პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ხოდორკოვსკის სურს თქვას, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ირმა ინაშვილი რუსეთის აგენტია?!

     ხოდორკოვსკის დასმენის მეორე ნაწილი ინაშვილზე, თარხან-მურავსა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე" კიდევ უფრო დიდი ფეიკი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი ...

   ცდილობს რა შური იძიოს რუს მაღალჩინოსნებზე, რომელთა გვარები და თანამდებობები არავის არაფერს ეუბნება მოსკოვს მიღმა, მაგრამ ვის გამოც ЮКОС-ის ყოფილი მფლობელი მწარე ტკივილს განიცდის ციხეში დაკარგული წლების გამო, ყოფილი მილიარდერი, ახლა კი სპეცსამსახურების ორმაგი აგენტი იხაელ ხოდორკოვსკი დეტექტიურ ჟურნალისტიკას შეუდგა. გამოძიებით გატაცებულმა, თეთრი ძაფებით შეკერილ საქმეში მან, ნებსით თუ უნებლით, შეურია საქართველოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, ივარაუდა რა, რომ ქართველები კავკასიელი ბრიყვები არიან, რომლებიც ხინკალზე თვინიერად დააყოლებენ ამ ფეიკსაც! მაგრამ მიხაელ ბორისოვჩი შეცდა – თქვენმა მონა–მორჩილმა მაშინვე გამოვააშკარავე მისი ფეიკ–დასმენის პირველი ნაწილი ირმა ინაშვილის, დავით თარხან-მოურავის და საქართველოს პატრიოტთა ალიანსისწინააღმდეგ და დღეს გამოვააშკარავებ მეორეს, თუმცა რუსი ჩინოვნიკების რეპუტაცია, გულწრფელად რომ გითხრათ, ფეიკზე და ბოტზე, ანუ ფეხზე და კალოშზე მკიდია!

   შემთხვევით ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც ზოგიერთ თაღლითის მიერ უწესოდ ნაშოვნი ფულის რაოდენობა იარდს უახლოვდება, მათ იმდენად უცურდებათ სახურავი, რომ ლამის დიპტიქის პირველ ათეულში შეიძინონ ადგილი?!

   ”ნეტავ, რატომ გველაპარაკება დღეს ხიდირბეგიშვილი ქუჩურ ჟარგონზე?!”, – გაიფიქრებს გაოცებული მკითხველი. იმიტომ, ძვირფასებო, რომ ხოდორკოვსკისა და მის ნაირებს ეს ენა უკეთ ესმით! რამდენიც არ უნდა შეიძინონ წიგნები, რანაირი ცოდნითაც არ უნდა იკვეხონ, მაინც სამუდამოდ დარჩებიან თეთრ მანჟეტიან ბანდიტებად, რომლებიც ძარცვავენ არა ცალკეულ ბისნესმენებს, არამედ მთელ ქვეყანას!

   ახლა კი საქმეზე ვიბაზროთ, ანუ ხოდორკოვსკის მხიარული დასმენის მეორე ნაწილზე, თუ ”როგორ ერევა კრემლი მეზობელი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. არჩევნები საქართველოში: გაგრძელება”. რატომ – მხიარული?! იმიტომ, რომ მეორე ნაწილში, ისევე როგორც პირველში, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი მტკიცებულება, რომ მთელი ეს მავანი გრაფომანის (არ აგვერიოს სისხლის სამართლის კოდექსის გრაფებში) ფანტაზიის ნაყოფი რაიმე კავშირშია "პატრიოტთა ალიანსთან"!

ხოდორკოვსკის "დიპტიის" მეორე და ბოლო ნაწილი ძალიან უნიჭოდ არის შეთითხნილი: ფანტაზია ამოწურულმა ავტორმა აიღო და უბრალოდ აღწერა "პატრიოტთა ალიანსის" ღონისძიებები, ოღონდ ... მოსკოვიდან წინასწარ გაცემული დავალებებიშესრულების სახით! მავე წარმატებით შეიძლება გამოჩნდეს დოსიე, სადაც, მაგალითად, “მოსადი“წინსწარ აძლევს რეკომენდაციას ხიდირბეგიშვილს, დაწეროს ეს სტატია ინაშვილის მხარდასაჭერად.

   დასასრულ, მინდა ვკითხო რამდენიმე ქართველ მაღალჩინოსანანს, რომლებიც არ დაელოდნენ პროკურატურისა და აუდიტის დასკვნებს და დაიწყეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლანძღვა:

ეთილო ბატონებო!

   ვერ შენიშნეთ, როგორ აღმოჩნდით ერთ ნავში ხოდორკოვსკისთან, რომელიც მთელს მსოფლიოში არცხვენს თავის სამშობლოს? ხოდორკოვსკის კვალდაკვალ, გინდათქვათ, რომ საქართველოს ვიცე–სპიკერი ირმა ინაშვილი კრემლის აგენტია?! და ფიქრობთ, რომ ეს ასახელებს საქართველოს? ეს გასახელებთ თქვენ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში სხედით მის გვერდით პარლამენტის სხდომათა დარბაზში?!

ნუთუ თქვენ, რომლებმაც უგულებელჰყავით საბჭოთა კავშირში დაბადებული მშობლებიც კი - იმისათვის, რომ, ამერიკის საელჩოში არ დაგადანაშაულონ პრორუსულობაში, სერიოზულად გჯერათ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და „ცერეუმ“ (CIA), რომლებიც აკონტროლებენ აქ ყველა ბუზს, დაუშვეს, რომ საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო პრორუსული პარტიის ფრაქცია, ხოლო მისი ლიდერივიცე სპიკერი? მაშინ რა ჯანდაბას მიკეთებენ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი ქართული სპეცსამსახურები?! ან იქნებ ამით გსურთ კრემლთან თქვენი „თანამშრომლობისეჭვებგააქარწყლოთ, რადგან რუსეთის აგენტების პირველი და მეორე ფრაქცია საქართველოს პარლამენტში - სააკაშვილის ნაცმოძრაობადა ბოკერიას „ევროპული საქართველო- „ქართული ოცნების“ ლიდერებს რუს ჯაშუშებს უწოდებს?!

   ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: თქვენ შემდეგი ხართ! ანგარიშს გაუსწორებთ პატრიოტთა ალიანსს- მოვა ქართული ოცნების ჯერიც, რაშიც დარწმუნდებით არჩევნების დღეს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 7 სექტემბერი
საქართველო, თბილისი