პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: მემკვიდრე

     შევარდნაძეს წერილობით არ დაუფიქსირებია დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვება, რათა საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივა ჰქონოდა”

   ”ერთხელ, შევარდნაძესთან სტუმრობისას, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ”დროშა, წინაასაარჩევნო პლაკატი წინ თავდაჯერებულად მიმავალი შევარდნაძის ცნობილი ფოტოსურათით, და 70-იანი წლების ბოლოს გამოცემული მისი ბროშურა "აბაშის ექსპერიმენტი" ვუსახსოვრე (იხ. ფოტო). წიგნი შევარდნაძემ მაშინვე აიღო ხელში, აი დროშასა და პლაკატს არც კი შეხებია: წაიე, შენთან ინახებოდეს!”, - მითხრა მან ჩვენი საუბრის წინ და ბოლოს. შევარდნაძეს ეზიზღებოდა ხსენებაც კი მოღალატე სააკაშვილისა, რომელმაც "მოქალაქეთა კავშირი" სასტარტო მოედნად გამოიყენა... "- საქართველოს აწ განსვენებული პრეზიდენტის შესახებ მოგონებებით დაიწყო ჩვენი საუბარი საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.

   ა.ხ. 7 ივლისს მისი გარდაცვალებიდან 7 წელი შესრულდება, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ახლაც ყველაფერი შევარდნაძის მიერ დადგენილი დაუწერელი წესებით ხდება. მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებულმა შევარდნაძემ იცოდა ისეთი რამ, რასაც არც კი ეჭვობდნენ ისინი, ვინც მას თბილისის აეროპორტში დახვდნენ. მან იცოდა, რომ მსოფლიო, არცთუ მისი ჩარევის გარეშე, შეიცვალა და აღარასოდეს იქნებოდა უწინდელი, თუმცა იმედოვნებდა, რომ მისი დამსახურებებისთვის საქართველო სამუდამოდ დატოვებდნენ მის განკარგულებაში. კარტები აურია მის მიერვე გათავხედებულმა სააკაშვილმა, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა უსახური პროვინციელი მაფიოზები მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ოქრუაშვილი, ძმები ახალაიები. და მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის შემდეგ წარუმატებელი ექსპერიმენტი - "გადავცეთ ძალაუფლება თაობის გამოტოვებით, მამებიდან - უშუალოდ შვილიშვილებზე, შვილების გვერდის ავლით" - დაიხურა, პრეცედენტი დაიშვა - საქართველო დაეშვა უგანდის დონემდე, ამინის დიქტატურის ქვეშ. მოუწია ერთი თაობით უკან დაბრუნება და როდესაც ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა, ყველამ გააცნობიერა, რომ სააკაშვილი უბრალოდ უკონტროლო რობოტი იყო და არა შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრე.

- ისტორია მეორდება - თქვენ ერთხელ თქვით, რომ ივანიშვილმა მისდა სავალალოდ გამოზარდა გახარია, როგორც შევარდნაძემსააკაშვილი. ახდა ივანიშვილის ბოლო წინასწარმეტყველება - "ქართულ ოცნებას" 2024 წლამდე არაფერი ემუქრება, თუ მისი ლიდერები ერთმანეთარ დაერევია "...

