რედაქტორისგან
ხიდირბეგიშვილი: პრეზიდენტი „ოქროს გალიაში“, ანუ რატომ ისევ არ მიიწვიეს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად

  საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. 2015 წლის 27 მაისს თბილისში გაიხსნა ქართული დიასპორის პირველი პროფესიული ფორუმი „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“. საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ფორუმში მონაწილეობდა, როგორც ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ბორდის წევრი, ლიგის პრეზიდენტთან, ელიზა აბელაშვილთან ერთად, რომელიც აშშ–დან საგანგებოდ ჩამოფრინდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთელი ხელმძღვანელობა და საქართველოში წარმოდგენილი დიპკორპუსი, მათ შორის აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ხოლო ბიზნეს–სექცია ჩაატარა მაშინდელმა ბიზნეს-ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ.

იმ ფორუმის ორგანიზატორების ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ მონაწილეობის მისაღებად არ მიიწვიეს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის - რუსეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, სადაც ცხოვრობს ქართველი ბიზნესმენების უმეტესობა, რომლებიც საქართველოს ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთი ტრადიციულად ლიდერობს საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობით.

სამწუხაროდ, იგივე განმეორდა გასულ კვირასაც, 2021 წლის 27 თებერვალს, და ეს აშკარად აღარ იყო შემთხვევითი შეცდომა - თუმცაღა, ისევე, როგორც პირველად.

2021 წლის 27 თებერვალს ონლაინფორმატში გაიმართება ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი, – ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი ოთხი თემატური სესიისგან შედგება. ღონისძიებას დაესწრება 150-ზე მეტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ საშუალება ექნებათ ონლაინრეჟიმში შეკითხვები დაუსვან შესაბამისი სამინისტროებისა თუ სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია საქართველოში საქმიანობის დაწყების თუ გაგრძელების შესახებ. ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

„ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის ხელშეწყობით.

   მონაწილეთა სიას საქინფორმმა ვერსად მიაგნო, ხოლო ფორუმის გახსნამდე ნახევარი დღით ადრე მოთხოვნის გაგზავნას არავითარი აზრი არ ჰქონდა.

     27 თებერვალს კი საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველმა არხმა გვამცნო შემდეგი: ქართული დიასპორის მიერ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გახსნისას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით პირველად გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე. „დიასპორის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური სესია. მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ როგორც ეროვნული, ასევე უცხოური და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების შესახებ წარმოების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინოვაციების მიმართულებით“, – იტყობინება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

და ისევ - არცერთი სიტყვა ფორუმის მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ! როგორც ჩანს, რუსეთის ქართული დიასპორის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში არ წარმოადგენს პატრიოტიზმის გამოვლენას”. რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ:

- რუსეთში მცხოვრებ და მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების დროს ართმევენ ხმის უფლებას, თუმცა ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხმას აძლევენ სპეციალურად მათთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე;

- რომ ქართველებს, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღეს, ჩამოერთვათ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მიიჩნევენ, რომ "ისინი საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას", თუმცა ფორმალური განაცხადის ფონზე ავტომატურად უგრძელებენ საქართველოს მოქალაქეობას იმ ქართველებს, რომლებსაც აშშ–სა და ევროპის მოქალაქეობა აქვმიღებული. ერთადერთი, ვისაც, კანონის თანახმად, უფლება აქვს შეცვალოს გადაწყვეტილება თითოეულ კონკრეტულ საქმეზე, არის საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ასეთი პრეცედენტები არ არსებობს.

   ამიტომ, მაინცადამაინც არ გამკვირვებია, როცა რუსეთიდან ქართველები ეკონომიკურ ფორუმზე არ მიწვევთ, თუმცა ქუჩაში გამოსული სააკაშვილი-ბურჯანაძგაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას "პრორუსულად" რაცხავს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოში ეშინიათ კიდეზედმეტად ახსენონ სიტყვა "რუსეთი", ქართველი ჟურნალისტები და დიპლომატები საერთაშორისო შეხვედრებზე კეთროვანებივით ერიდებიან რუს კოლეგებს! ქაჯები, როგორც ჩანს, ჯერ არსად წასულან... მაგრამ რა შუაში არიან რუსეთში მცხოვრებდა იქ მომუშავე ჩვენთანამემამულეებ, რომლებიც ფულს გამომუშავებენ თავიანთი ოჯახების, ნათესავებისა და ახლობლებისთვის საქართველოში?!

და რუსეთმა რომ მოულოდნელად კრძალოს ფულის გადმორიცხვა საქართველოში, სადაც მას ოფიციალურად კვლავ ”მტერს” უწოდებენ, როგორც 2019 წელს იმავე მიზეზით პირდაპირი ავიარეისები აკრძალა?! ყოველწლიურად რუსეთიდან საქართველოში ხომ 1 მილიარდამდე დოლარი ირიცხება და ესრუსეთის სახელმწიფო და კერძო ბიზნესკომპანიების ინვესტიციებ და რუსი ტურისტების მიერ დახარჯული თანხების ჩაუთვლელად! ნუთუ დღეს მაინც, დასავლეთსა და რუსეთს შორის მწვავე დაპირისპირების დროს, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია?! თუ ეს შეგნებულად, პროვოკაციის მიზნით კეთდება?!

   ყველაზე მეტად, ამ ვითარებაში მაინც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გამო მწყდება გული, მისავე აღიარებით "საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტის, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა". პარიზში, რომელსაც "მსოფლიოს დედაქალაქს" უწოდებენ, თავისუფლებისა და დემოკრატიის ატმოსფეროში გაზრდილი ქართველი ემიგრანტი სალომე ზურაბიშვილი დღეს "ოქროს გალიაში" აღმოჩნდა - ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის პრესსამსახურისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის სრული კონტროლის ქვეშ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 1 მარტი
საქართველო, თბილისი