რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ბაიდენ-ბაიდენი, ანუ რომელი ამერიკა აღმოაჩინეს ქართველებმა

     გარდამავალპერიოდის სირთულეები

   საქართველოში ხუთი დღის შემდეგ, თექვსმეტ მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ეს თბილისის ათი რაიონი და დიდი ქალაქებია. თუ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჯერ პირველ ტურამდე წინასწარ აცხადებდა მოსალოდნელი არჩევნების გაყალბების შესახებ და აყენებდა ულტიმატუმს - ან ხელახალი არჩევნები, ან ”რუსი ოლიგარქი ივანიშვილის” ხელისუფლების დამხობა რევოლუციური გზით - უგულვებელყოფს მეორე ტურს, მაშინ გამარჯვება გარანტირებული აქვს ერთადერთ მონაწილეს - სახელისუფლებო პარტია ”ქართულ ოცნებას”.

   ვინ აღარ შეეცადა გამძვინვარებული, ოცი პარტიისგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიციის დაშოშმინებას, რომელთაგან რვა პარტია პარლამენტში გავიდა (ლიდერები - მ. სააკაშვილი, ნ. ბურჯანაძე) - საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციებიც, ევროკავშირისა და აშშ–ის წარმომადგენლებიც, დიპკორპუსიცა და აშშ–ის საელჩოც, რომლის თანამშრომლები დამკვირვებლები იყვნენ და ყველა დანარჩენთან ერთად არჩევნები დემოკრატიულად აღიარეს! ამაოდ - ამბოხებულები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და ფხიზლად ადევნებენ თვალს ერთმანეთს, რომ ვინმემ მოულოდნელად არ შეისმინოს საღი აზრი და არ იქცეს შტრეიხბრეკერად.

   ოპოზიციის მდგომარეობა კი, მის მარგინალ ლიდერებთან ერთად, შესაშური როდია: სააკაშვილი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაბრუნებას კი არ აპირებდა, არამედ ახალი სისხლიანი პროვოკაციის მოწყობას სერიიდან "გავრილოვის ღამე - 2" (ანუ - პარლამენტის შენობის ან ივანიშვილის სასახლის აღების დროს მსხვერპლი არ გამოვიდა). ვერ მოახერხეს დედაქალაქის პარალიზებაც, რადგან აგერ უკვე მეხუთე მცდელობით მთელი ოპოზიცია 1500-ზე მეტ მხარდამჭერს ვერ აგროვებს "უკანასკნელ და გადამწყვეტ" მიტინგზე. და ისიც - მხოლოდ პარტაქტივისტებსა და მსუბუქი ნარკოტიკებით ცდუნებულ ახალგაზრდებს. ბრბოში არ არიან ქართველი ინტელიგენციის, კულტურისა და სპორტის ცნობილი წარმომადგენლები - მხოლოდ ამბოხებულები, რომლებიც ყოველ ჯერზე სულ უფრო მცირდებიან. ოპოზიცია ვერ უხსნის თავის ამომრჩეველს, თუ რატომ ამბობს უარს ელექტორატის მიერ მათთვის მინიჭებული მანდატის რეალიზებაზე, პარლამენტში მათი ინტერესების დაცვის იმედით. სათქმელი არაფერი აქვთ, შესაძლოა ამიტომაც, ხვალ, ოპოზიციის ლიდერის ბურჯანაძის წინადადებით, ოპოზიციონერები თბილისში ჩამოფრენილ პომპეოს, პომპის გარეშე – მდუმარე აქციით დახვდებიან ...

სააკაშვილი და ბაიდენ-ბაიდენი

   გარდამავალი პერიოდის სირთულეები შეინიშნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ–იც. არჩევნებამდე, პუბლიკაციაში „კარგი, ცუდი, ბოროტი" მკითხველთა ყურადღება მივაპყრე მრავალ გასაოცარ პარალელზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებსა და ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებს შორის. თუმცა მსგავსება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა: საქართველოშიც და აშშ-შიც თითოეულმა მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და დაიწყო ბრძოლა „არჩევნების გამყალბებელი” მეტოქის წინააღმდეგ! ამ ყველაფერმა ჩვენ, ქართველებმა, ძალიან დაგვაბნია, როგორც მეზღვაური, რომელმაც ცურვისას კომპასი დაკარგა.

   თავად განსაჯეთ: ბოლო ოთხი წელი, ამერიკის წინა არჩევნებიდან მოყოლებული, ვერა და ვერ გავიგეთ - როგორ შეიძლება ვიღაცრუსმა ჰაკერებმა, თუნდაც კრემლის დავალებით, დანიშნონ აშშ-ის პრეზიდენტი?! როგორ შეიძლება, რომ დემოკრატიისა და მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო დედაქალაქი დაუცველი აღმოჩნდეს პუტინის სურვილის წინაშე პრეზიდენტად ტრამპი დანიშნოს?! ახლა კი, ახალი სიურპრიზი - აღმოჩნდა, რომ აშშ–ში მილიონობით ხმა შეეშალათ! ჰოდა, ამის შემდეგ ჩვენთან არჩევნებში რა არსებულ დარღვევებზე შეიძლება ლაპარაკი?!

