რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთსა და საქართველოს, როგორც რეგიონულ შუამავლებს შორის, კონტაქტების გააქტიურება გარდაუვალია

   ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებამ არა მხოლოდ იხსნა გაუთავებელი და უაზრო ომის პოტენციურ მსხვერპლთა – აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცების სიცოცხლე, არამედ სათავე დაუდო სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუნძულად გადაქცევის პროცესს.

   სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთავარი შუამავლისრუსეთის კვალდაკვალ, რომელმაც მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტი განათავსა, შუამავლის როლის შესრულება საქართველომაც დაიწყო, რომლის პრემიერ მინისტრადაც, 5წლიანი პაუზის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ღარიბაშვილის აქტიური შუამავლობის წყალობით, ამა წლის ივნისში აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა, რის სანაცვლოდაც საბრძოლო მოქმედებების რაიონის დანაღმვის რუქა მიიღო. ახლა ღარიბაშვილი, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეთაურებთან შეხვედრების შემდეგ და მათი თანხმობით, შუამავლის როლს ასრულებს სიუნიკის დერეფნის (ასევე ზანგეზურსა და მეგრისას უწოდებენ) გახსნის საქმეში, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიასთან უნდა დააკავშიროს.

ახალ ხელქვეითებთან პირველ შეხვედრაზე სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა: ანდრეი ანდრეევიჩის ავტორიტეტის ფონზე (გრომიკო - რედ.) გამიჭირდება. მასთან, საგარეო პოლიტიკის კრეისერთან შედარებით, მე უბრალოდ ნავი ვარ. მაგრამ მოტორიანი!". საქართველოც "პატარა ნავია" შავ ზღვაზე, მაგრამ, როგორც შუამავალსამხრეთ კავკასიაში, რუსეთთან ერთი ექსკლუზიური უპირატესობა გააჩნია. და ის მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რომ საქართველო სატრანსპორტო ჰაბია, რომელიც ესაზღვრება რეგიონის ყველა ქვეყანას - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს; და არც იმაში, რომ საქართველოში კომპაქტურად დასახლებულია ასობით ათასი აზერბაიჯანელი და სომეხი. რუსეთის ფედერაციის სტატუს-კვო, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, რომელშიც სომხეთი შედის, არ ძლევმოსკოვს საშუალებას, იყოს ისეთი მოქნილი შუამავალი, როგორიც ოფიციალური თბილისია, მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა თურქეთსა და აზერბაიჯანთან.

   ვჭვრეტ ლოგიკურ კითხვას: კი მაგრამ, რატომ არის დაინტერესებული საქართველოს პრემიერმინისტრი სიუნიკის დერეფნის გახსნით? 2008 წლის შემდეგ საქართველო გამიჯნულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგან საზღვრით, ხოლო 2011 წელს სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, იმის დაუზუსტებლად, რომ საქართველოს საზღვარი გადის როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუზე და არა გორსა და ზუგდიდის მახლობლად. ხოლო სიუნიკის დერეფნის გახსნის შემდეგ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო შემცირდება: აზერბაიჯანის, სიუნიკის რაიონის გავლით, ნახიჩევანისა და თურქეთთან; სომხეთის, იმავე სიუნიკის იონის გავლით, ირანსა და რუსეთთან, ხოლო შემდგომში - თურქეთთან; რუსეთი, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით, სომხეთსა და თურქეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო დერეფნების განბლოკვის შემდეგ, საქართველო აღარ იქნება ერთადერთი დერეფანი, რომელიც სომხეთს - რუსეთთან, ხოლო აზერბაიჯანს - თურქეთთან დააკავშირებს. განა ასე არ არის?"

