რედაქტორისგან
რას ურჩევს ხიდირბეგიშვილი ქართველ პოლიტიკოსებს

     სხვების ნათქვამი ყველას ისე ესმის, როგორსაჭიროდ მიაჩნია” (ვ. პუტინის ინტერვიუდან ტელეარხისთვის ”Россия 1”, 06.09.21)

თვე–ნახევარში (2021 წლის 27 აპრილიდან 6 ივნისამდე) დედამიწაზე თავისი მისიის დასრულების შემდეგ იმქვეყნად სამი დიდი ქართველი წავიდა - კავსაძე, სტურუა და გაბრიაძე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ ამ უკანასკნელის აღსასრული აღნიშნა... სამმა ბრძენმა, თითოეულმა თავისებურად, ცუდებისთვის გაუგებარ სიყვარულის ენაზე, მოგვითხრეს ამბავი სამყაროზე, რომელიც უფალმა ბოროტებაზე სიკეთის გასამარჯვებლად შექმნა.

   კახი, მელორი, რეზო - მე დიდი პატივი მქონდა შემეგრძნო მათი აღიარების სითბო ... ნაკლებ სავარაუდოა, რომ ღმერთმა კაცობრიობას კვლავ გამოუგზავნოს ასეთი გენიოსები მეორედ მოსვლამდე, თუმცა ყველა ადამიანს რომ ესმოდეს სიყვარულის ენა, ისინი ალბათ ანგელოზებად გადაიქცეოდნენ: რატომ დამაკლდა საქართველოში მწუხარება, ხოლო რუსეთში სამძიმარი ცრემლების მდინარედ მოედინა? რატომ აჩვენეს რუსულმა ტელეარხებმა მათი უკვდავი ფილმები, სპექტაკლები და ინტერვიუები, რაც საქართველოში არ გაგვიკეთებია? რა სულელური ეროვნული ტრადიციაა - არ დააფასო შენი ოსტატები, პოეტები, გმირები?! ნუთუ იმიტომ, რომ მათი ნამუშევრები – ზოგადსაკაცობრიო ადამიანურ და არა ევროატლანტიკურ ღირებულებებს ეძღვნება და, შესაბამისად, მათი “ზედმეტად“ აღიარება წამგებიანია ქართველი პოლიტიკოსებისთვის?! ან იქნებ იმიტომ, რომ მათ მიღებული აქვთ რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები და თანაბრად მოუტანეს სიხარული რუსებსა და ქართველებს? კავსაძის, სტურუასდა გაბრიაძის მრავალი შედევრი რუსულ ენაზე შეიქმნა, რაც არასასიამოვნოა დასავლელი პარტნიორებისთვის, რომლებიც დღეს ხარობენ - პუშკინის ენა რუსთაველის მიწაზე მიივიწყესო!

     დავეშვათ ციდან დედამიწაზე და ვნახოთ – რა ხდება ქართულ პოლიტიკაში. აქაც იგივე ხდება - ქართველ პოლიტიკოსებს არ ესმით, არ სურთ ესმოდეთ, ან, რაც უფრო სავარაუდოა, თავს იკატუნებენ, რომ არ ესმით რუსების. ოფიციალური თბილისისთვის ბევრად უფრო მომგებიანია თავის მოჩვენება, რომ მოსკოვიარ ესმის, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება და, დასავლელი პარტნიორების გულდასაწყვეტად, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინება. კომფორტულია განაცხადო – ყველა საუბარი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ!”, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელ–ფეხ შეიკრა ”ასოცირებული ტრიოს” შექმნის შესახებმემორანდუმის ხელმოწერით, ორმაგად ვალდებულია ყურად იღოს კრემლის ყველა განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით.

   რატომ დაიმძიმა საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან კავშირით, ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა, რაც, ნატოში ჯორჯიის წევრობისგან განსხვავებით, რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობას არ იწვევს? განა საქართველომ არ აამოქმედა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან მათზე ადრე? რატომ გააღრმავა უფრო მეტად აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული პრობლემები, გაუთანაბრა რა ისინი დონეცკსა და ლუგანსკს, თუმცა, როგორც ოდესაში ამბობენ, ეს ”ორი დიდი განსხვავებაა”? პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ბოლშევიკებმა შექმნეს, იმავეს ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საქართველოს შემადგენლობაში. მაშ, რატომ არ აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს შეკამათების სურვილი, რომ ეს სულ სხვა ისტორიაა?!

