რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი: დასავლელი პარტნიორები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებით დაინტერესებული უნდა იყვნენ

     ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

- კონფლიქტი ისრაელში: ოფიციალურად ჰამასი ითხოვს მხოლოდ ოჯახების გამოსახლების შეწყვეტას ღაზას სექტორის მოსაზღვრე ტერიტორიიდან, ხოლო ისრაელი მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამას ჰამასი მოიმოქმედებს. თქვენ მიერ ჩამოთვლილთა გარდა, არსებობს კიდევ სხვა მიზეზებკონფლიქტისთვის? მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენგანცხადებით, პალესტინელ არაბებს სისხლისრაელის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი ორი მილიონი დოზა ვაქცინისა და არაბული ქვეყნებისგან მიღებული დიდძალი ფულის შემდეგ აუდუღდათ, რითაც მათკანალიზაციის მილებისგან თავიანთი კუსტარული სასხლეტი დანადგარები“ დაამზადეს.

- მოსადმა დაწვრილებით იცის, ვინ და როგორ მოახდინა ებრაელებსა და არაბებს შორის ბოლო დაპირისპირების პროვოცირება. ამ დაუსრულებელი კოლიზიის მხოლოდ ორი მიზეზი დავასახელე, რაც არანაირ ზიანს არ მიაყენებს დარეგულირების პროცესს. ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, რადგან ისრაელში ათობით ათასი ქართველი თანამემამულე ცხოვრობს. როგორც პოლიტოლოგმა, მინდა აღვნიშნო, რომ საომარი მოქმედებები მუშაობს პრემიერ–მინისტრი ნეთანიაჰუს სასარგებლოდ რიგგარეშე არჩევნების წინ. თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ნეთანიაჰუმ თავად მოახდინა საომარი მოქმედებების პროვოცირება - როგორც სააკაშვილმა 2008 წელს, როდესაც ამ უკანასკნელის რეიტინგი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგების მიუხედავად, ქვევით მიექანებოდა.

- თქვენი პროგნოზი გამართლდა - რუსეთმა საქართველო არ შეიყვანა არამეგობრული ქვეყნების სიაში, როგორც ამას წინა თვის განმავლობაში რამდენიმე პუბლიკაციაში ვარაუდობდით. იქნება თუ არა ეს პოზიტიური სიგნალი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც ერთხმად უწოდებენ რუსეთის ფედერაციას №1 მტერსდა ოკუპანტ?

- საქართველოში ყველას მიაჩნდა, რომ მე ვცდებოდი, თუმცა თუ რუსეთი ოფიციალურად ცნობდა საქართველოს არამეგობრულ ქვეყნად, ეს ლოგიკას მოკლებული როდი იქნებოდა. სწორედ ასე მოიქცეოდნენ რუსეთის ადგილას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა და აშშ. რუსეთშიც კი, საპრეზიდენტო “pool“-ზე დაყრდნობით, ცენტრალურ ტელეარხებზე განაცხადეს, რომ საქართველო და კიდე ათი ქვეყანა - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, უკრაინა, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ჩეხეთი - პუტინისთვის ხელმოსაწერად წარდგენილ სიაშია. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ სიაში მხოლოდ აშშ და ჩეხეთი მოხვდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ “fool” კრემლი ამ საკითხში ისევე არაფერი გაეგება, როგორც დასავლეთს და მხოლოდ პუტინმა და ლავროვმა იციან - რა და როგორ. ნახეთ: აშშ და ჩეხეთი - გასაკვირი არ არის, რუსეთმა ბოლოს და ბოლოს შექმნა საკუთარი "მაგნიტსკის სია", რომელშიც შეიყვანს ქვეყნებს და გამოიყენებს მათ წინააღმდეგ სანქციებს იმის შესაბამისად, რამდენად მტრობენ ისინი რუსეთს. მაგრამ რა საჭირო იყო დანარჩენი ქვეყნების შეყვანა და მათი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება?! ამის საჭიროება არ არის! პირიქით, საჭიროა ეჭვების დათესვა მტრებს შორის და მათი გათიშვა: რატომ არ შეგვიყვანა რუსეთმა აშშ–თან ერთად არამეგობრული ქვეყნების სიაში? სავარაუდოდ, არა ტყუილუბრალოდ, ალბათ, ამას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა ... ”- თავს იმტვრევენ ახლა ლონდონი, ოტავა და კანბერა და იხსენებენ საკუთარ უთანხმოებებს ვაშინგტონთან.

მეტადრე ამ ეტაპზე სულ არ არის საჭირო სიაში უკრაინის, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის დამატება, რომელთა საგარეო პოლიტიკა დეტალურად არის გაწერილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მარიონეტული ხელისუფლებები წავლენ, დარჩებიან ხალხები, რომლებიც უთუოდ მოისურვებენ ისევ რუსებთან მეგობრობას.

