პუბლიკაციები
2015 წლის 27 მაისს, ქართული დიასპორის დღეს, თბილისში გაიხსნა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმი „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ (დღე პირველი - ფოტორეპორტაჟი და პროგრამა)

eliza-mtსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ოფიციალური გახსნა (სააქტო დარბაზი) - ოფიციალური გახსნა.

მისასალმებელი სიტყვა:

1. გელა დუმბაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო მინისტრი

2. ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

3. ვლადიმერ პაპავა, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი

4. კახი კალაძე, ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საპატიო დიაპორის წარმომადგენელი

5. გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

6. თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

7. რიჩარდ ნორლანდი, აშშ ელჩი საქართველოში

8. ბორის იაროშევიჩი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე

9. ჰენრი კერალი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

10. ლაშა ხოფერია , კაპიტალ ბანკის გენერალური დირექტორი _დიასპორა ბანკინგი

11. ვიოლეტა ვაგნერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი  - ICMPD

12. სარა გალაგერი, საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსი- IdEA

  • მემორანდუმის გაფორმება  თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან
  • მემორანდუმის გაფორმება  მსოფლიო ბანკთან
  • მემორანდუმის გაფორმება  საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან

ფორუმს ესტუმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც დალოცა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმიგაუზიარე გამოცდილება სამშობლოს მონაწილეები და ემიგრანტებს მოკლე სიტყვით მიართა.

ფორუმში მონაწულეიბდა ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯომარე ქალბატონი ელიზა აბელაშვილი, რომელმაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოწვევით აშშ-დან ჩამოვიდა, აგრეთვე ლიგის გამგეობის წევრები: რუსუდან კობახიძე, ნინო ჭელიძე, თინათინ გელაშვილი და არნო ხიდირბეგიშვილი.

სექციებში სხვადასხვა მიმართულების (ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, მედია და სხვ.) მუშაობის შემდეგ, გაიმართა საზოგადოებასთან შეხვედრა და კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ორკესტრებისა და მუსიკოსების - ქართველი ემიგრანტების მონაწილეობით.

eliza-1 eliza-2 eliza-3
eliza-4 eliza-5 eliza-6
eliza-7 eliza-8 eliza-9
eliza-10 eliza-11 eliza-12
eliza-13 eliza-14 eliza-15
eliza-16 eliza-17 eliza-18
eliza-19 eliza-20 eliza-21
eliza-22 eliza-23 eliza-24
eliza-25 eliza-26 eliza-27