   ვპასუხობ: ნუ ღელავთ, ბატონებო, საქართველო არ დაკარგავს თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობის უპირატესობას, ანუ საკომუნიკაციო ლოგისტიკური ჰაბის როლს, რომელიც აღმოსავლეთს – დასავლეთთან, ჩრდილოეთს – სამხრეთთან და აზიას – ევროპასთან აკავშირებს, მით უმეტეს, თუ განბლოკავს სატრანსპორტო დერეფნებს რუსეთიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით, სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში და იქიდან – ირანში. ხოლო სანამ მოსკოვისა და თბილისის აზრი საქართველოს საზღვართან დაკავშირებით არ ემთხვევა, დაე ამ დერეფნებს მონიტორინგი გაუწიონ შუამავლმა - კერძო შვეიცარიულმა კომპანიამ SGS, როგორც ეს გათვალისწინებულია 2011 წლის ხელშეკრულებით. აი მაშინ ქართული ალტერნატიული მარშრუტი იქნება ბევრად უფრო მოსახერხებელი და იაფი, ვიდრე აზერბაიჯანი - სომხეთი - ნახიჩევანის გავლით, ყველასთვის – ორივე მიმართულებით!

გზები ხალხებს აახლოებს - სოხუმსა და ცხინვალამდე მიმავალი გზები ქართველებს მხოლოდ დაახლოებს აფხაზებსა და ოსებთან. მკვეთრად გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოში ამ მოსახერხებელი მარშრუტებით და ასევე, მკვეთრად გაიზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე სატრანსპორტო ხარჯების შემცირების გამო. ზემოჩამოთვლილი სატრანსპორტო დერეფნების გარდა, გაითვალისწინეთ რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის უპირატესობები: შატილი - ითუმ -კალი - გროზნო (ჩეჩნეთი), რომელიც ყაზბეგი - ზემო ლარსი - ვლადიკავკაზის მარშრუტისგან განსხვავებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი წლის განმავლობაში.

   სავარაუდით, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით - ის იმედოვნებს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის საქართველოს საშუამავლო როლი წარმატებული ღმოჩნდება და ისინი საპასუხნაბიჯებგადადგავენ - იქცევიან შუამავლებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საქმეში. ჯერჯერობით კი საქართველო და რუსეთი არიან შუამავლები აზერბაიჯანს, თურქეთსა და სომხეთს შორის, ამიტომ მათ შორის არსებული კომუნიკაციების გააქტიურება გარდა უკვე არსებულისა (ვაჭრობის, დანაშაულთან ბრძოლის, ენერგეტიკის მიმართულებით და ა.შ.), გარდაუვალია.

   უკანასკნელი კონფლიქტის მოგვარება რეგიონში უდავოდ გამოიწვევს დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილებას, რადგან ეს აქცევს საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებლად. დროა დღეს საქართველომ გადაწყვიტოს, რომელ რეგიონულ კონცეფციას ირჩევს: „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციას“, რომელიც დაბადებამდე გარდაიცვალა, თუ კავკასიურ პლატფორმას“. ორივე ტრენდის შეთავსება არ გამოვა.

და რას კარგავს საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების რეგიონული კონცეფციისუგულებელყოფით? საქართველოს, უკრაინასთან ერთად, უარი ეთქვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე, სულ მცირე, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, მაგრამ იარსებებს კი იმ დროისთვის ნატო? ანგლოსექსებმა - აშშ–მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ, საფრანგეთის პრეზიდენტისგან ფარულად, შექმნეს ახალი სამხედრო ალიანსი AUKUS. განრისხებულმა საფრანგეთმა გაიწვია თავისი ელჩები აშშ–დან და ავსტრალიიდან, რომელმაც AUKUS– ში გაწევრების გამო დაარღვია 66 მილიარდი დოლარის კონტრაქტი საფრანგეთთან 12 მოიერიშე წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე. ევროკავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა საფრანგეთს, ხოლო ევროკავშირის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის აუცილებლობის შესახებ ნატოსა და აშშ–სგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ასე რომ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იმ დროისთვის აღარავის ეცხელება...

სწორედ ამიტომ, საქართველოში არჩევნების წინა დღეებში, აზერბაიჯანი და სომხეთი ღიად გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას მმართველი პარტიისდა სანდო შუამავლის - პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ. საქართველოს ხელისუფლებაში დისკრედიტებული სააკაშვილის დაბრუნება, ან თუნდაც კოალიციური მთავრობის შექმნა არასაიმედო ოპოზიციურ პარტიებთან არასასურველია საქართველოს ყველა მეზობლისთვის.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 22 სექტემბერი
საქართველო, თბილისი