- ასევე გახარიაც - არა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრე, არამედ წარუმატებელი ექსპერიმენტია. დიახ, გახარია არის ივანიშვილის "აბაშის ექსპერიმენტი", ჩემს თაობას ახსოვს, რომ შევარდნაძის "აბაშის ექსპერიმენტსა" თავიდან ისე ადიდებდნენ, როგორც ახალდანიშნული პრემიერ–მინისტრ გახარიას, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ფიქცია და მარცხია... შევარდნაძეს სურდა სააკაშვილის ფარულად გამოყენება (რომელიც ჟვანიამ აშშ–დან ჩამოუყვანა) მისი მადისკრედიტებელი კორუმპირებული გარემოს გასაწმენდად, მაგრამ სააკაშვილი კონტროლქვეშიდან გამოვიდა და „მოქალაქეთა კავშირი“ გამოიყენა, რათა "კანონიერი" პოლიტიკოსი გამხდარიყო. ვიღაც „ექსპერტმა“ ხუხაშვილმა, ივანიშვილის მაშინდელმა მრჩეველმა, რეკომენდაცია გაუწია გახარიას (რომლის კონტრაქტიც ევროპაში იწურებოდა და უმუშევრად რჩებოდა), მაგრამ გახარიამ „ქართული ოცნება“ გამოიყენა იმისათის, რომ „კანონიერ“ პოლიტიკოსად, ანუ ქართული პოლიტიკის ანგარიშგასაწევ ფიგურად ქცეულიყო. ივანიშვილმა აღშფოთებით უარყო ვერსია, რომ სურდა გახარიას ფარულად გამოყენება საქართველოში მართვადი ”მესამე” პოლიტიკური ძალის შესაქმნელად - დეგრადირებული სახელისუფლებო პარტიის ჩასანაცვლებლად ოპოზიციური ”ნაცმოძრაობის” საპირწონედ: ეს ყო პარტიისდა სახელმწიფოს ღალატი!” - განაცხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა. გამოდის, რომ გახარიამ ბოროტად ისარგებლა ივანიშვილის ნდობით, ისევე როგორც სააკაშვილმა ისარგებლა შევარდნაძის ნდობით, თუმცა ამის გარეშეც აქ უამრავი ანალოგიაა, კერძოდ, გახარიასა და სააკაშვილის კანდიდატურებს მხარს უჭერდნენ ვაშინგტონიცა და მოსკოვიც, რაც დიდი იშვიათობაა...

- რა შეიცვალა საქართველოს ხელისუფლებაში პრემიერ გახარიას წასვლით?

- სრულებით არაფერი, ის ყოველთვის უცხო სხეული იყო მმართველ პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ თავის უსახელო გუნდში თან წაიყვანა შსს–სა და სუს–ის მეორე პირები, მომავალ არჩევნებში კვლავაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და თბილისის მერად ისევ კალაძეს აირჩევენ. ხოლო დანარჩენი ორი "კანონიერი" პოლიტიკოსი - "მეორე" ძალის ლიდერი მელია და "მესამეს" ლიდერი გახარია - გასულ კვირას, ერთდროულად, თითქოსდა სააკაშვილის ბრძანებით, გაემგზავრნენ კასტინგზე, პირველი - ვაშინგტონში, მეორე - ბრიუსელში, იმიტომ, რომ ევროატლანტიკური დღის წესრიგი არავის გაუუქმებია. ასე რომ, განისაზღვრა "პირველი", "მეორე" და "მესამე“ ძალები ქართულ პოლიტიკაში, ნებისმიერ დანარჩენს შეუძლია მათ შეუერთდეს, თუ წილს შეიტანს - სინამდვილეში ამას გულისხმობდა გახარია, როდესაც თავისი პარტიის პრეზენტაციაზე „კრაუდფანდინგის“ შესახებ განაცხადა! ამ საქმეებში, ყოფილი ბიზნეს–მაყურებელი გახარია ოსტატია და, რაც საგულისხმოა, პოლიტიკური პარტიების/კამპანიების ჩრდილოვანი კოლექტიური თანადაფინანსებას ითვალისწინებს შევარდნაძის მიერ დადგენილი დაუწერელი კოდექსი. სწორედ ეს არის კრაუდფანდინგი ქართულად!

