რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: სომხური კარუსელი

     საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია!

საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძე!

თქვენ წინაშეა არა პუბლიცისტიკა, არამედ ოფიციალური ღია წერილი, ამიტომ ველოდები თქვენს პასუხს კანონით დადგენილ ვადებში.

   ჩემს პუბლიკაციებში, 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მე არაერთხელ ვიტყობინებოდი, რომ საქართველოში აღვივებენ ეთნიკურ შუღლს ქართველებსა და აზერბაიჯანლებს შორის, განსაკუთრებით - აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ვუთითებდი, ვინ და როგორ აკეთებდა ამას, ჩემი გაფრთხილებები უყურადღებოდ რჩებოდა და შედეგად, ყოველ ჯერზე ინციდენტები მოჰყვებოდა, განსაკუთრებით – არჩევნების დროს.

   2020 წლის ოქტომბერში, ისევ არჩევნებამდე, ჩემს პუბლიკაციაში ვაფრთხილებდი, რომ საქართველოში მზადებოდა ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტი, რომელიც, ორგანიზატორების გათვლებით, უნდა გადაზრდილიყო სახელმწიფოთაშორის - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპიებაში. მაგრამ ხელისუფლებამ კვლავ უგულებელჰყო ჩემი გაფრთხილება, თუმცა აწ განსვენებულმა ზურაბ ჟვანია ტყუილუბრალოდ როდი დამაკისრა ეროვნულ უმცირესობებთან მუშაობის კურირება, რასაც ვაკეთებდი კიდეც საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სახელით, ჯერ თანაშემწის, შემდეგ კი სმკ გენერალური მდივნის აპარატის უფროსის რანგში. მიღებული გამოცდილებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავაზიარე გაზეთებში სვობოდნაია გრუზია და ასავალ-დასავალი, აგრეთვე ბროშურაში საქართველოს ეროვნული უმცირესობები - რეალიები და პერსპექტივები.

   დმანისში მომხდარ ინციდენტამდე სამი კვირით ადრე კი გენერალურ პროკურატურას გავუგზავნე წერილი თხოვნით, რომ მოეხდინათ ირაკლი შოთაძესთან ჩემი შეხვედრის ორგანიზება, სადაც ვაპირებდი კონფიდენციალური ინფორმაციის ისთვის გაზიარებას, მაგრამ გენპროკურატურისგან პასუხ ვერ ვეღირსე. (თუ გენერალურ პროკურატურაში არ პასუხენ საქინფორმი მთავარ რედაქტორსა და გენერალურ დირექტორს, ჟურნალისტს და ჟურნალისტთა კოლექტივის ხელმძღვანელს, განა უპასუხებენ მოქალაქეებს, რომლებსა შეხება არ აქვთმეოთხე ხელისუფლებასთან“, როგორ მართებულად წოდებენ მედიას?!)

საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია!

საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძე!

   ნუთუ არ გაინტერესებთ, რატომ არ რეაგირებენ საქართველოს შსს და სუს–ი ჩემს პუბლიკაციებზე, რატომ გებენ ყოველთვის ყველაფერ გვიან, ოგორც ამჯერადაც მოხდა, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფართომასშტაბიანი შეტაკების დროს, რომლის პრეცედენტი საქართველოში არ მახსოვს?! ნუთუ არ გაინტერესებთ, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც 17 მაისს, ჰომოფობიის, ბიფობისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს?

თქვენ კარგად იცით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები ნთქავენ უსარგებლოდ ასტრონომიულ დასავლურ გრანტებს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად. თქვენ კარგად იცით, რა პოლიტიკური ძალები ახდენენ სიტუაციის პროვოცირებას ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში. ამავე დროს, კარგად გესმით, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტებზე დიდი საფრთხე არ არსებობს. მაშ, რატომ ელოდებით გულხელდაკრეფილი მორიგ შეჯახებას?!