   მაგრამ "ახალი ამერიკა", რომლის აღმოჩენასაც ქართველები არასდროს წყვეტენ, ამით არ მთავრდება. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ხანდაზმული ადამიანია, თუმცა სააკაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ასოცირდებოდა აშშ–თან, შექმნა ყალბი სტერეოტიპი, რომ ამერიკული მოწინავე სტილი არის ის, როდესაც ახალგაზრდები მართავენ ყველას, ხოლო ოცდაათ წელს გადაცილებულები უნდა ჩამოიწერონ ისტორიის სანაგვეზე და ჩარეცხო უნიტაზში!

   თუ ორ თვეში თეთრ სახლში ბაიდენი შევა, მაშინ ქართველებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თანამედროვე ამერიკული პოლიტიკა წარსულიდან "ზომბების" დაბრუნების საშუალებას იძლევა, და რომ აშშ–ის პრეზიდენტობისთვის სულაც არ არის საჭირო კრისტალურად სუფთა ბიოგრაფია - უკრაინაში არსებობს ხალხი და დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის მონაწილეობას განსაკუთრებით დიდ ფინანსურ მაქინაციებში ... დიახ, კომუნისტურმა პროპაგანდამ სხვა ამერიკას გვიხატავდა, მაგრამ ისეთი კომპრომატებით, როგორიც ბაიდენზე არსებობს, საბჭოთა ქარხნის დირექტორობაც კი წარმოუდგენელია!

   ან იქნებ ბაიდენი ორსახიანია, იანუსის მსგავსად?! ეგებ არსებობს ორი ბაიდენი: ბაიდენი მოუსყიდავი დემოკრატი და ჭკვიანი კაცი, ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის გამოცდილებით დაბრძენებული, როგორც კისინჯერი; და ბაიდენი - ცბიერი მოხუცი, სკლეროზიანი, რომელიც სიტყვით გამოსვლისას თავისი ცოცხალი და დაღუპული შვილების სახელებსაც ურევს? და სააკაშვილთან საეჭვო ბიზნესპროექტების განმხილველი, რომელმაც მას საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა? ჰოდა, აქედან რომელ ბაიდენ-ბაიდენს უნდა დავუჯეროთთ - პირველს თუ მეორეს?!

მაგრამ ქართველებისთვის ყველაზე მძიმე იყო იმის აღმოჩენა, რომ ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, თურმე, ირჩევს არა ამერიკელი ხალხი, ამომრჩევლები, არამედ 538–კაციანი საარჩევნო კოლეგია...

პომპეოს უკანასკნელი დღე“

   სავარაუდოდ, ხვალ პომპეო საქართველოს უკანასკნელად ეწვევა სახელმწიფო მდივნის რანგში. მისი მოგზაურობის მარშრუტი მრავლისმეტყველია - საფრანგეთი, თურქეთი, საქართველო, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი და საუდის არაბეთი - ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი 7 ქვეყანა აშშ–ს დროზე გადაწევს საათს ორი თვით - 2021 წლის 20 იანვრამდე, რის შემდეგაც თეთრი სახლის ახალი პატრონი ან შეცვლის პრიორიტეტებს თითოეულ მათგანთან ურთიერთობაში, ან აქცენტები უწინდებური დარჩება.

   რაც შეეხება საქართველოს, პანდემიის, საპარლამენტო არჩევნებისა და ყარაბაღის კონფლიქტის ელვისებურად დასრულების ფონზე, სახელმწიფო მდივანს სურს იცოდეს, კვლავ რჩება თუ არა აქ ძალაში ეგზისტენციალური ევროატლანტიკური ღირებულებები, რისთვისაც მან აუდიენცია სთხოვა ერის სულიერ მამას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

   პომპეოს ჩამოსვლა შეგიძლიათ წარსულიდან ან მომავლიდან ვიზიტად ჩათვალოთ, მაგრამ ის შეფასდება მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერად და ოპოზიციისთვის რეკომენდაციად - იყოს კონსტრუქციული, დატოვოს ქუჩა და შევიდეს პარლამენტის შენობაში. და ორ თვეში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რამე შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებით - ბაიდენიცა და ტრამპიც სააკაშვილის მოწვევით არაერთხელ არიან აქ ნამყოფი, ამიტომაც შესანიშნავად იცნობენ "ქართულ თემას".

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმიმთავარი რედაქტორი, თბილისი, სპეციალურად News Front– ისთვის