   რაც შეეხება საქართველოს: პუტინს დეზინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ისტორიული სახელმწიფოებრიობის" შესახებ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არსებული რეალური ვითარების შესახებ და დააკისრეს მათი "დამოუკიდებლობის" აღიარების მძიმე "მემკვიდრეობა". ამ ტვირთის შემდგომ ტარება ძნელი და უაზროა, მაგრამ მათი მიტოვება, იქ ამხელა თანხების დაბანდების შემდეგ, რა თქმა უნდა, დასანანია. ამის მიუხედავად, პუტინმა საქართველო არ დაამატა არამეგობრული ქვეყნების სიაში, რადგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ეტაპობრივად მოგვარებისა და, ჩემი აზრით, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი აქვს. მაშინაც კი, თუ რუსეთს ეკონომიკური სირთულეები არ ექნებოდა, აზრს კარგავს იმ ტერიტორიების შენარჩუნება, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში არ იქცნენ და აღარც იქცევიან დამოუკიდებელ სახელმწიფო წარმონაქმნებად. დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე. ვიცი ერთი რამ - პუტინი არ გაიმეორებს სხვების შეცდომებს და ყველაფერს იღონებს, რომ რუსული ბაზების გაყვანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან არ დაემსგავსოს ავღანეთიდან რუსული ან ამერიკული ჯარების გაყვანას - იყოს ღირსეული, კითხვებს არ იწვევდეს და უარყოფითი შედეგები არ მოჰქონდეს.

- თქვენ შეეხეთ თემას, რომლის შესახებაც კითხვის დასმას ვაპირებდი: ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში, კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, თქვენ განაცხადეთ კულუარული მოლაპარაკებები შესახებ მოსკოვს, თბილისსა და სოხუმს შორის საქართველოს იურისდიქციაში აფხაზეთის დაბრუნების თაობაზე. თქვენ ივარაუდეთ, რომ თურქეთი შუამავალია ამ პროცესში. ეს ინფორმაცია დასტურდება თუ არა?

- მე ასევე განვაცხადე, რომ რუსეთმა დაიწყო აფხაზეთთან საზღვრის დემარკაცია იმის სადემონსტრაციოდ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი და არ აპირებს საქართველოს ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისთვის დასჭირდა მას საზღვრის დემარკაცია, რომლის მთლიანად გაუქმებასაც და აფხაზეთის კრასნოდარის მხარისთვის მიერთებას აპირებს?! ასე რომ, საზღვრის დემარკაციის თვალსაზრისით, ინფორმაცია დადასტურებულია. ასევე არის ახალი ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს აფხაზ-მეგრულ ელიტაში გარჩევების პარალელურად, წარმოიშვა "სომხური" პრობლემა. საქმე ისაა, რომ სომხებმა, რომლებიც აფხაზეთში მოსახლეობის რიცხოვნობით – პირველ, ხოლო კრასნოდარის მხარეში მეორე ადგილზე არიან (რუსების შემდეგ), წამოაყენეს მოთხოვნა - შეიქმნას სომხური კულტურული ავტონომია აფხაზეთისა და კრასნოდარის მხარის ტერიტორიებზე, ახალი ათონიდან – სოჭამდე.

- თუ არ ვცდები, ათიოდე წლის წინ სომხური კულტურული ავტონომიის შექმნა სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზესურდათ...

- დიახ, იყო ასეთი მცდელობა. დღეს მოსკოვში შეიქმნა ქართული კულტურული ავტონომია და სომხებს მაშინვე გაუჩნდათ პრეტენზიები - აქაოდა, რატომ შეიძლება ეს ქართველებისთვის, ჩვენთვის კი არაო?! მიუხედავად იმისა, რომ კულტურული ავტონომია სახელმწიფო ავტონომია არ არის, მასაც აქვს გარკვეული რეგულაციები - ურთიერთობებისა და საქმეთა წარმოების ენა, განათლების ენა, ტოპონიმები და ა.შ. ამიტომ უარყოფითად ვეკიდები ყოველგვარ „კულტურულ ავტონომიას“, როგორც სეპარატიზმისა და სეგრეგაციის ელემენტს.

- თქვენ ახსენეთ ”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ეტაპობრივი დარეგულირება”. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ეტაპებ?

- ისინი სამია და ყველა ერთმანეთს უკავშირდება, უახლოესია პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, შემდეგ – სავიზო რეჟიმის გაუქმება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მე ვერ ვხედავ სხვა გზას საქართველოს ეკონომიკის არსებული კრიზისიდან გამოსაყვანად, გარდა ამ სამივე ეტაპის მაქსიმალურად სწრაფად გავლით. ცუდია, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს ფულადი გზავნილების ხარჯზე რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი მოქალაქეები დაბალკვალიფიკაციური შრომით არიან დაკავებული!

რუსი ტურისტი არ ჩამოვა ერევნის გავლით, რადგან ორმხრივი მგზავრობის ბილეთები დასვენებაზე ძვირი დაუჯდება. რუსეთში – ქართული პროდუქციისა და საქართველოში რუსული პროდუქციის საჰაერო გზით გაგზავნა და თანაც – მესამე ქვეყნების გავლით, ასევე წამგებიანია სიძვირის გამო. ქართული ექსპორტი – რუსეთში და რუსული ექსპორტი –საქართველოში, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გადაკეტვის გამო, გადის რკინიგზით აზერბაიჯანის გავლით, ხოლო ბევრად ძვირი ერთადერთი პირდაპირი საავტომობილო გზა ვლადიკავკაზი - ლარსი ამოცანას ვერ უმკლავდება, ზამთარში - ამინდის გამო, და საერთოდ - არასაკმარისი გამტარობის გამო.