- თქვენ ევროატლანტიკური დღის წესრიგი ახსენეთ: ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, გენმდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ეტაპზე არ განიხილავს უკრაინისა და საქართველოს მიღებას. და მაშინაც კი, როდესაც ისინი რეფორმებს განახორციელებენ და ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ, ნატოს 30 წევრმაქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - მისცეს მათ წევრობის სამოქმედო გეგმა (МАР), თუ არა. ამავდროულად, პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოსკავკასიური პლატფორმის“ შესახებ შეახსენა: მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა - რედ.) კავკასიური პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა განვიხილეთ ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოს და თუ სურვილი ექნება - სომხეთის მიერ. ეს კარგი თანამშრმლობა იქნებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარებისათვის. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ეს საკითხი განვიხილეთ საქართველოს პრემიერთან და მე ვუთხარი, რომ ეს მომგებიანია საქართველოსთვის, მოდი გავაკეთოთ ეს! ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ სირთულეები რუსეთთან ”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

- გამოდის, რომ ანკარაში საქართველოს პრემიერის ამასწინანდელი ვიზიტისას, ერდოღანი ცდილობდა ღარიბაშვილის დარწმუნებას ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაში. თუ ერდოღანი გულწრფელი იყო და ის ნამდვილად შექმნის "3 + 3" კონფიგურაციას სამხრეთ კავკასიაში, მაშინ ის ისტორიაში შევა, როგორც კავკასიის დიდი ლიდერი. თუმცაღა, მაშინაც კი, თუკი სირიაში თურქების ოკუპაციას თვალს დავხუჭავთ, ძალიან მეეჭვება, რომ ეს იმუშავებს. საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რაიმე უკეთესობისკენ არ შეიცვლება, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არც ერთი დიუმითაც არ შეცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს. დღეს ჩვენ ვამჩნევთ სტაგნაციას ქართულ პოლიტიკაში, როგორც შევარდნაძის დროს, უსახური პოლიტიკოსები კიდევ დიდხანს მოგვითხრობენ ზღაპრებს საქართველოს, ნატოსა და აშშ–ის შორის "ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე", როგორც შევარდნაძე გვიყვებოდა თავის "მეგობრებზე" - ბეიკერზე, კოლზე, გენშერსა და ბუშზე. მაგრამ პოლიტიკაში, როგორც მოგეხსენებათ, არ არსებობენ მეგობრები, რომლებიც საჩუქრებს გჩუქნიან - არსებობს მხოლოდ დროებითი პარტნიორობა არსებული ინტერესებიდან გამომდინარე. გაჩერებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ჩვენ პერიოდულად მივიღებთ სიგელებს ბრიუსელიდან ნატოს მისიებში მონაწილეობისთვის და სტუმართმოყვარედ მივიღებთ სახდეპის მდივნების თანაშემწეებს, ამასობაში ვაშინგტონი და მოსკოვი ითამაშებენ პარტიას, რომელშიც საქართველოს პაიკის ადგილიც კი არ ექნება! სწორედ ამას ჰქვია უსახური პოლიტიკა, რომელსაც არავინ იცის ვინ და საითკენ მართავს...

- ბატონო არნო, პუტინმა ტაში დაუკრა ამერიკელ ჟურნალისტ კირ სიმონსს, როდესაც ამ უკანასკნელმა NBC– სთან ინტერვიუს მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ნატოაღმოსავლეთი გაფართოებლობის პირობა წერილობით არ დაფიქსირებულ. “Обманули дурачка на четыре кулачка!”, - პუტინმა ცნობილი რუსული ანდაზით უპასუხა.

