რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „უსმინეთ ლენინს!“ - მინდა შევახსენო ჯანსუღ ჩარკვიანს, „ვისი ვიოლინო ვის როიალშია“...

1-Lenin-akt-M2014 წლის 10 ოქტომბერს ინგა გრიგოლიამ თავისი ტელეშოურეაქცია მიუძღვნა მოსკოვში გამართულ თბილისობას, მის ორგანიზატორს - რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას და იმ ქართველ არტისტებს, რომლებიც კონცერტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის დედაქალაქში ჩაფრინდნენ. გრიგოლიამ ამჯერადაც პირდაპირ ეთერში მოაწყო მორიგი სკანდალური, უფრო მეტიც, უხამსი ტელე-შოუ დედის გინების თანხლებით. დიახ, მან გადაცემაში მიზანმიმართულად მოიწვია ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომ მაყურებლისათვის დაემტკიცებინა - საქართველოში კვლავაც მოსულა რუსეთისა და პუტინის გინება, თუნდაც პირდაპირ ეთერში და თუნდაც უკიდურესად ბინძური და გარყვნილი პირების მიერ; ომ რუსეთი და პუტინი თითქოს ყველა ქართველის წარმოსახვაში - აგრესორი და ოკუპანტია.
უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ამ ერთი ტელეშოუთი გრიგოლიამ გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დარეგულირებას და გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანა „ნაცმოძრაობას“, ვიდრე სააკაშვილის, ბოკერიასა და „თავისუფალი ზონის“ ერთობლივმა ქმედებამ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე!

 არ ვაპირებ გრიგოლიას ან მისი ზოგიერთი ავაზაკი სტუმრის გაკიცხვას, ამჯერად მე მსურს, ხაზი გავუსვა მხოლოდ ტელეშოუში მონაწილე ცნობილი ქართველების უმადურობას.

ქალბატონი გურანდა გაბუნია გადასარჩენი რომ იწვა მოსკოვში, მე დამირეკეს! ფული კი გადავიხადე, შემეძლო ჩემი ოჯახისთვის დამეხარჯა, მადლობა ვინ თქვა! გადაცემაში კი შეეშინდა! - წერს ხუბუტია თავის Facebook-გვერდზე და იხსენებს გრიგოლიას ტელეგადაცემის იმ მომენტს, როდესაც ის სტუდიაში მოსკოვიდან ჩაერთო, ხოლო დარბაზში მჯდომ ცნობილ ქართველ მსახიობს გურანდა გაბუნიას მისკენ არც კი გაუხედავს. კავეენის წარმომადგენელმაც როგორმა შეშინებული წარმოთქვა ჩემი სახელი! - წუხილით დასძენს ხუბუტია გრიგოლიას შოუში მონაწილე იმ ქართველ „კვნ“-ელთა შესახებ, რომელთა გუნდმა, ხუბუტიას სპონსორობის წყალობით, მიმდინარე წელს მოსკოვში, პრემიერ-ლიგაში გაიმარჯვა. 

მაგრამ ყველას გადაუჯოკრა თავისი სკაბრეზული ოხუნჯობებით განთქმულმა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელმაც გრიგოლიას შოუში წინასწარ მომზადებული მონოლოგი ჩაიკითხა:

“პუტინი რომ ოკუპანტია, ეს მთელმა მსოფლიომ იცის! იმას რომ ჩვენი დამონება უნდა! მე ვერ ვიტან პუტინს, მის ფაშისტურ პოლიტიკას! გამოვიდა აქ ხუბუტია და თქვა რო, მე გავაკეთე ყველაფერიო! (თბილისობა - 2014“ მოსკოვში - ა.ხ.). აი, აქ არის ჩვენი უბედურება! ხუბუტია არ მალავს - ვისი ძმაკაცია! (მხედველობაში აქვს პუტინი - ა.ხ.). მაგრამ, ისიც ვთქვათ, ხუბუტია - ძმაკაცია სააკაშვილის! აქედან ვფიქრობ - თვითონ პუტინი და სააკაშვილი ძმაკაცები ხომ არ არიან?! შენ რომ სურათი გაქვს გადაღებული ძმაკაცთან, გაღიმებული... ჩვენ კი არ დავიწყეთ ომი, ამისი თქმა უნდა ყოველთვის ვიღაც ვიღაცეებს! ომი პუტინმა დაიწყო! ხუბუტიასთან რა ჯანდაბა გვჭირდება, რა გვინდა! მე ვერ გავიგე - „ვისი ვიოლინო - ვის როიალშია!“

მსურს ვუპასუხო პოეტის ბოლო შეკითხვას და შევახსენო ჯანსუღ ჩარკვიანს, მართლაც ვისი ვიოლინო ვის როიალშია!“. დიახ, როდესაც თავად ბრძანდები ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი და ავტორი ლექსისაუსმინეთ ლენინს!“ - პუტინის გინება, სულ მცირე, სასაცილოა. ასევე ნამდვილად არ არის ლამაზი, ყასიდად ახსენო ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, სადაც მან, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის საფუძველზე, განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო - და ეს მაშინ, როდესაც იმავე ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ფილარმონიაში შენ გრანდიოზული იუბილე გადაგიხადა და სახელობითივარსკვლავიცგაგიხსნა.

რაც შეეხება ფოტოზე მოცინარ „მეგობრებს“ - ხუბუტიასა და სააკაშვილს: განა თვით ხუბუტიასთან მდგარი ჩარკვიანი არ იღიმება ფოტოზე, რომელიც 2013 წლის 22 სექტემბერსRadisson Blu Iveria Hotel-ში ხუბუტიას დაფინანსებით და ინიციატივით შექმნილი ფილმის („ხატი“) პრეზენტაციაზეა გადაღებული?! ისიც საგულისხმოა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი ფილმის ჩვენებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი წავიდა და, ვგონებ, არცთუ უსაჩუქროდ...

აი, რა უნდა გვახსოვდეს, სანამ ქართველ მსახიობებს გავკიცხავთ, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქი რუსეთის დედაქალაქში ასახელეს - ზეიმზე, სადაც ჩარკვიანი არ დაპატიჟეს; აი რა უნდა გვახსოვდეს, სანამ ხუბუტია-პუტინი - სააკაშვილის  მეგობრობაზე და „ღიმილიან“ ფოტოსურათებზე იღადავებ!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 16 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

P.S. ტელემაყურებელთა ინტერაქტიული გამოკითხვის მონაცემებით, კითხვაზე - „უნდა ჩაატარონ თუ არა ქართველმა არტისტებმა კონცერტები მოსკოვში?“13 422-მა მაყურებელმა უპასუხა „დიახ, უნდა ჩაატარონ“, 2-ჯერ ნაკლებმა - 6 395-მა მაყურებელმა უპასუხა „არა, არ უნდა ჩაატარონ“, ხოლო 390 მაყურებელმა - „არ ვიცი“.

1-Lenin-1 1-Lenin-2
1-Lenin-3 1-Lenin-4
1-Lenin-5 1-Lenin-6
1-Lenin-7 1-Lenin-8