   მეორე, რაც აძვირებს ექსპორტ-იმპორტს, არის ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი დიპურთიერთობების არარსებობა, რაც ახლა ხორციელდება შუამავლის - შვეიცარიის მეშვეობით. ნახეთ: რუსეთი 100% –იანი მონოპოლისტია საქართველოს ხორბლით მომარაგებაში, ანუ პური და ყველა პროდუქტი, რომლის წარმოებისთვისაც საჭიროა ხორბალი, საქართველოში რუსულია. მაგრამ იციან კი საქართველოს გაბრაზებულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო კვირის განმავლობაში იხდიდნენ 1 ლარსა 20 თეთრს გაძვირებულ შოთის პურში, რომ ფასის 30 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანში, აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ჯიბეებში მიედინება?! დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, ანუ საქართველოში –რუსეთის საელჩოსა და რუსეთში – საქართველოს საელჩოს არარსებობის გამო, შესაბამისად, არ არსებობს ქართული სავაჭრო წარმომადგენლობა - რუსეთში და რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა - საქართველოში. ამიტომ, ყველა გარიგება - მიწოდება ხორციელდება აზერბაიჯანელი შუამავლების, აზერბაიჯანული ფირმების მეშვეობით, რის გამოც, მაგალითად, ხორბალი, პური, 30 პროცენტით ძვირდება! აი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა, როგორც ქართული პროდუქციის იმპორტიორი და რუსული საქონლის ექსპორტიორი საქართველოში, მესამე ადგილზე გადაინაცვლა ორივე პოზიციის მიხედვით, დაუთმო რა ადგილი თურქეთსა და აზერბაიჯანს. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი მონოპოლისტად იქცა საქართველოს გაზის მომარაგებაში, და საბოლოოდ ჩაანაცვლა რუსული გაზი ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევნის გაზსადენით საკუთარი აზერბაიჯანული გაზით ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით.

- მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ვისთან ვივაჭრთ? მთავარია ეკონომიკამ იმუშაოს, განა ასე არაა?

- განსხვავებაა დივერსიფიკაციაში და მოცულობებში, იმის ფონზე, რომ საქართველოს სავაჭრო სალდო მკვეთრად უარყოფითია, ანუ იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს. ქართული პროდუქტი პოპულარულია უპირატესად ტრადიციულ რუსულ ბაზარზე, რის კომპენსაციასაც ვერ ახდენს ვერცერთი ქვეყანა, ჩინეთის ჩათვლით. არსებობს სხვა განსხვავებაც: ვინც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გაივლის, არ დაიჯერებს, რომ საქართველოში ლოქდაუნი და კრიზისია. უძველესი ულამაზესი შენობების ყველა პირველი სართული და სარდაფები თურქულ ბარებს, რესტორნებს, მაღაზიებს, საფუნთუშეებსა და ბორდელებს უკავია. და ისინი შევსებულია ძირითადად თურქებით, რომლებიც, საქართველოსთვის უცხო ტრადიციის თანახმად, თავიანთი ობიექტების წინ სკამებზე, პირდაპირ გამზირზე სხედან! მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მრავალი ქვეყნის თვითმფრინავები თურქეთში არ დაფრინავენ, სარფში საზღვარი ფართოდ არის გახსნილი! და ამას ნახევრად მშიერი ადგილობრივი მოსახლეობა უყურებს ...

რატომ ვერ გააცნობიერეს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, რომ ეს იწვევს სიღარიბისგან გაავებულ ქართველებში ანტიდასავლურ და არა ანტირუსულ განწყობებს? მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და ევროკავშირი, სადაც თურქეთი არ მიიღეს, ორი სხვადასხვა რამეა? ქართველებს ეზიზღებათ სიღატაკე, საკუთარი თავიც კი სძულთ ამის გამო! რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართველები ყველაზე მეტად პროდასავლელები იყვნენ საბჭოთა ხანაში, რადგან მაშინ მაძღარი და უზრუნველყოფილი იყვნენ და თავისუფალ დროს უხაროდათ ჯაზი და ჰოლივუდი, ჯინსები და პეპსი-კოლა! ახლა პეპსი-კოლა ზღვასავით გვაქვს, მაგრამ სიხარული გაგვიქრა... ამიტომ, თუ დასავლეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო კვლავ თავისკენ შემოაბრუნოს, ხელი უნდა შეუწყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარებას. აზერბაიჯანისა და შვეიცარიის შუამავლობის გარეშე.

ინტერვიუ ჩაიწერა ლიანა ბაქრაძე

2021 წლის 17 მაისი
საქართველო, თბილისი