- „უსმინელენინს!“ - ასე ჰქვია გამოჩენილი ქართველი პოეტის ცნობილ ლექსს კრებულიდან "ის დაიბადა აპრილის თვეში". ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს მთაწმინდაზე პანთეონში განისვენებს, მისი ქალიშვილი კი - გამოჩენილი რუსოფობი - პარლამენტში ზის. მე არავის ვსაყვედურობ ლენინური კომკავშირის პრემიას და არ ვაიძულებ უყვარდეს რუსეთი - ღმერთმა დამიფაროს! მაგრამ თუ თავს თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსს უწოდებ, როგორც მინიმუმ, პუტინს უნდა უსმინო. უსმინო და არა დაუჯერო, რაც ასევე "ორი დიდი განსხვავებაა", როგორც ოდესელები ამბობენ.

გასულ ოთხშაბათს „ქართული ოცნება“ და სააკაშვილის 7-თვიანი ოპოზიცია იმდენად გაიტაცა დებატებმა, რომ არ ისურვეს პუტინის ინტერვიუს მოსმენა, თუმცა მას დაძაბული უსმენდნენ ევროპაში, უკრაინასა და აშშ–ში. კერძოდ, უკრაინაში რუსების გენოციდისა და "მკვიდრხალხების შესახებ" კანონპროექტის კომენტირებისას, რომელიც ზელენსკიმ უმაღლეს რადაში შეიტანა, პუტინმა აღნიშნა, რომ დაყოფა მკვიდრ და არა არამკვიდრ, პირველ და მეორე ხარისხოვან ხალხებად ნაცისტური გერმანიის თეორიასა და პრაქტიკას წააგავს. თავად ზელენსკი ეროვნებით ებრაელია. არ ვიცი, იქნებ მას შერეული სისხლი აქვს. აი რა უნდა უყო ამ ხალხს? რა, ახლა მათ, როგორც ნაცისტურ გერმანიაში, თავის ქალასა და სხეულის სხვა ნაწილებფარგლით გაუზომავენ და განსაზღვრავენ, როგორგანსაზღვავდნენ ნამდვილ და არა ნამდვილ არიელს? აქ განსაზღვრავენ ნამდვილ უკრაინელ და არა უკრაინელს? ... არავიმოისურვებს მეორე ხარისხოვან ადამიანად ყოფნას, ღარაფერს ვამბობ ენისა და ადამიანის ნორმალური ცხოვრების სხვა შემადგენლით დისკრიმინაციაზე, მაგრამ ეს შედეგად მოიტანს, რომ ასიათასობით და, შესაძლოა, მილიონობით ადამიანიკი იძულებული გახდება ან ქვეყნიდან გაემგზავროს, რაკიღა არ მოისურვებს მეორე ხარისხოვან ადამიანად ყოფნას, ანდა დაიწყებს გვარის გადაკეთებას", - განაცხადა პუტინმა, რომელსაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, უკრაინაში არამკვიდრი და მეორე ხარისხოვანი ადამიანი, გარდა ებრაელი ზელენსკისა, აღმოჩნდება ქართველი სააკაშვილი.

საქართველოში არსებული დემოგრაფიული ბალანსის ცვლილებამ, არაატოქტონური ეროვნებების სასარგებლოდ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შეტაკებები როვნებათშორისი დაპირისპირების ნიადაგზე. მაგალიღად, დღეს საქართველოში სულ 11 რუსული სკოლაა, სადაც მოწყობა შეუძლებელია ჩაწყობის გარეშე, იმისდა მიუხედავად, რომ რუსების უმეტესობამ, რომელმაც თავი მეორე ხარისხოვან ადამიანად იგრძნო, ანდა გვარი ქართულად გადაიკეთა, რაც სხვა ნაცმენებმაც მოიმოქმედეს (რის შემდეგაც გაჩნდნენ ”ნამდვილი” და ”არანამდვილი” ქართველები), ანდა უბრალოდ დატოვეს საქართველო. მათ ადგილზე ჩამოსახლდნენ თურქები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, გახსნეს მეჩეთები და მედრესეები, ლიცეუმები და ინსტიტუტები, სასტუმროები, რესტორნები და მაღაზიები.

თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია დაიწყო სააკაშვილისდა თურქოლოგი დედამისის ხელშეწყობით, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის წამგებიანია შენიშნოს საქართველოს თურქიზაცია, რომლის შეჩერების უნარიც არ შესწევს. ქართველები უკვე უშიშრად როდი დადიან ბათუმის ქუჩებში და თბილისში აღმაშენებლის პროსპექტზე, სადაც თურქები თავიანთი მაღაზიებისა და ბარების წინ ქუჩაში სხედან, ნარგილეს ეწევიან და მზად არიან აგრესიის გამოსავლენად ნებისმიერი საბაბით! "რიონის მცველების" პროტესტი შესაძლოა სატიტულე ერსა და თურქებს შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდილიყო, პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს თურქული კომპანია "ენკას" მიერ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა რომ არ შეეჩერებინა. მაგრამ რამდენი ხნით?

დღეს კარტი ერდოღანს მოსდის – სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ოლქების გათავისუფლება, ნავთობისა და ოქროს ახალი საბადოების აღმოჩენა და სირიის ნაწილის ოკუპაცია, რაც საქართველოს მთავრობას ურჩევნია არ შეამჩნიოს. თურქეთი იქ საავადმყოფოებსა და სკოლებს აშენებს, არიგებს პირადობის მოწმობებს, მიმოქცევაში შემოაქვს თურქული ლირა, დასახლებულ პუნქტებს თურქულ სახელებს არქმევს და იქ თურქებს ასახლებს. სასკოლო სახელმძღვანელოები და პროგრამები ადაპტირებულია თურქულ ენაზე, პირველი კლასიდან ისწავლება თურქული ენა, ათასობით მასწავლებელი იღებს ხელფასს თურქეთიდან, ხოლო კურსდამთავრებულებს თურქეთის უნივერსიტეტებში ჩასარიცხავად იწვევენ. ელექტროენერგიაკი სირიის ოკუპირებულ ნაწილს თურქეთიდან მიეწოდება - ი რატომ არის ანკარა დაინტერესებული საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით! თურქეთი დღეს აცხადებს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები - თურქები - სირიაში მკვიდრობდნენ ოსმალეთის იმპერიის დროიდან, ანუ ისინი სირიის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. ასეთსავე მკვიდრ მოსახლეებად გამოაცხადებენ მალე თურქებსაქართველოში. ნუთუ მართლა ვერ ამჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ საქართველოში თურქეთი იგივე სქემით მოქმედებს, როგორც სირიაში, იმ განსხვავებით, რომ საქართველოში თურქული ჯარის გამოყენების საჭიროება არ არის? ჯერჯერობით არ არის…

ინტერვიუს მეორე ფრაგმენტი, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსების ყურადღება უნდა მიეპყრო, არის უკრაინისა (და, მაშასადამე, საქართველოსიც) სწრაფვა ნატოში გაწევრიანებისკენ. სხვების ნათქვამი ყველას ისე ესმის, როგორსაჭიროდ მიაჩნია”, -განაცხადა პუტინმა, გაუკეთა რა კომენტარი ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებულ კონფუზს ბაიდენთან საუბრის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ პუტინი ნატოს ქარტიის მე -5 პარაგრაფს "ფორმალობად" მიიჩნევს და არ გამორიცხავს უკრაინის (და, მაშასადამე, საქართველოსიც) ნატოში გაწევრებას. პუტინს მიაჩნია, რომ ზელენსკიმ კი არ იცრუა ამ საკითხზე ბაიდენთან შეთანხმების შესახებ, არამედ უბრალოდ წამოსცდა - 10 დღით ადრე ბაიდენის პუტინთან შეხვედრამდე.

ინტერვიუში პუტინი ურჩევს უკრაინის ხელისუფლებას (და, მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლებასაც) დაფიქრდნენ რუსეთის საპასუხო ზომებზე ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით თავიანთ ტერიტორიებზე, რადგან გამშვები დანადგარები შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც რაკეტების შესაკავებლად, ასევე სარაკეტო იერიშის საწარმოებლადაც რუსეთზე. პუტინმა აღნიშნული შეადარა კუბაში საბჭოთა რაკეტების განლაგებას და ქარაგმულად მიანიშნა, რომ თუ ნატო გაფართოვდება აღმოსავლეთში (ანუ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შევლენ), ყარიბის კრიზისი შეიძლება განმეორდეს. პუტინმა უკრაინის იმ მოქალაქეებს ჭკვიანი ხალხი უწოდა, და ისინი – მოსახლეობის ნახევარზე მეტია, ვინც ნატოში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგია, "რადგან არ სურთ აღმოჩნდნენ ცეცხლის ხაზზე". პუტინის თქმით, ხარკოვიდან მოსკოვამდე რაკეტის ფრენის დრო 10 წუთამდეა, ამიტომ, ეს რუსეთისთვის "წითელი ხაზია" (ორჯერ მეტი დრო სჭირდება, რომ რაკეტები თბილისიდან მოსკოვამდე მიფრინდნენ, მაგრამ რუსეთისთვის ესეც ასევე " წითელი ხაზია”).

P.S.

ქართველი პოლიტიკოსები ცოტა უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყვნენ, შეამჩნევდნენ, თუ გასულ შაბათს როგორ თბილად და მეგობრულად მოეხვია პუტინი რუსეთის სახალხო არტისტ ხიბლა გერზმავას, მას შემდეგ, რაც მას რუსეთის დღეს რუსეთის სახელმწიფო პრემია მიანიჭა… ახლა კი ქართველმა პოლიტიკოსებმა დაე თავად გადაწყვიტონ - მოუსმენენ პუტინს, პუშკინსა თუ გიიმანტპავილიონისს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 14 ივნისი
საქართველო, თბილისი