- ვის გულისხმობდა პუტინი "მოტყუებულ სულელში" - გორბაჩოვს თუ შევარდნაძეს? თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივეს აძლევდნენ დაპირებებს, რომ ნატო აღმოსავლეთით „ერთი დიუიმითაც კი“ არ გაუფართოვდებოდა, მაგრამ გვარი "შევარდნაძე" 30 წლის წინ, ჩვეულებრივ, მოიხსენიებოდა ამ დაპირების გამცემი მისი „მეგობრების“ სახელებთან ერთად - გენშერი, კოლი, ბეიკერი და ბუში–უფროსი, და რომ, როგორც სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, შევარდნაძე ვალდებული იყო ეზრუნა ამ დაპირების ქაღალდზე დაფიქსირებაზე, მაშინ გამოდის, რომ "მოტყუებული სულელი" შევარდნაძეა. თუმცა ეს ასე არ არის, რადგან შევარდნაძეს 1 - არასდროს აწუხებდა სსრკ-ს და, მით უმეტეს, რუსეთის ბედი,; 2 - იმიტომ, რომ ნატო-სკენ საქართველოს პირველი ნაბიჯები სწორედ მისი პრეზიდენტობის ხანაში გადაიდგა, მხედველობაში მაქვს პროგრამები "ასწავლე და აღჭურვე", "პარტნიორობა მშვიდობისათვის" და "დაგეგმვისა და ანალიზის პროცესი"; 3 - შევარდნაძეს, გორბაჩოვის მსგავსად, გერმანიის გაერთიანებას რომ დათანხმდა აღმოსავლეთში ნატოს არგაფართოების სანაცვლოდ, ამისგან მნიშვნელოვანი დივიდენდები ჰქონდა. ასე რომ, ეს მოტყუება კი არ იყო, როგორც პუტინმა თქვა, არამედ ღალატი. თუმცა, შევარდნაძის შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებათა პოზიციიდან, ეს ეროვნული გმირობაა - რუსეთიც დარტყმის ქვეშ დააყენა და საქართველოსაც გზა გაუხსნა ნატოსკენ, თანაც, ოჯახიც გაამდიდრა - გმირია, აბა ვინ არის?! დიახ, შევარდნაძეს წერილობით არ დაფიქსირებია დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რათა მომავალში საქართველოს არ მოჰკლებოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს იყო შურისძიება მოსკოვზე, რომელიც მთელი ცხოვრება აიძულა შევარდნაძეს, ეთამაშა მგზნებარე კომუნისტის როლი, რომლისთვისაც "მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა"!

- მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ხელისფლბის პირველი წარმომადგენელია , რომელიც მივიდა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“, გაბუნიასაავტორო ტელეგადაცემაში. კობახიძემ გახარია დაადანაშაულა სააკაშვილის ხელშეწყობაში. რა მიზეზებიშეიძლებოდგახარიას ეს მოემოქმედა, საქართველოში ხომ პრემიერმინისტრზე მაღალი პოსტი არ არსებობს?! კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა მიტინგის დარბევა გახარიამ შეგნებულად უმეცრად ჩაატარა, რამაც დაზარალებულები გამოიწვია - როგორც მომიტინგეებში, ასევე პოლიციელთა შორის, აც მმართველი პარტიის რეიტინგს აზიანებდა და სააკაშვილს ხელს აძლევდა.

- კობახიძემ დასძინა, რომ გახარიამ ამას მერკანტილური მიზეზებით აკეთებდა. თუ შევარდნაძემ და გორბაჩოვმა მერკანტილური მიზეზებით დაანგრიეს სსრკ და დაარღვიეს ვარშავის პაქტი, დათანხმდნენ გერმანიის გაერთიანებას და წერილობით არ დააფიქსირეს პირობა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით, მაშ რატომ არ შეეძლო გახარიას, მერკანტილური მიზეზებით ემუშავა სააკაშვილისთვის? ამაზე შევარდნაძის დროიდან დანერგილი ლოგიკის შესაბამისად ვმსჯელობ. ამ დაუწერელი წესების თანახმად, ქართველი პოლიტიკოსისთვის მთავარია შემოსავალი და კომფორტი და არა სახელმწიფო ინტერესები, ხოლო ვისთვისაც პირიქით იყო, მისი ქანდაკება შემთხვევით როდი აგდია პირქვე გორის განაპირას. ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა საქართველოს საკუთარი კლანის გასამდიდრებელ საამქროდ მიიჩნევს.

- კობახიძემ განაცხადა, რომ მიტინგის სისხლიანი დარბევის შემდეგ, სადაც ხალხმა თვალები დაკარგა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს საერთო მოსაზრება გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება იყო, მაგრამ, აქაოდა, ადგილი ჰქონდა გარე ჩარევადა ის არათუ არ გაათავისუფლეს, არამედ პრემიერ-მინისტრადაც დააწინაურეს ... ვის გულისხმობდა კობახიძე?

