რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კარგი, ცუდი, ბოროტი

     აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ ჩატარდება, მაგრამ მათ შორის ბევრია საერთო. "ქართული" გაერთიანებული ოპოზიცია და ამერიკის პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი (ბაიდენი) უკვე წინასწარ ტეხენ განგაშს, რომ ხელისუფლება (ივანიშვილი და ტრამპი) არჩევნებს გააყალბებს. სავსებით ნათელია, რომ თუ ბაიდენი და "ქართული" ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით არჩევნებს წააგებენ, ისინი მოაწყობენ ობსტრუქციას, როგორც ეს უკვე მოხდა წინა ჯერზე: ბაიდენი და სააკაშვილი რუსეთს დაადანაშაულებენ ჩარევაში, რისი წყალობითაც, თითქოსდა, ტრამპმა მოიგო აშშ–ში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში.

   ”რუსული ჩარევის” გარდა, არსებობს კიდევ ერთი მსგავსება: აშშ–შიც და საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება ორი მეტოქე მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების სახით (ტრამპი და ბაიდენი, ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”) თანაც, ყოფილები სიტყვიერად აბსოლუტურად გამორიცხავენ კონსტრუქციულ თანამშრომლობაოპონენტთან გამარჯვების შემთხვევაშიც კი. ბაიდენი პირში ეძახის ტრამპს არაადეკვატურს და, გამარჯვების შემთხვევაში, მთლიანად შეცვლის მისი წინამორბედის პოლიტიკასა და მთავრობას; სააკაშვილი არ მალავს თავის მიზანს - მთლიანად ჩამოაცილოს ივანიშვილი და მისი პარტია ხელისუფლებას და გახდეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.

ზემოაღნიშნული გარემოებები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დესტრუქციული მოვლენები არ დასრულდება საქართველოსა და აშშ–ში ჩატარებული არჩევნებით, ხოლო კორონავირუსი და ყარაბაღის ომი მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამენ.

რაც შეეხება პროგნოზებს:

აშშ - ტრამპმა ძალიან გადააჭარბა ექსტრავაგანტული გადაწყვეტილებებით და გადაკვეთა წითელი ხაზი, რის შემდეგაც ნეგატივმა კრიტიკულ წერტილს მიაღწია. დაპირისპირება მედიასა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ხელშეკრულების ლიკვიდაციის და ღია ცის შესახებ შეთანხმებებიდან გასვლა, სანქციები მარცხნივ და მარჯვნივ - მან გადააჭარბა ელექტორატის ნდობის ლიმიტს და ბევრი, ვინც ბაიდენს ხმას მისცემს 3 ნოემბერს, მისცემს ხმას სწორედ ტრამპის წინააღმდეგ. თუმცა, ის რთულად, მაგრამ მაინც მოიგებს არჩევნებს. ხანდაზმული ტრამპი მძიმე ფორმის კორონავირუსით დაავადდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ საავადმყოფო დატოვა, ხალხში გავიდა და მუშაობას შეუდგა, რამაც მის მიმართ პატივისცემა გამოიწვია და მისი რეიტინგიც აამაღლა.

საქართველო - ბაიდენთან არის დაკავშირებული ოპოზიციის აგრესია, რომელსაც მმართველ პარტიასთან შედარებით ნაკლები ელექტორატი ჰყავს. ოპოზიცია ძალიან წუხს იმის გამო, რომ აშშ–საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება, მაგრამ დიდი იმედი აქვთ მეორე ტურისა, რომელიც აუცილებლად ჩატარდება აშშ–არჩევნების შემდეგ, სადაც „ბაიდენმა უნდა გაიმარჯვოს“. ბაიდენი ხომ სააკაშვილთან მეგობრობდა, რომელმაც აშშ–ის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი დააჯილდოვა საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, ბაიდენი ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მან და სააკაშვილმა პარტნიორობის საფუძველზე გადაწყვიტეს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება და იქიდან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მატერიალური დივიდენდების მიღება. ბადენის უახლოესი გარემოცვა - მრჩევლები, ანალიტიკოსები, თანაშემწეები და კონგრესმენები, რომლებიც დღეს მის საარჩევნო შტაბს აკომპლექტებენ - ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისში სხვადასხვა კონფერენციაზე (ბოლოს - შარშან, სააკაშვილის დედის მიწვევით, ე.წ. გავრილოვის ღამემდე რამდენიმე დღით ადრე).

ზემოჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, გაერთიანებული ოპოზიცია იმედოვნებს, რომ აშშ–ის ახალი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ან აიძულებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურასპარეზ დათმობას, ან უზრუნველყოსაქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას, რომელიც ამას "ვარდების რევოლუცია 2"–ის საშუალებით განახორციელებს.

თუმცა, ოპოზიციის ავანტიურისტულ გათვლას აქვს სუსტი მხარეები:

1. აშშ, ვინც არ უნდა გახდეს 46-პრეზიდენტი, სამხრეთ კავკასიაში ძალიან ფრთხილად მოიქცევა. აი რატომ ჩაერია ის ყარაბაღის ახალ ომში, და საშუალება მისცა რუსეთს, თავად გაერკვია სომხეთთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობები.

2. ბაიდენი, ისევე როგორც სააკაშვილი, წარსულია და თანაც – პირქუში. წარსული კი არასოდეს ბრუნდება. სააკაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც მასობრივი ანალური წამების ორგანიზატორი საქართველოში, რომელმაც მისი წყალობით დაკარგა ტერიტორიის 20%; ხოლო ბაიდენი - როგორც მრავალმილიონიანი კორუფციული გარიგებების ორგანიზატორი უკრაინაში საკუთარი შვილის მონაწილეობით.

   არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ოპოზიციას საქართველოში ვერც ბაიდენი და ვერც ღმერთი ვერ დაეხმარებიან. სააკაშვილის პრიმიტიული პროვოკატორები თითქოს ვერ ამჩნევენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ყოველ ხელსაყრელ მომენტში აღნიშნავს რუსეთის პოზიტიურ როლს და მაგალითად მოჰყავს მისკონსტრუქციულდამოკიდებულება ნატოს წევრ თურქეთთან, ”რასაც ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამაც ვერ მიაღწია” (ილჰამ ალიევი საყვედურობს აშშ–ს). ამის ნაცვლად სააკაშვილის პარტია და მისი პარტიული ტელევიზია "მთავარარხი" მოუწოდებენ ქართველებს, მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანელებს სომხების წინააღმდეგ, რადგან, თითქოსდა, თუ საქართველო აზერბაიჯანთან იქნება, მაშინ რუსეთი ვერ შეძლებს სამხრეთ კავკასიაში დომინირებას. ამ გაუგონარი პროვოკაციის ყველა მონაწილე, ადრე თუ გვიან, დაისჯება.

     სახელისუფლებო პარტიის სუსტი მხარე კი მმართველი გუნდის "სიმყიფესა" და "სიჭრელეშია", რომელსაც შიდა დაპირისპირებების გამო არ გააჩნია შეკრული ბირთვი. არსებობს გონივრული შიში, რომ ნაციონალური მოძრაობიდან "ქართულ ოცნებაში" პორტიებულმა ბევრმა პოლიტიკოსმა, საპარლამენტო მანდატებისა და მთავრობაში მაღალი თანამდებობების მიღების შემდეგ, შესაძლორგულობა გამოიჩინოს. ანუ, არჩევნების შემდეგ, შესაძლოა თავიდან დაიწყოს პროცესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მეტასთაზებივით ხრავდა მმართველ პარტიას - როდესაც აპრიორი არასანდო კადრები ტოვებდნენ უმრავლესობას და ბრუნდებოდნენ ოპოზიციაში. ამასთან, კითხვებს აჩენს არა მხოლოდ "ქართულ ოცნების“ პარტიული სია, არამედ მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატი, რომელთა "წყალობითაც" წააგებენ ზოგიერთ რაიონს, ხოლო სხვებში მეორე ტური გარდაუვალი იქნება.

ამავე დროს, აქტივს, რომლის წყალობითაც "ქართულმა ოცნებამ" 9 წლის განმავლობაში ყველა არჩევნები მოიგო, არჩევნების შემდეგ კვლავაც დაუმსახურებლად დაივიწყებენ. ამით "ქართული ოცნება" გაიმეორებს "მოქალაქეთა კავშირის" საბედისწერო შეცდომას, თუმცა მოსალოდნელ არჩევნებს მცირე უპირატესობით, მაგრამ მოიგებს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხალხის რჩეულნი კულისებს მიღმა ინტრიგებს დახლართავენ და სპექტაკლს დადგამენ "კარგი, ცუდი, ბოროტი"–ს სცენარის მიხედვით - "ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო". რა თქმა უნდა, თუ ფორსმაჟორი არ აიძულებს მათ 2024 წლამდე დატოვონ კომფორტული საპარლამენტო სავარძლები.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 19 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი