რედაქტორისგან
ტყუილი და სიმართლე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების “მონიტორინგის” შესახებ - საქინფორმი

   2017 წლის 7 თებერვალს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრგორი კარასინის პრაღაში შეხვედრის შედეგების მიხედვით, გამოცხადდა, რომ „შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტის დამლევს ეწვევიან მოსკოვს და თბილისს, რათა იმსჯელონ (ჟენევაში ჯერ კიდევ 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი - რედ.) საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების გადაუწყვეტელად დარჩენილ საკითხებზე“. ამის შემდეგ კერძო შვეიცარიული კომპანია SGS დაიწყებს „რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მომავალი ტვირთების მონიტორნგს სამ საბაჟო დერეფანში, მათ შორის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით, აგრეთვე შეუდგება მონაცემების ელექტრონულ გაცვლას“.

ეს ინფორმაცია საქართველოში უკიდურესად ურთიერთსაპირისპირო და ცრუ პოლიტიკური ინსინუაციების საგანი გახდა, კერძოდ:

პოლიტიკურმა ოპოზიციამ, „ნაცმოძრაობის“ მოთავეობით, ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა მოქმედი ხელისუფლება და მისი „არაფორმალური მმართველი“ ბიძინა ივანიშვილი კრემლის ინტრესების ხელშეწყობაში - აფხაზეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი ამიერკავკასიის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის განზრახვაში“. და იმავე დროს, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა „ნაცმოძრაობიდან“, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ზემოთ ნახსენები შეთანხმება „წინა ხელისუფლებამ მოამზადა მისი პირადი მონაწილეობით, ამიტომ ამაში დღევანდელი ხელისუფლების არავითარი დამსახურება არ არის“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე იმგვარად გახლავთ წარმოდგენილი, რომ შეთანხმების მიხედვით, საქართველო თითქოს „კონტროლს იღებს ყველა ტვირთზე, როგორც კი ისინი რუსეთიდან მის ტერიტორიაზე მოხვდება, მათ შორის - დროებით არაკონტროლირებად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ვინაიდან შეთანხმების მიხედვით, საქართველო-რუსეთის საზღვრად აღიარებულია საზღვარი. რომელიც გადის მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბზე“.

თავის მხრივ, ხელისუფლება ნათელს არ ჰფენს ამ საკითხს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ორაზროვანი მომიზეზებებით იფარგლება, რომ „საქართველომ უკვე იმდენი რამ დაუთმო რუსეთს, რომ დასათმობი აღარაფერია“, 24 თებერვალს კი პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი როგორც არასდროს, ისე პომპეზურად აღნიშნავენ რუსული ოკუპაციის დღეს“...

სინამდვილეში რუსეთ-შვეიცარია-საქართველოს შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის შესახებ სულაც არ წარმოადგენს “ქართული დიპლომატიის დიდ მიღწევას და სააკაშვილის ხელისუფლების გამარჯვებას, რასაც ხელი მოეწერა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ“, ეს სააკაშვილის მეორე დიდი მარცხი გახლავთ ე.წ. მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რადგან:

1. უარის თქმით თავდაპირველ უმთავრეს მოთხოვნაზე – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე, საქართველოს მხარე მაშინ მხოლოდ და მხოლოდ .ელექტრონულ მონიტორინგზე დათანხმდა;  

2. ელექტრონულ მონიტორინგს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ახლანდელ დე ფაქტო საზღვრებზე განახორციელებენ არა საერთაშორისო დამკვირვებლები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს მისიების სახით, როგორც ქართული მხარე მოითხოვდა, არამედ – კერძო შვეიცარული კომპანია SGS;

3. კერძო შვეიცარული კომპანია SGS შუამავალმა – შვეიცარია მოიწვიადა არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ან ევროკავშირმა, როგორც ამას მაშინ ოფიციალური თბილისი მოითხოვდა;  

4. კერძო შვეიცარიული კომპანია SGS-ის წარმომადგენლები მონიტორინგს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე კი არ განახორციელებენ, როგორც ამას პრეზიდენტი სააკაშვილი საჯაროდ ამტკიცებდა, არამედ – მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე:

1) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ვესიოლოეზე“ (სოჭის რაიონის დაბა ფსოუ, უროჟაინაიას ქუჩა, მდინარე ფსოუზე გადასასვლელი ხიდის წინ)  საქართველო: მდინარე ენგურზე გადასასვლელი ხიდის წინ მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქალაქ ზუგდიდში;

2) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ზარამაგზე“ (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანია, ალაგირის რაიონის სოფელი ზარამაგი ან სოფელი ნარი როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის იქით)  საქართველოქალაქ გორის მახლობლად;

3) რფ: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ (ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის ვლადიკავკაზის ოლქში)  საქართველო: საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ სტეფანწმინდის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში.

თუკი ფსოუ, ზარამაგი, ზემო ლარსი – რუსეთია, რუსეთის საზღვარი, მაშასადამე გამოდისრომ საქართველოს საზღვარი ზუგდიდში, გორში, ყაზბეგში გადის, საიდანაც დღეს, სააკაშვილის გამოისობით (ყაზბეგის გარდა), იწყება საქართველო!

და  მთავარი კითხვაა – რა არის აქ სამონიტორო?! 

შვეიცარიელთა მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის საერთაშორისო აუდიტორები თავაზიანად მიიღებენ რუსი და ქართველი მებაჟეებისაგან მონაცემებს ტვირთზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ტრანზიტით – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით – საქართველოში შემოდისმათ თავიანთ პორტატულ კომპიუტერებში შეიტანენ და მსო-ს მონაცემთა ინტეგრირებულ ელექტრონულ ბაზას გადასცემენ (საეჭვოა, რომ მათ დალუქული კონტეინერების გახსნისა და ტვირთის დათვალიერების უფლება მისცენ, რადგან ეს, საერთაშორისო წესებით, მხოლოდ მებაჟეების პრეროგატივაა). 

შეკითხვა №1: რომელი ჭკუათმყოფელი გამოაგზავნის დღეს  სასაქონლო ტვირთს რუსეთიდან საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ან პირიქით – იმავე მარშრუტით? ცხადია, რომ ასეთი ტვირთი არ არსებობს და ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფლიქტის სრულ მოგვარებამდე  არც იქნებამაგრამ თუ ტვირთი არ არის, მაშ რაღაა სამონიტორო?! (სხვათაშორის, აფხაზეთში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა კიტოვანმა 1992 წელს რუსეთიდან საქართველოში რკინიგზით შემომავალი  ტვირთებისგამონიტორებამოისურვა...).

ხოლო თუ ლაპარაკია სამხედრო ტვირთზე – ვინ შეუშლის ხელს რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული თავისი სამხედრო ბაზები საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო ან საავტომობილო გზებით მოამარაგოს?

შეკითხვა №2: საზღვაო და საჰაერო ტვირთს რაღა ვუყოთ? ვისგან მიიღებს საქართველოს მთავრობა მონაცემებს ტვირთებზე, რომლებიც რუსეთიდან გემებით ჩავა სოხუმის, ოჩამჩირის, გაგრისა და ახალი ათონის საზღვაო პორტებში და სატვირთო თვითმფრინავებით სოხუმისა და გუდაუთის მახლობლად – ბომბორას აეროპორტებში?  

ან ტვირთზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შევა რკინიგზით (სასაზღვრო გადასასვლელი ბეიუკ-კიასიკი – სარკინიგზო საკონტროლო-გამშვები პუნქტი „გარდაბანი“) და საავტომობილო გზით (საავტომობილო საკონტროლო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „ვახტანგისი“, „ცოდნა“)?! კერძო შვეცარიული კომპანია SGS მათაც “გაამონიტორებს”?

შეკითხვა №3: რა შუაშია აქ ზემო ლარსი? იქ ხომ არ არისსაბაჟო დერეფანი, როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხრიდან, და საქართველოს რუსეთისგან მხოლოდ ნეიტრალური ტერიტორიის რამდენიმე კილომეტრი ყოფს?

 

საქინფორმი
2017 წლის 2 მარტი