- კობახიძე გულისხმობდა რუსეთს, რომელმაც ვითომდა აკრძალა გახარიას დასჯა. ეს "კოზირი" სამომავლოდ შემოინახეს და არჩევნების წინ გამოიყენებენ - თუ გახარიას ზედმეტი მოუვიდა, მას კრემლთან საიდუმლო თანამშრომლობაში დაადანაშაულებენ. სხვათა შორის, კობახიძე მაღალი დონის პროფესიონალია, ერუდიტი და პრაგმატიკოსი ცივი ლოგიკით, მე კიდევაც მიჭირს საქართველოში მის თანასწორი იურისტისა და კონსტიტუციონალისტის დასახელება, ღარიბაშვილიც სერიოზული მენეჯერია, მაგრამ მათზე ცოტა რამ არის დამოკიდებული. საქართველოში კვლავაც ბატონობენ უსახო "საქმიანი ადამიანები", რომლებიც შევარდნაძემ შვა და სააკაშვილმა დააკანონა. სწორედ ისინი ასპონსორობენ „კანონიერ” პოლიტიკოსებს თავიანთი კომერციული ინტერესების ლობირებისთვის, ხოლო ნიჭიერი ადამიანებისთვის, ვისაც არც ფული აქვს და არც „ბლატი“, გზა ყველგან დაკეტილია. მოსახლეობა ძალზე გაჭირვებულია და, რაკიღა პროტესტის გამოხატვის ძალაც არ შესწევს, შიმშილით ლეთარგიულ ძილს მიეცა...

- კობახიძემ დაადანაშაულა გახარია განზრახ არასწორ ქმედებებში – აქაოდა, რატომ იდგა შსს სპეცრაზმი „გავრილოვის ღამეს“ პარლამენტის ღობის წინ და არა მის უკან? ანდა რატომ არ გამოიყენეწყლის ჭავლებდა მიტინგის დაშლის სხვა, უფრო მსუბუქმეთოდები, და საქმე მიიყვანეს რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, რომლითახალხს თვალებდასთხარეს? მან გამოთქვა ვერსია, რომ ეს აჯანყებაც განზრახ იქნა პროვოცირებულგახარიას მიერ სააკაშვილის მითითებით.

- პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ასევე იგულისხმა საქართველო - აქაოდა, "ევროპის ქვეყნებში რეზინის ტყვიებისვრიან, ხალხს თვალებსთხრიან...". და განა შევარდნაძემ და სააკაშვილმა განზრახ არ მოაწყვეს ამბოხებები, რათა შემდგომ ჩაეხშოთ ისინი?! იმ განსხვავებით, რომ შევარდნაძემ ეს გააკეთა თავისი პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად და იმისათვის, რომ საკადრო ცვლილებების მიზეზი ჰქონოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროში - გახსოვთ, როგორ "გმირულად" შევიდა შევარდნაძე „აჯანყებულ” მე -11 ბრიგადაში? სააკაშვილმა კი მის მიერ პროვოცირებული აჯანყებები სისხლიანი ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა ქართული არმიის მებრძოლი ოფიცრების წინააღმდეგ, რომლებიც მას საფრთხეს უქმნიდნენ - გახსოვთ 2009 წლის მაისის მუხროვანის ბაზაზე „დაქოქილი ტანკები“? მაშ, რატომ არ შეეძლო გახარიას, ელექტორატში თავისი რეიტინგის ასამაღლებლად, ან ივანიშვილის დასარწმუნებლად თავის გენიალურობასა და შეუცვლელობაში, შევარდნაძე-სააკაშვილის გამოცდილების გადაღება და მის მიერვე ორგანიზებული „აჯანყებების“ ჩასახშობად?! გახარია ბევრ რამეს არ ამბობს, როგორც ჩანს, უფრთხის სააკაშვილის ბედის გაზიარებას და "გაგების“ შესაბამისად იქცევა, რაც უარყოფითად აისახა მასზე. არ შეიძლება იყოთ ერთდროულად რეფორმატორიცა და კონსერვატორიც, ”ავტორიტეტიცა” და პოლიტიკოსიც! შევარდნაძის ხანის ქართველი პოლიტიკოსის იმიჯი, რომელიც ამ ცნებებს აერთიანებს, გახარიას აშკარად არ უხდება და ვერც „ქაჩავს“ - ამისთვის ლომონოსოვი საკმარისი არ არის, სულ სხვა "უნივერსიტეტების" გავლაა საჭირო...