   გენპროკურორ შოთაძე, თქვენ ხომ პრეზიდენტ სააკაშვილის დროსაც პროკურატურაში მუშაობდით და კარგად უნდა გახსოვდეთ, თუ როგორ გააძევეს მაშინ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ საქინფორმთან ინტერვიუში დიდმა რეჟისორმა სრული სიმართლე თქვა - რომ სააკაშვილი სომეხია. ამით გვითხრეს, რომ სომხობა, თურმე, სირცხვილია, სომეხი - გინებაა და სომხობის დაბრალება დასჯადია! ალბათ, თქვენც, ბატონო ირაკლი, აღშფოთებული იყავით სააკაშვილი-რურუას მაშინდელი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი ბრძანდებოდით და რეჟიმის მესვეურების წინააღმდეგ ხომ არ წახვიდოდით?!

მაგრამ დღეს რატომ არ გჭრით ყურს სიტყვები "სომხური კარუსელი", რომელიც მუდმივად გაისმის ტელეეთერში, განსაკუთრებით ოპოზიციის პრესკონფერენციებსა და მიტინგებზე?! სომეხთა ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი ეს გამონათქვამი ბოლოს გასულ პარასკევს, ბობოხიძისან გავიგე, რომელმაც ტელეეთერში განაცხადა, რომ, აქაოდა, "ქართულმა ოცნებამ" შარშანდელი არჩევნები "სომხური არუსელის" მეთოდით გააყალბაო! სწორედ იმ ბობოხიძისგან, რომელმაც პარლამენტში სხდომის დროს, საკუთარ თავს უფლება მისცა, დეპუტატი მამრაძისთვის დაუსჯელად თავში ჩაერტყა. რადგან ეს უკანასკნელი, როგორც ამბობენ, ეთნიკური სომეხია…

   გატყობინებთ, რომ არჩევნების გაყალბების მეთოდი, როდესაც ერთი და იმავე პირების ჯგუფი ავტობუსებით საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად რამდენჯერმე მიჰყავთ, გამოიგონეს არა სომხებმა, არამედ ხათუნა გოგორიშვილმა, რომელიც ზურაბ ჟვანია გამოზარდა "მოქალაქეთა კავშირი" ვაშლიჯვრის ოფისში სხვებთან ერთად, ვინც შემდგომ უღალატ თავის მასწავლებელს, რადგან, როგორც ამბობენ, ჟვანია სომეხი იყო. თუმც, ამბობენ, რომ გოგორიშვილი ეთნიკური სომეხია, ნამდვილ გვარსაც კი ასახელებენ, მაგრამ ეს მაინც არ წარმოადგენს საფუძველს, რომ გამოგონება "სომხური" უწოდონ!

რატომ არის „კარუსელი“ მაინცდამაინც "სომხური", რატომ შეურაცხყოფენ მიზანმიმართულად სომეხ ხალხს?! რისი დამტკიცება სურთ ამით - რომ სომხები თაღლითები არიან, რომლებმაც გარყვნეს პატიოსანი ქართველები?! სხვათა შორის, ტერმინს "სომხური კარუსელი" იყენებენ არა მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ლიდერები, არამედ ქართველი ჟურნალისტები, "ექსპერტები" და "ქართული ოცნების" "სახეებიც" კი!

საქართველოს სახალხო დამცველ!

საქართველოს გენერალურ პროკურორ!

აღკვეთეთ არმენოფობია! მოვითხოვ თქვენგან გადაუდებელი ზომების მიღებას, რათა ამიერიდან ყველა, ვინც გამოიყენებს ტერმინ "სომხური კარუსელი" - პოლიტიკოსები, პროვოკატორები, ექსპერტები, ჟურნალისტები, აფერისტები და უბრალოდ შოვინისტები - დაისონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ეთნოსთაშორისი სიძულვილის გაღვივებისთვის. როგორც სააკაშვილი ამბობდა, რომელიც, როგორც ამბობენ, სააკიანია, "მათთვის, ვისაც არ უყვარს სომხები, მე სომეხი ვარ!"

საქინფორმის მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 24 მაისი
საქართველო, თბილისი