რაც შეეხება კობახიძის მონაწილეობას გაბუნიას ტელეეთერში: შევარდნაძის მთავარი ჩინოვნიკი, რომელიც მასმედიას ჯერ კიდევ ბაბუს ცეკას პირველი მდივნობისას აკონტროლებდა, დღემდე ქმნის მედიაში "ამინდს", სწორედ მან „შეარიგა“ კობახიძე სააკაშვილის ტელეკომპანიასთან და ურჩია, სააკაშვილის ტელეკომპანია პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად გამოეყენებინა, თუმცაღა დღემდე კობახიძე მას "გლავკანალს" უწოდებდა, რითაც კრემლის დაქვემდებარებაზე მიანიშნებდა. სწორედ ამ ”რუხმა კარდინალმა”, რომელმაც წამყვანი ქართული ტელეარხების ყველა ჟურნალისტი გაზარდა, ისე გააკეთა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო „რუსთავი 2“-ის დამარცხება და სააკაშვილის ერთი ტელეკომპანიის ნაცვლად, ”ოცნებამ” მიიღო ოთხი: ”რუსთავი 2” -მა შეინარჩუნა უწინდელი სარედაქციო პოლიტიკა, მიუხედავად მფლობელის შეცვლისა; ნაევარმა შემადგენლობამ, გვარამიას და გაბუნიას თამადობით, გადაინაცვლეს ახალ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“, რომელიც მათთვის თითქოსდა რურუამ გახსნა; კეზერაშვილმა გახსნა ტელეკომპანია „ფორმულა“, ხოლო გრიგოლიამ და თარგამაძემ აღადგინეს ჭუტა წერეთლის ტელეარხი „პირველი“. იმ ჭუტასი, რომლის სახლშიც, შუშის სასახლისკენ ამაღლების ქუჩაზე, ცხოვრობს მთელი მემბოხე პოლიტელიტა - ალასანია, ხუხაშვილი, გახარია და სხვები. მმართველი პარტიის აგდებულმა დამოკიდებულებამ „ფაბლიქ რილეიშენის“ მიმართ, მედიის როლის არასათანადოდ შეფასებამ, მედია–მოკავშირეების არარსებობამ, ტელევიზიების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების სახით, დღეს შედეგად გამოიღო, რომ სააკაშვილის მარგინალური პროპაგანდისტული ტელევიზია იქცა საყოველთაოდ აღიარებულ უმაღლეს არბიტრად, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების გარჩევის ერთგვარ პლატფორმად!

- თქვენი აზრით, გამოდის, რომ ყველაფერი, რაც დღემდე ხდება ქართულ პოლიტიკაში, შევარდნაძის მიერ იყო დაპროგრამებული, რომელმაც შეძლო ყველას გაცურება, გარდა სიკვდილისა ...

- არა, შევარდნაძე სიკვდილის წინაც მოატყუეს, მაგრამ ეს არ იყო "ვარდისფერი" სააკაშვილი და არც ჟვანია, რომელმაც "რუსთავი 2" შექმნა. სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც შევარდნაძე, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, მაინც გულდასმით ემზადებოდა ორშაბათის ინტერვიუსთვის "ასავალ-დასავალთან", მაგრამ მას ატყუებდნენ, რომ ჟურნალისტი არ მოსულა ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 21 ივნისი
საქართველო, თბილისი